საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბის ზემო არ­ცე­ვი­სა და ოტ­რე­ვის მიმ­დე­ბა­რედ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­აქ­ტი­ურ­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მიერ ოპე­რი­რე­ბუ­ლი "ცხე­ლი ხაზი“.

"ინ­ფორ­მა­ცია უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის მო­რი­გი ფაქ­ტის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს.

ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ისე­ვე რო­გორც სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ ჩა­დე­ნილ ყვე­ლა დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას“.-ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოცნება
0

აუცილებლად გაითვალისწინეთ! ცხინვალის ადმინ ხელმძრვანელად ღირსეული(!) ცხინვალხეობელი!

დომენტი
28

რამდენჯერ უნდა გითხრათ.....საზღვრისპირას მცხოვრებლებს ნუ სვავთ ღვინოს..ნუ სვავთ არაყს დილაობით....თორემ მერე ათავგადასავლებისკენ გიწევთ გული.დაანებეთ ლოთობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი“.

"ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“.-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.