საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ რუსულ საქმეს აკეთებთ..." - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
"სულ რუსულ საქმეს აკეთებთ..." - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ზე სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ხმა­უ­რის გამო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა მან­და­ტუ­რებს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი­სა და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის გა­ძე­ვე­ბა სთხო­ვა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­უქ­მა და ოპო­ნენ­ტე­ბი მხო­ლოდ გა­აფრ­თხი­ლა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბა­ზე ოხა­ნაშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბა მოჰ­ყვა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მომხსე­ნებ­ლის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გა­მოს­ვლის დროს ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ხმა­მა­ღალ შე­ძა­ხი­ლებს. ოხა­ნაშ­ვილ­მა დე­პუ­ტატს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და, თუმ­ცა შემ­დეგ მან­და­ტუ­რებს უთხრა, რომ რო­გორც დე­კა­ნო­ი­ძე, ისე ნაც­ვლიშ­ვი­ლი დარ­ბა­ზი­დან გა­ეყ­ვა­ნათ. დე­პუ­ტა­ტებ­მა მან­და­ტუ­რებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს, რა დრო­საც ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა გა­შა­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ შო­რის სხვა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მო­წო­დე­ბის შემ­დეგ, ოხა­ნაშ­ვილ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა და ოპო­ნენ­ტებს უთხრა, რომ შე­კი­თხვე­ბის დას­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, თუ არ იყ­ვი­რე­ბენ.

„არ გა­ჩე­რე­ბულ­ხართ, ყვი­რით, მეს­მის, რომ თქვენ­თვის სი­მარ­თლის მოს­მე­ნა მწა­რეა. გაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შე­კი­თხვა დას­ვათ, მაგ­რამ თუ და­დებთ პი­რო­ბას, რომ უმიკრო­ფო­ნოდ არ იყ­ვი­რებთ. არ გა­ჩე­რე­ბულ­ხართ მთე­ლი სხდო­მა“,- გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

მას შემ­დეგ კი, რაც ნაც­ვლიშ­ვილ­მა ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა გა­შა­ლა და მხრებ­ზე მო­იხ­ვია, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ უთხრა, რომ სწო­რედ ასე სპე­კუ­ლა­ცი­უ­რად ის­ხა­მენ ისი­ნი ევ­რო­პულ მან­ტი­ას.

"რო­გორც ახლა მო­ის­ხა მან­ტი­ის სა­ხით დრო­შა, ასე სპე­კუ­ლა­ცი­უ­რად ის­ხამთ ევ­რო­პულ მან­ტი­ას. სი­ნამ­დვი­ლე­ში სულ რუ­სულ საქ­მეს აკე­თებთ“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!!!!!!!!!!
4

 ძალიან ცუდი გააკეთეს ამ ფულების გადმორიცხვით ვითომ არასამთავრობოებისთვის. ეს ახალგაზრდები დროშების ფრიალში და ყვირილში იღებენ ფულს. არაფერი არ უსწავლიათ, მეტი არაფერი არ იციან, რით იცხოვრონ? აი ამდენი ახალგაზრდა უსაქმურად გვიქცია მაგ "დახმარებამ". თან ვალად გვადევს ქვეყანას. ძალიან ძნელია ახლა ამის გამოსწორება, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალი თაობა მაინც ვიხსნათ ამისგან. მონებს სხვებს ეძახიან, ამ დროს თვითონ ვიღაც უცხოელი კორუმპირებული ჩინოვნიკისგან გადმორიცხული კაპიკების მონები არიან. იმ ჩინოვნიკის, რომელიც საკუთარი ხალხის გადასახადებს ასე გაიძვერულად ითვისებს

ანი
0

მეტროში ხალხი გადარეულია. კობახიძეს რუსეთის ელჩმა ჩაარტყაო. დაწერეთ, რა ხდება

ავტორი:

"სულ რუსულ საქმეს აკეთებთ..." - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

"სულ რუსულ საქმეს აკეთებთ..." - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის გამო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მანდატურებს ოპოზიციონერი დეპუტატების ანა ნაცვლიშვილისა და ხატია დეკანოიძის გაძევება სთხოვა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება გააუქმა და ოპონენტები მხოლოდ გააფრთხილა.

თავდაპირველად, დარბაზის დატოვებაზე ოხანაშვილის მითითება მოჰყვა "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მომხსენებლის, მამუკა მდინარაძის გამოსვლის დროს ანა ნაცვლიშვილის ხმამაღალ შეძახილებს. ოხანაშვილმა დეპუტატს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა შემდეგ მანდატურებს უთხრა, რომ როგორც დეკანოიძე, ისე ნაცვლიშვილი დარბაზიდან გაეყვანათ. დეპუტატებმა მანდატურებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ანა ნაცვლიშვილმა ევროკავშირის დროშა გაშალა.

მოგვიანებით, მათ შორის სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მოწოდების შემდეგ, ოხანაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და ოპონენტებს უთხრა, რომ შეკითხვების დასმის შესაძლებლობას მისცემს, თუ არ იყვირებენ.

„არ გაჩერებულხართ, ყვირით, მესმის, რომ თქვენთვის სიმართლის მოსმენა მწარეა. გაძლევთ შესაძლებლობას, შეკითხვა დასვათ, მაგრამ თუ დადებთ პირობას, რომ უმიკროფონოდ არ იყვირებთ. არ გაჩერებულხართ მთელი სხდომა“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მას შემდეგ კი, რაც ნაცვლიშვილმა ევროკავშირის დროშა გაშალა და მხრებზე მოიხვია, მამუკა მდინარაძემ უთხრა, რომ სწორედ ასე სპეკულაციურად ისხამენ ისინი ევროპულ მანტიას.

"როგორც ახლა მოისხა მანტიის სახით დროშა, ასე სპეკულაციურად ისხამთ ევროპულ მანტიას. სინამდვილეში სულ რუსულ საქმეს აკეთებთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.