საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...ევროპული მომავლისთვის მიბრძოლია და "ცალ-ფეხზეც დავმდგარვარ“ - პროპაგანდაა, თითქოს ერთი ბატონი მოვიშორეთ და მეორეს არ დავემონებით" - რას წერს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი
"...ევროპული მომავლისთვის მიბრძოლია და "ცალ-ფეხზეც დავმდგარვარ“ - პროპაგანდაა, თითქოს ერთი ბატონი მოვიშორეთ და მეორეს არ დავემონებით" - რას წერს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

"და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მხრი­დან სა­კუ­თა­რი პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გამ­ყა­რე­ბულ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ზე წინ და­ყე­ნე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის პო­პუ­ლის­ტუ­რი პრო­პა­გან­დით მარ­თვა - პრო­პა­გან­დაა ის, თით­ქოს ერთი ბა­ტო­ნი მო­ვი­შო­რეთ და მე­ო­რეს არ და­ვე­მო­ნე­ბით", - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბით ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

  • ჯა­ნე­ლი­ძე სა­კითხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს უძღვნის, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ პრო­პა­გან­დაა ის, თით­ქოს რა­ღაც “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­აა“, რო­მე­ლიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ბედს და ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხს წყვეტს.

ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გან­მარ­ტავს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ერ­თო­ბა, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ თა­ვი­ან­თი სუ­ვე­რე­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი.

“ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა ინ­ტე­რე­სის გა­რე­შე (კერ­ძო სექ­ტორ­ში წარ­მა­ტე­ბით ვსაქ­მი­ა­ნობ ქვეყ­ნის გა­რეთ უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია), გარ­და ერ­თი­სა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლი­სა, მინ­და ცოტა ვრცლად დავ­წე­რო ჩემი, ერთი მო­ქა­ლა­ქის, ხედ­ვა მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის შე­სა­ხებ, პირ­ველ რიგ­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ამომ­რჩევ­ლის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” და სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში, ვის­თან ერ­თა­დაც მიბ­რძო­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, “ცალ-ფეხ­ზეც დავ­მდგარ­ვარ" (ჩემი აზ­რით, როცა ორი ფე­ხით ვერ მი­დი­ხარ მიზ­ნამ­დე, სა­ცალ­ფე­ხო გზა­ზე გავ­ლაც სა­ჭი­როა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ როცა უკან დათ­ვი მოგ­დევს).

1. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ დღეს, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ის­ტო­რი­უ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გახ­სნი­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა. ეს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა და ფან­ჯა­რა არ არ­სე­ბობ­და, როცა მე, თქვენ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე და არა­თუ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, არა­მედ ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვაც კი არ იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი.

2. იმე­დი მქონ­და, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კურ სპექტრს სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნის გარ­შე­მო კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ­და, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი შიდა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე მაღ­ლა დად­გე­ბო­და, თუმ­ცა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და შე­სა­ბა­მი­სი პრო­პა­გან­და ძირს უთხრის ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ფაქ­ტია, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამხლე­ჩი სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” და­აბ­რუ­ნა, მა­შინ, როცა ამის არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა თუ სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და.

3. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ღიად აცხა­დებს, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი მათ სა­არ­ჩევ­ნო ხმე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უმ­რავ­ლე­სო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, რად­გან ეს თით­ქოს ხალ­ხის ინ­ტე­რეს­შია. ჩემი აზ­რით, ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი ღია მტრის, ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ინ­ტე­რეს­შია, რად­გან ის გვა­ცი­ლებს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს და მი­ზანს, და შე­სა­ბა­მი­სად, ასუს­ტებს ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ზი­ცი­ებს.

4. და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მხრი­დან სა­კუ­თა­რი პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გამ­ყა­რე­ბულ ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ზე წინ და­ყე­ნე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის მარ­თვა პო­პუ­ლის­ტუ­რი პრო­პა­გან­დით.

დღეს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ბა­ნე­რი (წინა დღე­ე­ბის პრო­პა­გან­და­ში აღარ შე­ვალ), რო­მე­ლიც ამ­ბობს შემ­დეგს: “სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­პას! სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას! #ღირ­სე­ბით ევ­რო­პა­ში”, რა­საც მინ­და ვუ­პა­სუ­ხო:

4ა. ევ­რო­პა­ში ვართ, მაგ­რამ არ ვართ ევ­რო­კავ­შირ­ში. ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მი­ზა­ნია გავ­ხდეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, რად­გან ევ­რო­კავ­ში­რი არის ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მელ­მაც უზ­რუნ­ველ­ყო:

- გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბა,

- ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა,

- ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა,

- სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბა,

- კულ­ტუ­რუ­ლი თვითმყო­ფა­დო­ბა,

- რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის პა­ტი­ვის­ცე­მა.

ეს შე­დე­გე­ბი მიღ­წე­ულ იქნა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში:

- დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის დამ­კვიდ­რე­ბის,

- ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და

- ეროვ­ნულ დო­ნე­ზე და­ნერგვის გზით.

ამი­ტომ, პრო­პა­გან­დაა ის, თით­ქოს ერთი ბა­ტო­ნი მო­ვი­შო­რეთ და მე­ო­რეს არ და­ვე­მო­ნე­ბით. თუ გვინ­და ევ­რო­კავ­შირ­ში, (ხაზი უნდა გა­ვუს­ვა, რომ ჩვენ გვინ­და და არა მათ) უნდა ვი­ყოთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და გა­ვი­ზი­ა­როთ მათი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა (იმის­თვის, რომ ის შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღოთ რაც სხვა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა) და არა პი­რი­ქით, ვი­ა­როთ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გზით. ეს არ გუ­ლის­ხმობს ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას. ვინც ჩემ­თან ერ­თად იყო ჩარ­თუ­ლი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, და­მე­თან­ხმე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წერ­ტილ-მძი­მეც კი არ დაგ­ვით­მია ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა იქ­ნე­ბო­და ეს თუ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია. ევ­რო­კავ­ში­რი ყო­ველ­თვის აფა­სებ­და ასეთ საგ­ნობ­რივ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ას.

4ბ. ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი არ არის მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი, ის არის ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რიც. პრო­პა­გან­დაა ის, თით­ქოს რა­ღაც „გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­აა“, რო­მე­ლიც წყვეტს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ბედს, და ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხს.

ევ­რო­კავ­ში­რი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ერ­თო­ბა, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ თა­ვი­ან­თი სუ­ვე­რე­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი. არა­ვინ იფიქ­როს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ფიქ­რით იძი­ნე­ბენ და იღ­ვი­ძე­ბენ ევ­რო­პის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. ეს კარ­გად და­ვი­ნა­ხეთ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლეთ 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და რა­მაც დიდი სი­კე­თე მო­უ­ტა­ნა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს და წარ­მა­ტე­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. აქაც და­მე­თან­ხმე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი მზა­ო­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის გავ­ლა მო­უ­წია, იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­ე­ღოთ ევ­რო­კავ­შირ­ში/შენ­გე­ნის ზო­ნა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ჩვენ მოგ­ვი­წია ცალ-ცალ­კე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­თან მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის, სა­გა­რეო საქ­მე­თა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის, პარ­ლა­მენ­ტე­ბის, ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის და ასე­ვე, ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, საბ­ჭო და პარ­ლა­მენ­ტი, ევ­რო­კავ­ში­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფე­ბის დო­ნე­ზე და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თუ სა­ერ­თო, პარ­ტი­უ­ლი თუ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის თან­ხვედ­რის შე­ჯე­რე­ბა, მათ შო­რის, ხან პო­ლი­ტი­კუ­რი "ბრძო­ლით" და ხან "ცალ-ფეხ­ზე დგო­მით". დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი რთუ­ლია, თუმ­ცა ის სა­უ­კე­თე­სოდ გა­მო­ხა­ტავს ხალ­ხის ინ­ტე­რესს, რად­გან პარ­ტი­ე­ბი, და შე­სა­ბა­მი­სად მთავ­რო­ბე­ბი, მოქ­მე­დე­ბენ ამომ­რჩევ­ლის და არა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

5. ჩემი აზ­რით, დღეს ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დაკ­ვე­თა არის ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი და სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, რაც მი­იღ­წე­ვა ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­თა და პო­ზი­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გით. ჯერ კი­დევ არის მცი­რე­ო­დე­ნი შან­სი იმი­სა, რომ ხალ­ხის რე­ა­ლურ ინ­ტე­რესს მო­ემ­სა­ხუ­როს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი. ჩემი, სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქის, თხოვ­ნაა, გა­მო­ი­ყე­ნოთ ეს შან­სი და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მშვიდ და პო­ზი­ტი­უ­რი რელ­სებ­ზე და­აბ­რუ­ნოთ. ამით ყვე­ლა მო­ი­გებს, და რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი გან­წყო­ბე­ბი­სა“, - წერს ჯა­ნე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

ერთი კოზირევი იყო ,,ცნობილი" საგარეო საქმეთა მინისტრი და შენ მიემატე. ჯობია ხმა არ ამიღო, ვინ გისმენს შე საცოდავო ერთუჯრედიანო

არა ქვევროპას
2

რუსებს ჩვენი ქვეყნის 20% აქვთ ოკუპირებული,ნაცებს- ქართული მედიის 80%...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"...ევროპული მომავლისთვის მიბრძოლია და "ცალ-ფეხზეც დავმდგარვარ“ - პროპაგანდაა, თითქოს ერთი ბატონი მოვიშორეთ და მეორეს არ დავემონებით" - რას წერს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

"...ევროპული მომავლისთვის მიბრძოლია და "ცალ-ფეხზეც დავმდგარვარ“ - პროპაგანდაა, თითქოს ერთი ბატონი მოვიშორეთ და მეორეს არ დავემონებით" - რას წერს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

"დაუშვებლად მიმაჩნია, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის მხრიდან საკუთარი პარტიული ინტერესის კონსტიტუციით გამყარებულ ეროვნულ ინტერესებზე წინ დაყენება და მოსახლეობის პოპულისტური პროპაგანდით მართვა - პროპაგანდაა ის, თითქოს ერთი ბატონი მოვიშორეთ და მეორეს არ დავემონებით", - აღნიშნული განცხადებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება.

  • ჯანელიძე საკითხს სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის, სადაც აღნიშნავს, რომ პროპაგანდაა ის, თითქოს რაღაც “გლობალური ომის პარტიაა“, რომელიც მთელი მსოფლიოს ბედს და ამ შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს წყვეტს.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ევროკავშირი არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოების ერთობა, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი სუვერენული ინტერესები და შესაბამისი პოლიტიკური პროცესი.

“ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესის გარეშე (კერძო სექტორში წარმატებით ვსაქმიანობ ქვეყნის გარეთ უკვე რამდენიმე წელია), გარდა ერთისა, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ევროპული მომავლისა, მინდა ცოტა ვრცლად დავწერო ჩემი, ერთი მოქალაქის, ხედვა მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ, პირველ რიგში, “ქართული ოცნების” ამომრჩევლის და იმ ადამიანების საყურადღებოდ, “ქართულ ოცნებაში” და საჯარო სამსახურში, ვისთან ერთადაც მიბრძოლია საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საჭიროების შემთხვევაში, “ცალ-ფეხზეც დავმდგარვარ" (ჩემი აზრით, როცა ორი ფეხით ვერ მიდიხარ მიზნამდე, საცალფეხო გზაზე გავლაც საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ როცა უკან დათვი მოგდევს).

1. ყველამ კარგად იცის, რომ დღეს, გეოპოლიტიკური მოცემულობის გამო, საქართველოს აქვს ისტორიული მიზნის მისაღწევად გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს გეოპოლიტიკური მოცემულობა და ფანჯარა არ არსებობდა, როცა მე, თქვენთან ერთად ვმუშაობდი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე და არათუ კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა, არამედ ჩვენი რეგიონის ევროპული პერსპექტივაც კი არ იყო აღიარებული.

2. იმედი მქონდა, რომ ეს შესაძლებლობა პოლიტიკურ სპექტრს საერთო ეროვნული მიზნის გარშემო კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას მისცემდა, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა დადგებოდა, თუმცა “ქართული ოცნების” მიერ წამოწყებული პოლიტიკური პროცესი და შესაბამისი პროპაგანდა ძირს უთხრის ამ შესაძლებლობას. ფაქტია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის საწინააღმდეგო, საზოგადოების გამხლეჩი საკითხი დღის წესრიგში “ქართულმა ოცნებამ” დააბრუნა, მაშინ, როცა ამის არანაირი წინაპირობა თუ საჭიროება არ არსებობდა.

3. “ქართული ოცნება” ღიად აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური პროცესი მათ საარჩევნო ხმების მობილიზებაში დაეხმარება და კონსტიტუციურ უმრავლესობას უზრუნველყოფს, რადგან ეს თითქოს ხალხის ინტერესშია. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ჩვენი ღია მტრის, ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის ინტერესშია, რადგან ის გვაცილებს სტრატეგიულ პარტნიორებს და მიზანს, და შესაბამისად, ასუსტებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს.

4. დაუშვებლად მიმაჩნია, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის მხრიდან საკუთარი პარტიული ინტერესის კონსტიტუციით გამყარებულ ეროვნულ ინტერესებზე წინ დაყენება და მოსახლეობის მართვა პოპულისტური პროპაგანდით.

დღეს, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ბანერი (წინა დღეების პროპაგანდაში აღარ შევალ), რომელიც ამბობს შემდეგს: “საქართველო იმსახურებს ევროპას! საქართველო იმსახურებს დამოუკიდებლობას! #ღირსებით ევროპაში”, რასაც მინდა ვუპასუხო:

4ა. ევროპაში ვართ, მაგრამ არ ვართ ევროკავშირში. ჩვენი კონსტიტუციური მიზანია გავხდეთ ევროკავშირის წევრი, რადგან ევროკავშირი არის ის გაერთიანება, რომელმაც უზრუნველყო:

- გრძელვადიანი მშვიდობა,

- ადამიანის უფლებების დაცვა,

- ეკონომიკური განვითარება,

- სოციალური თანასწორობა,

- კულტურული თვითმყოფადობა,

- რელიგიური მრწამსის პატივისცემა.

ეს შედეგები მიღწეულ იქნა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში:

- დემოკრატიული პროცესის დამკვიდრების,

- ევროკავშირის საერთო კანონმდებლობის განვითარებისა და

- ეროვნულ დონეზე დანერგვის გზით.

ამიტომ, პროპაგანდაა ის, თითქოს ერთი ბატონი მოვიშორეთ და მეორეს არ დავემონებით. თუ გვინდა ევროკავშირში, (ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჩვენ გვინდა და არა მათ) უნდა ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფო და გავიზიაროთ მათი კანონმდებლობა (იმისთვის, რომ ის შედეგები მივიღოთ რაც სხვა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა) და არა პირიქით, ვიაროთ საწინააღმდეგო გზით. ეს არ გულისხმობს ღირსების შელახვას. ვინც ჩემთან ერთად იყო ჩართული ევროინტეგრაციის მოლაპარაკებებში, დამეთანხმება, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე წერტილ-მძიმეც კი არ დაგვითმია ევროკავშირთან მოლაპარაკებებისას, ასოცირების შეთანხმება იქნებოდა ეს თუ ვიზალიბერალიზაცია. ევროკავშირი ყოველთვის აფასებდა ასეთ საგნობრივ მოლაპარაკებებს და ითვალისწინებდა საქართველოს პოზიციას.

4ბ. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ არის მხოლოდ ტექნიკური, ის არის ასევე პოლიტიკურიც. პროპაგანდაა ის, თითქოს რაღაც „გლობალური ომის პარტიაა“, რომელიც წყვეტს მთელი მსოფლიოს ბედს, და ამ შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს.

ევროკავშირი არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოების ერთობა, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი სუვერენული ინტერესები და შესაბამისი პოლიტიკური პროცესი. არავინ იფიქროს, რომ საქართველოზე ფიქრით იძინებენ და იღვიძებენ ევროპის მოქალაქეები და შესაბამისად, პოლიტიკოსები. ეს კარგად დავინახეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომელიც წარმატებით დავასრულეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს და წარმატება “ქართულ ოცნებას“. აქაც დამეთანხმებიან ის ადამიანები, ვინც ჩართულები იყვნენ ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებებში, რომ საქართველოს ტექნიკური მზაობის დადასტურების შემდეგ, ძალიან რთული პოლიტიკური პროცესის გავლა მოუწია, იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეღოთ ევროკავშირში/შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ჩვენ მოგვიწია ცალ-ცალკე მოლაპარაკებების წარმოება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მთავრობის ხელმძღვანელების, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების, პარლამენტების, ეროვნული პოლიტიკური პარტიების და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების, საბჭო და პარლამენტი, ევროკავშირის საპარლამენტო ჯგუფების დონეზე და ინდივიდუალური თუ საერთო, პარტიული თუ ინსტიტუციური ინტერესების თანხვედრის შეჯერება, მათ შორის, ხან პოლიტიკური "ბრძოლით" და ხან "ცალ-ფეხზე დგომით". დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი რთულია, თუმცა ის საუკეთესოდ გამოხატავს ხალხის ინტერესს, რადგან პარტიები, და შესაბამისად მთავრობები, მოქმედებენ ამომრჩევლის და არა ერთპიროვნული მმართველების ინტერესების შესაბამისად.

5. ჩემი აზრით, დღეს ხალხის ინტერესი და საზოგადოებრივი დაკვეთა არის ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რაც მიიღწევა ევროპული ინტეგრაციითა და პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგით. ჯერ კიდევ არის მცირეოდენი შანსი იმისა, რომ ხალხის რეალურ ინტერესს მოემსახუროს პოლიტიკური პროცესი. ჩემი, საქართველოს ერთი მოქალაქის, თხოვნაა, გამოიყენოთ ეს შანსი და საარჩევნო პროცესი მშვიდ და პოზიტიური რელსებზე დააბრუნოთ. ამით ყველა მოიგებს, და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე, მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა“, - წერს ჯანელიძე.