საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საგაზაფხულო ბაზრობა 2024" "თეგეტა ჰოლდინგის" მხარდაჭერით გაიმართება
"საგაზაფხულო ბაზრობა 2024" "თეგეტა ჰოლდინგის" მხარდაჭერით გაიმართება

„ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს“ (IWAG) ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მხარ­და­ჭე­რით საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა „სა­გა­ზა­ფხუ­ლო ბაზ­რო­ბა 2024“ გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბას 14 აპ­რილს სას­ტუმ­რო „პა­რაგ­რა­ფი“ უმას­პინ­ძლებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­სულ სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, შე­ი­ძი­ნონ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ცია. მათ შო­რის, სა­გა­ზა­ფხუ­ლო თე­მა­ტი­კის ნა­კე­თო­ბე­ბი, ხელ­ნა­კე­თი სამ­კა­უ­ლე­ბი, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა კი სრუ­ლად მოხ­მარ­დე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, რომ­ლე­ბიც ბავ­შვე­ბის, ქა­ლე­ბი­სა და ხან­დაზ­მუ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­და­ნა­წილ­დე­ბა. წელს პრო­ექ­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა იქ­ნე­ბა.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის­თვის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნი­ის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლებ­შიც ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ერ­თი­ან­დე­ბი­ან და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კე­თილ­დღე­ო­ბა­ში შე­აქვთ წვლი­ლი.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „თე­გე­ტას კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის სტრა­ტე­გი­ა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სა­გა­ზა­ფხუ­ლო ბაზ­რო­ბა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ვიზ­რუ­ნოთ, რომ ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ში. სა­ხალ­ხო და­ფი­ნან­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რა მი­ზან­საც ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბი­სა და სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „თე­გე­ტას“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში და თა­ვი­ან­თი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გარ­კვე­ულ წვლილს შე­ი­ტა­ნენ ამ საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტში“.

წელს „სა­გა­ზა­ფხუ­ლო ბაზ­რო­ბა“ ათწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ეწყო­ბა. 1999 წლი­დან „ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო“ „ზამ­თრის საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვებს“ მარ­თავს. პრო­ექ­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­თა და მო­ნი­ტო­რინ­გით კი სპე­ცი­ა­ლუ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო კო­მი­ტე­ტია და­კა­ვე­ბუ­ლი.

ნანა დვა­ლი, „ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი“: „უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ყო­ველ­თვის ჩარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. გა­სუ­ლი წლის „ზამ­თრის ბაზ­რო­ბა­ზე“ და­ახ­ლო­ე­ბით 200 000 ლა­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ თან­ხით ფი­ნანსდე­ბა მიმ­დი­ნა­რე სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი.

„ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო“ მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ სა­წყი­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც და­არ­სდა 1996 წელს და მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, ქალ­თა მხარ­და­ჭე­რა­ზე, ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მიმ­დი­ნა­რე წელს და­სა­ფი­ნან­სე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა „გა­ნათ­ლე­ბა და სწავ­ლე­ბა უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის“.

„სა­გა­ზა­ფხუ­ლო ბაზ­რო­ბა­ზე“ მო­სულ სტუმ­რებს სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა ელო­დე­ბათ ტუ­რიზ­მის, კუ­ლი­ნა­რი­ის, ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და ყვე­ლის კომ­პა­ნი­ე­ბის­გან. ბაზ­რო­ბის მცი­რე­წლო­ვან სტუმ­რებს კი სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის შექ­მნი­ლი სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი კუ­თხე უმას­პინ­ძლებს.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"საგაზაფხულო ბაზრობა 2024" "თეგეტა ჰოლდინგის" მხარდაჭერით გაიმართება

"საგაზაფხულო ბაზრობა 2024" "თეგეტა ჰოლდინგის" მხარდაჭერით გაიმართება

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს“ (IWAG) ორგანიზებითა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ გაიმართება. ღონისძიებას 14 აპრილს სასტუმრო „პარაგრაფი“ უმასპინძლებს.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ადგილობრივი წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია. მათ შორის, საგაზაფხულო თემატიკის ნაკეთობები, ხელნაკეთი სამკაულები, ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი და აქსესუარები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება საქველმოქმედო პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების მხარდასაჭერად გადანაწილდება. წელს პროექტების მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობა იქნება.

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საზოგადოებაზე ზრუნვა კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, კომპანიისთვის პრიორიტეტულია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებშიც ადამიანები სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთიანდებიან და საზოგადოებრივ კეთილდღეობაში შეაქვთ წვლილი.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტას კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიაში საზოგადოებაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საგაზაფხულო ბაზრობა თავისი შინაარსით გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაში. სახალხო დაფინანსების მობილიზება, რა მიზანსაც ეს ღონისძიება ემსახურება, ქველმოქმედებისა და სასიკეთო ცვლილებებისთვის ადამიანების გაერთიანების შესანიშნავი შესაძლებლობაა.

მნიშვნელოვანია, რომ „თეგეტას“ თანამშრომლებიც ჩაერთვებიან ღონისძიებაში და თავიანთი თანამონაწილეობით გარკვეულ წვლილს შეიტანენ ამ საქველმოქმედო პროექტში“.

წელს „საგაზაფხულო ბაზრობა“ ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ეწყობა. 1999 წლიდან „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო“ „ზამთრის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებს“ მართავს. პროექტების შერჩევითა და მონიტორინგით კი სპეციალური საქველმოქმედო კომიტეტია დაკავებული.

ნანა დვალი, „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს დამფუძნებელი“: „უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში ყოველთვის ჩართული იყო საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები. გასული წლის „ზამთრის ბაზრობაზე“ დაახლოებით 200 000 ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამ თანხით ფინანსდება მიმდინარე სოციალური პროექტები.

„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო“ მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1996 წელს და მხარს უჭერს საქართველოში სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას. ორგანიზაციის პროექტები, ძირითადად, ორიენტირებულია ჯანმრთელობის, განათლების, ქალთა მხარდაჭერაზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მიმდინარე წელს დასაფინანსებელი პროექტების მთავარი მიმართულებაა „განათლება და სწავლება უკეთესი მომავლისთვის“.

„საგაზაფხულო ბაზრობაზე“ მოსულ სტუმრებს საინტერესო შეთავაზება ელოდებათ ტურიზმის, კულინარიის, ქართული ღვინისა და ყველის კომპანიებისგან. ბაზრობის მცირეწლოვან სტუმრებს კი სპეციალურად მათთვის შექმნილი საბავშვო გასართობი კუთხე უმასპინძლებს.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS