"ჰარი პოტერის" ავტორი, როულინგი ემა უოტსონსა და დენიელ რედკლიფს დაუპირისპირდა - საქმე ეხება ტრანსგენდერების იდენტობისა და უფლებების საკითხს. "ჰარი პოტერის" ვარსკვლავები როულინგს ტრანსფობიაში ადანაშაულებენ.
მწერალმა ამ თემაზე მრავალჯერ გააკეთა განცხადება. გასულ კვირას როულინგმა შოტლანდიის ახალი კანონიც გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ კანონი კომიკურია და ის "კაცისთვის კაცის დაძახებას გააგრძელებს".
როულინგის პოზიციას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა არაერთი მსახიობისგან, მათ შორის არიან "ჰარი პოტერის" ვარსკვლავები ემა უოტსონი და დენიელ რედკლიფი. რედკლიფი და როულინგი აქამდეც დაპირისპირებიან ერთმანეთს, მაგალითად, 2020 წელს.
"აშკარაა, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ ტრანსგენდერი ადამიანების მხარდასაჭერად. ისინი იმსახურებენ იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით" - წერდა მაშინ მსახიობი.
"მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ტრანს საზოგადოებას... ტრანსი ქალები ქალები არიან. ტრანსი კაცები - კაცები. ყველას უნდა გვქონდეს უფლება ვიცხოვროთ სიყვარულით და განსჯის გარეშე" - დაწერა რონ უიზლის როლის შემსრულებელმა, რუპერტ გრინტმა.
თავად ავტორი ტრანსფობიის ბრალდებებს უარყოფს:
"მე ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები, თუმცა სქესის კონცეფციის გაუქმება მრავალ ადამიანს ართმევს უნარს, საკუთარი ცხოვრების მნიშვნელობა გაიაზროს" - ამბობს როულინგი.
როგორც გამოცემა Mirror წერს, როულინგის თქმით, არასდროს აპატიებს "ჰარი პოსტერის ვარსკვლავებს ამგვარ დაპირისპირებას".
კარგი რა ჯოან რას ვერ აპატიებ? შენისთანა დიდ ადამიანს და ავტორიტეტს არ ეკადრება ამ არარაობებზე კომენტარის გაკეთებაც კი ღირსეული წონიანი მტრები მაინც იყვნენ გასაგებია არ აპატიებ და ზუბში ჩაუჯდები მაგრამ ჰე ჰე ჰე უბრალოდ შეხედე ამ არარაობებს ამათზე როგორ უნდა განაწყენდე და დაეშვა მათ დონეზე, გაიცინე რა ამათზე სულ ესაა უვიცი ხალხია წარნოდგენა არ აქვთ არც მორალი არც ღირსება არც თავმიყვარეობა, ჯიგია და ჯოგს მიყვება ევროპულ ჯოგს ასე ესმით თვითდამკვიდრება ასიამოვნონ მავანს და იცერი დაუჯრან ყველანაირ სიბინძურეს რომ იტივტივონ, რეალურად უნდა გებრალებოდეს არაფრები არიან ისენტობაც არ აქვთ და ჯოგს მიყვებიან
მართალია, როულინგის ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი, პროფესორი დამბლდორი, თავად ავტორმაც კი გეი პერსონაჟად გამოაცხადა - მაგრამ ეს ყველაფერი - მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ. თავად წიგნებში ამით არავის აბეზრებს თავს და არსად არის ამაზე რამე დაწერილი. თავად ყველაფერი აწონ-დაწონილი აქვს. აი ამ ახალგგაზრდებს და სხვებს რა ეშველებათ, როდესაც საბოლოოდ გამოაშკარავდება, რომ პოლიტიკოსები მათ როგორც ელექტორატს, ისე იყენებდნენ, ვინაიდან ფორმალურად მხარს უჭერდნენ საკუთარი თავის ასე წარმოჩენას („არაბინარულ“ და სხვა უცნაურ „გენდერებზე“ აღარაფერს ვამბობ) - და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ მხარდამჭერები მოეპოვებინათ? მართალია ეს ქალია ყველა მხრივ.