საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ ნიადაგი მცენარისთვის სწორად?
როგორ შევარჩიოთ ნიადაგი მცენარისთვის სწორად?

გა­ზა­ფხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბის გა­დარ­გვა, მოვ­ლა, ნი­ა­დაგ­ზე ზრუნ­ვა, ეს სწო­რედ ის პე­რი­ო­დია, როცა მცე­ნა­რე­ებს ნი­ა­და­გის შეც­ვლა სჭირ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი სა­თუ­თი ბუ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მათ მუდ­მი­ვი ყუ­რა­დღე­ბა და მოვ­ლა სჭირ­დე­ბათ.სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვა­ვი­ლე­ბის­თვის სე­ზო­ნის­თვის შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა, რათა მათი სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვა­ხან­გრძლი­ვოთ.

ამი­სათ­ვის კი სა­ჭი­როა ვი­ცო­დეთ ის წე­სე­ბი, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვიც­ვათ ქოთ­ნის ყვა­ვი­ლის მოვ­ლის დროს.

მცე­ნა­რის გა­დარ­გვის­თვის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მის­თვის სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ნი­ა­და­გი.ჩვენს მარ­კე­ტებ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ უნი­ვერ­სა­ლუ­რი ნი­ა­და­გი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის მცე­ნა­რე­ზე.

ნი­ა­და­გის ტი­პე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვა­ვი­ლის­თვის ნი­ა­და­გი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ირ­ჩეს, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,რომ ყვა­ვი­ლის­თვის შერ­ჩე­უ­ლი მიწა იყოს გა­ნოყი­ე­რე­ბუ­ლი, სა­სუ­ქი­თა და მი­ნე­რა­ლე­ბით სავ­სე.

უნი­ვერ­სა­ლუ­რი ნი­ა­და­გი შავი მი­წის­გან გან­სხვა­ვე­ბით შე­ი­ცავს სპე­ცი­ა­ლურ და­ნა­მა­ტებს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მცე­ნა­რის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს. მა­გა­ლი­თად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნი­ა­და­გის შე­მად­გე­ნე­ლი ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტია პერ­ლი­ტი ან ვერ­მი­კუ­ლი­ტი. ორი­ვე მათ­გა­ნი ხელს უწყობს ჰა­ე­რა­ცი­ას, აუმ­ჯო­ბე­სებს ნი­ა­და­გის სტრუქ­ტუ­რას, იწოვს ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით წყალს და მცე­ნა­რეს იცავს ლპო­ბის­გან. პერ­ლი­ტი­სა და ვერ­მი­კუ­ლი­ტის თვი­სე­ბე­ბი მსგავ­სია, გან­სხვა­ვე­ბა მათ შე­მად­გენ­ლო­ბა­შია, კერ­ძოდ კი, პერ­ლი­ტი არ შე­ი­ცავს მი­ნა­რე­ვებს, გან­სხვა­ვე­ბით ვერ­მი­კუ­ლი­ტის­გან. გარ­და ამი­სა, და­მა­ტე­ბი­თი კომ­პო­ნენ­ტი გახ­ლავთ ბი­ოჰუ­მუ­სი. ბი­ოჰუ­მუ­სი არის გა­დამ­წვა­რი ნა­კე­ლი, რო­მე­ლიც გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ჭი­ა­ყე­ლე­ბის მიერ. ის ზრდის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბას, აჩ­ქა­რებს მცე­ნა­რის ზრდის პრო­ცესს, სა­სარ­გებ­ლოა ყვე­ლა ტი­პის მცე­ნა­რის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა შავ მი­წას(და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე), შავი მი­წა­ში შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­ხა­როთ ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი, ვარ­დე­ბი და ნე­იტ­რა­ლუ­რი ნი­ა­და­გის მოყ­ვა­რუ­ლი სხვა მცე­ნა­რე­ე­ბი.

თქვენ შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ უნი­ვერ­სა­ლუ­რი ნი­ა­და­გი მცე­ნა­რე­ე­ბის­თვის ან იყი­დოთ ცალ-ცალ­კე თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტი და შე­უ­რი­ოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი პრო­პორ­ცი­ე­ბით. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ ფაქ­ტის აღ­ნიშ­ვნაც, რომ არ­სე­ბობს (წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჩვენს მარ­კე­ტებ­ში) მცე­ნა­რე­თა კონ­კრე­ტულ სეგ­მენ­ტებ­ზე გათ­ვლი­ლი ნი­ა­და­გი. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს ნი­ა­და­გი კაქ­ტუ­სე­ბი­სა და სუ­კუ­ლენ­ტე­ბის­თვის, რო­მე­ლიც გახ­ლავთ უხე­ში და ქვა­ღორ­ღი­ა­ნი. იე­ბის ნი­ა­და­გი გახ­ლავთ შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი და ჰა­ე­რო­ვა­ნი, მას­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა ტორ­ფი.

გვაქვს ორ­ქი­დე­ე­ბის ნი­ა­და­გი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ქო­ქო­სის ჩიფ­სის­გან, ხის ქერ­ქი­სა და სფანგნუ­მის ხავ­სის­გან. მას­ში მეტი კონ­ცენ­ტრა­ცი­ი­თაა ქო­ქო­სის ჩიფ­სი (და­ახ­ლო­ე­ბით 60%). და­მა­ტე­ბით შეგ­ვიძ­ლია ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ბოსტნე­უ­ლი­სა და ხე­ხი­ლის ნი­ა­დაგ­ზე. გარ­და ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ნი­ა­და­გის შერ­ჩე­ვი­სას და­იც­ვათ მჟა­ვი­ა­ნო­ბის ბა­ლან­სი. კერ­ძოდ კი, ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი თავს მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ მჟა­ვე ნი­ა­და­გი. ზოგი მცე­ნა­რე კი პი­რი­ქით, ნე­იტ­რა­ლურ ნი­ა­დაგს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

მცე­ნა­რის ქო­თან­ში გა­დარ­გვის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რია ქოთ­ნის დრე­ნა­ჟით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. დრე­ნა­ჟის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კე­რამ­ზი­ტი­სა და პემ­ზის კენ­ჭე­ბი, ორი­ვე მათ­გა­ნი დრე­ნა­ჟის­თვის არის ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა. მათ ერ­თნა­ი­რი თვი­სე­ბე­ბი აქვთ: ჰა­ე­რა­ცია, ტე­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ზედ­მე­ტი წყლის შე­წო­ვა.(2-3სმ სის­ქე­ზე, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქოთ­ნის მო­ცუ­ლო­ბა­ზე).

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ- კენ­ჭე­ბი ქოთ­ნის ძირ­ში უნდა გა­ნა­თავ­სოთ ერთ ან ორ ფე­ნად.

ტორ­ფი - ტორ­ფის ნი­ა­დაგ­ში შე­რე­ვა ძი­რი­თა­დად იმ მიზ­ნით ხდე­ბა, რომ ნი­ა­დაგს მი­ვა­ნი­ჭოთ მეტი სიმ­სუ­ბუ­ქე და ნი­ა­და­გი იყოს მე­ტად ჰა­ე­რო­ვა­ნი, მსუ­ბუ­ქი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი. ტორ­ფის თვი­სე­ბა არ არის მხო­ლოდ ნი­ა­დაგ­ში მისი შე­რე­ვა, ტორ­ფი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თეს­ლის სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ იმა­ზეც, რომ არ­სე­ბობს მჟა­ვე ტორ­ფი და არ­სე­ბობს ნე­იტ­რა­ლუ­რი ტორ­ფი. ტრო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი თავს მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ მჟა­ვე არე­ში, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, ნი­ა­დაგ­ში მჟა­ვე ტორ­ფის შე­რე­ვა სა­ჭი­რო თა­ნა­ფარ­დო­ბით.

აქვე, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ის ფაქ­ტიც, რომ მარ­კეტ­ში შე­ძე­ნი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­თავ­სე­ბუ­ლია ტორფში და არა მი­წა­ში. ტორ­ფი არ შე­ი­ცავს მცე­ნა­რის ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო მი­ნე­რა­ლებს. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ შე­ძე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­დავრგოთ მცე­ნა­რე, გა­და­ვი­ტა­ნოთ სა­ცხოვ­რე­ბელ სუბსტრატ­ში.

ტორ­ფი არის სტე­რი­ლუ­რი, ანუ მას­ში არ არის მიკ­რო­ბე­ბი.

სა­სუ­ქი მცე­ნა­რის ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია, სწო­რედ ამი­ტომ, მცე­ნა­რის აქ­ტი­უ­რი ზრდის პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მცე­ნა­რის­თვის სა­სუ­ქის მი­ცე­მა. გარ­და ამი­სა, სა­სუ­ქის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მცე­ნა­რის გა­დარ­გვის პრო­ცეს­ში. გა­დარ­გვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მცე­ნა­რის მორ­წყვის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია ფეს­ვე­ბის სტი­მუ­ლა­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა, რათა მცე­ნა­რემ მარ­ტი­ვად აით­ვი­სოს ქოთ­ნის სივ­რცე.

არ­სე­ბობს სამი ტი­პის სა­სუ­ქი:

  • თხე­ვა­დი სა­სუ­ქი - ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ზავ­დეს წყალ­თან და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ უნდა მი­ვა­წო­დოთ მცე­ნა­რეს, აუ­ცი­ლებ­ლად მორ­წყუ­ლი ნი­ა­და­გის შემ­დგომ.
  • ხან­გრძლი­ვი მოქ­მე­დე­ბის სა­სუ­ქი - ის ფხვნი­ლის სა­ხით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ხდე­ბა მისი სუბსტრატ­ში შე­რე­ვა. თხე­ვად სა­სუქ­თან შე­და­რე­ბით უფრო ნელა მოქ­მე­დებს;
  • არა­ფეს­ვუ­რი სა­სუ­ქი - ანუ ე.წ. ფოთ­ლებ­ზე შე­სას­ხუ­რე­ბე­ლი სა­სუ­ქი.

მცე­ნა­რის საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბი­დან შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ყოთ აზო­ტი, კა­ლი­უ­მი და ფოს­ფო­რი. აზო­ტი ეხ­მა­რე­ბა მცე­ნა­რეს ფოთ­ლო­ვა­ნი მა­სის წარ­მოქ­მნა­ში. კა­ლი­უ­მი ხელს უწყობს ძლი­ე­რი ფესვთა სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ფოს­ფორს, ის ავი­თა­რებს აღ­მო­ნა­ცენს, აღ­ვი­ვებს თესლს, ხელს უწყობს ნა­ყო­ფის სწრა­ფად მომ­წი­ფე­ბას. იმ შემ­თხვე­ვა­ში კი თუ მცე­ნა­რეს გა­აჩ­ნია აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია უზ­რუნ­ველ­ყოთ შე­სა­ბა­მი­სი სა­სუ­ქით.

აზო­ტი­სა და ფოს­ფო­რის ნაკ­ლე­ბო­ბა შეგ­ვიძ­ლია მცე­ნა­რის ფო­თოლ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ვარ­კვი­ოთ.

მცე­ნა­რე­ე­ბის­თვის ქოთ­ნის სწო­რად შერ­ჩე­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. მცე­ნა­რის სა­სი­ცო­ცხლო ციკლზე ზრუნ­ვის დროს, მისი მო­ცუ­ლო­ბა უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს გრუნ­ტის მო­ცუ­ლო­ბას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მცე­ნა­რე გა­დავრგოთ 2-3სმ ან 4-5სმ-ით დიდ ქო­თან­ში. ეს ყო­ვე­ლი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია თავ­და­პირ­ვე­ლი ქოთ­ნის მო­ცუ­ლო­ბა­ზე. მცე­ნა­რეს ქო­თა­ნი თან­და­თა­ნო­ბით, ეტა­პობ­რი­ვად უნდა გა­ვუ­ზარ­დოთ, რათა მცე­ნა­რის­თვის მარ­ტი­ვი იყოს სივ­რცის ათ­ვი­სე­ბა.

მცე­ნა­რის­თვის, რო­გორც წყლის ნაკ­ლე­ბო­ბა ასე­ვე, მისი ჭარ­ბად მი­წო­დე­ბაც მავ­ნე­ბე­ლია. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ სარ­წყა­ვი სის­ტე­მა.

გა­ზა­ფხუ­ლი მცე­ნა­რის გა­და­სარ­გა­ვად კარ­გი დროა. ამ დროს მათი ზრდა იწყე­ბა. მცე­ნა­რე­ებს მორ­წყვა მხო­ლოდ მა­შინ სჭირ­დე­ბა, როცა მი­წის ზედა შრე შეშ­რე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი მცე­ნა­რეა ორ­ქი­დეა. ორ­ქი­დე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა სჭირ­დე­ბათ. მათ რგა­ვენ სპე­ცი­ა­ლურ, ორ­ქი­დე­ის ნი­ა­დაგ­ში, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქო­ქო­სის ქერ­ქს. გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ორ­ქი­დეა უნდა ჩა­ირ­გოს გამჭვირ­ვა­ლე ქო­თან­ში, რათა ფეს­ვე­ბი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ხილ­ვა­დი. ორ­ქი­დეა გახ­ლავთ სპე­ცი­ფი­კუ­რი მცე­ნა­რე მისი მორ­წყვის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც. კერ­ძოდ, მცე­ნა­რე უნდა მო­ირ­წყას გან­ცალ­კე­ვე­ბულ წყლი­ან ჭურ­ჭელ­ში მო­თავ­სე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ორ­ქი­დე­ის სა­სუ­ქით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­ქი­დე­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­სუ­ქე­ბი, რო­მელ­თა წყალ­ში გახ­სნაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეტი­კეტ­ზე და­ტა­ნი­ლი თა­ნა­ფარ­დო­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა სუ­კუ­ლენ­ტებს, ისი­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ მე­ტად უხეშ და ქვა­ღორ­ღი­ან ნი­ა­დაგ­ში. სხვა მცე­ნა­რე­ებ­თან შე­და­რე­ბით მათ მორ­წყვა სჭირ­დე­ბათ შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად, ნაკ­ლე­ბი სიხ­ში­რით. ზამ­თარ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია 2 თვე­ში ერთხე­ლაც კი მო­ირ­წყას და სა­ჭი­რო­ე­ბენ და­მა­ტე­ბით გა­ნა­თე­ბას.

დას­კვნის სა­ხით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ თი­თო­ე­ულ მცე­ნა­რეს ესა­ჭი­რო­ე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მას­ზე მორ­გე­ბუ­ლი მოვ­ლა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მცე­ნა­რის შე­ძე­ნის შემ­დგომ გა­ვარ­კვი­ოთ მისი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ შე­ვურ­ჩი­ოთ სა­ჭი­რო ნი­ა­და­გი, ქო­თა­ნი და ად­გი­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მორ­წყვის გა­კონ­ტრო­ლე­ბაც.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

როგორ შევარჩიოთ ნიადაგი მცენარისთვის სწორად?

როგორ შევარჩიოთ ნიადაგი მცენარისთვის სწორად?

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება მცენარეების გადარგვა, მოვლა, ნიადაგზე ზრუნვა, ეს სწორედ ის პერიოდია, როცა მცენარეებს ნიადაგის შეცვლა სჭირდება.

როგორც ცნობილია, ქოთნის ყვავილები სათუთი ბუნებით გამოირჩევიან, მათ მუდმივი ყურადღება და მოვლა სჭირდებათ.სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყვავილებისთვის სეზონისთვის შესაფერისი პირობების შექმნა, რათა მათი სასიცოცხლო ციკლი მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ.

ამისათვის კი საჭიროა ვიცოდეთ ის წესები, რაც აუცილებლად უნდა დავიცვათ ქოთნის ყვავილის მოვლის დროს.

მცენარის გადარგვისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მისთვის სწორად შერჩეული ნიადაგი.ჩვენს მარკეტებში შეგიძლიათ შეიძინოთ უნივერსალური ნიადაგი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მცენარეზე.

ნიადაგის ტიპები განსხვავებულია, შესაბამისად მნიშვნელოვანია ყვავილისთვის ნიადაგი ინდივიდუალურად შეირჩეს, საჭიროებიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანია,რომ ყვავილისთვის შერჩეული მიწა იყოს განოყიერებული, სასუქითა და მინერალებით სავსე.

უნივერსალური ნიადაგი შავი მიწისგან განსხვავებით შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რომელიც ხელს უწყობს მცენარის ზრდა-განვითარების პროცესს. მაგალითად, აღნიშნული ნიადაგის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია პერლიტი ან ვერმიკულიტი. ორივე მათგანი ხელს უწყობს ჰაერაციას, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, იწოვს ჭარბი რაოდენობით წყალს და მცენარეს იცავს ლპობისგან. პერლიტისა და ვერმიკულიტის თვისებები მსგავსია, განსხვავება მათ შემადგენლობაშია, კერძოდ კი, პერლიტი არ შეიცავს მინარევებს, განსხვავებით ვერმიკულიტისგან. გარდა ამისა, დამატებითი კომპონენტი გახლავთ ბიოჰუმუსი. ბიოჰუმუსი არის გადამწვარი ნაკელი, რომელიც გადამუშავებულია ჭიაყელების მიერ. ის ზრდის მოსავლიანობას, აჩქარებს მცენარის ზრდის პროცესს, სასარგებლოა ყველა ტიპის მცენარისთვის.

რაც შეეხება შავ მიწას(დანამატების გარეშე), შავი მიწაში შეგვიძლია გავახაროთ ხე-მცენარეები, ვარდები და ნეიტრალური ნიადაგის მოყვარული სხვა მცენარეები.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ უნივერსალური ნიადაგი მცენარეებისთვის ან იყიდოთ ცალ-ცალკე თითოეული კომპონენტი და შეურიოთ თქვენთვის სასურველი პროპორციებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნაც, რომ არსებობს (წარმოდგენილია ჩვენს მარკეტებში) მცენარეთა კონკრეტულ სეგმენტებზე გათვლილი ნიადაგი. მაგალითად, არსებობს ნიადაგი კაქტუსებისა და სუკულენტებისთვის, რომელიც გახლავთ უხეში და ქვაღორღიანი. იების ნიადაგი გახლავთ შედარებით მსუბუქი და ჰაეროვანი, მასში დიდი რაოდენობითაა ტორფი.

გვაქვს ორქიდეების ნიადაგი, რომელიც შედგება ქოქოსის ჩიფსისგან, ხის ქერქისა და სფანგნუმის ხავსისგან. მასში მეტი კონცენტრაციითაა ქოქოსის ჩიფსი (დაახლოებით 60%). დამატებით შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ ბოსტნეულისა და ხეხილის ნიადაგზე. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ნიადაგის შერჩევისას დაიცვათ მჟავიანობის ბალანსი. კერძოდ კი, ტროპიკული მცენარეები თავს მეტად კომფორტულად გრძნობენ მჟავე ნიადაგი. ზოგი მცენარე კი პირიქით, ნეიტრალურ ნიადაგს ანიჭებს უპირატესობას.

მცენარის ქოთანში გადარგვის პირველი საფეხურია ქოთნის დრენაჟით უზრუნველყოფა. დრენაჟისთვის გამოიყენება კერამზიტისა და პემზის კენჭები, ორივე მათგანი დრენაჟისთვის არის ძალიან კარგი საშუალება. მათ ერთნაირი თვისებები აქვთ: ჰაერაცია, ტენის შენარჩუნება და ზედმეტი წყლის შეწოვა.(2-3სმ სისქეზე, დამოკიდებულია ქოთნის მოცულობაზე).

გაითვალისწინეთ- კენჭები ქოთნის ძირში უნდა განათავსოთ ერთ ან ორ ფენად.

ტორფი - ტორფის ნიადაგში შერევა ძირითადად იმ მიზნით ხდება, რომ ნიადაგს მივანიჭოთ მეტი სიმსუბუქე და ნიადაგი იყოს მეტად ჰაეროვანი, მსუბუქი, დაბალანსებული. ტორფის თვისება არ არის მხოლოდ ნიადაგში მისი შერევა, ტორფი გამოიყენება თესლის სწრაფად განვითარებისთვისაც. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, რომ არსებობს მჟავე ტორფი და არსებობს ნეიტრალური ტორფი. ტროპიკული მცენარეები თავს მეტად კომფორტულად გრძნობენ მჟავე არეში, ამიტომ უმჯობესია, ნიადაგში მჟავე ტორფის შერევა საჭირო თანაფარდობით.

აქვე, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მარკეტში შეძენილი მცენარეების უმეტესობა მოთავსებულია ტორფში და არა მიწაში. ტორფი არ შეიცავს მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო მინერალებს. ამიტომ აუცილებელია, რომ შეძენიდან რამდენიმე დღეში გადავრგოთ მცენარე, გადავიტანოთ საცხოვრებელ სუბსტრატში.

ტორფი არის სტერილური, ანუ მასში არ არის მიკრობები.

სასუქი მცენარის ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, სწორედ ამიტომ, მცენარის აქტიური ზრდის პერიოდში აუცილებელია მცენარისთვის სასუქის მიცემა. გარდა ამისა, სასუქის გამოყენება შესაძლებელია მცენარის გადარგვის პროცესში. გადარგვის დასრულების შემდეგ, მცენარის მორწყვის დროს შესაძლებელია ფესვების სტიმულატორის გამოყენება, რათა მცენარემ მარტივად აითვისოს ქოთნის სივრცე.

არსებობს სამი ტიპის სასუქი:

  • თხევადი სასუქი - ის აუცილებლად უნდა გაზავდეს წყალთან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივაწოდოთ მცენარეს, აუცილებლად მორწყული ნიადაგის შემდგომ.
  • ხანგრძლივი მოქმედების სასუქი - ის ფხვნილის სახით არის წარმოდგენილი და ხდება მისი სუბსტრატში შერევა. თხევად სასუქთან შედარებით უფრო ნელა მოქმედებს;
  • არაფესვური სასუქი - ანუ ე.წ. ფოთლებზე შესასხურებელი სასუქი.

მცენარის საკვები ნივთიერებიდან შეგვიძლია გამოვყოთ აზოტი, კალიუმი და ფოსფორი. აზოტი ეხმარება მცენარეს ფოთლოვანი მასის წარმოქმნაში. კალიუმი ხელს უწყობს ძლიერი ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებას. რაც შეეხება ფოსფორს, ის ავითარებს აღმონაცენს, აღვივებს თესლს, ხელს უწყობს ნაყოფის სწრაფად მომწიფებას. იმ შემთხვევაში კი თუ მცენარეს გააჩნია აღნიშნული კომპონენტების ნაკლებობა, შესაძლებელია უზრუნველყოთ შესაბამისი სასუქით.

აზოტისა და ფოსფორის ნაკლებობა შეგვიძლია მცენარის ფოთოლზე დაკვირვებით გავარკვიოთ.

მცენარეებისთვის ქოთნის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მცენარის სასიცოცხლო ციკლზე ზრუნვის დროს, მისი მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს გრუნტის მოცულობას. აუცილებელია მცენარე გადავრგოთ 2-3სმ ან 4-5სმ-ით დიდ ქოთანში. ეს ყოველივე დამოკიდებულია თავდაპირველი ქოთნის მოცულობაზე. მცენარეს ქოთანი თანდათანობით, ეტაპობრივად უნდა გავუზარდოთ, რათა მცენარისთვის მარტივი იყოს სივრცის ათვისება.

მცენარისთვის, როგორც წყლის ნაკლებობა ასევე, მისი ჭარბად მიწოდებაც მავნებელია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ სარწყავი სისტემა.

გაზაფხული მცენარის გადასარგავად კარგი დროა. ამ დროს მათი ზრდა იწყება. მცენარეებს მორწყვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა მიწის ზედა შრე შეშრება.

საზოგადოებისთვის ცნობილი მცენარეა ორქიდეა. ორქიდეებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. მათ რგავენ სპეციალურ, ორქიდეის ნიადაგში, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ქოქოსის ქერქს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორქიდეა უნდა ჩაირგოს გამჭვირვალე ქოთანში, რათა ფესვები იყოს მაქსიმალურად ხილვადი. ორქიდეა გახლავთ სპეციფიკური მცენარე მისი მორწყვის თავისებურებებიდან გამომდინარეც. კერძოდ, მცენარე უნდა მოირწყას განცალკევებულ წყლიან ჭურჭელში მოთავსებით. რაც შეეხება ორქიდეის სასუქით უზრუნველყოფას, არსებობს სპეციალური ორქიდეისთვის განკუთვნილი სასუქები, რომელთა წყალში გახსნაც აუცილებელია ეტიკეტზე დატანილი თანაფარდობით.

რაც შეეხება სუკულენტებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ მეტად უხეშ და ქვაღორღიან ნიადაგში. სხვა მცენარეებთან შედარებით მათ მორწყვა სჭირდებათ შედარებით იშვიათად, ნაკლები სიხშირით. ზამთარში შესაძლებელია 2 თვეში ერთხელაც კი მოირწყას და საჭიროებენ დამატებით განათებას.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ მცენარეს ესაჭიროება განსხვავებული და მასზე მორგებული მოვლა. აუცილებელია, რომ მცენარის შეძენის შემდგომ გავარკვიოთ მისი თავისებურებები და ინფორმაციის მოძიების შემდეგ შევურჩიოთ საჭირო ნიადაგი, ქოთანი და ადგილი. მნიშვნელოვანია, მორწყვის გაკონტროლებაც.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"