სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამინაცვალი დიდი სიყვარულით გერს არასოდეს ექცეოდა, უცემია კიდეც.." - ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ 29 წლის ქალს პატიმრობა მიუსაჯეს: რა მოხდა სამტრედიაში?
"მამინაცვალი დიდი სიყვარულით გერს არასოდეს ექცეოდა, უცემია კიდეც.." - ქმრის მკვლელობისთვის  დაკავებულ 29 წლის ქალს პატიმრობა მიუსაჯეს: რა მოხდა სამტრედიაში?

სამ­ტრე­დი­ა­ში მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ქალს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ სრუ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. პრო­კუ­რო­რის თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი 29 წლის ქალ­მა ჩა­ი­დი­ნა.

სხდო­მას თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი ნატო ხე­ლა­ძეც ეს­წრე­ბო­და. მისი თქმით, და­ნა­შა­უ­ლი მას არ ჩა­უ­დე­ნია და მისი მე­უღ­ლე მის­მა ძმამ მოკ­ლა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­ვი­და. ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, მან 112-ში თა­ვად და­რე­კა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა.

დაც­ვის მხა­რე ბრალ­დე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­და, რად­გან არც მო­მავ­ლის და არც მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და.

დაც­ვის მხა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ა­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

საქ­მე­ზე მომ­დევ­ნო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 30 მა­ისს და­ი­ნიშ­ნა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 11-ე პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ცოლ-ქმარს შო­რის კონ­ფლიქ­ტი წლე­ბის წინ და­ი­წყო. kvirispalitra.ge ოჯა­ხის ერთ-ერთ ახ­ლო­ბელს ვე­სა­უბ­რეთ, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.მისი თქმით, კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში იყო სამ­ტრე­დი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც ოჯა­ხი­დან წაყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვე­ბი ამ დრომ­დე იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ნ. გ.:

- ამ ოჯა­ხის მთელ­მა ის­ტო­რი­ამ ჩემს თვალ­წინ გა­ი­ა­რა. ქალი ჩემი ახ­ლო­ბე­ლია, ვცა­დე უბე­დუ­რე­ბა თა­ვი­დან ამე­ცი­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. ისღა დამ­რჩე­ნია, სი­მარ­თლე გა­ვახ­მა­უ­რო, რათა სინ­დი­სის წი­ნა­შეც მარ­თა­ლი ვიყო და იქ­ნებ დამ­ნა­შა­ვე­საც შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო სას­ჯე­ლი.

- კერ­ძოდ?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, ქალ­მა და­ნა­შა­უ­ლი იმი­ტომ ჩა­ი­დი­ნა, რომ 13 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი და­იც­ვა ქმრი­სა­გან, რო­მელ­თა­ნაც მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გო­გო­ნა კი პირ­ვე­ლი ქმრი­სა­გან ჰყავ­და. ამ კაც­მა ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა მხო­ლოდ მკვლე­ლო­ბის დღეს როდი სცა­და. არ მჯე­რა რომ სა­სა­მარ­თლო ამას არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და დამ­ნა­შა­ვეს სას­ჯელს არ შე­უმ­სუ­ბუ­ქებს..

- მე­უღ­ლე­ე­ბი ახა­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ?

- 8 წლის წინ და­ქორ­წინ­დნენ. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნა 5 წლის ჰყავ­და, რო­დე­საც ჩემი ნა­თე­სა­ვი მე­ო­რედ გა­თხოვ­და. პირ­ველ ქმარ­თან ის გა­შო­რე­ბუ­ლი იყო. პირ­ვე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის ასაკ­ში გა­თხოვ­და. ეგო­ნა, ამ­ჯე­რად მა­ინც გა­უ­მარ­თლებ­და, აა­წყობ­და ცხოვ­რე­ბას, მით უფრო, რომ მე­ო­რე ქმარ­თან ბი­ჭიც შე­ე­ძი­ნა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 7 წლის არის. მუხლჩა­უხ­რე­ლა­დაც მუ­შა­ობ­და, სამ­ტრე­დი­ა­ში მთელ ბა­ზარს ალა­გებ­და, მაგ­რამ მისი ლოთი ქმა­რი ვე­რა­ფერ­მა გა­მო­ას­წო­რა. მა­მი­ნაც­ვა­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გერს არა­სო­დეს ექ­ცე­ო­და, უცე­მია კი­დეც, პე­დო­ფი­ლი­ის მცდე­ლო­ბა კი მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც გო­გო­ნა 10 წლის იყო. ამ დროს ბავ­შვი მა­მი­ნაც­ვალს ბი­ძას­თან გა­ექ­ცა(დე­დის ძმა) და ყვე­ლა­ფე­რი მას მო­უყ­ვა. გამ­წა­რე­ბულ­მა ბი­ძამ სიძე ჯერ სცე­მა, მერე კი ეს ამ­ბა­ვი პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტარას ბულბა გრუზინსკი
0

სანამ ბავშვები არ მიყურებენ, მოვკლავ და მოვისვენებო და ასეც მოიქცა ეს არის ნათესავის ინტერვიუს დასკვნა

რა 21 საუკუნე ?????
0

 ჩხუბი შუაღამით ისევ გაგრძელდა. ამ დროს ბავშვებს უკვე მეორე სართულზე ეძინათ, ცოლ-ქმარი პირველ სართულზე იყო. როგორც ჩანს, საცოდავმა ქალმა იფიქრა, სანამ ბავშვები არ მიყურებენ, მოვკლავ და მოვისვენებო და ასეც მოიქცა. თანაც ქმარი დანით ისე გამატებით დაჩეხა, რომ კაცი იქვე გარდაიცვალა. 

ესეც მაგარი ნათქვამია "სანამ ბავშვები არ მიყურებენ, მოვკლავ და მოვისვენებო" 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მამინაცვალი დიდი სიყვარულით გერს არასოდეს ექცეოდა, უცემია კიდეც.." - ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ 29 წლის ქალს პატიმრობა მიუსაჯეს: რა მოხდა სამტრედიაში?

"მამინაცვალი დიდი სიყვარულით გერს არასოდეს ექცეოდა, უცემია კიდეც.." - ქმრის მკვლელობისთვის  დაკავებულ 29 წლის ქალს პატიმრობა მიუსაჯეს: რა მოხდა სამტრედიაში?

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა.

სხდომას თავად ბრალდებული ნატო ხელაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, დანაშაული მას არ ჩაუდენია და მისი მეუღლე მისმა ძმამ მოკლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან წავიდა. ბრალდებულის თქმით, მან 112-ში თავად დარეკა და დახმარება ითხოვა.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რადგან არც მომავლის და არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა.

დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს დაინიშნა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 11-ე პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ოჯახის ახლობლების თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო. kvirispalitra.ge ოჯახის ერთ-ერთ ახლობელს ვესაუბრეთ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.მისი თქმით, კონფლიქტის შესახებ საქმის კურსში იყო სამტრედიის სოციალური სამსახური, სადაც ოჯახიდან წაყვანილი ბავშვები ამ დრომდე იმყოფებიან.

ნ. გ.:

- ამ ოჯახის მთელმა ისტორიამ ჩემს თვალწინ გაიარა. ქალი ჩემი ახლობელია, ვცადე უბედურება თავიდან ამეცილებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისღა დამრჩენია, სიმართლე გავახმაურო, რათა სინდისის წინაშეც მართალი ვიყო და იქნებ დამნაშავესაც შევუმსუბუქო სასჯელი.

- კერძოდ?

- სავარაუდოდ, ქალმა დანაშაული იმიტომ ჩაიდინა, რომ 13 წლის ქალიშვილი დაიცვა ქმრისაგან, რომელთანაც მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა. გოგონა კი პირველი ქმრისაგან ჰყავდა. ამ კაცმა ბავშვის გაუპატიურება მხოლოდ მკვლელობის დღეს როდი სცადა. არ მჯერა რომ სასამართლო ამას არ გაითვალისწინებს და დამნაშავეს სასჯელს არ შეუმსუბუქებს..

- მეუღლეები ახალი დაქორწინებულები იყვნენ?

- 8 წლის წინ დაქორწინდნენ. პირველი ქორწინებიდან დაბადებული გოგონა 5 წლის ჰყავდა, როდესაც ჩემი ნათესავი მეორედ გათხოვდა. პირველ ქმართან ის გაშორებული იყო. პირველად დაახლოებით 15 წლის ასაკში გათხოვდა. ეგონა, ამჯერად მაინც გაუმართლებდა, ააწყობდა ცხოვრებას, მით უფრო, რომ მეორე ქმართან ბიჭიც შეეძინა, რომელიც ამჟამად 7 წლის არის. მუხლჩაუხრელადაც მუშაობდა, სამტრედიაში მთელ ბაზარს ალაგებდა, მაგრამ მისი ლოთი ქმარი ვერაფერმა გამოასწორა. მამინაცვალი დიდი სიყვარულით გერს არასოდეს ექცეოდა, უცემია კიდეც, პედოფილიის მცდელობა კი მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა 10 წლის იყო. ამ დროს ბავშვი მამინაცვალს ბიძასთან გაექცა(დედის ძმა) და ყველაფერი მას მოუყვა. გამწარებულმა ბიძამ სიძე ჯერ სცემა, მერე კი ეს ამბავი პოლიციას შეატყობინა. გააგრძელეთ კითხვა