საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი საუკეთესო საჩუქარია - „პალიტრა L-“ ერთგულ მკითხველს სიურპრიზებს უმზადებს
წიგნი საუკეთესო საჩუქარია - „პალიტრა L-“ ერთგულ მკითხველს სიურპრიზებს უმზადებს

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვე და­ი­წყო - სა­უ­კე­თე­სო დრო, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ხა­რო, ჩა­ერ­თო სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში და კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უ­წყო ხელი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 23 აპ­რილს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს აღ­ნიშ­ნა­ვენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცია 2019 წლი­დან დამ­კვიდ­რდა და მას შემ­დეგ ყო­ველ­წლი­უ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ყო­ველ­წლი­უ­რად სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა.

მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ჩუქ­ნი­ან სა­სურ­ველ წიგ­ნებს, აძ­ლე­ვენ აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ეს­წრე­ბი­ან ლი­ტე­რა­ტუ­რულ და საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ებს და სხვა.

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვეს­თან და­კავ­ში­რე­ბით „პა­ლიტ­რა L“ მკი­თხველს ყო­ველ­წლი­უ­რად ანე­ბივ­რებს. წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა ერ­თგულ მკი­თხველს სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბას შეს­თა­ვა­ზებს. ალ­ბათ ყვე­ლას­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოდ პირ­ველ რიგ­ში უნდა აღ­ვნიშ­ნოთ გა­მომ­ცემ­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ძე­ნის პი­რო­ბე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობს იყი­დე წიგ­ნი შენ­თვის და აჩუ­ქე სხვა­საც. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ გი­თხრათ, ერთი წიგ­ნის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მკი­თხვე­ლი სა­ჩუქ­რად მი­ი­ღებს მე­ო­რეს, რომ­ლი­თაც სხვა ადა­მი­ა­ნის გა­ხა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

ასე­ვე არ უნდა გა­მოგრჩეთ „პა­ლიტ­რა L-ის“ ფე­ის­ბუქ გვერ­დი, სა­დაც მკი­თხვე­ლებს ყო­ველ კვი­რე­უ­ლად შევ­თა­ვა­ზებთ სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­თა­მა­შე­ბებს, ამი­ტომ აქ­ტი­უ­რად ადევ­ნეთ თვა­ლი რომ არ გა­მოგრჩეთ სხვა სი­ახ­ლე­ე­ბიც.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, „პა­ლიტ­რა L-ი“ წიგ­ნის გავ­რცე­ლე­ბი­სა და კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­მა­ვალ თა­ო­ბა­საც ჩარ­თავს. აპ­რი­ლის თვე­ში და­გეგ­მი­ლია ვი­ზი­ტი რამ­დე­ნი­მე სკო­ლას­თან. სხვა­დას­ხვა კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ, ად­გილ­ზე და­უ­წე­რონ წე­რი­ლე­ბი მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს და გა­მომ­ცემ­ლო­ბის სტენდთან წარ­მოდ­გე­ნი­ლი წიგ­ნე­ბი გა­დას­ცენ მე­გობ­რებ­სა და პე­და­გო­გებს პრინ­ცი­პით: ვის აჩუ­ქებ­დით ამ წიგნს და რა­ტომ?!

ამ ყვე­ლაფ­რით გვინ­და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ რომ წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია.

#გა­ა­ზი­ა­რე­ლი­ტე­რა­ტუ­რა­და­სიყ­ვა­რუ­ლი

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

წიგნი საუკეთესო საჩუქარია - „პალიტრა L-“ ერთგულ მკითხველს სიურპრიზებს უმზადებს

წიგნი საუკეთესო საჩუქარია - „პალიტრა L-“ ერთგულ მკითხველს სიურპრიზებს უმზადებს

წიგნის ჩუქების თვე დაიწყო - საუკეთესო დრო, საყვარელი ადამიანი გაახარო, ჩაერთო სხვადასხვა აქტივობაში და კითხვის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.

აღსანიშნავია, რომ 23 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველოში კი წიგნის ჩუქების ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდება.

მთელი თვის განმავლობაში ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიან სასურველ წიგნებს, აძლევენ აღმოჩენების გაკეთების საშუალებას, ესწრებიან ლიტერატურულ და საქველმოქმედო საღამოებს და სხვა.

წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით „პალიტრა L“ მკითხველს ყოველწლიურად ანებივრებს. წელს გამომცემლობა ერთგულ მკითხველს სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებს. ალბათ ყველასთვის სასიხარულოდ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ გამომცემლობის ოფიციალური საიტიდან განსაკუთრებული შეძენის პირობები, რაც გულისხმობს იყიდე წიგნი შენთვის და აჩუქე სხვასაც. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ერთი წიგნის შეძენის შემთხვევაში, მკითხველი საჩუქრად მიიღებს მეორეს, რომლითაც სხვა ადამიანის გახარების საშუალება ექნება.

ასევე არ უნდა გამოგრჩეთ „პალიტრა L-ის“ ფეისბუქ გვერდი, სადაც მკითხველებს ყოველ კვირეულად შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის გათამაშებებს, ამიტომ აქტიურად ადევნეთ თვალი რომ არ გამოგრჩეთ სხვა სიახლეებიც.

ტრადიციულად, „პალიტრა L-ი“ წიგნის გავრცელებისა და კითხვის პოპულარიზაციის აქტივობებში მომავალ თაობასაც ჩართავს. აპრილის თვეში დაგეგმილია ვიზიტი რამდენიმე სკოლასთან. სხვადასხვა კლასის მოსწავლეები შეძლებენ, ადგილზე დაუწერონ წერილები მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს და გამომცემლობის სტენდთან წარმოდგენილი წიგნები გადასცენ მეგობრებსა და პედაგოგებს პრინციპით: ვის აჩუქებდით ამ წიგნს და რატომ?!

ამ ყველაფრით გვინდა ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია.

#გააზიარელიტერატურადასიყვარული

R