საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომ ბუდუ? ამ სახელს თავისი ისტორია აქვს" - ინტერვიუ ცნობილი ფეხბურთელის მამასთან: ვის ჰგავს სტუმართმოყვარეობაში ბუდუ ზივზივაძე და როგორი იყო ოჯახის ემოციები დიდი გამარჯვების შემდეგ
"რატომ ბუდუ? ამ სახელს თავისი ისტორია აქვს" - ინტერვიუ ცნობილი ფეხბურთელის მამასთან: ვის ჰგავს სტუმართმოყვარეობაში ბუდუ ზივზივაძე და როგორი იყო ოჯახის ემოციები დიდი გამარჯვების შემდეგ

სა­ბერ­ძნე­თის და­მარ­ცხე­ბი­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფორ­ვარ­დი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე გერ­მა­ნულ კლუბ "კარლსრუ­ეს" და­უბ­რუნ­და, სა­დაც თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რა მო­უ­წყვეს. (ნა­ხეთ: ბუ­დუს კი­დევ ერთი პერ­ფორ­მან­სი გვირ­გვი­ნით და სა­ზე­ი­მო დახ­ვედ­რა "კარლსრუ­ე­ში" (ვი­დეო)

  • 30 წლის ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა transfermarkt.com-ზე ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით 700 ათა­სი ევ­როა. გერ­მა­ნუ­ლი მე­დია ქარ­თველ ფორ­ვარ­დზე წერს:

"მისი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა. ბუ­დუს ინ­სტაგ­რამ­ზე გვხვდე­ბა, ძი­რი­თა­დად, ოჯახ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. რო­გორც ჩანს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვი­საც ყვე­ლა­ფე­რი ცო­ლის, ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და ფეხ­ბურ­თის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს.“

ოჯა­ხი წლე­ბის წინ შექ­მნა, მე­უღ­ლე ნინი კვერ­ნა­ძე, რო­გორც თა­ვად ბუდუ, ქუ­თა­ი­სი­დან არის. წლე­ბის წინ წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო და ერთ გო­გო­ნას, შაის ზრდი­ან.

"მა­შინ ბუდუ ასე­თი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი არ იყო. ორი­ვე ქუ­თა­ი­სი­დან ვართ, ბევ­რი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი აღ­მოგ­ვაჩ­ნდა. ჩვენ შო­რის სიმ­პა­თია პირ­ველ­სა­ვე შეხ­ვედ­რი­დან გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც შემ­დგომ გან­ვი­თარ­და და ოჯა­ხის შექ­მნით დაგ­ვირ­გვინ­და. მა­შინ ბუდუ და­ნი­ი­დან ერთი კვი­რის ჩა­მო­სუ­ლი იყო, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" თა­მა­შობ­და. რომ და­ვი­ნა­ხე, გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. იყო საკ­მა­ოდ მორ­ცხვი, თავ­მდა­ბა­ლი. ბუდუ ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნია. გაც­ნო­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის შემ­დეგ გა­მო­მი­ტყდა, რომ ვუყ­ვარ­დი. ეს არ ყო­ფი­ლა ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის თან­დას­წრე­ბით, მხო­ლოდ ჩვენ ორნი ვი­ყა­ვით." - ამ­ბობ­და ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინი.

რა­ტომ ბუდუ?

პო­პუ­ლა­რო­ბის შემ­დეგ მე­დია მისი სა­ხე­ლი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლის მამა 2018 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, შვილს მა­მის სა­ხე­ლი და­არ­ქვა.

"1994 წლის 10 მარ­ტია. მის და­ბა­დე­ბას ვე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ ისე­თი დროა, ვაზი სა­მუ­შა­ო­ებს მო­ი­თხოვს. სო­ფელ­ში ვარ, გა­მა­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს ვას­რუ­ლებ. მი­ში­კო ავა­ლი­ა­ნი და დათო გე­გე­ში­ძე გა­მოჩ­ნდნენ. გულ­მა მიგ­რძნო და ის­მის მი­ში­კოს ხმა - ბი­ჭია, ბი­ჭი­იი!

პირ­ვე­ლი რაც გა­ვი­ფიქ­რე, მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და ადა­მი­ა­ნო­ბა გაგ­რძელ­და. ბა­ბუ­ა­სა­ვით თა­ვა­წე­უ­ლი და­ა­ბი­ჯებს ამ ქვე­ყა­ნა­ზე. წარ­მა­ტე­ბე­ბი შენს მო­მა­ვალს!“ - წერ­და კახა ზივ­ზი­ვა­ძე.

"ჩემ­თან ოჯახ­ში...“

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, რო­მე­ლიც სტარტს 14 ივ­ნისს აი­ღებს, გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ქარ­თვე­ლე­ბი ბი­ლე­თებ­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის ჯავ­შან­ზე უკვე ზრუ­ნა­ვენ. ბუ­დუმ, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ქო­მა­გებს, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ა­ში სას­ტუმ­როს ვერ იშო­ვი­ან, სა­კუ­თარ სახ­ლში პი­რა­დად მი­ი­ღებს.

  • "ვინც გერ­მა­ნი­ა­ში სას­ტუმ­როს ვერ იშო­ვით, ჩემ­თან, სახ­ლში გე­პა­ტი­ჟე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ზივ­ზი­ვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

ამ გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ხალ­ხი უკვე იმა­ზე ხუმ­რობს, თუ სად მო­ა­თავ­სებს ამ­დენ ქარ­თველს ზივ­ზი­ვა­ძე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქარ­თველ ფორ­ვარდს ამ თე­მა­ზე გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბამ მო­უ­წია, "პირ­ველ არხთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხზე მის ოჯახ­თან გა­ი­რონ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი.

ბუდუ მშობ­ლებ­თან და დას­თან ერ­თად

ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე:

- დიდი სახ­ლი არ მაქვს, მაგ­რამ არ არის პრობ­ლე­მა. შე­მიძ­ლია მი­სა­ღებ ოთახ­ში მივ­წიო რა­ღა­ცე­ბი და ლე­ბე­ბი და­ვა­ფი­ნო, შე­უძ­ლი­ათ, რომ დარ­ჩნენ ჩემ­თან. მაგ დროს მე შეკ­რე­ბა­ზე ვიქ­ნე­ბი ნაკ­რებ­თან და მაგ სა­კი­თხზე ჩემს ოჯახ­თან უნდა გა­ი­ა­რონ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს ჩემ­თან დარ­ჩეს.

  • AMBEBI.GE ბუ­დუს მამა, ბა­ტონ კახა ზივ­ზი­ვა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მას ვთხო­ვეთ ბუ­დუს სა­ხე­ლის ის­ტო­რია ჩვენ­თვის ვრცლად მო­ე­ყო­ლა. ემო­ცი­ებს ახ­ლაც ვერ მა­ლავს, ქუ­ჩა­ში გას­ვლი­სას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა და ეკი­თხე­ბი­ან, თქვენ ხომ ბუ­დუს მამა ხართ...

- მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი ბუ­დუს, სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ვა­ლია, მა­მას პა­ტი­ვი სცეს, თან რო­დე­საც ის ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვლე­ბა, რომ მისი სა­ხე­ლი გაგ­რძელ­დეს. ჩემ­მა შვილ­მა ეს სას­წა­უ­ლად გა­ა­კე­თა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცებს პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეთ სა­ხე­ლე­ბის მო­წო­ნე­ბა­ში, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი და მისი ცხოვ­რე­ბა.

- არა, ბა­ტო­ნო კახა, უბ­რა­ლოდ მო­სა­ფე­რე­ბე­ლი სა­ხე­ლი ეგო­ნათ...

- მამა იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იმ­სა­ხუ­რებ­და მისი სა­ხე­ლის გაგ­რძე­ლე­ბას.

- მე ვი­პო­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვე­ნი სტა­ტუ­სი, სა­დაც სა­ოც­რად აღ­წერთ ბუ­დუს და­ბა­დე­ბის ის­ტო­რი­ას. ვე­ნახ­ში ვი­ყა­ვი და ვსხლავ­დიო...

- მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია იყო. მოხ­და ისე, რომ გაჩ­ნდა ჩემი შვი­ლი და ამ სტა­ტუს­ში ის აღვწე­რე, რა­საც იმ წუ­თას გან­ვიც­დი­დი.

- ბუ­დუმ გულ­შე­მატ­კივ­რებს მი­მარ­თა და უთხრა, ვინც სას­ტუმ­როს ვერ იშო­ვიდ­ნენ, მას­თან დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ, ლე­ი­ბებს და­ვუ­გებ­თო...

- მეც ვე­თან­ხმე­ბი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სტუ­მა­რი, მამა ასე­თი კაცი იყო. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, მისი სული გა­და­ვი­და ბუ­დუს სულ­ში. მად­ლო­ბა მას, რომ დიდი შრო­მით, წაქ­ცე­ვით, ფეხ­ზე დად­გო­მით, შეძ­ლო და არ გა­ტყდა. ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ამ­დე­ნის­თვის მი­ეღ­წია. ბუ­დუს აქვს ჩა­წე­რი­ლი ვი­დეო, სა­დაც ამ­ბობს, მა­მა­ჩე­მი ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი­აო. მად­ლო­ბა მას ამის­თვის.

ბუდუ გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ კალ­ცრუ­ე­ში ცხოვ­რობს და თა­მა­შობს იმ გუნდში, სა­დაც ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი იაშ­ვი­ლი, იაშ­კა თა­მა­შობ­და. ახ­ლაც ვერ ვი­კა­ვებ ემო­ცი­ებს. ჯავრზე უფრო ემო­ცი­უ­რი ყო­ფი­ლა ამ­ხე­ლა აღი­ა­რე­ბა.

- წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა ხდე­ბა თქვენს თავს, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გა­დი­ხართ...

- 18 წლის ვი­ყა­ვი, მამა რომ და­მე­ღუ­პა, ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ო­დი და სად­მე ვი­ტყო­დი, ვისი შვი­ლი ვი­ყა­ვი, ისე­თი პა­ტი­ვით მხვდე­ბოდ­ნენ. დღეს გავ­დი­ვარ და მე­უბ­ნე­ბი­ან, ვაა, ბუ­დუს მამა ხარ, შენ შე­მო­გევ­ლე. კი­თხვა დავ­სვი, მე სად ვარ-მეთ­ქი და ერ­თმა ძა­ლი­ან ძვირ­ფას­მა ადა­მი­ან­მა მი­თხრა, ცენ­ტრში ყო­ფილ­ხარ, შე და­ლოც­ვი­ლოო.

  • ნა­ხეთ ვი­დეო: "ამის უკან მი­წე­ვა შე­მიძ­ლია და აქ ლე­ი­ბე­ბის ჩად­გმა" - ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ოს, თუ სად აპი­რებს ქარ­თვე­ლე­ბის მას­პინ­ძლო­ბას

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თებგიზ
0

გილოცავ უდიდეს წარმატებას ბუდუ, შენ გაიხარე, კაი ფეხბურთელი რომ ხარ ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ამასთან ერთად კაი კაცი და კაი ქუთაისელიც რომ ყოფილხარ ეს მახარებს, შენ გაიხარე .

მზეწვია
3

ბედნიერება არ მოგკლებოდეს შვილო! რომ გიყურებ, პატარა ცუღლუტი ბიჭი, თავისი თავგადასავლებით, იყურება შენი თვალებიდან! გაიხარე და გაგვახარე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რატომ ბუდუ? ამ სახელს თავისი ისტორია აქვს" - ინტერვიუ ცნობილი ფეხბურთელის მამასთან: ვის ჰგავს სტუმართმოყვარეობაში ბუდუ ზივზივაძე და როგორი იყო ოჯახის ემოციები დიდი გამარჯვების შემდეგ

"რატომ ბუდუ? ამ სახელს თავისი ისტორია აქვს" - ინტერვიუ ცნობილი ფეხბურთელის მამასთან: ვის ჰგავს სტუმართმოყვარეობაში ბუდუ ზივზივაძე და როგორი იყო ოჯახის ემოციები დიდი გამარჯვების შემდეგ

საბერძნეთის დამარცხებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გერმანულ კლუბ "კარლსრუეს" დაუბრუნდა, სადაც თანაგუნდელებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. (ნახეთ: ბუდუს კიდევ ერთი პერფორმანსი გვირგვინით და საზეიმო დახვედრა "კარლსრუეში" (ვიდეო)

  • 30 წლის ქართველი სპორტსმენის ღირებულება transfermarkt.com-ზე ამჟამინდელი მონაცემებით 700 ათასი ევროა. გერმანული მედია ქართველ ფორვარდზე წერს:

"მისი სამშობლო საქართველოა. ბუდუს ინსტაგრამზე გვხვდება, ძირითადად, ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოები. როგორც ჩანს, პროფესიონალისთვისაც ყველაფერი ცოლის, ქალიშვილისა და ფეხბურთის გარშემო ტრიალებს.“

ოჯახი წლების წინ შექმნა, მეუღლე ნინი კვერნაძე, როგორც თავად ბუდუ, ქუთაისიდან არის. წლების წინ წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო და ერთ გოგონას, შაის ზრდიან.

"მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი არ იყო. ორივე ქუთაისიდან ვართ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. ჩვენ შორის სიმპათია პირველსავე შეხვედრიდან გაჩნდა, რომელიც შემდგომ განვითარდა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. მაშინ ბუდუ დანიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო, თბილისის "დინამოში" თამაშობდა. რომ დავინახე, გარეგნობით ძალიან მომეწონა. იყო საკმაოდ მორცხვი, თავმდაბალი. ბუდუ ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. გაცნობიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ გამომიტყდა, რომ ვუყვარდი. ეს არ ყოფილა ახლობლების, მეგობრების თანდასწრებით, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით." - ამბობდა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ნინი.

რატომ ბუდუ?

პოპულარობის შემდეგ მედია მისი სახელითაც დაინტერესდა. როგორც ფეხბურთელის მამა 2018 წელს სოციალურ ქსელში წერდა, შვილს მამის სახელი დაარქვა.

"1994 წლის 10 მარტია. მის დაბადებას ველოდებით, მაგრამ ისეთი დროა, ვაზი სამუშაოებს მოითხოვს. სოფელში ვარ, გამალებულ სამუშაოებს ვასრულებ. მიშიკო ავალიანი და დათო გეგეშიძე გამოჩნდნენ. გულმა მიგრძნო და ისმის მიშიკოს ხმა - ბიჭია, ბიჭიიი!

პირველი რაც გავიფიქრე, მამაჩემის სახელი და ადამიანობა გაგრძელდა. ბაბუასავით თავაწეული დააბიჯებს ამ ქვეყანაზე. წარმატებები შენს მომავალს!“ - წერდა კახა ზივზივაძე.

"ჩემთან ოჯახში...“

მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც სტარტს 14 ივნისს აიღებს, გერმანიაში გაიმართება.

ქართველები ბილეთებსა და სასტუმროების ჯავშანზე უკვე ზრუნავენ. ბუდუმ, რომელიც თავადაც გერმანიაში ცხოვრობს, ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქომაგებს, რომლებიც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვიან, საკუთარ სახლში პირადად მიიღებს.

  • "ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით, ჩემთან, სახლში გეპატიჟებით", - განაცხადა ზივზივაძემ ჟურნალისტებთან.

ამ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხი უკვე იმაზე ხუმრობს, თუ სად მოათავსებს ამდენ ქართველს ზივზივაძე. მოგვიანებით ქართველ ფორვარდს ამ თემაზე განმარტების გაკეთებამ მოუწია, "პირველ არხთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ საკითხზე მის ოჯახთან გაირონ კონსულტაციები.

ბუდუ მშობლებთან და დასთან ერთად

ბუდუ ზივზივაძე:

- დიდი სახლი არ მაქვს, მაგრამ არ არის პრობლემა. შემიძლია მისაღებ ოთახში მივწიო რაღაცები და ლებები დავაფინო, შეუძლიათ, რომ დარჩნენ ჩემთან. მაგ დროს მე შეკრებაზე ვიქნები ნაკრებთან და მაგ საკითხზე ჩემს ოჯახთან უნდა გაიარონ კონსულტაციები, ვისაც სურვილი აქვს ჩემთან დარჩეს.

  • AMBEBI.GE ბუდუს მამა, ბატონ კახა ზივზივაძეს დაუკავშირდა. მას ვთხოვეთ ბუდუს სახელის ისტორია ჩვენთვის ვრცლად მოეყოლა. ემოციებს ახლაც ვერ მალავს, ქუჩაში გასვლისას უამრავი ადამიანი ხვდება და ეკითხებიან, თქვენ ხომ ბუდუს მამა ხართ...

- მამაჩემის სახელი დავარქვი ბუდუს, საერთოდ, ცხოვრებაში ყველა ადამიანის ვალია, მამას პატივი სცეს, თან როდესაც ის ახალგაზრდა გარდაიცვლება, რომ მისი სახელი გაგრძელდეს. ჩემმა შვილმა ეს სასწაულად გააკეთა. შეიძლება ვიღაცებს პრეტენზია ჰქონდეთ სახელების მოწონებაში, მაგრამ მთავარია, ადამიანი და მისი ცხოვრება.

- არა, ბატონო კახა, უბრალოდ მოსაფერებელი სახელი ეგონათ...

- მამა იყო ადამიანი, რომელიც იმსახურებდა მისი სახელის გაგრძელებას.

- მე ვიპოვე სოციალურ ქსელში თქვენი სტატუსი, სადაც საოცრად აღწერთ ბუდუს დაბადების ისტორიას. ვენახში ვიყავი და ვსხლავდიო...

- მამაჩემის გარდაცვალება ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო. მოხდა ისე, რომ გაჩნდა ჩემი შვილი და ამ სტატუსში ის აღვწერე, რასაც იმ წუთას განვიცდიდი.

- ბუდუმ გულშემატკივრებს მიმართა და უთხრა, ვინც სასტუმროს ვერ იშოვიდნენ, მასთან დარჩენილიყვნენ, ლეიბებს დავუგებთო...

- მეც ვეთანხმები, ძალიან მიყვარს სტუმარი, მამა ასეთი კაცი იყო. ისეთი შეგრძნება მაქვს, მისი სული გადავიდა ბუდუს სულში. მადლობა მას, რომ დიდი შრომით, წაქცევით, ფეხზე დადგომით, შეძლო და არ გატყდა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამდენისთვის მიეღწია. ბუდუს აქვს ჩაწერილი ვიდეო, სადაც ამბობს, მამაჩემი ჩემზე ბედნიერიაო. მადლობა მას ამისთვის.

ბუდუ გერმანიის ქალაქ კალცრუეში ცხოვრობს და თამაშობს იმ გუნდში, სადაც ჩვენი საყვარელი იაშვილი, იაშკა თამაშობდა. ახლაც ვერ ვიკავებ ემოციებს. ჯავრზე უფრო ემოციური ყოფილა ამხელა აღიარება.

- წარმომიდგენია, რა ხდება თქვენს თავს, როდესაც ქუჩაში გადიხართ...

- 18 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა, ქუჩაში რომ გავდიოდი და სადმე ვიტყოდი, ვისი შვილი ვიყავი, ისეთი პატივით მხვდებოდნენ. დღეს გავდივარ და მეუბნებიან, ვაა, ბუდუს მამა ხარ, შენ შემოგევლე. კითხვა დავსვი, მე სად ვარ-მეთქი და ერთმა ძალიან ძვირფასმა ადამიანმა მითხრა, ცენტრში ყოფილხარ, შე დალოცვილოო.

  • ნახეთ ვიდეო: "ამის უკან მიწევა შემიძლია და აქ ლეიბების ჩადგმა" - ბუდუ ზივზივაძე აქვეყნებს ვიდეოს, თუ სად აპირებს ქართველების მასპინძლობას