ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
შემთხვევა დღეს მოხდა. ორსული კლინიკა BMS-ში იყო მოთავსებული, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკა BMS-ში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.
"ჩემო მარეხი, ჩემო საუკეთესო, ვერ ვიჯერებ, ეს რა დაგმართეს, როგორ გიხაროდა გოგო მყავსო, ასე როგორ გაგწირეს, სული მეწვის, ვიზიარებ, უძლურია სიტყვები ოჯახისთვის, შენს ბექუნას რა უნდა უთხრან, ბოლო წუთამდე იმედს არ ვკარგავდი, ჩემო შეძენილო დაიკო, როგორ მეწვის უშენობა".
"რამდენი ადამიანი სიცოცხლე უნდა ემსხვერპლოს ექიმების დაუდევრობას, დასანანია, უსამართლოა ეს ცხოვრება".
"არ მინდა დაჯერება იმის, რომ ასე ერთად ვერასდროს ვიქნებით, შენთან რა უნდა სიკვდილს, შენ ხომ ახლა გიხაროდა სიცოცხლე, შენი პატარებით უნდა გეხარა" - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.
წაიკითხეთ ასევე:
ეს ბათუმი სასაკლაოა თუ რა ხდება? ისე კი ჩემი აზრით სწავლის უფლება უმაღლესში ყველას უნდა ქონდეს,მაგრამ მერე უკვე უნდა მოხდეს გადარჩევა,ვინც ნამდვილად სწავლობს და ვინ არა.ან შე დალოცვილო კერძო კლინიკა რომ გაქვს არ მიიღო სამსახურში არმცოდნე და მოგვარებულია პრობლემა
ის საზოგადოებაა განამდებობეზე ვინც ჩათვლის წიგნაკში 5 და 10 ლარიანს და უფრო ცოტა მეტს დებდა. ჰო ნუ გაგიკვირდება მაგ დროის სტუდენტი ვინც ვართ აბა მოისინჯეთ მეხსიერება. მასწაცლებლებს ხელფასი 3 კილო შაქრის ტოლფასი, მოსწავლეებს ვისაც შატალოზე გაურბოდა თვალი ეს 5 ლარი კი ქონდათ და აი შედეგებიც. ასე იქნება საკმაოდ დიდ ხანს.