სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველებო, მაისში ისევ შევხვდებით...“ - ვინ არის მარინა სატი, ვისი გამარჯვებითაც "იმუქრებიან" ბერძნები?
"ქართველებო, მაისში ისევ შევხვდებით...“ - ვინ არის მარინა სატი, ვისი გამარჯვებითაც "იმუქრებიან" ბერძნები?

გუ­შინ, ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში კი­დევ ერთი გა­მარ­ჯვე­ბის ფურ­ცე­ლი ჩა­ი­წე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა "დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ სა­ბერ­ძნე­თი და­ა­მარ­ცხა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლას წუ­ხელ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ზე­ი­მობ­და, რა­საც ვერ ვი­ტყვით სა­ბერ­ძნე­თის გულ­შე­მატ­კივ­რებ­ზე.

ბერ­ძნუ­ლი მე­დია წერს, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მათი ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ნა­წი­ლი მარ­ცხს იუ­მო­რით გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო ასა­ხავს სცე­ნას ფილ­მი­დან "თორი: რაგ­ნა­რო­კი“. სუ­რათ­ზე ჩანს, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა, წარ­წე­რით: "შენ მე ვერ და­მა­მარ­ცხებ“, რა­ზეც თით­ქოს­და სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი ტასო ბა­კა­სე­ტა, რო­მელ­საც გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა პე­ნალ­ტი აუღო, პა­სუ­ხობს, - ვიცი, მაგ­რამ ის შეძ­ლებ­სო... იგუ­ლის­ხმე­ბა მა­რი­ნა სატი, მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც მა­ის­ში "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ სა­ბერ­ძნეთს წა­რად­გენს...

კო­მენ­ტა­რებ­ში ტვი­ტერ­ზე ბერ­ძნე­ბი წე­რენ:

"არა უშავს, სატი შურს იძი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე"

"ქარ­თვე­ლე­ბო, მა­ის­ში ისევ შევ­ხვდე­ბით...“

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ევ­რო­ვი­ზია 2024-ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე წა­რად­გენს. მომ­ღე­რა­ლი კონ­კურ­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, 9 მა­ისს მე-11 ნომ­რად იმ­ღე­რებს.

სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში იმ­ღე­რე­ბენ: ავ­სტრია, მალ­ტა, შვე­ი­ცა­რია, სა­ბერ­ძნე­თი, ჩე­ხე­თი, ალ­ბა­ნე­თი, და­ნია, სომ­ხე­თი, ის­რა­ე­ლი, ეს­ტო­ნე­თი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ნორ­ვე­გია, ლატ­ვია, სან-მა­რი­ნო და ბელ­გია.

  • ვინ არის მა­რი­ნა სატი

ZARI - ასე ჰქვია სიმ­ღე­რას, რო­მელ­საც სა­ბერ­ძნე­თი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წა­რად­გენს. სიმ­ღე­რამ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, კრი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლის თქმით, ეს არის “ბო­ლი­ვუ­დის” სიმ­ღე­რა...

37 წლის შემ­სრუ­ლებ­ლის მა­რი­ნა სა­ტის მუ­სი­კა პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ბერ­ძნეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში. მომ­ღერ­ლის მამა ეთ­ნი­კუ­რად სუ­და­ნე­ლი არა­ბია, დედა კი - ბერ­ძე­ნი.

რო­გორც ჩანს, ბერ­ძნე­ბი, მა­ისს ელო­დე­ბი­ან და იმე­დი აქვთ, რომ მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში მა­ინც და­ა­მარ­ცხებს სა­ქარ­თვე­ლოს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marafet
0

რამდენიმე წლის წინ მანქანების ჩამომყვანებს ვკითხე და გამიკვირდა როცა მითხრეს რომ ტრასაზე და საბაჟოზე, ყველაზე მაგრად საბერძნეთში წეწავდნენ.

ანნა
1

იუმორითაო ხალხნო, იუმორითაოო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შს სამინისტრო იმ სქემის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რითაც, უწყების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა შეძლო
ავტორი:

"ქართველებო, მაისში ისევ შევხვდებით...“ - ვინ არის მარინა სატი, ვისი გამარჯვებითაც "იმუქრებიან" ბერძნები?

"ქართველებო, მაისში ისევ შევხვდებით...“ - ვინ არის მარინა სატი, ვისი გამარჯვებითაც "იმუქრებიან" ბერძნები?

გუშინ, ქართული სპორტის ისტორიაში კიდევ ერთი გამარჯვების ფურცელი ჩაიწერა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე“ საბერძნეთი დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას წუხელ მთელი საქართველო ზეიმობდა, რასაც ვერ ვიტყვით საბერძნეთის გულშემატკივრებზე.

ბერძნული მედია წერს, რომ სოციალურ ქსელებში მათი ნაკრების გულშემატკივრების ნაწილი მარცხს იუმორით გამოეხმაურა.

გამოქვეყნებული ფოტო ასახავს სცენას ფილმიდან "თორი: რაგნაროკი“. სურათზე ჩანს, საქართველოს დროშა, წარწერით: "შენ მე ვერ დამამარცხებ“, რაზეც თითქოსდა საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი ტასო ბაკასეტა, რომელსაც გიორგი მამარდაშვილმა პენალტი აუღო, პასუხობს, - ვიცი, მაგრამ ის შეძლებსო... იგულისხმება მარინა სატი, მომღერალი, რომელიც მაისში "ევროვიზიაზე“ საბერძნეთს წარადგენს...

კომენტარებში ტვიტერზე ბერძნები წერენ:

"არა უშავს, სატი შურს იძიებს საქართველოზე"

"ქართველებო, მაისში ისევ შევხვდებით...“

შეგახსენებთ, რომ "ევროვიზია 2024-ზე“ საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს. მომღერალი კონკურსის მეორე ნახევარფინალში, 9 მაისს მე-11 ნომრად იმღერებს.

საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, მალტა, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, დანია, სომხეთი, ისრაელი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლატვია, სან-მარინო და ბელგია.

  • ვინ არის მარინა სატი

ZARI - ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც საბერძნეთი "ევროვიზიაზე" წარადგენს. სიმღერამ არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელებში, კრიტიკოსების ნაწილის თქმით, ეს არის “ბოლივუდის” სიმღერა...

37 წლის შემსრულებლის მარინა სატის მუსიკა პოპულარულია საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში. მომღერლის მამა ეთნიკურად სუდანელი არაბია, დედა კი - ბერძენი.

როგორც ჩანს, ბერძნები, მაისს ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ მათი წარმომადგენელი მუსიკალურ კონკურსში მაინც დაამარცხებს საქართველოს.

იხილეთ ასევე: