ე.წ ისლამური სახელმწიფო აქვეყნებს შემზარავ ვიდეოს, სადაც დეტალურად არის ნაჩვენები, თუ როგორ დახოცეს ტერორისტებმა მოსკოვის საკონცერტო დარბაზში ადამიანები. ვიდეო ISIS-ის საინფორმაციო სააგენტო Armaq-მა გაავრცელდა.
ტერორისტების განცხადებით, ეს იყო "ყველაზე ძალადობრივი“ თავდასხმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ განხორციელბულა. "ეს არის პასუხი იმ ბრძოლაზე, რომელიც ისლამური სახელმწიფოსა და ისლამის წინააღმდეგაა მიმართული“, - ნათქვამია ISIS-ის განცხადებაში.
90-წამიან "სელფ ვიდეოს“ ტერორისტული ჯგუფი აღწერს როგორც "ექსკლუზიურ სცენებს“
"მოსკოვში ქრისტიანებზე თავდასხმის ექსკლუზიური სცენები“, - ასე წარადგინეს ვიდეო, სადაც სასტიკი სცენებია ასახული. ერთ მომენტში კი შეიარაღებული პირი ამბობს - "მოიტანეთ იარაღი, არავინ დაინდოთ, არავინ შეიბრალოთ“.
ისმის კიდევ ერთი თავდამსხმელის ხმა:
"უფლის ნებით, ურწმუნოები დამარცხდებიან, ღმერთი დიდია“.
ვიდეოს, მისი შინაარსის და უმძმესი კადრების გამო არ ვაქვეყნებთ, თუმცა შეგვიძ₾ია ვნახოთ ზოგიერთი ამოჭრილი კადრი.
რუსეთი არის საქართველოს მტერი! ვინც გააკეთებს ამაზე უარყოფით კომენტარს ან დისლაიკს, მთელი საქრთველოსგან დიდი "მოკითხვა".
უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს თემაზე, რომელზეც ,, ბრძნულ'' კომენტებს წერს..... არც რელიგიაზე, არც გლობალურ პოლიტიკაზე და არც სამხედრო სტრატეგიაზე..... უმრავლესობის კომენტი ერთა შორის შუღლის გაღვივებასა და ფაშიზმის რეკლამირებას ემსახურება..... რითი ხართ რომელიმე ერზე უკეთესი, ერთმანეთი არ გვიხოცია თუ საკუთარი სისხლითა და ხორცით არ გვივაჭრია?!?!
რომელიმე ,, განათლებულმა'' თუ შეამჩნიეთ მოცემული სურათებიდან რომელზეა ისლამისთვის შეუსაბამო კადრი?!