მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზად ვართ? პასუხია: დიახ!" - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ალიანსი მზად არის რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის: რას ამბობს რობ ბაუერი
"მზად ვართ? პასუხია: დიახ!" - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ალიანსი მზად არის რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის: რას ამბობს რობ ბაუერი

ნატო-ს სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ად­მი­რალ რობ ბა­უ­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ალი­ან­სის ქვეყ­ნე­ბი მზად არი­ან რუ­სეთ­თან პო­ტენ­ცი­უ­რი პირ­და­პი­რი შე­ტა­კე­ბის­თვის.

  • "მტე­რი წყვეტს, რო­დის და სად და­გეს­ხმე­ბა თავს და რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა კონ­ფლიქ­ტი. სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ი­ნა დარ­წმუნ­და ამა­ში. მზად ვართ? პა­სუ­ხია: დიახ! ეს არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა - ვი­ყოთ მზად. თუ ეს დღეს მოხ­დე­ბა, მა­შინ მოგ­ვი­წევს ბრძო­ლა იმით, რაც გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და რობ ბა­უ­ერ­მა.

ნატო-ს აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე მზად­ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, ად­მი­რალ რობ ბა­უ­ერ­მა გა­იხ­სე­ნა, თუ რო­გორ გა­ა­ფარ­თო­ვა ალი­ან­სმა თა­ვი­სი ყოფ­ნა ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­ში 2016 წლი­დან და სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბის შემ­დეგ სლო­ვა­კეთ­ში, უნ­გრეთ­ში, რუ­მი­ნეთ­სა და ბულ­გა­რე­თი.

"ახლა ჩვენ გვყავს რვა ასე­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის ზო­მის საბ­რძო­ლო ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­თი­ან­დეს ბრი­გა­და­ში. შე­სა­ბა­მი­სი ქვეყ­ნე­ბი მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბენ ამ მე­ქა­ნიზ­მზე. თუ მეტი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, მა­შინ გან­ვი­ხი­ლავთ. მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს საკ­მა­რი­სია“, - აღ­ნიშ­ნა ად­მი­რალ­მა.

მისი თქმით, თა­ნა­მედ­რო­ვე ომს ასე­ვე აქვს სხვა გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა კი­ბერ­სივ­რცე ან თავ­დას­ხმე­ბი კოს­მოს­ში და რუ­სეთს ასე­ვე აქვს გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის გზე­ბი არ­ქტი­კა­ზე, და­სავ­ლეთ ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში, აფ­რი­კა­ში, ხმელ­თა­შუა ზღვა­ში, შავ ზღვა­ზე.

"გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და მხო­ლოდ აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე ფო­კუ­სი­რე­ბა, რად­გან რუ­სე­ბი არა მხო­ლოდ იქ არი­ან. ისი­ნი ყველ­გან არი­ან. ამი­ტო­მაც ნატო მუდ­მი­ვად აკ­ვირ­დე­ბა მათ ქმე­დე­ბებს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხობს", - გა­ნა­ცხა­და რობ ბა­უ­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ხე­ლახ­ლა არ­ჩე­ვის შემ­დეგ რუ­სე­თის მხრი­დან საფრ­თხის გაზ­რდის პერ­სპექ­ტი­ვე­ბით ზედ­მე­ტად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არ არის, რად­გან უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომმა და­ა­სუს­ტა რუ­სე­თი და მისი ჯა­რე­ბის შევ­სე­ბას და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას და­სავ­ლე­თის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი შე­ა­ფერ­ხებს.

"ჩვენ ვხე­დავთ, რომ რუ­სეთს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ცუ­ლო­ბის ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბის უნა­რი, მაგ­რამ მისი ხა­რის­ხი მუდ­მი­ვად იკ­ლებს ომის და­წყე­ბი­დან. მათ აქვთ გარ­კვე­უ­ლი გეგ­მე­ბი, მაგ­რამ ომში არი­ან, ამი­ტომ მათ დიდი დრო სჭირ­დე­ბათ. მათ­თვის ეს ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რობ ბა­უ­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

მონათესავე სლავები უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს... მათ შორის იმხელა ზიზღი და აუტანლობაა ჩანერგილი, რომ ამ ხოცვა-ჟლეტვას ბოლოც არ უჩანს.

ვავა
0

ბ-ნო ბაუერ, იქნებ განმარტოთ პოლონელი გენერლის უეცარი სიკვდილის მიზეზი, ხომ არა ,,კინჟალი".

ავტორი:

"მზად ვართ? პასუხია: დიახ!" - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ალიანსი მზად არის რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის: რას ამბობს რობ ბაუერი

"მზად ვართ? პასუხია: დიახ!" - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ალიანსი მზად არის რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის: რას ამბობს რობ ბაუერი

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის განცხადებით, ალიანსის ქვეყნები მზად არიან რუსეთთან პოტენციური პირდაპირი შეტაკებისთვის.

  • "მტერი წყვეტს, როდის და სად დაგესხმება თავს და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. სამწუხაროდ, უკრაინა დარწმუნდა ამაში. მზად ვართ? პასუხია: დიახ! ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა - ვიყოთ მზად. თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგვიწევს ბრძოლა იმით, რაც გვაქვს“, - განაცხადა რობ ბაუერმა.

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მზადყოფნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ადმირალ რობ ბაუერმა გაიხსენა, თუ როგორ გააფართოვა ალიანსმა თავისი ყოფნა ბალტიის ქვეყნებში 2016 წლიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთი.

"ახლა ჩვენ გვყავს რვა ასეთი ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაერთიანდეს ბრიგადაში. შესაბამისი ქვეყნები მუდმივად მუშაობენ ამ მექანიზმზე. თუ მეტი იქნება საჭირო, მაშინ განვიხილავთ. მაგრამ ჯერჯერობით ეს საკმარისია“, - აღნიშნა ადმირალმა.

მისი თქმით, თანამედროვე ომს ასევე აქვს სხვა განზომილებები, როგორიცაა კიბერსივრცე ან თავდასხმები კოსმოსში და რუსეთს ასევე აქვს გავლენის მოხდენის გზები არქტიკაზე, დასავლეთ ატლანტის ოკეანეში, აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვაში, შავ ზღვაზე.

"გულუბრყვილობა იქნებოდა მხოლოდ აღმოსავლეთ ფლანგზე ფოკუსირება, რადგან რუსები არა მხოლოდ იქ არიან. ისინი ყველგან არიან. ამიტომაც ნატო მუდმივად აკვირდება მათ ქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში პასუხობს", - განაცხადა რობ ბაუერმა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის ხელახლა არჩევის შემდეგ რუსეთის მხრიდან საფრთხის გაზრდის პერსპექტივებით ზედმეტად შეშფოთებული არ არის, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომმა დაასუსტა რუსეთი და მისი ჯარების შევსებას და მოდერნიზაციას დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები შეაფერხებს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი მოცულობის იარაღის წარმოების უნარი, მაგრამ მისი ხარისხი მუდმივად იკლებს ომის დაწყებიდან. მათ აქვთ გარკვეული გეგმები, მაგრამ ომში არიან, ამიტომ მათ დიდი დრო სჭირდებათ. მათთვის ეს ადვილი არ იქნება“, - განაცხადა რობ ბაუერმა.