ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის აქტუალური საკითხია.
როგორც ის განმარტავს, მათი მხარდაჭერით ზიანდება შავ ზღვაში რუსეთის დიდი ფლოტი.
"შავი ზღვის უსაფრთხოებაც აქტუალური საკითხია საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატო-სთვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში შეფერხებული არის და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
"რამდენიმე დღის წინ, თურქული სამხედრო ბრიგადა ეწვია ბათუმს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს. ეს არის ერთ-ერთი იმის მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში, ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთვის საქართველო. ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი და დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის ბუქარესტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო.
კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, ევროპული საბჭოს მიერ გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში. ჩვენ ხელ და ხელ ვივლით წინ ნატო-ს მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, 17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს სტუმრობს.
ამ კობახიძეს, სრულიად ნაცქოცეთს და სალიბერასტოს სანამ ყველას მაგ ცარიელა თავებზე სამხედრო ბაზებს არ დაგაშენებენ რუსები, მანამ ამ სიგიჟეებს არ შეეშვებით! მენშევიკები გაიქცნენ, ნაცები გაიქცნენ და თუ კიდევ სამხედრო კონფლიქტი მოხდა რუსებთან ეს ქოცებიც მოძუძგავენ და გაასამებენ ამით.
ირაკლის რა სახეა აქვს ყველგან, სახეზე ხედეავს სულ ფეხზე კიდია აბხაზეთი და ევროპას!!! მთავრი მიზანი რუკიდან გაქრობაა რუსეთის!! მისი მდიდარი წიაღისეულის დატაცება, როგორც ერაყში და სირიაში!!! კავაკასიის აფეტქებას ითხოვს და მიაცნია რომ საქრთველო უნდა გახდეს მაპროვოცირებელი!!!! გაქრები და სულ ფეხზე კიდია!! 3 მილიონზე მეტი უკრაინელი, ევროპში შუაგულში უდანაშაულო ხალხი გააქრეს!!! ისისნი არ დაინდეს და ჩვენ ვინ ვართ ერთი ავტობუსი!! მაგრამ გეგემა შედეგენილი აქვთ თუ ჩაუვარადთ გაწყვეტილები არიან!! ჩვენ ომშს ატ ვცნობთ!! ეს გავიარეთ სიზულვილის მეტი არფერი მოგვიტანა!!! ომი არა არსებობს მარტო ჯარისკაცების აქ ბავშვბეიც და ქალებიც იღუპებააა!!! ასე რომ ირაკლი დადექი მაგარად!! ცვენ გავიარეტ ეს მცირე მაშტაბებში!!ერთი ერთში!! ნატოს ჯარის ჩაყება ომის დაწყებას ნიშნავს!! ან ჩადგება კიდე და ან არა!!! სისიხლის გაღების გარეშე არ ჩადგება და არც მიგვიღებენ!!!