მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვემზადე, რომ ხალხი წამომეყვანა... მითხრეს, წადიო - წამოვედი, დაბრუნდიო - დავბრუნდი" – რას ამბობს "ფესვების" ხელმძღვანელი ორბელიანის სასახლეში ვიზიტზე
"მოვემზადე, რომ ხალხი წამომეყვანა... მითხრეს, წადიო - წამოვედი, დაბრუნდიო - დავბრუნდი" – რას ამბობს "ფესვების" ხელმძღვანელი ორბელიანის  სასახლეში ვიზიტზე

გუ­შინ, ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის ფოლკ­ლო­რის სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ან­სამ­ბლი "ფეს­ვე­ბი“, რო­მე­ლიც აჭა­რი­დან უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, გზი­დან გა­აბ­რუ­ნეს.

"თურ­მე პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში ნე­ბა­დარ­თუ­ლი არ არის მოღ­ვა­წე­ო­ბა - თუ არა კულ­ტუ­რუ­ლი ბოლ­შე­ვიზ­მი, არ ვიცი, ამას რას ჰქვია" - თქვა პრე­ზი­დენ­ტმა.

ან­სამ­ბლ "ფეს­ვე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბად­რი დარ­ჩი­ძე "მთა­ვარ არხთან" გან­მატ­რავს, თუ რა­ტომ ვერ შეძ­ლო ან­სამ­ბლმა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში გა­მოს­ვლა.

მისი თქმით, შუ­ა­ხე­ვის კულ­ტუ­რის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნუ­მარ­ტა, რომ ცენ­ტრში სა­თა­ნა­დო წე­რი­ლი არ ყო­ფი­ლა შე­სუ­ლი მათ ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მე მყავს რამ­დე­ნი­მე ხელ­მძღვა­ნე­ლი, მი­თხრეს წა­დიო, წა­მო­ვე­დი, დაბ­რუნ­დიო, დავ­ბრუნ­დი. არ ყო­ფი­ლაო წე­რი­ლი სა­თა­ნა­დოდ შე­მო­სუ­ლიო, კულ­ტუ­რის ცენ­ტრში, შუ­ა­ხევ­ში. იქი­დან უნდა იყოს მიწ­ვე­ვა მო­სუ­ლი, თბი­ლი­სი­დან სი­ტყვი­ე­რი­აო და ფაქ­ტი­უ­რად სი­ტყვი­ე­რი არ გვინ­დაო, წე­რი­ლო­ბით გვინ­დაო."

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, მი­მარ­თუ­ლი ჰქონ­და თუ არა კულ­ტუ­რის ცენ­ტრის­თვის ან­სამ­ბლს, ხელ­მძღვა­ნე­ლი ასე პა­სუ­ხობს:

"კი, ერთი კვი­რის წინ... შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნა თუ მო­ვაო, არ არის პრობ­ლე­მაო, მე მო­ვემ­ზა­დე იმის­თვის, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ხალ­ხი წა­მო­მეყ­ვა­ნა, რომ წა­მო­ვე­დი, მერე თქვეს, რომ არ მო­სუ­ლაო და... ვი­ღა­ცამ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა კულ­ტუ­რის ცენ­ტრი" - ამ­ბობს დარ­ჩი­ძე.

ასე­ვე იხი­ლეთ:

???
2

და წერილი რომ მიეწერა ამ ქალბატონს, არა??? მიწვევის გარეშე ნუ წახვალო, უთქვამს კულტურის ცენტს... სწორია პრინციპში, ვინაიდან მივლინებას და გზის ხარჯებს ვერ აუნაზღაურებდნენ წერილის გარეშე...წარმატებები ამ ანსამბლს!

ავტორი:

"მოვემზადე, რომ ხალხი წამომეყვანა... მითხრეს, წადიო - წამოვედი, დაბრუნდიო - დავბრუნდი" – რას ამბობს "ფესვების" ხელმძღვანელი ორბელიანის სასახლეში ვიზიტზე

"მოვემზადე, რომ ხალხი წამომეყვანა... მითხრეს, წადიო - წამოვედი, დაბრუნდიო - დავბრუნდი" – რას ამბობს "ფესვების" ხელმძღვანელი ორბელიანის  სასახლეში ვიზიტზე

გუშინ, ორბელიანის სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ანსამბლი "ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს.

"თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა - თუ არა კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი, ამას რას ჰქვია" - თქვა პრეზიდენტმა.

ანსამბლ "ფესვების" ხელმძღვანელი, ბადრი დარჩიძე "მთავარ არხთან" განმატრავს, თუ რატომ ვერ შეძლო ანსამბლმა ორბელიანის სასახლეში გამოსვლა.

მისი თქმით, შუახევის კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ ცენტრში სათანადო წერილი არ ყოფილა შესული მათ ორბელიანების სასახლეში ვიზიტთან დაკავშირებით.

"მე მყავს რამდენიმე ხელმძღვანელი, მითხრეს წადიო, წამოვედი, დაბრუნდიო, დავბრუნდი. არ ყოფილაო წერილი სათანადოდ შემოსულიო, კულტურის ცენტრში, შუახევში. იქიდან უნდა იყოს მიწვევა მოსული, თბილისიდან სიტყვიერიაო და ფაქტიურად სიტყვიერი არ გვინდაო, წერილობით გვინდაო."

ჟურნალისტის კითხვაზე, მიმართული ჰქონდა თუ არა კულტურის ცენტრისთვის ანსამბლს, ხელმძღვანელი ასე პასუხობს:

"კი, ერთი კვირის წინ... შესაბამისი მოთხოვნა თუ მოვაო, არ არის პრობლემაო, მე მოვემზადე იმისთვის, რომ წამოვსულიყავი, ხალხი წამომეყვანა, რომ წამოვედი, მერე თქვეს, რომ არ მოსულაო და... ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა კულტურის ცენტრი" - ამბობს დარჩიძე.

ასევე იხილეთ: