მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თან ბიზნესით ვარ დაკავებული, თან - ხელოვნებით... ყოფილა შემთხვევა, გიტარის ქეისში 1000 ლარი ჩაუდიათ" - გზა მეგაპროექტებიდან "ქუჩის მუსიკოსობამდე": დოდონა ნამორაძე მრავალფეროვან კარიერაზე
"თან ბიზნესით ვარ დაკავებული, თან - ხელოვნებით... ყოფილა შემთხვევა, გიტარის ქეისში 1000 ლარი ჩაუდიათ" - გზა მეგაპროექტებიდან "ქუჩის მუსიკოსობამდე": დოდონა ნამორაძე მრავალფეროვან კარიერაზე

დო­დო­ნა ნა­მო­რა­ძეს ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი ქარ­თუ­ლი მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბი­დან იც­ნობს, ნა­წი­ლი რო­გორც ქუ­ჩის მუ­სი­კოსს, რო­მე­ლიც "მშვი­დო­ბის ხიდ­ზე" მღე­რო­და. მარ­თა­ლია ნი­ჭი­ერ გო­გო­ნას ქარ­თულ კონ­კურ­სებ­ში არ გა­უ­მარ­თლა, მაგ­რამ 2023 წელს "ბერ­ძნუ­ლი ხმის" ფი­ნა­ლის­ტი გახ­და და მე­ო­რე ად­გი­ლიც და­იმ­სა­ხუ­რა. შარ­შან „იუ­მო­რი­ნას“ ხელ­მძღვა­ნელ­მა გია ბა­ღაშ­ვილ­მა მი­იწ­ვია და მისი დე­ბი­უ­ტი მათ კონ­ცერ­ტზეც სიმ­ბო­ლუ­რად "იუ­მო­რი­ნას" "ქუ­ჩის მუ­სი­კო­სებ­თან" ერ­თად წარ­მა­ტე­ბით შედ­გა.

დო­დო­ნა ნა­მო­რა­ძე ახლა AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია და მის შე­სა­ხებ უფრო მეტს მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

ბავ­შვო­ბა

- მშობ­ლე­ბის­გან ვიცი, რომ ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და ცელ­ქი ვყა­ვი, პა­პა­ჩე­მი ტორ­ნა­დოს მე­ძახ­და. ამას­თან, მუდ­მი­ვად ვმღე­რო­დი. ჩემი გა­ჩუ­მე­ბა მხო­ლოდ მუ­სი­კის მოს­მე­ნი­სას, ან წიგ­ნის კი­თხვი­სას ხდე­ბო­და. კი­თხვა 3 წლი­სამ ვის­წავ­ლე, 4 წლი­სამ კი უკვე „ტომ სო­ი­ე­რი“, „ბი­ძია თო­მას ქოხი,“ „პეპი გრძე­ლი წინ­და“ წა­ვი­კი­თხე - ისე­თი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მელ­საც ბავ­შვე­ბი ცოტა გვი­ან კი­თხუ­ლო­ბენ. ჩემ­თვის სულ პირ­ველ­მა წიგნ­მა „ბუ­რა­ტი­ნომ“ (სა­ბავ­შვო ვერ­სი­ამ) მახ­სოვს, სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და 10 წუთ­ში წა­ვი­კი­თხე. მა­შინ მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ ჩემ­თვის ბევ­რი წიგ­ნის ყიდ­ვა დას­ჭირ­დე­ბო­დათ... მოკ­ლე დრო­ში და სწრა­ფად ბევრ წიგნს ვკი­თხუ­ლობ­დი.

სპორ­ტი და ინ­გლი­სუ­რი

- სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა 11 წლი­დან და­ვი­წყე, როცა ოჯა­ხი ფი­ლი­პი­ნებ­ზე წა­ვე­დით. იქ დღე­ში 8-9 სა­ათს ვვარ­ჯი­შობ­დი. ინ­გლი­სუ­რად დათ­ვლა ბად­მინ­ტო­ნის თა­მა­შის დროს კორტზე ვის­წავ­ლე. ზო­გა­დად ინ­გლი­სუ­რი, ჩას­ვლი­დან ერთ თვე­ში ავით­ვი­სე.

დო­დო­ნა ნა­მო­რა­ძე - ფრენ­ბურ­თის გუნ­დის კა­პი­ტა­ნი, ფი­ლი­პი­ნე­ბი

მშობ­ლე­ბი

- დედა მღე­რის, მა­მა­ჩე­მი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კლარ­ნე­ტის­ტია, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ოდ­ში შე­წყვი­ტა ეს საქ­მი­ა­ნო­ბა და სწავ­ლა სხვა კუ­თხით გა­აგ­რძე­ლა - ან­თრო­პო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რია. დე­და­საც გა­ნათ­ლე­ბის გან­ხრით დოქ­ტო­რან­ტუ­რა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ფი­ლი­პი­ნებ­ზე ამი­ტომ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, სწავ­ლობ­დნენ. მშობ­ლე­ბი ახლა ჩემს ძმას­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში არი­ან. მამა მიწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რია. დედა ჯერ­ჯე­რო­ბით არ მუ­შა­ობს, ჩემი ძმა კი სკო­ლას ამ­თავ­რებს. მე ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სად წას­ვლა არ მინ­და, კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას და დამ­კვიდ­რე­ბას აქ ვა­პი­რებ.

ფი­ლი­პი­ნე­ბი

- ფი­ლი­პი­ნებ­ზე რომ მივფრი­ნავ­დით 11 წლის თვითმფრი­ნავ­ში გავ­ხდი. იქი­დან კი 16 წლის დავ­ბრუნ­დი. ის წლე­ბი ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი პე­რი­ო­დი აღ­მოჩ­ნდა, ხან­და­ხან მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე. იქ ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი მყავს, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო იყო. სა­ერ­თა­შო­რი­სო კამ­პუს­ზე ვი­ყა­ვი, სა­დაც ჩემი მშობ­ლე­ბი სწავ­ლობ­დნენ. სტუ­დენ­ტე­ბი თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბით 66 სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი. ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­რე­მო­ში ვი­ყა­ვი. ამი­ტომ დღეს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გვყავს ნაც­ნო­ბი, მე­გო­ბა­რი, სა­დაც არ უნდა წა­ვი­დე, ყველ­გან მაქვს და­სარ­ჩე­ნი და ყველ­გან მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან.

ფი­ლი­პი­ნელ მე­გობ­რებ­თან ერ­თად

ფი­ლი­პი­ნებ­ზე პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ოჯა­ხი გახ­ლდით. ყო­ველ წელს ტარ­დე­ბო­და კულ­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი და ყვე­ლა თა­ვის ქვე­ყა­ნას წა­რად­გენ­და. ვმღე­რო­დით, ვი­ცეკ­ვეთ ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუმს ვავ­ლენ­დით. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დით და მოს­წონ­დათ ასე­ვე ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოც. ყვე­ლა ინ­გლი­სუ­რად, მაგ­რამ ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტით ლა­პა­რა­კობს. ამის შემ­დეგ მათი ენა - ტა­გა­ლო­გია, რო­მელ­ზეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მეც ვსა­უბ­რობ­დი...

ბოლო დროს ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დი აფ­რი­კე­ლებ­თან. ისე ვე­რა­ვის ემე­გობ­რე­ბი, თუ არ გა­ეც­ნო­ბი მათ კულ­ტუ­რას, ამი­ტომ აფ­რი­კუ­ლი კერ­ძე­ბი გავ­სინ­ჯე, მო­მე­წო­ნა (ხე­ლით ჭა­მენ) ვის­წავ­ლე მომ­ზა­დე­ბაც. მათ­თან ერ­თად ვმღე­რო­დი, ცეკ­ვა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ვიწ­ვა­ლე, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და... ძა­ლი­ან მაგ­რად ცეკ­ვა­ვენ. ვა­ღი­ა­რებ, რომ ცეკ­ვის ნიჭი არ მაქვს. თუმ­ცა ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცეკ­ვის ვი­დე­ო­ე­ბის ყუ­რე­ბა. ფი­ლი­პი­ნუ­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბაც ვიცი, სახ­ლში ზო­გა­დად აზი­ურ კერ­ძებს ვა­კე­თებ ხოლ­მე.

გა­ნათ­ლე­ბა

- შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მარ­კე­ტინ­გის კუ­თხით და­ვამ­თავ­რე... მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ ბიზ­ნე­სიო? 10-ე მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში ფორ­ტე­პი­ა­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით 11 წელი ვის­წავ­ლე. მერე არ­ჩე­ვა­ნი ბიზ­ნეს­სა და მუ­სი­კას შო­რის უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ბიზ­ნე­სი ავარ­ჩიე, რად­გან ეს სფე­როც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და გა­მომ­დის კი­დეც. ბევ­რი წე­ლია, „ტუ­რის­ტუ­ლი“ მაქვს და კი­დევ რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ, გა­ჩე­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. მუ­სი­კას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში 50% უკა­ვია, ბიზ­ნეს­საც ამ­დე­ნი­ვე. მი­ხა­რია, რომ შე­მიძ­ლია ვიყო თან ხე­ლო­ვა­ნი, თან ბიზ­ნე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი და ვცდი­ლობ, ეს სფე­რო­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად გავ­მიჯ­ნო. ხან­და­ხან ბიზ­ნეს­ში ხე­ლოვ­ნე­ბაა სა­ჭი­რო და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ბიზ­ნე­სი. ამი­ტომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც­ნა­ი­რად ამ ყვე­ლაფ­რის შერ­წყმა ხდე­ბა. მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში, ალ­ბათ, ერთ წე­ლი­წად­ში ჩა­ვა­ბა­რებ.

კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი

- ბოლო პე­რი­ოდ­ში ისე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი გია ბა­ღაშ­ვი­ლი­სა და თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძის სა­ხით, მათ­გან, ვფიქ­რობ, ბევ­რი რა­მეს ვის­წავ­ლი. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვო­კა­ლის გან­ხრით ჩა­ბა­რე­ბას ჯერ არ ვა­პი­რებ...

ერთი რამ უნდა ვთქვა - ბე­ბი­ა­ჩე­მი დოდო (მისი სა­ხე­ლი მქვია, უბ­რა­ლოდ, დო­დო­ნას მე­ძა­ხი­ან) მორ­წმუ­ნე ქა­ლია. ღმერ­თო, დო­დო­ნა გია ბა­ღაშ­ვილს შე­ახ­ვედ­რე, ან თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­სო, თურ­მე ლო­ცუ­ლობ­და. ახლა ამ­ბობს, ღმერ­თმა ორი­ვე ერ­თად ამის­რუ­ლაო.

"ბერ­ძნუ­ლი ხმის" ფი­ნა­ლის­ტი და მე­ო­რე ად­გი­ლი

- რა­ტომ სა­ბერ­ძნეთ­ში? ერ­თმა­ნეთს ბევ­რი რამ და­ემ­თხვა - „ტიკ-ტო­კის“ ფილტრით და­წყე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც მი­თხრა, სა­ბერ­ძნეთ­ში სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე მივ­დი­ო­დი, მერე მა­ლე­ვე მო­მი­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა ბა­ტო­ნი მა­მუ­კას­გან, რო­მელ­მაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა ბმუ­ლი „ბერ­ძნუ­ლი ხმა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის... სა­ბო­ლო­ოდ მივ­ხვდი, რომ ამ­დე­ნი დამ­თხვე­ვა შემ­თხვე­ვი­თო­ბა არ იყო და კონ­კურ­ში ჩა­ვერ­თე... ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რა და მე­ო­რე ად­გი­ლი რომ და­ვიმ­სა­ხუ­რე, ვერ ვი­ჯე­რებ­დი. ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მა იყო­ჩა­ღეს და ასე­ვე ბევ­რმა ბერ­ძენ­მა მომ­ცა ხმა. უცხო ქვე­ყა­ნა­ში მე­ო­რე ად­გილს რომ იმ­სა­ხუ­რებ, ეს გა­მარ­ჯვე­ბაა და არა მარ­ტო ჩემი, სა­ქარ­თვე­ლო­სიც. ემიგ­რან­ტე­ბი მწერ­დნენ - ქუ­ჩა­ში რომ გა­მოვ­დი­ვართ, შენი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ თა­ვა­წე­უ­ლე­ბი დავ­დი­ვართ. ვინ­მე თუ გვე­კი­თხე­ბა, სა­ი­დან ხართ, შენს ვი­დე­ოს ვურ­თავთ და ვე­უბ­ნე­ბით, ამ გო­გო­ნას ქვეყ­ნი­და­ნო. ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა.

ქარ­თუ­ლი "X ფაქ­ტო­რი" და "ნი­ჭი­ე­რი"

- აქ "X ფაქ­ტორ­ზე" რომ გა­მო­ვე­დი, არ ვი­ყა­ვი ისეთ ფორ­მა­ში, რომ გა­მარ­ჯვე­ბას ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. თან პა­ტა­რაც გახ­ლდით, უბ­რა­ლოდ, გული იმა­ზე დამ­წყდა, რომ კონ­კურსს ასე ადრე გა­მო­ვე­თი­შე. იმის მერე გა­დავ­წყვი­ტე, ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი გავმხდა­რი­ყა­ვი. ქუ­ჩის მუ­სი­კო­სო­ბი­დან კი­დევ ერთხელ მო­ვინ­დო­მე კონ­კურ­სზე გა­მოს­ვლა და ეს იყო „ნი­ჭი­ე­რი“. მერე ჩემი ვი­დეო "ნი­ჭი­ე­რის“ გლო­ბა­ლურ არხზე მოხ­ვდა და „იუ­თუბ­ზე“ მსოფ­ლიო აუ­დი­ტო­რი­ის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­ვიმ­სა­ხუ­რე. „ნი­ჭი­ე­რი“ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, მაგ­რამ კონ­კურსს ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­მო­ვე­თი­შე. არც ხალ­ხის ხმა მეყო და ჟი­უ­რი­მაც არ გა­და­მიყ­ვა­ნა. ამის მერე ცოტა გულ­და­წყვე­ტი­ლი კი ვი­ყა­ვი და ქუ­ჩის მუ­სი­კო­სო­ბა ისევ გა­ვაგ­რძე­ლე. სა­ბერ­ძნე­თის ამ­ბა­ვი კი უკვე ამას მოჰ­ყვა. კონ­კურ­სში, რო­გორც იქნა, წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიე.

დო­დო­ნა და ბერ­ძნუ­ლი "ვო­ი­სის" მწვრთნე­ლი

ქუ­ჩის მუ­სი­კო­სო­ბა

- რო­დე­საც ივენთს ატა­რებ, კონ­ცერ­ტი გაქვს, ან რეს­ტო­რან­ში მღე­რი, იქ ადა­მი­ა­ნი მო­დის და უნდა თუ არა, არ­ჩე­ვა­ნი არ აქვს, ზის და გის­მენს, რად­გან მო­ვი­და. ქუ­ჩა­ში რომ მღე­რი და ადა­მი­ა­ნი მო­სას­მე­ნად ჩერ­დე­ბა, იცი, რომ მხო­ლოდ შენი მოს­მე­ნა უნდა. ეს დიდი პა­ტი­ვია. სულ ვამ­ბობ, ქუჩა არ გაძ­ლევს იმის უფ­ლე­ბას, რომ რამე თავ­ში აგი­ვარ­დეს.

ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ადა­მი­ანს გი­ტა­რის ქე­ის­ში 1000 ლარი ჩა­უგ­დია და ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა 20 თეთ­რი­ა­ნი გად­მო­უგ­დია ისე, რომ შიგ­ნით არც ჩა­ვარ­დნი­ლა... რა­ღაც მო­მენ­ტში გრძნობ, რომ ეს შენ ხომ არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბია? არც ის, რომ კარ­გი მშობ­ლე­ბის შვი­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე, რომ ბავ­შვო­ბი­დან ფუ­ფუ­ნე­ბა მქონ­და, კარ­გი მუ­სი­კის­თვის მო­მეს­მი­ნა...

"მშვი­დო­ბის ხიდ­ზე"

"მშვი­დო­ბის ხიდი" იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ "ქარ­თლის დე­დას" ვუ­ყუ­რებ, ეს დიდ ძა­ლას მმა­ტებს და მო­ტი­ვა­ცი­ას მიზ­რდის, ის ხომ ძლი­ე­რი ქა­ლის სიმ­ბო­ლოა?!

ქუ­ჩა­ში სიმ­ღე­რა არას­დროს მრცხვე­ნო­და კი არა, ჩემ­თვის ყო­ველ­თვის პა­ტი­ვი იყო. მუ­სი­კა­ლუ­რად ქუ­ჩა­ში გა­ვი­ზარ­დე. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ამა­ყად ვამ­ბობ, რომ ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი ვი­ყა­ვი და იმე­დია, სულ ვიქ­ნე­ბი და მექ­ნე­ბა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო ისაა, რომ „იუ­მო­რი­ნა­ში“ სწო­რედ „ქუ­ჩის მუ­სი­კო­სებ­თან“ მქონ­და დე­ბი­უ­ტი, კარ­გი დამ­თხვე­ვა იყო... თა­ვი­დან გია ბა­ღაშ­ვილ­მა რომ მი­თხრა, „ქუ­ჩის მუ­სი­კო­სებ­თან“ მინ­და, ნო­მე­რი გა­ა­კე­თოო. პირ­და­პი­რი გა­გე­ბით წარ­მო­ვიდ­გი­ნე: კი, ქუ­ჩის მუ­სი­კო­სებს ვიც­ნობ-მეთ­ქი.

იო­სებ ახალ­კა­ციშ­ვი­ლი

- "მშვი­დო­ბის ხიდ­ზე“ ვის­თან ერ­თა­დაც ვმღე­რო­დი, იო­სებ ახალ­კა­ციშ­ვი­ლი სა­ო­ცა­რი მომ­ღე­რა­ლი და მუ­სი­კო­სია, მის­გან დიდი პა­ტი­ვია, რომ მე აკომ­პა­ნე­მენტს მი­კე­თებ­და. თო­რემ თა­ვის თავ­საც მშვე­ნი­ერ აკომ­პა­ნე­მენტს უკე­თებს და სა­ო­ცარ სიმ­ღე­რებს წერს, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. რო­დე­საც ჩემს პირ­ველ სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რას გა­მო­ვუშ­ვებ, იო­სებ ახალ­კა­ციშ­ვილ­თან ძა­ლი­ან მა­გარ სიმ­ღე­რას აუ­ცი­ლებ­ლად ჩავ­წერ, ან იმას, რაც ერ­თად უკვე და­წე­რი­ლი გვაქვს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ხიდ­ზეა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი. მისი სტუ­დი­უ­რი ვა­რი­ან­ტი უნდა ჩა­ი­წე­როს.

იო­სე­ბი სუფ­თა და კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ჩემი ძმაა, არა სის­ხლის­მი­ე­რი, არა­მედ გუ­ლით და სუ­ლით. მის ოჯახს კარ­გად ვიც­ნობ - ცოლს, შვი­ლებს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მათი ოჯა­ხის წევ­რი ვარ.

თა­ვი­დან ასე გა­ვი­ცა­ნი, ჩემი და­ქა­ლი დეპ­რე­სი­ა­ში იყო და ხში­რად ვსე­ირ­ნობ­დით ხოლ­მე. ერთხე­ლაც „მშვი­დო­ბის ხიდ­ზე“ გა­ვე­დით (ჩემი და­ქა­ლიც მუ­სი­კო­სია) და იქ სოსე დაგ­ვხვდა. სულ ამ­ბობს, სო­სემ (ასე ვე­ძა­ხით) გა­და­მარ­ჩი­ნაო. ყო­ველ დღე დავ­დი­ო­დით, მერე დავ­მე­გობ­რდით და ერთხე­ლაც ვუ­თხა­რი, იქ­ნებ რამე და­მიკ­რა და მეც ვიმ­ღე­რო-მეთ­ქი.

"მშობ­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი არ ყო­ფი­ლან"

- მამა მუდ­მი­ვად, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იქ იყო, ყვე­ლას ძა­ლი­ან უკ­ვირ­და, კლა­სი­კოსს, პრო­ფე­სორს რო­გორ გი­ხა­რია, რომ შვი­ლი ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი­აო? მა­მა­ჩე­მი ამ­ბობ­და, ჩემი შვი­ლი დო­დო­ნა, ყველ­გან დო­დო­ნა იქ­ნე­ბა სა­დაც არ უნდა იმ­ღე­რო­სო. მამა სა­ერ­თოდ ბავ­შვო­ბი­დან სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ცხოვ­რე­ბის არც ერთ ეტაპ­ზე არ ჩა­მო­ყა­რო ყუ­რე­ბი და არ და­ნებ­დე. იცო­დე, მე­ფის შვი­ლი ხარ, პრინ­ცე­სა და ეს არ უნდა და­გა­ვი­წყდე­სო.

"სცე­ნა ჩემი სახ­ლია"

- ქუჩა ყვე­ლა­ზე დიდი სცე­ნაა იმ სცე­ნე­ბი­დან, სა­დაც ვმდგარ­ვარ და დიდი სცე­ნებ­ზეც გა­მოვ­სულ­ვარ. ქუ­ჩა­ში ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი ხარ და იქ სიმ­ღე­რა დღემ­დე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. უნდა ვიყო ის, ვინც ვარ. ბო­ლომ­დე ამო­მაქვს ყვე­ლა ემო­ცია, რაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სცე­ნა­ზე შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­ვი­დეს, არც იყოს გა­მარ­თლე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის რა­ღაც ნა­წილ­მა, უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბად მი­ი­ღოს. ამ ყვე­ლა­ფერს ქუ­ჩა­ში თუნ­დაც და­ხე­უ­ლი ჯინ­სი­თაც იმ­ღე­რებ. ქუჩა გი­ღებს ისეთს, რო­გო­რიც ხარ. ჩემ­თვის ის წმინ­და ად­გი­ლია... ამი­ტომ შე­მო­სუ­ლი თან­ხი­დან თით­ქმის არა­ფე­რი არას­დროს ამი­ღია. შე­იძ­ლე­ბა ხან­და­ხან 5 ლარი, როცა გვი­ან მი­წევ­და სახ­ლში ტაქ­სით დაბ­რუ­ნე­ბა. იცით რა­ტომ არ ამი­ღია? ბიზ­ნე­სი ვიცი, რა არის და ამას­თან, იქ შე­მო­სავ­ლის­თვის არას­დროს მიმ­ღე­რია. ახლა იმ ეტაპ­ზე ვარ, რომ ჩემი სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რის გა­მოშ­ვე­ბა მინ­და და მაქვს კი­დევ სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!
15

რატომ წერთ ამ ნაცებზე...

ვაკო
1

ქართველი ვუნდერკინდი , იხაროს და იმრავლოს ქართველმა ერმა ამინ!

ავტორი:

"თან ბიზნესით ვარ დაკავებული, თან - ხელოვნებით... ყოფილა შემთხვევა, გიტარის ქეისში 1000 ლარი ჩაუდიათ" - გზა მეგაპროექტებიდან "ქუჩის მუსიკოსობამდე": დოდონა ნამორაძე მრავალფეროვან კარიერაზე

"თან ბიზნესით ვარ დაკავებული, თან - ხელოვნებით... ყოფილა შემთხვევა, გიტარის ქეისში 1000 ლარი ჩაუდიათ" - გზა მეგაპროექტებიდან "ქუჩის მუსიკოსობამდე": დოდონა ნამორაძე მრავალფეროვან კარიერაზე

დოდონა ნამორაძეს ადამიანების ნაწილი ქართული მეგაპროექტებიდან იცნობს, ნაწილი როგორც ქუჩის მუსიკოსს, რომელიც "მშვიდობის ხიდზე" მღეროდა. მართალია ნიჭიერ გოგონას ქართულ კონკურსებში არ გაუმართლა, მაგრამ 2023 წელს "ბერძნული ხმის" ფინალისტი გახდა და მეორე ადგილიც დაიმსახურა. შარშან „იუმორინას“ ხელმძღვანელმა გია ბაღაშვილმა მიიწვია და მისი დებიუტი მათ კონცერტზეც სიმბოლურად "იუმორინას" "ქუჩის მუსიკოსებთან" ერთად წარმატებით შედგა.

დოდონა ნამორაძე ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია და მის შესახებ უფრო მეტს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბავშვობა

- მშობლებისგან ვიცი, რომ ბავშვობაში ძალიან ნიჭიერი და ცელქი ვყავი, პაპაჩემი ტორნადოს მეძახდა. ამასთან, მუდმივად ვმღეროდი. ჩემი გაჩუმება მხოლოდ მუსიკის მოსმენისას, ან წიგნის კითხვისას ხდებოდა. კითხვა 3 წლისამ ვისწავლე, 4 წლისამ კი უკვე „ტომ სოიერი“, „ბიძია თომას ქოხი,“ „პეპი გრძელი წინდა“ წავიკითხე - ისეთი ლიტერატურა, რომელსაც ბავშვები ცოტა გვიან კითხულობენ. ჩემთვის სულ პირველმა წიგნმა „ბურატინომ“ (საბავშვო ვერსიამ) მახსოვს, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა და 10 წუთში წავიკითხე. მაშინ მშობლები მიხვდნენ, რომ ჩემთვის ბევრი წიგნის ყიდვა დასჭირდებოდათ... მოკლე დროში და სწრაფად ბევრ წიგნს ვკითხულობდი.

სპორტი და ინგლისური

- სპორტული აქტივობა 11 წლიდან დავიწყე, როცა ოჯახი ფილიპინებზე წავედით. იქ დღეში 8-9 საათს ვვარჯიშობდი. ინგლისურად დათვლა ბადმინტონის თამაშის დროს კორტზე ვისწავლე. ზოგადად ინგლისური, ჩასვლიდან ერთ თვეში ავითვისე.

დოდონა ნამორაძე - ფრენბურთის გუნდის კაპიტანი, ფილიპინები

მშობლები

- დედა მღერის, მამაჩემი პროფესიონალი კლარნეტისტია, მაგრამ რაღაც პერიოდში შეწყვიტა ეს საქმიანობა და სწავლა სხვა კუთხით გააგრძელა - ანთროპოლოგიის პროფესორია. დედასაც განათლების განხრით დოქტორანტურა აქვს დამთავრებული. ფილიპინებზე ამიტომ იყვნენ წასულები, სწავლობდნენ. მშობლები ახლა ჩემს ძმასთან ერთად ამერიკაში არიან. მამა მიწვეული პროფესორია. დედა ჯერჯერობით არ მუშაობს, ჩემი ძმა კი სკოლას ამთავრებს. მე ჯერჯერობით არსად წასვლა არ მინდა, კარიერის გაგრძელებას და დამკვიდრებას აქ ვაპირებ.

ფილიპინები

- ფილიპინებზე რომ მივფრინავდით 11 წლის თვითმფრინავში გავხდი. იქიდან კი 16 წლის დავბრუნდი. ის წლები ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი აღმოჩნდა, ხანდახან მენატრება ხოლმე. იქ ძალიან კარგი მეგობრები მყავს, სასიამოვნო გარემო იყო. საერთაშორისო კამპუსზე ვიყავი, სადაც ჩემი მშობლები სწავლობდნენ. სტუდენტები თავიანთი შვილებით 66 სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული. ძალიან მრავალფეროვან გარემოში ვიყავი. ამიტომ დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში გვყავს ნაცნობი, მეგობარი, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მაქვს დასარჩენი და ყველგან მეპატიჟებიან.

ფილიპინელ მეგობრებთან ერთად

ფილიპინებზე პირველი და ერთადერთი ქართველი ოჯახი გახლდით. ყოველ წელს ტარდებოდა კულტურული საღამოები და ყველა თავის ქვეყანას წარადგენდა. ვმღეროდით, ვიცეკვეთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვავლენდით. სხვათა შორის, ძალიან ვუყვარდით და მოსწონდათ ასევე ჩვენი სამზარეულოც. ყველა ინგლისურად, მაგრამ ცოტა განსხვავებული აქცენტით ლაპარაკობს. ამის შემდეგ მათი ენა - ტაგალოგია, რომელზეც ჩვეულებრივად მეც ვსაუბრობდი...

ბოლო დროს ძალიან ვმეგობრობდი აფრიკელებთან. ისე ვერავის ემეგობრები, თუ არ გაეცნობი მათ კულტურას, ამიტომ აფრიკული კერძები გავსინჯე, მომეწონა (ხელით ჭამენ) ვისწავლე მომზადებაც. მათთან ერთად ვმღეროდი, ცეკვაზე ძალიან ბევრი ვიწვალე, მაგრამ არ გამომივიდა... ძალიან მაგრად ცეკვავენ. ვაღიარებ, რომ ცეკვის ნიჭი არ მაქვს. თუმცა ძალიან მიყვარს ცეკვის ვიდეოების ყურება. ფილიპინური კერძის მომზადებაც ვიცი, სახლში ზოგადად აზიურ კერძებს ვაკეთებ ხოლმე.

განათლება

- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატი ინგლისურენოვანი მარკეტინგის კუთხით დავამთავრე... მეკითხებიან, რატომ ბიზნესიო? 10-ე მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს მიმართულებით 11 წელი ვისწავლე. მერე არჩევანი ბიზნესსა და მუსიკას შორის უნდა გამეკეთებინა. ბიზნესი ავარჩიე, რადგან ეს სფეროც ძალიან მიყვარს და გამომდის კიდეც. ბევრი წელია, „ტურისტული“ მაქვს და კიდევ რაღაცებს ვაკეთებ, გაჩერება არ შემიძლია. მუსიკას ჩემს ცხოვრებაში 50% უკავია, ბიზნესსაც ამდენივე. მიხარია, რომ შემიძლია ვიყო თან ხელოვანი, თან ბიზნესით დაკავებული და ვცდილობ, ეს სფეროები ერთმანეთისგან მაქსიმალურად გავმიჯნო. ხანდახან ბიზნესში ხელოვნებაა საჭირო და ხელოვნებაში ბიზნესი. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში რაღაცნაირად ამ ყველაფრის შერწყმა ხდება. მაგისტრატურაში, ალბათ, ერთ წელიწადში ჩავაბარებ.

კარგი ადამიანები გავიცანი

- ბოლო პერიოდში ისეთი კარგი ადამიანები გავიცანი გია ბაღაშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის სახით, მათგან, ვფიქრობ, ბევრი რამეს ვისწავლი. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით ჩაბარებას ჯერ არ ვაპირებ...

ერთი რამ უნდა ვთქვა - ბებიაჩემი დოდო (მისი სახელი მქვია, უბრალოდ, დოდონას მეძახიან) მორწმუნე ქალია. ღმერთო, დოდონა გია ბაღაშვილს შეახვედრე, ან თამრიკო ჭოხონელიძესო, თურმე ლოცულობდა. ახლა ამბობს, ღმერთმა ორივე ერთად ამისრულაო.

"ბერძნული ხმის" ფინალისტი და მეორე ადგილი

- რატომ საბერძნეთში? ერთმანეთს ბევრი რამ დაემთხვა - „ტიკ-ტოკის“ ფილტრით დაწყებული, რომელმაც მითხრა, საბერძნეთში სიმღერის კონკურსზე მივდიოდი, მერე მალევე მომივიდა შეტყობინება ბატონი მამუკასგან, რომელმაც გამომიგზავნა ბმული „ბერძნული ხმაში“ მონაწილეობისთვის... საბოლოოდ მივხვდი, რომ ამდენი დამთხვევა შემთხვევითობა არ იყო და კონკურში ჩავერთე... ფინალში მოხვედრა და მეორე ადგილი რომ დავიმსახურე, ვერ ვიჯერებდი. ქართველმა ემიგრანტებმა იყოჩაღეს და ასევე ბევრმა ბერძენმა მომცა ხმა. უცხო ქვეყანაში მეორე ადგილს რომ იმსახურებ, ეს გამარჯვებაა და არა მარტო ჩემი, საქართველოსიც. ემიგრანტები მწერდნენ - ქუჩაში რომ გამოვდივართ, შენი წარმატების შემდეგ თავაწეულები დავდივართ. ვინმე თუ გვეკითხება, საიდან ხართ, შენს ვიდეოს ვურთავთ და ვეუბნებით, ამ გოგონას ქვეყნიდანო. ეს დიდი ბედნიერება.

ქართული "X ფაქტორი" და "ნიჭიერი"

- აქ "X ფაქტორზე" რომ გამოვედი, არ ვიყავი ისეთ ფორმაში, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდი. თან პატარაც გახლდით, უბრალოდ, გული იმაზე დამწყდა, რომ კონკურსს ასე ადრე გამოვეთიშე. იმის მერე გადავწყვიტე, ქუჩის მუსიკოსი გავმხდარიყავი. ქუჩის მუსიკოსობიდან კიდევ ერთხელ მოვინდომე კონკურსზე გამოსვლა და ეს იყო „ნიჭიერი“. მერე ჩემი ვიდეო "ნიჭიერის“ გლობალურ არხზე მოხვდა და „იუთუბზე“ მსოფლიო აუდიტორიის დიდი სიყვარული დავიმსახურე. „ნიჭიერი“ კარგი გამოცდილება იყო, მაგრამ კონკურსს ნახევარფინალში გამოვეთიშე. არც ხალხის ხმა მეყო და ჟიურიმაც არ გადამიყვანა. ამის მერე ცოტა გულდაწყვეტილი კი ვიყავი და ქუჩის მუსიკოსობა ისევ გავაგრძელე. საბერძნეთის ამბავი კი უკვე ამას მოჰყვა. კონკურსში, როგორც იქნა, წარმატებას მივაღწიე.

დოდონა და ბერძნული "ვოისის" მწვრთნელი

ქუჩის მუსიკოსობა

- როდესაც ივენთს ატარებ, კონცერტი გაქვს, ან რესტორანში მღერი, იქ ადამიანი მოდის და უნდა თუ არა, არჩევანი არ აქვს, ზის და გისმენს, რადგან მოვიდა. ქუჩაში რომ მღერი და ადამიანი მოსასმენად ჩერდება, იცი, რომ მხოლოდ შენი მოსმენა უნდა. ეს დიდი პატივია. სულ ვამბობ, ქუჩა არ გაძლევს იმის უფლებას, რომ რამე თავში აგივარდეს.

ყოფილა შემთხვევა, ადამიანს გიტარის ქეისში 1000 ლარი ჩაუგდია და ყოფილა შემთხვევა 20 თეთრიანი გადმოუგდია ისე, რომ შიგნით არც ჩავარდნილა... რაღაც მომენტში გრძნობ, რომ ეს შენ ხომ არ დამიმსახურებია? არც ის, რომ კარგი მშობლების შვილი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე, რომ ბავშვობიდან ფუფუნება მქონდა, კარგი მუსიკისთვის მომესმინა...

"მშვიდობის ხიდზე"

"მშვიდობის ხიდი" იმიტომ მიყვარს, რომ "ქართლის დედას" ვუყურებ, ეს დიდ ძალას მმატებს და მოტივაციას მიზრდის, ის ხომ ძლიერი ქალის სიმბოლოა?!

ქუჩაში სიმღერა არასდროს მრცხვენოდა კი არა, ჩემთვის ყოველთვის პატივი იყო. მუსიკალურად ქუჩაში გავიზარდე. პირიქით, ძალიან ამაყად ვამბობ, რომ ქუჩის მუსიკოსი ვიყავი და იმედია, სულ ვიქნები და მექნება ამის შესაძლებლობა. ძალიან სახალისო ისაა, რომ „იუმორინაში“ სწორედ „ქუჩის მუსიკოსებთან“ მქონდა დებიუტი, კარგი დამთხვევა იყო... თავიდან გია ბაღაშვილმა რომ მითხრა, „ქუჩის მუსიკოსებთან“ მინდა, ნომერი გააკეთოო. პირდაპირი გაგებით წარმოვიდგინე: კი, ქუჩის მუსიკოსებს ვიცნობ-მეთქი.

იოსებ ახალკაციშვილი

- "მშვიდობის ხიდზე“ ვისთან ერთადაც ვმღეროდი, იოსებ ახალკაციშვილი საოცარი მომღერალი და მუსიკოსია, მისგან დიდი პატივია, რომ მე აკომპანემენტს მიკეთებდა. თორემ თავის თავსაც მშვენიერ აკომპანემენტს უკეთებს და საოცარ სიმღერებს წერს, გემოვნებიანი ადამიანია. როდესაც ჩემს პირველ საავტორო სიმღერას გამოვუშვებ, იოსებ ახალკაციშვილთან ძალიან მაგარ სიმღერას აუცილებლად ჩავწერ, ან იმას, რაც ერთად უკვე დაწერილი გვაქვს, რომელიც მხოლოდ ხიდზეა გაჟღერებული. მისი სტუდიური ვარიანტი უნდა ჩაიწეროს.

იოსები სუფთა და კარგი ადამიანია, ჩემი ძმაა, არა სისხლისმიერი, არამედ გულით და სულით. მის ოჯახს კარგად ვიცნობ - ცოლს, შვილებს. შეიძლება ითქვას, მათი ოჯახის წევრი ვარ.

თავიდან ასე გავიცანი, ჩემი დაქალი დეპრესიაში იყო და ხშირად ვსეირნობდით ხოლმე. ერთხელაც „მშვიდობის ხიდზე“ გავედით (ჩემი დაქალიც მუსიკოსია) და იქ სოსე დაგვხვდა. სულ ამბობს, სოსემ (ასე ვეძახით) გადამარჩინაო. ყოველ დღე დავდიოდით, მერე დავმეგობრდით და ერთხელაც ვუთხარი, იქნებ რამე დამიკრა და მეც ვიმღერო-მეთქი.

"მშობლები წინააღმდეგები არ ყოფილან"

- მამა მუდმივად, პირველივე დღიდან იქ იყო, ყველას ძალიან უკვირდა, კლასიკოსს, პროფესორს როგორ გიხარია, რომ შვილი ქუჩის მუსიკოსიაო? მამაჩემი ამბობდა, ჩემი შვილი დოდონა, ყველგან დოდონა იქნება სადაც არ უნდა იმღეროსო. მამა საერთოდ ბავშვობიდან სულ მეუბნებოდა, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჩამოყარო ყურები და არ დანებდე. იცოდე, მეფის შვილი ხარ, პრინცესა და ეს არ უნდა დაგავიწყდესო.

"სცენა ჩემი სახლია"

- ქუჩა ყველაზე დიდი სცენაა იმ სცენებიდან, სადაც ვმდგარვარ და დიდი სცენებზეც გამოვსულვარ. ქუჩაში ყველაზე რეალური ხარ და იქ სიმღერა დღემდე დიდი გამოწვევაა. უნდა ვიყო ის, ვინც ვარ. ბოლომდე ამომაქვს ყველა ემოცია, რაც პროფესიონალურ სცენაზე შეიძლება არ გამოვიდეს, არც იყოს გამართლებული და საზოგადოების რაღაც ნაწილმა, უპატივცემულობად მიიღოს. ამ ყველაფერს ქუჩაში თუნდაც დახეული ჯინსითაც იმღერებ. ქუჩა გიღებს ისეთს, როგორიც ხარ. ჩემთვის ის წმინდა ადგილია... ამიტომ შემოსული თანხიდან თითქმის არაფერი არასდროს ამიღია. შეიძლება ხანდახან 5 ლარი, როცა გვიან მიწევდა სახლში ტაქსით დაბრუნება. იცით რატომ არ ამიღია? ბიზნესი ვიცი, რა არის და ამასთან, იქ შემოსავლისთვის არასდროს მიმღერია. ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ ჩემი საავტორო სიმღერის გამოშვება მინდა და მაქვს კიდევ საინტერესო გეგმები.