მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, რომ..." - როგორ პასუხობს ირაკლი კობახიძე დავით არახამიას განცხადებას: პრემიერი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს
"მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, რომ..." - როგორ პასუხობს ირაკლი კობახიძე დავით არახამიას განცხადებას: პრემიერი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს

"კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მი­ი­ღონ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რო­ბის კი­დევ უფრო მე­ტად გაღ­რმა­ვე­ბას და ხელს არ შე­უ­წყობს ხალ­ხე­ბის, ქვეყ­ნე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად და­შო­რე­ბას", - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, და­ვით არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. სა­უ­ბა­რია გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და რუ­სეთ­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტას სთხოვს.

  • რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ აპი­რებს არა­ხა­მი­ა­სა და სხვა პო­ლი­ტი­კო­სებ­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლას.

"არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბამ და­ა­დას­ტუ­რა ის, რა­საც ჩვენ ვამ­ბობ­დით ჩვენს გან­ცხა­დე­ბა­ში. ეს არის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­კრე­ტუ­ლად ეს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აჩ­ვე­ნებს, რაც ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, სამ­წუ­ხა­როა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძა­ლი­ან მყა­რად ვუ­ჭერთ მხარს უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს, რაც არის გა­მო­ხა­ტუ­ლი არამ­ხო­ლოდ სი­ტყვე­ბით, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მით. ეს არის 600-ზე მეტი მხარ­და­ჭე­რი­ლი აქტი, რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი და სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

ეს არის ძა­ლი­ან ფარ­თო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა. როცა ასეთ ფონ­ზე კეთ­დე­ბა ასე­თი გა­უ­გე­ბა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ეს ამ­ყა­რებს ჩვენს რწმე­ნას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რა­ღა­ცე­ბი არ ხდე­ბა ისე, რო­გორც უნდა ხდე­ბო­დეს. თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნა დღეს არის ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში. უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი არის ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა უკ­რა­ი­ნა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, პა­ტივს ვცემთ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს და შე­სა­ბა­მი­სად არ ვა­პი­რებთ არა­ხა­მი­ა­სა თუ სხვა პო­ლი­ტი­კო­სებ­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლას.

მთე­ლი ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის გაწ­ვე­ვა მოხ­და. ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, როცა, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­ა­ძე­ვეს ჩვე­ნი ელჩი უკ­რა­ი­ნი­დან. სა­ბა­ბი იყო, თით­ქოს, მო­მაკ­ვდავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყოფ­ნა. დღეს ეს სა­ბა­ბი ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლიც კი არაა. შე­გახ­სე­ნებთ გან­ცხა­დე­ბებს მე­ო­რე ფრონტთან და­კავ­ში­რე­ბით; შე­გახ­სე­ნებთ იმას, რომ ძებ­ნი­ლე­ბი, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, დღეს უკ­რა­ი­ნა­ში კვლა­ვაც იკა­ვე­ბენ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს. რა თქმა უნდა, ეს არ შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა ის­ტო­რი­ულ -მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს უკ­რა­ი­ნელ და ქარ­თველ ხალ­ხებს შო­რის, უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის. ეს არის სრუ­ლი აც­დე­ნა ამ ის­ტო­რი­ულ- მე­გობ­რუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბი­დან. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მი­ი­ღონ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ამ ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რო­ბის კი­დევ უფრო მე­ტად გაღ­რმა­ვე­ბას და ხელს არ შე­უ­წყობს პი­რი­ქით ხალ­ხე­ბის, ქვეყ­ნე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად და­შო­რე­ბას,“- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც უკ­რა­ი­ნას ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ მო­უ­წო­დებს. მათი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს გა­დას­ცეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ამ გან­ცხა­დე­ბას, უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, და­ვით არა­ხა­მია გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ მარ­თლა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და უკ­რა­ი­ნას და­უბ­რუ­ნოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, შე­წყვი­ტოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლა და შე­წყვი­ტოს აგ­რე­სო­რის დახ­მა­რე­ბა სან­ქცი­ე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის ნა­წილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tato
1

დარწმუნებული ვარ კობახიძის შვილებს რცხვენიათ მისი არსებობის. და თუ ეს ასე არ არის მაშინ დაუღუპია ოჯახი.

კოტე შავშიშვილი
2

ე ბიჭო, დაბანეთ ვინმემ აი მომწოდებელს თავი!

ავტორი:

"მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, რომ..." - როგორ პასუხობს ირაკლი კობახიძე დავით არახამიას განცხადებას: პრემიერი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს

"მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, რომ..." - როგორ პასუხობს ირაკლი კობახიძე დავით არახამიას განცხადებას: პრემიერი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, უკრაინელი მაღალჩინოსნის, დავით არახამიას განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტას სთხოვს.

  • როგორც კობახიძემ განაცხადა, "ქართული ოცნება“ არ აპირებს არახამიასა და სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას.

"არახამიას განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ჩვენს განცხადებაში. ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად ეს წარმომადგენელი აჩვენებს, რაც ძალიან დასანანია, სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან მყარად ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული არამხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმით. ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და სხვა გადაწყვეტილებები.

ეს არის ძალიან ფართო ჰუმანიტარული დახმარება. როცა ასეთ ფონზე კეთდება ასეთი გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. თუმცა, უკრაინა დღეს არის ძალიან მძიმე ვითარებაში. უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად არ ვაპირებთ არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას.

მთელი ამ ორი წლის განმავლობაში, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა მოხდა. ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილება, როცა, პრაქტიკულად, გააძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან. საბაბი იყო, თითქოს, მომაკვდავ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა. დღეს ეს საბაბი ღიმილის მომგვრელიც კი არაა. შეგახსენებთ განცხადებებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით; შეგახსენებთ იმას, რომ ძებნილები, დამნაშავეები, დღეს უკრაინაში კვლავაც იკავებენ მაღალ თანამდებობებს. რა თქმა უნდა, ეს არ შეესატყვისება ისტორიულ -მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორის, უკრაინასა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის. ეს არის სრული აცდენა ამ ისტორიულ- მეგობრული სულისკვეთებიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს პირიქით ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინას ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. საქართველოს მთავრობის ამ განცხადებას, უკრაინელი მაღალჩინოსანი, დავით არახამია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ მართლა ურთიერთობების ნორმალიზებაზეა საუბარი, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს და უკრაინას დაუბრუნოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა და შეწყვიტოს აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში.