სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამთილმა ორსული რძალი მოწამლა, რის შემდეგაც გოგონას სახის დამბლა განუვითარდა... ვერ საუბრობდა, თვალს ვერ ხუჭავდა" - ცნობილი პლასტიკური ქირურგი გაუხმაურებელ ამბავს ჰყვება
"დედამთილმა ორსული რძალი მოწამლა, რის შემდეგაც გოგონას სახის დამბლა განუვითარდა... ვერ საუბრობდა, თვალს ვერ ხუჭავდა" - ცნობილი პლასტიკური ქირურგი გაუხმაურებელ ამბავს ჰყვება

ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი ცი­ცი­ნო შურ­ღა­ია სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში მომ­ხდა­რი უც­ნა­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა.

ერთი-ერთი ბოლო შემ­თხვე­ვა მან ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში გა­იხ­სე­ნა. საქ­მე ეხე­ბო­და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბის დროს დე­დამ­თილ­მა მო­წამ­ლა და სა­ხის პა­რა­ლი­ჩი გა­ნუ­ვი­თარ­და.

"ახ­ლა­ხან სა­ცო­და­ვი ერთ პა­ცი­ენ­ტი მო­ვი­და პა­რა­ლი­ჩით, სა­ხის დამ­ბლით. ჩემ­მა დე­დამ­თილ­მა მომ­წამ­ლაო. ის ქალი არ დას­ჯი­ლა სა­ერ­თოდ. როცა დავ­ფეხ­მძიმ­დი, არ უნ­დო­და რომ შვი­ლი გა­მე­ჩი­ნა და რა­ღაც წა­მა­ლი მომ­ცაო, ანუ მუც­ლის მო­საშ­ლე­ლი წა­მა­ლი. ამ წა­მალ­მა თრომ­ბი ანუ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­მო­იწ­ვია. როცა ჭკუ­ას მო­ე­გო სა­ხის პა­რა­ლი­ზი, სა­ხის დამ­ბლა ჰქონ­და. ინ­ტერ­ნეტ­შიც არის კად­რე­ბი, რო­გორ ვეხ­ვე­ვი ამ გო­გოს, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რომ სახე გა­უს­წო­რეს.

თვალს ვერ ხუ­ჭავ­და, ვერ ლა­პა­რა­კობ­და, ფე­ხი­დან ნერ­ვი გა­და­ვუ­ნერ­გეთ. ძა­ლი­ან რთუ­ლი ოპე­რა­ცია გა­ვა­კე­თეთ, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს და მე ვცდი­ლობ უფა­სოდ გა­უ­კე­თო, რად­გან ამ ოპე­რა­ცი­ის თან­ხის გა­დახ­და პა­რა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენტს არ შე­უძ­ლია.

ერთხელ მიკ­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია გვქონ­და, ავიყ­ვა­ნეთ ახალ­გაზ­რდა 17 წლის გოგო, რო­მელ­საც არა­სო­დეს გა­უ­ცი­ნია. ამ პა­ცი­ენტს ჩა­ვუდ­გი სა­ხე­ზე ზურ­გის კუნ­თი. მე­სა­მე დღეს ორ­გა­ნიზ­მმა თქვა, რომ ეს ზურ­გის კუნ­თი სა­ხე­ზე არ მომ­წონ­სო და მოხ­და გან­დევ­ნა. შეფ­მა და­ი­წყო ჩხუ­ბი, რომ შენ მე არ იცი ამის გა­კე­თე­ბა და ახლა მე გა­ვუ­კე­თე­ბო. ანა­ლო­გი­უ­რად მე­ო­რე ზურ­გის კუნ­თი აიღო და ჩა­უდ­გა სა­ხე­ზე, ზუს­ტად მე­სა­მე დღეს შე­ფის გა­კე­თე­ბულ ოპე­რა­ცი­ა­ზეც მოხ­და გან­დევ­ნა. გა­დის დრო მო­დის ეს გოგო და გვი­ცი­ნის. რა­ტომ მოხ­და ეს - ადა­მი­ანს აქვს თვით პლა­ცე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი წა­მა­ლი არის პლა­ცე­ბა. ეს არის აუხ­ნე­ლი რა­ღაც" - ამ­ბობს შურ­ღა­ია.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ქეთის
4

Რა იბოდიალე ნეტავი, ოჯახი დავანგრიეო და არ ვნანობო. Მაგიტომაც მოგისროლეს. 

Ნენა
6

Ამ ქალს თავისი სახისთვის მიეხედა კარგი იქნებოდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დედამთილმა ორსული რძალი მოწამლა, რის შემდეგაც გოგონას სახის დამბლა განუვითარდა... ვერ საუბრობდა, თვალს ვერ ხუჭავდა" - ცნობილი პლასტიკური ქირურგი გაუხმაურებელ ამბავს ჰყვება

"დედამთილმა ორსული რძალი მოწამლა, რის შემდეგაც გოგონას სახის დამბლა განუვითარდა... ვერ საუბრობდა, თვალს ვერ ხუჭავდა" - ცნობილი პლასტიკური ქირურგი გაუხმაურებელ ამბავს ჰყვება

ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია საკუთარ პრაქტიკაში მომხდარი უცნაური ოპერაციებისა და მძიმე შემთხვევების შესახებ ჰყვება.

ერთი-ერთი ბოლო შემთხვევა მან ნოე სულაბერიძის გადაცემაში გაიხსენა. საქმე ეხებოდა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ორსულობის დროს დედამთილმა მოწამლა და სახის პარალიჩი განუვითარდა.

"ახლახან საცოდავი ერთ პაციენტი მოვიდა პარალიჩით, სახის დამბლით. ჩემმა დედამთილმა მომწამლაო. ის ქალი არ დასჯილა საერთოდ. როცა დავფეხმძიმდი, არ უნდოდა რომ შვილი გამეჩინა და რაღაც წამალი მომცაო, ანუ მუცლის მოსაშლელი წამალი. ამ წამალმა თრომბი ანუ ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია. როცა ჭკუას მოეგო სახის პარალიზი, სახის დამბლა ჰქონდა. ინტერნეტშიც არის კადრები, როგორ ვეხვევი ამ გოგოს, ძალიან გაუხარდა, რომ სახე გაუსწორეს.

თვალს ვერ ხუჭავდა, ვერ ლაპარაკობდა, ფეხიდან ნერვი გადავუნერგეთ. ძალიან რთული ოპერაცია გავაკეთეთ, რომელიც საზღვარგარეთ ძალიან ძვირი ღირს და მე ვცდილობ უფასოდ გაუკეთო, რადგან ამ ოპერაციის თანხის გადახდა პარალიზებულ პაციენტს არ შეუძლია.

ერთხელ მიკროქირურგიული ოპერაცია გვქონდა, ავიყვანეთ ახალგაზრდა 17 წლის გოგო, რომელსაც არასოდეს გაუცინია. ამ პაციენტს ჩავუდგი სახეზე ზურგის კუნთი. მესამე დღეს ორგანიზმმა თქვა, რომ ეს ზურგის კუნთი სახეზე არ მომწონსო და მოხდა განდევნა. შეფმა დაიწყო ჩხუბი, რომ შენ მე არ იცი ამის გაკეთება და ახლა მე გავუკეთებო. ანალოგიურად მეორე ზურგის კუნთი აიღო და ჩაუდგა სახეზე, ზუსტად მესამე დღეს შეფის გაკეთებულ ოპერაციაზეც მოხდა განდევნა. გადის დრო მოდის ეს გოგო და გვიცინის. რატომ მოხდა ეს - ადამიანს აქვს თვით პლაცება. ყველაზე მაგარი წამალი არის პლაცება. ეს არის აუხნელი რაღაც" - ამბობს შურღაია.