სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცუკერბერგი ჰავაიზე "აპოკალიფსისგან დამცავ ბუნკერს" იშენებს - რა ჯდება გასაიდუმლოებული მიწისქვეშა შენობა, საოპერაციო ოთახებითა და უცნაური დაპროექტებით
ცუკერბერგი ჰავაიზე "აპოკალიფსისგან დამცავ ბუნკერს" იშენებს - რა ჯდება გასაიდუმლოებული მიწისქვეშა შენობა, საოპერაციო ოთახებითა და უცნაური დაპროექტებით

Meta-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი და მისი მე­უღ­ლე პრის­ცი­ლა ჩანი, კუნ­ძულ კა­უ­ა­ი­ზე (ჰა­ვა­ის არ­ქი­პე­ლაგ­ში შე­მა­ვა­ლი კუნ­ძუ­ლი) 5000 კვად­რა­ტუ­ლი ფუ­ტის მი­წის­ქვე­შა თავ­შე­საფ­რის აშე­ნე­ბას გეგ­მა­ვენ.

  • ცუ­კერ­ბერ­გმა თით­ქმის ათი წელი და­ხარ­ჯა კუნ­ძულ­ზე მი­წის შეს­ყიდ­ვის­თვის. Wired-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ თავ­შე­სა­ფა­რი უნდა შე­ი­ცავ­დეს ათზე მეტ შე­ნო­ბას მი­ნი­მუმ 30 სა­ძი­ნებ­ლით და 30 სვე­ლი წერ­ტი­ლით. ასე­ვე იგეგ­მე­ბა 11 ხის სახ­ლის, ფიტ­ნეს ცენ­ტრი­სა და სა­ო­პე­რა­ციო ოთა­ხე­ბის მო­წყო­ბაც.

დო­კუ­მენ­ტე­ბის ან­გა­რი­შე­ბი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა არის მი­წის­ქვე­შა თავ­შე­საფ­რის მი­ზა­ნი. პრო­ექ­ტი­სა და ბუნ­კე­რის მიზ­ნის შე­სა­ხებ ჰო­ფინ ბარ­მა, ცუ­კერ­ბერ­გი­სა და ჩა­ნის სპი­კერ­მა, აღ­ნიშ­ნა, რომ კა­უ­ა­ის ოლქი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, ქა­რიშ­ხლის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად მდგრა­დი უსაფრ­თხო ოთა­ხე­ბი აა­შე­ნონ.

რაც არ უნდა იყოს მი­ზა­ნი, ცუ­კერ­ბერ­გის თავ­შე­საფ­რის აშე­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ძვი­რია – მი­წას­თან ერ­თად, ის 270 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტია, იტყო­ბი­ნე­ბა Wired. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­შებს მო­უ­წი­ათ ხელი მო­ე­წე­რათ დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც მათ შე­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას უკ­რძა­ლავ­და.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო ცუ­კერ­ბერგს ბევ­რი კრი­ტი­კო­სი გა­მო­უჩ­ნდა: 2015 წელს მან გა­მო­ა­ცხა­და, რომ სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში გას­ცემ­და თა­ვი­სი ქო­ნე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს. მისი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი „თა­ნას­წო­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბა“ იყო. უც­ნა­უ­რია, რომ ადა­მი­ანს, რომ­ლის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი გლო­ბა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბაა, დას­ჭირ­დეს მი­წის­ქვე­შა თავ­შე­სა­ფა­რი, მა­შინ, როცა მის ირ­გვლივ ხალ­ხს სახ­ლიც კი არ აქვს.

რო­ბერტ ვი­ჩი­ნო, Vivos- ის Del Mar-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი - კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ქმნის მი­წის­ქვე­შა თავ­შე­საფ­რებს, ამ­ბობს: "ახლა, როცა ცუ­კერ­ბერ­გმა თავ­შე­საფ­რის აშე­ნე­ბა და­ი­წყო, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მის სტა­ტუსს იზი­ა­რე­ბენ ან მის სტა­ტუს­თან ახ­ლოს არი­ან, იწყე­ბენ ფიქ­რს, "ღმერ­თო, თუ ის ამას აკე­თებს, იქ­ნებ ისე­თი რამ იცის, რაც ჩვენ არ ვი­ცით" , მაგ­რამ სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და უმაღ­ლე­სი რან­გის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს დიდი ხა­ნია იზი­დავთ ბუნ­კე­რე­ბის აშე­ნე­ბის იდეა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გაძ­ლი­ერ­და."

ბუნ­კე­რე­ბით შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სხვა მაგ­ნა­ტე­ბი არი­ან მი­ლი­არ­დე­რი და Paypal-ის ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი პი­ტერ ტი­ე­ლი და ბილ გე­იტ­სი, რო­მელ­საც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მი­წის­ქვე­შა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნე­ბი თი­თო­ე­უ­ლი სახ­ლის ქვეშ აქვს.

წყა­რო: theguardian

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gu lisa
1

რადგან მისი სურვილია აიშენოს.მის სიცოცხლეს ალბათ დიდი მისია აქვს დაკისრებული და უნდა გაუფრთხილდეს.

>
2

ეჰ ჩემო შაქრის მთავ (ცუკერბერგი გერმანულად შაქრის მთაა), აპოკალიფსი თუ დაიწყო ბუნკერი გიშველის, უნდა ახვიდე მაღალ მთაზე ღრმად ჩაისუნთქო და ხელგაშლილი ჩაეხუტო სამყაროს გრიგალს. ვირთხის ცხოვრება რაღა ცხოვრებაა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ცუკერბერგი ჰავაიზე "აპოკალიფსისგან დამცავ ბუნკერს" იშენებს - რა ჯდება გასაიდუმლოებული მიწისქვეშა შენობა, საოპერაციო ოთახებითა და უცნაური დაპროექტებით

ცუკერბერგი ჰავაიზე "აპოკალიფსისგან დამცავ ბუნკერს" იშენებს - რა ჯდება გასაიდუმლოებული მიწისქვეშა შენობა, საოპერაციო ოთახებითა და უცნაური დაპროექტებით

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი, კუნძულ კაუაიზე (ჰავაის არქიპელაგში შემავალი კუნძული) 5000 კვადრატული ფუტის მიწისქვეშა თავშესაფრის აშენებას გეგმავენ.

  • ცუკერბერგმა თითქმის ათი წელი დახარჯა კუნძულზე მიწის შესყიდვისთვის. Wired-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ თავშესაფარი უნდა შეიცავდეს ათზე მეტ შენობას მინიმუმ 30 საძინებლით და 30 სველი წერტილით. ასევე იგეგმება 11 ხის სახლის, ფიტნეს ცენტრისა და საოპერაციო ოთახების მოწყობაც.

დოკუმენტების ანგარიშებიდან გაურკვეველია, რა არის მიწისქვეშა თავშესაფრის მიზანი. პროექტისა და ბუნკერის მიზნის შესახებ ჰოფინ ბარმა, ცუკერბერგისა და ჩანის სპიკერმა, აღნიშნა, რომ კაუაის ოლქი მოსახლეობას მოუწოდებს, ქარიშხლისგან თავის დასაცავად მდგრადი უსაფრთხო ოთახები ააშენონ.

რაც არ უნდა იყოს მიზანი, ცუკერბერგის თავშესაფრის აშენების ღირებულება ძვირია – მიწასთან ერთად, ის 270 მილიონ დოლარზე მეტია, იტყობინება Wired. გავრცელებული ინფორმაციით, მუშებს მოუწიათ ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომელიც მათ შენობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უკრძალავდა.

ამ გადაწყვეტილების გამო ცუკერბერგს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა: 2015 წელს მან გამოაცხადა, რომ სიცოცხლის განმავლობაში გასცემდა თავისი ქონების ძირითად ნაწილს. მისი საქველმოქმედო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი „თანასწორობის ხელშეწყობა“ იყო. უცნაურია, რომ ადამიანს, რომლის მთავარი საზრუნავი გლობალური თანასწორობაა, დასჭირდეს მიწისქვეშა თავშესაფარი, მაშინ, როცა მის ირგვლივ ხალხს სახლიც კი არ აქვს.

რობერტ ვიჩინო, Vivos- ის Del Mar-ის დამფუძნებელი - კომპანია, რომელიც ქმნის მიწისქვეშა თავშესაფრებს, ამბობს: "ახლა, როცა ცუკერბერგმა თავშესაფრის აშენება დაიწყო, სხვა ადამიანები, რომლებიც მის სტატუსს იზიარებენ ან მის სტატუსთან ახლოს არიან, იწყებენ ფიქრს, "ღმერთო, თუ ის ამას აკეთებს, იქნებ ისეთი რამ იცის, რაც ჩვენ არ ვიცით" , მაგრამ საიდუმლო არ არის, რომ ბიზნესმენებსა და უმაღლესი რანგის ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდი ხანია იზიდავთ ბუნკერების აშენების იდეა. ეს განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაძლიერდა."

ბუნკერებით შეყვარებული სხვა მაგნატები არიან მილიარდერი და Paypal-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ტიელი და ბილ გეიტსი, რომელსაც, როგორც ამბობენ, მიწისქვეშა უსაფრთხოების ზონები თითოეული სახლის ქვეშ აქვს.

წყარო: theguardian