მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიგუ, ძანეტი, მატერაცი, ვერონი, ქეცბაია, არველაძეები, კალაძე და სხვები "ბათუმი არენაზე" - ლეგენდების მატჩის დღე
ფიგუ, ძანეტი, მატერაცი, ვერონი, ქეცბაია, არველაძეები, კალაძე და სხვები "ბათუმი არენაზე" -  ლეგენდების მატჩის დღე

ბა­თუ­მის "აჭა­რა­ბეთ არე­ნა­ზე“ დღეს, ახა­ლი პრო­ექ­ტის, Legend Series-ის პირ­ვე­ლი თა­მა­ში გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­სა და მი­ლა­ნის "ინ­ტე­რის“ ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. მატ­ჩი 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

კახა კა­ლა­ძემ Legend Series-ის პირ­ვე­ლი თა­მა­შის წინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ბა­თუ­მის არე­ნა­ზე მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბის ხილ­ვა თა­მაშს სა­ნა­ხა­ობ­რივს გახ­დის და ამას­თან ხელს შე­უ­წყობს ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი­დევ ერთხელ ჩა­ვა­ტა­რო შეხ­ვედ­რა "ინ­ტერ­თან“. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ვი­ყა­ვით. უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, რომ ღმერ­თმა "მი­ლან­ში“ თა­მა­შის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა. რო­გორც ფეხ­ბურ­თელ­მა საკ­ლუ­ბო დო­ნე­ზე, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვი­გე. ამ შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მად­ლო­ბას ვუხ­დი პრო­ექ­ტის­თვის. ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ასე­თი თა­მა­შე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა სა­ნა­ხა­ობ­რი­ვა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს კი­დევ ერთხელ მი­ე­ცე­მა მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბის ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, კახა კა­ლა­ძეს­თან ერ­თად, არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძემ, მარ­კო მა­ტე­რა­ციმ და ხა­ვი­ერ ძა­ნეტ­მა მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ვე­ტე­რან­მა ფეხ­ბურ­თელ­მა მარ­კო მა­ტე­რა­ციმ "ინ­ტერ­ში“ თა­მა­შის წლე­ბი გა­იხ­სე­ნა და თა­მაშ­ზე ქარ­თვე­ლი მე­ტო­ქე­ე­ბის სიძ­ლი­ე­რეს გა­უს­ვა ხაზი.

"მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მე­თა­მა­შა და დავ­პი­რის­პი­რე­ბო­დი ისეთ ფეხ­ბურ­თელს, რო­გო­რიც კახა კა­ლა­ძეა. ბევ­რი თა­მა­ში ჩა­ვა­ტა­რეთ, სამ­წუ­ხა­როდ, მოგ­ვი­წია ბევ­რჯერ მატ­ჩის დათ­მო­ბა, რად­გან ძლი­ე­რი მო­თა­მა­შე იყო. 7 მარტს გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, კი­დევ ერთხელ შევ­ხვდეთ ამ­ხა­ნა­გურ მატჩზე. გარ­და თა­მა­ში­სა, იქ­ნე­ბა მხი­ა­რუ­ლი გა­რე­მო და ბევ­რი ღი­მი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მარ­კო მა­ტე­რა­ციმ.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კახა კა­ლა­ძემ მი­ლა­ნუ­რი დერ­ბის თა­მა­შებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გო­ლის გა­ტა­ნის სი­ხა­რუ­ლი მის­თვის ახ­ლაც დიდი ემო­ცი­აა, თუმ­ცა დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ში დაც­ვა­ში ითა­მა­შებს.

"მი­ლა­ნუ­რი დერ­ბი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ამა­ში და­მე­თან­ხმე­ბა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. სრუ­ლი­ად ქა­ლა­ქი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა ამ თა­მა­შის­თვის. "ინ­ტე­რი“ – "მი­ლა­ნის“ თა­მა­ში არის რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი შეხ­ვედ­რის­გან. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მე­ტა­ნა "ინ­ტე­რის“ კარ­ში და მოგ­ვე­გო ის შეხ­ვედ­რა ან­გა­რი­შით 1:0. რთუ­ლია იმ ემო­ცი­ე­ბის გად­მო­ცე­მა, რა­საც მა­შინ ვგრძნობ­დი და ბი­ჭე­ბი და­მერ­წმუ­ნე­ბი­ან, თუ რამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი აქვს იტა­ლი­ა­ში, მი­ლა­ნურ დერბში გა­მარ­ჯვე­ბას. ეს არის უდი­დე­სი პო­ზი­ტი­ვი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის. მე ვარ უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი, რომ მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მო­მე­ცა­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ მო­მე­ცე­მა გო­ლის გა­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუმ­ცა ისე­თი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გვყავს - შოთი, აჩი, გიო ქინ­ქლა­ძე, დე­მეტ­რა­ძე, იაშ­ვი­ლი, კობი, ქეც­ბა, რომ­ლებ­მაც უნდა გა­ი­ტა­ნონ. ჩვენ და­ვი­ცავთ“, - გა­ნა­ცხა­და ვე­ტე­რან­მა ფეხ­ბურ­თელ­მა.

ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი­სა და იტა­ლი­უ­რი გრან­დის ვე­ტე­რა­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბე­ბი:

  • GEO11

მე­კა­რე­ე­ბი: გი­ორ­გი ლო­მა­ია, ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლი

მცვე­ლე­ბი: კახა კა­ლა­ძე, ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, მალ­ხაზ ასა­თი­ა­ნი, კახა ცხა­და­ძე, გი­ორ­გი ნა­ვა­ლოვ­სკი, ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი, ლაშა სა­ლუქ­ვა­ძე.

ნა­ხე­ვარმცვე­ლე­ბი: თე­მურ ქეც­ბა­ია, გი­ორ­გი ქინ­ქლა­ძე, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, ჯანო ანა­ნი­ძე, გი­ორ­გი ნემ­სა­ძე, ლე­ვან ყე­ნია, გოჩა ჯა­მა­რა­უ­ლი, სან­დრო კო­ბა­ხი­ძე, გოგა გა­ხო­კი­ძე, ლე­ვან ცქი­ტიშ­ვი­ლი.

თავ­დამ­სხმე­ლე­ბი: შოთა არ­ვე­ლა­ძე, არ­ჩილ არ­ვე­ლა­ძე, ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე, და­ვით სი­რა­ძე, ლე­ვან მჭედ­ლი­ძე.

  • Inter Legends

მე­კა­რე­ე­ბი: ჟუ­ლიო სე­ზა­რი, სე­ბას­ტი­ან ფრეი.

მცვე­ლე­ბი: ხა­ვი­ერ ძა­ნე­ტი, მარ­კო მა­ტე­რა­ცი, ლუ­სიო, მა­ი­კო­ნი, ივან კორ­დო­ბა, ფრან­ჩეს­კო კო­ლო­ნე­ზე, ან­დრეა რა­ნო­კია.

ნა­ხე­ვარმცვე­ლე­ბი: ლუიშ ფიგუ, ეს­ტე­ბან კამ­ბი­ა­სო, ხუან ვე­რო­ნი, ვეს­ლი სნე­ი­დე­რი, გე­ორ­გი­უს კა­რა­გუ­ნი­სი, ბორ­ხა ვა­ლე­რო, ჰუ­სინ ხარ­ჯა.

თავ­დამ­სხმე­ლე­ბი: დი­ე­გო მი­ლი­ტო, როდ­რი­გო პა­ლა­სიო, გო­რან პან­დე­ვი, და­ვიდ სუ­ა­სო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
8

კალაძემ რამდენი ავტოგოლი გაიტანა?!??🤔

ლია
18

ვის აინტერესებს? უფასო ფულის მაგივრად ამ რაღაც ფარსს გვაჩეჩებენ.კალაძე ავტოგოლებს გაიმეორებს ალბათ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ფიგუ, ძანეტი, მატერაცი, ვერონი, ქეცბაია, არველაძეები, კალაძე და სხვები "ბათუმი არენაზე" - ლეგენდების მატჩის დღე

ფიგუ, ძანეტი, მატერაცი, ვერონი, ქეცბაია, არველაძეები, კალაძე და სხვები "ბათუმი არენაზე" -  ლეგენდების მატჩის დღე

ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე“ დღეს, ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

კახა კალაძემ Legend Series-ის პირველი თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ ბათუმის არენაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვა თამაშს სანახაობრივს გახდის და ამასთან ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას.

"მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ჩავატარო შეხვედრა "ინტერთან“. წლების განმავლობაში ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა "მილანში“ თამაშის შესაძლებლობა მომცა. როგორც ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე, რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი მოვიგე. ამ შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი პროექტისთვის. ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ასეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა სანახაობრივადაც საინტერესო იქნება. ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრესკონფერენციაში, კახა კალაძესთან ერთად, არჩილ არველაძემ, მარკო მატერაციმ და ხავიერ ძანეტმა მიიღეს მონაწილეობა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ "ინტერში“ თამაშის წლები გაიხსენა და თამაშზე ქართველი მეტოქეების სიძლიერეს გაუსვა ხაზი.

"მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა და დავპირისპირებოდი ისეთ ფეხბურთელს, როგორიც კახა კალაძეა. ბევრი თამაში ჩავატარეთ, სამწუხაროდ, მოგვიწია ბევრჯერ მატჩის დათმობა, რადგან ძლიერი მოთამაშე იყო. 7 მარტს გვექნება საშუალება, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ამხანაგურ მატჩზე. გარდა თამაშისა, იქნება მხიარული გარემო და ბევრი ღიმილი“, - აღნიშნა მარკო მატერაციმ.

პრესკონფერენციაზე კახა კალაძემ მილანური დერბის თამაშებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოლის გატანის სიხარული მისთვის ახლაც დიდი ემოციაა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში დაცვაში ითამაშებს.

"მილანური დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია. ამაში დამეთანხმება გულშემატკივარი. სრულიად ქალაქი ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება ამ თამაშისთვის. "ინტერი“ – "მილანის“ თამაში არის რადიკალურად განსხვავებული ყველა დანარჩენი შეხვედრისგან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, გამეტანა "ინტერის“ კარში და მოგვეგო ის შეხვედრა ანგარიშით 1:0. რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რასაც მაშინ ვგრძნობდი და ბიჭები დამერწმუნებიან, თუ რამხელა სიხარული აქვს იტალიაში, მილანურ დერბში გამარჯვებას. ეს არის უდიდესი პოზიტივი გულშემატკივრებისთვის და ფეხბურთელებისთვის. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამომეცადა ეს ყველაფერი. გამიხარდება, თუ მომეცემა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა ისეთი ფეხბურთელები გვყავს - შოთი, აჩი, გიო ქინქლაძე, დემეტრაძე, იაშვილი, კობი, ქეცბა, რომლებმაც უნდა გაიტანონ. ჩვენ დავიცავთ“, - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

ჩვენი ნაკრებისა და იტალიური გრანდის ვეტერანი ვარსკვლავების შემადგენლობები:

  • GEO11

მეკარეები: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი

მცველები: კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, კახა ცხადაძე, გიორგი ნავალოვსკი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე.

ნახევარმცველები: თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ყენია, გოჩა ჯამარაული, სანდრო კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი.

თავდამსხმელები: შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, ლევან მჭედლიძე.

  • Inter Legends

მეკარეები: ჟულიო სეზარი, სებასტიან ფრეი.

მცველები: ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, მაიკონი, ივან კორდობა, ფრანჩესკო კოლონეზე, ანდრეა რანოკია.

ნახევარმცველები: ლუიშ ფიგუ, ესტებან კამბიასო, ხუან ვერონი, ვესლი სნეიდერი, გეორგიუს კარაგუნისი, ბორხა ვალერო, ჰუსინ ხარჯა.

თავდამსხმელები: დიეგო მილიტო, როდრიგო პალასიო, გორან პანდევი, დავიდ სუასო.