საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გულდასაწყვეტია, როდესაც ვამბობთ: "ჩვენ, ყველაფერი ჩვენ“ - რას ამბობს ამირან გამყრელიძე DRG სისტემის დანერგვაზე
"გულდასაწყვეტია, როდესაც ვამბობთ: "ჩვენ, ყველაფერი ჩვენ“ - რას ამბობს ამირან გამყრელიძე DRG სისტემის დანერგვაზე

"აზა­რაშ­ვი­ლის გუნ­დმა სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე გა­ა­კე­თა DRG-ის და­ნერგვით, მაგ­რამ ეს არ მომ­ხდა­რა ერთ წელ­ში, ამას წინ უზარ­მა­ზა­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და - გულ­და­სა­წყვე­ტია, რო­დე­საც ვამ­ბობთ: "ჩვენ, ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ“ - არა!" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და (DRG - Diagnosis-Related Groups - DRG მე­თო­დო­ლო­გია დი­აგ­ნოზ­თან შე­ჭი­დე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მაა, სა­დაც მსგავ­სი კლი­ნი­კუ­რი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ით კონ­კრე­ტულ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვებ­ზე ერთი სა­ბა­ზი­სო ტა­რი­ფი დგინ­დე­ბა - რედ.)

  • რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ნერგვის პე­რი­ო­დებ­ზე, რათა არ შექ­მნო­დათ კლი­ნი­კებს ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც შემ­დგომ­ში წარ­მო­იშ­ვა.

"დიახ, წე­რილ­ში სა­უ­ბა­რი იყო DRG სის­ტე­მა­ზეც. DRG-ის სა­ფუძ­ვე­ლია ის სა­მე­დი­ცი­ნო სტან­დარ­ტე­ბი, რო­მე­ლიც 1994-1996 წლებ­ში შე­იქ­მნა, შემ­დეგ კი იც­ვლე­ბო­და და სულ უფრო იხ­ვე­წე­ბო­და. 2003 და 2004 წლებ­ში ქვე­ყა­ნა მზად იყო DRG სის­ტე­მის პირ­ვე­ლი პი­ლო­ტის გა­საშ­ვე­ბად, თუმ­ცა შე­ჩერ­და. რო­დე­საც ბა­ტო­ნი და­ვით სერ­გე­ენ­კო იყო მი­ნის­ტრი, მა­შინ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და თით­ქმის დას­რულ­და ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით DRG-ის თა­ნა­მედ­რო­ვე პრინ­ცი­პებ­ზე აგე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პი­ლო­ტედ გა­საშ­ვე­ბი მო­დე­ლი, ის იხ­ვე­წე­ბო­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის პე­რი­ოდ­შიც, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ის გამო ვერ გა­ეშ­ვა.

ბა­ტონ ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გუნ­დმა სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე გა­ა­კე­თა DRG-ის და­ნერგვით, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა ერთ წელ­ში, ამას უზარ­მა­ზა­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და. იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც DRG სის­ტე­მა და­ნერ­გეს, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პი­ლო­ტი­რე­ბა, დი­ა­ლო­გი კლი­ნი­კებ­თან და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ხარ­ვე­ზი ყო­ფი­ლი­ყო. უნდა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი­ყო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ნერგვის პე­რი­ო­დებ­ზე, რათა არ შეჰ­ქმნო­დათ კლი­ნი­კებს ის პრობ­ლე­მე­ბი რაც შემ­დგომ­ში წარ­მო­იშ­ვა. გულ­და­სა­წყვე­ტია, რო­დე­საც ვამ­ბობთ: "ჩვენ, ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ“ - არა! თან ამ 2 წე­ლი­წად­ში...

ეს შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, გუნ­დებ­მა, რომ­ლე­ბიც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­დნენ. ვის ვინ მოს­წონ­და, ვის - არა, ეს სხვა საქ­მეა. ამას­თან, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ DRG კლი­ნი­კე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ერთ-ერთი მე­თო­დია და არა უნი­ვერ­სა­ლუ­რი ("პა­ნა­ცეა“), მას­თან პა­რა­ლე­ლუ­რად სის­ტე­მა­ში და­ფი­ნან­სე­ბის სხვა მო­დე­ლე­ბიც ფარ­თოდ უნდა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს. ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის პროგ­რე­სი პირ­ველ რიგ­ში სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გია. რო­დე­საც ბა­ტო­ნი ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი მი­ნის­ტრი გახ­და და ერ­თად მოგ­ვი­წია, და­ახ­ლო­ე­ბით, რვა თვე მუ­შა­ო­ბა, მას­თან სა­უბ­რე­ბი­სას ხაზს ვუს­ვამ­დი, რომ ჯან­დაც­ვა და მე­დი­ცი­ნა ეს არის ყვე­ლა­ზე უფრო ფა­ქი­ზი სფე­რო. ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა ან დაგ­ვჭირ­დე­ბა რა­ღაც ეტაპ­ზე ექი­მი და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ამ ხალ­ხთან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და ფა­ქი­ზად უნდა ვი­ყოთ, ხში­რად უნდა შევ­ხვდეთ და გვქონ­დეს დი­ა­ლო­გი და არა "ნა­ჯა­ხით“ ვა­კე­თოთ ზო­გი­ერ­თი საქ­მე, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო ვლან­ძღოთ. არ იმ­სა­ხუ­რებს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო ამას. რაც და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვართ, ყო­ველ­თვის წინა ხაზ­ზე იდ­გნენ ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი, უმ­ცრო­სი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი...ყვე­ლა­ზე უფრო და­სა­ფა­სე­ბე­ლი ხალ­ხია. ყველ­გან არ­სე­ბობს ნაკ­ლი და შეც­დო­მა, თუმ­ცა ამას რუ­დუ­ნე­ბით შრო­მა სჭირ­დე­ბა, რომ გა­მოს­წორ­დეს. ეს 1 და 2 წელ­ში არ ხდე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­დე­საც ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი ამ პირ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, უფრო დამ­შვიდ­დე­ბა, სხვა­ნა­ი­რად შე­ა­ფა­სებს გან­ვლილ 2 წელს“,- აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია ნა­ხეთ ბმულ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გულდასაწყვეტია, როდესაც ვამბობთ: "ჩვენ, ყველაფერი ჩვენ“ - რას ამბობს ამირან გამყრელიძე DRG სისტემის დანერგვაზე

"გულდასაწყვეტია, როდესაც ვამბობთ: "ჩვენ, ყველაფერი ჩვენ“ - რას ამბობს ამირან გამყრელიძე DRG სისტემის დანერგვაზე

"აზარაშვილის გუნდმა სერიოზული საქმე გააკეთა DRG-ის დანერგვით, მაგრამ ეს არ მომხდარა ერთ წელში, ამას წინ უზარმაზარი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა - გულდასაწყვეტია, როდესაც ვამბობთ: "ჩვენ, ყველაფერი ჩვენ“ - არა!" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა (DRG - Diagnosis-Related Groups - DRG მეთოდოლოგია დიაგნოზთან შეჭიდებული ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისების დაფინანსების სისტემაა, სადაც მსგავსი კლინიკური დიაგნოზის მქონე პაციენტების კატეგორიზაციით კონკრეტულ სამედიცინო ჩარევებზე ერთი საბაზისო ტარიფი დგინდება - რედ.)

  • როგორც მან აღნიშნა, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საერთაშორისო გამოცდილება და რეკომენდაციები დანერგვის პერიოდებზე, რათა არ შექმნოდათ კლინიკებს ის პრობლემები, რაც შემდგომში წარმოიშვა.

"დიახ, წერილში საუბარი იყო DRG სისტემაზეც. DRG-ის საფუძველია ის სამედიცინო სტანდარტები, რომელიც 1994-1996 წლებში შეიქმნა, შემდეგ კი იცვლებოდა და სულ უფრო იხვეწებოდა. 2003 და 2004 წლებში ქვეყანა მზად იყო DRG სისტემის პირველი პილოტის გასაშვებად, თუმცა შეჩერდა. როდესაც ბატონი დავით სერგეენკო იყო მინისტრი, მაშინ ჩამოყალიბდა და თითქმის დასრულდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით DRG-ის თანამედროვე პრინციპებზე აგებული საქართველოში საპილოტედ გასაშვები მოდელი, ის იხვეწებოდა ეკატერინე ტიკარაძის პერიოდშიც, მაგრამ, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ გაეშვა.

ბატონ ზურაბ აზარაშვილის გუნდმა სერიოზული საქმე გააკეთა DRG-ის დანერგვით, მაგრამ ეს ყველაფერი არ მომხდარა ერთ წელში, ამას უზარმაზარი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. იმ ქვეყნებში, სადაც DRG სისტემა დანერგეს, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პილოტირება, დიალოგი კლინიკებთან და სამედიცინო საზოგადოებასთან, რათა რაც შეიძლება ნაკლები ხარვეზი ყოფილიყო. უნდა გათვალისწინებულიყო საერთაშორისო გამოცდილება და რეკომენდაციები დანერგვის პერიოდებზე, რათა არ შეჰქმნოდათ კლინიკებს ის პრობლემები რაც შემდგომში წარმოიშვა. გულდასაწყვეტია, როდესაც ვამბობთ: "ჩვენ, ყველაფერი ჩვენ“ - არა! თან ამ 2 წელიწადში...

ეს შექმნა საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ, გუნდებმა, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ. ვის ვინ მოსწონდა, ვის - არა, ეს სხვა საქმეა. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ DRG კლინიკების დაფინანსების ერთ-ერთი მეთოდია და არა უნივერსალური ("პანაცეა“), მასთან პარალელურად სისტემაში დაფინანსების სხვა მოდელებიც ფართოდ უნდა გამოიყენებოდეს. ჯანდაცვის სისტემის პროგრესი პირველ რიგში სამედიცინო საზოგადოებასთან კარგი ურთიერთობის შედეგია. როდესაც ბატონი ზურაბ აზარაშვილი მინისტრი გახდა და ერთად მოგვიწია, დაახლოებით, რვა თვე მუშაობა, მასთან საუბრებისას ხაზს ვუსვამდი, რომ ჯანდაცვა და მედიცინა ეს არის ყველაზე უფრო ფაქიზი სფერო. ყველას გვჭირდება ან დაგვჭირდება რაღაც ეტაპზე ექიმი და სამედიცინო დახმარება, ამ ხალხთან მოკრძალებულად და ფაქიზად უნდა ვიყოთ, ხშირად უნდა შევხვდეთ და გვქონდეს დიალოგი და არა "ნაჯახით“ ვაკეთოთ ზოგიერთი საქმე, სამედიცინო სფერო ვლანძღოთ. არ იმსახურებს სამედიცინო სფერო ამას. რაც დამოუკიდებლები ვართ, ყოველთვის წინა ხაზზე იდგნენ ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი...ყველაზე უფრო დასაფასებელი ხალხია. ყველგან არსებობს ნაკლი და შეცდომა, თუმცა ამას რუდუნებით შრომა სჭირდება, რომ გამოსწორდეს. ეს 1 და 2 წელში არ ხდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც ბატონი ზურაბი ამ პირველი ემოციებისგან განთავისუფლდება, უფრო დამშვიდდება, სხვანაირად შეაფასებს განვლილ 2 წელს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია ნახეთ ბმულზე.