პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში ქართველ "ტროლებს" ეძებენ - რა იპოვეს და რას წერენ, მათი მტკიცებით, პროქართულ "ტელეგრამარხზე"?
აფხაზეთში ქართველ "ტროლებს" ეძებენ - რა იპოვეს და რას წერენ, მათი მტკიცებით, პროქართულ "ტელეგრამარხზე"?

ერთ-ერთი აფხა­ზუ­რი "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" წერს, რომ მუ­შა­ო­ბენ ქარ­თვე­ლი ტრო­ლე­ბის "გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა­ზე“, რომ­ლე­ბიც პრო­ქარ­თულ პრო­პა­გან­დას ეწე­ვი­ან.

"ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" "ОКНО" კი ნა­ხევ­რად გმი­რუ­ლი ტო­ნით წერს, რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნი, ვინც "ტე­ლეგ­რამ­სა" და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ჯგუ­ფებ­ში აფხა­ზებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზე უყ­ვე­ბო­და. ასე­ვე, კონ­კრე­ტულ არ­ხებ­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და აგ­რე­სი­ით. მა­თი­ვე ვა­რა­უ­დით, აფხა­ზუ­რი ტელგრამ არხ Арма-life-ის უკან, შე­საძ­ლოა "არაწ­მინ­და“ ზრახ­ვე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან.

ეს "აღ­მო­ჩე­ნე­ბი“, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დეს ისე, თით­ქოს უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის აგენ­ტე­ბის კა­ნონ-პრო­ექ­ტი მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებს და­ა­რე­გუ­ლი­რებს. მოკ­ლედ, გიყ­ვე­ბით აფხა­ზე­ბის "სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე“, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში და "გუ­გლის“ დახ­მა­რე­ბით ჩა­ტარ­და.

"ჩვენ უკვე ვწერ­დით, რომ ანო­ნი­მუ­რი არ­ხე­ბი ყვე­ლა­ზე ბინ­ძურ საქ­მეს აკე­თე­ბენ, ისეთს, რა­საც ვერ შეძ­ლე­ბენ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ანო­ნი­მურ არ­ხებ­ში საქ­მე კონ­კრე­ტუ­ლად ნა­წილ­დე­ბა გუნ­დის წევ­რებ­ზე: ვი­ღაც ფსევ­დო-კრი­ტი­კულ სტა­ტი­ებს წერს; ვი­ღაც კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს ტრო­ლავს. ხში­რად ეს ტრო­ლე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და ლან­ძღვა­ზე გა­და­დი­ან. მათი მი­ზა­ნია - ნე­ბის­მი­ერ ადეკ­ვა­ტურ ადა­მი­ანს აი­ძუ­ლონ სა­უბ­რი­დან ან გან­ხილ­ვი­დან გან­დევ­ნა.

ჩვენ ერთხელ უკვე ვამ­ხი­ლეთ ტრო­ლი Inna (ინნა არ­შბა, აფხა­ზუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა აქვს, ცხოვ­რობს ევ­რო­პა­ში). მას ცალ­კე მა­სა­ლა მი­ვუ­ძღვე­ნით, ჩვე­ნი მხი­ლე­ბის შემ­დეგ, მისი აქ­ტი­უ­რო­ბა საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და - ტრო­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარ აკო­მენ­ტა­რებს თა­ვის ფსევ­დო სა­ხე­ლით. ეს­ტა­ფე­ტა კი სხვა ტრო­ლებ­მა გა­და­ი­ბა­რეს. დღეს მო­გიყ­ვე­ბით Амра-life-ის კი­დევ ერთ აქ­ტი­ურ პერ­სო­ნაჟ­ზე, სა­ხე­ლით "пус“", - წერს "ОКНО".

Арма-life - ეს არის 4110-გა­მომ­წე­რი­ა­ნი არხი, რო­მელ­საც აღ­წე­რა­ში უწე­რია: "აფხა­ზე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი არხი“. ОКНО-ს კი ეჭვი აქვს, რომ არ­ხის უკან, შე­საძ­ლოა, ქარ­თვე­ლე­ბი ან პრო­ქარ­თვე­ლე­ბი იდ­გნენ.

"სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ უნდა ვე­ხე­ბო­დეთ სა­ერ­თოდ ამ ბინ­ძურ თე­მებს? იმი­ტომ, რომ Амра-life აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ვი­გებთ, ვინ დგას ამ სა­ნაგ­ვე-არ­ხის უკან.

მოკ­ლედ, ჩვენ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ არ­ხის უკა­ნას­კნე­ლი 100 პოს­ტი და ტრო­ლი "პუ­სის“ აქ­ტი­უ­რო­ბა. ამით გა­ვი­გეთ მისი ქცე­ვის ალ­გო­რით­მი, რაზე რო­გორ რე­ა­გი­რებს და სა­ბო­ლო­ოდ, გა­ვერ­კვი­ეთ რა ამო­ცა­ნე­ბია მის წი­ნა­შე. კო­მენ­ტა­რე­ბის შუ­ა­ლე­დი - 2024 წლის თე­ბერ­ვლი­დან 2024 წლის 29 თე­ბერ­ვლამ­დეა. ჩვენ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ არ­ხის 100 პოს­ტი, სა­ი­და­ნაც 27 არის "ფე­ი­კი“ - სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე (არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­ზე, აქ­ტი­ვის­ტებ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე და ა.შ.).

ტროლ "პუსს“ მოქ­ცე­ვის ორი "ტრი­გე­რი“ აქვს - პოს­ტი უნდა ეძღვნე­ბო­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დე­ო­ბას ან პოსტზე უნდა იყოს კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას იცავს და პოს­ტის მო­საზ­რე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. რას აკე­თებს "პუს“-ი ასეთ დროს? მისი მი­მარ­თუ­ლე­ბაა - კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებ­ზე აგ­რე­სი­უ­ლი შე­ტე­ვა, შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბის მი­ყე­ნე­ბა, ხში­რად ლან­ძღვა.

ჩვენ შევ­ძე­ლით იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ "პუს“ Амра-life-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. ამის­თვის ჩვენ შევ­ქმე­ნით "პუ­სის“ კლო­ნი, ანუ გა­ვა­კე­თეთ ან­გა­რი­ში იგი­ვე სა­ხე­ლით, ანა­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თით. ამან გა­ა­მარ­თლა - ტროლ­მა Inna-მ ყალბ "პუსს“ გა­უგ­ზავ­ნა არხზე გა­მო­საქ­ვეყ­ნე­ბე­ლი მა­სა­ლა.

ჩვენ შევ­ძე­ლით ნამ­დვი­ლი "პუ­სის“ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გა­მოვ­ლე­ნა. ჩვენ გა­ვუგ­ზავ­ნეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ბმუ­ლი, რო­მელ­ზეც ის გა­და­ვი­და. ამით და­ვად­გი­ნეთ მისი IP-მი­სა­მარ­თი, შე­სა­ბა­მი­სად, მისი ზუს­ტი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაც. მი­ვი­ღეთ შემ­დე­გი მო­ნა­ცე­მე­ბი:

IP მი­სა­მარ­თი: 31.146.30.241;

ქვე­ყა­ნა: სა­ქარ­თვე­ლო;

ინ­ტერ­ნეტ-პრო­ვა­ი­დე­რი: JSC Silknet;

რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვა, "პუსი“ პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში გვწერ­და, რომ "ბმუ­ლი ვირუ­სებს“ შე­ი­ცავ­და. ვი­ღაც იტყვის, იქ­ნებ ის VPN-ს იყე­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს სერ­ვე­რით, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა VPN სერ­ვე­რად, ნამ­დვი­ლად არ არის კარ­გი იდეა.

ჩვენ არ ვჩ­ქა­რობ­დით ჩვე­ნი პა­ტა­რა გა­მო­ძი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. თუმ­ცა ამა­სო­ბა­ში ტრო­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა Амра-life-ზე შემ­ცირ­და.

შევ­ნიშ­ნეთ, რომ ტრო­ლი სხვა არ­ხებ­ზე არც ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლია, როცა თა­ვის "და­ვა­ლე­ბას“ არ ას­რუ­ლებს".

შემ­დეგ "ОКНО" გა­მუ­ქე­ბუ­ლი ფონ­ტით წერს, ალ­ბათ, რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის კულ­მი­ნა­ცი­ას:

"ჩვე­ნი პა­ტა­რა გა­მო­ძი­ე­ბა გვაჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი ინიღ­ბე­ბი­ან "ანო­ნი­მურ მხი­ლებ­ლე­ბად“. მათი აქ­ტი­უ­რო­ბა "ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ში" - ეს არა მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო საქ­მეა. ეს არის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, აფხა­ზეთ­ში არარ­სე­ბუ­ლი ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბის "ფე­ი­კად" გავ­რცე­ლე­ბა­ზე, რეპ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის მხარ­და­ჭე­რა­ზე და რაც მთა­ვა­რია, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და დამ­კვე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, არა მხო­ლოდ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­მედ მის ფარ­გლებს გა­რეთ, არა­მე­გობ­რულ ქვეყ­ნებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან".

  • ავ­ტო­რი ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბასა
1

ანუ ტიპებმა მიწერეს გადადი ლინკზე და გაიგე ვინ იქნება შენი მომავალი მეუღლეო. ისიც გადავიდა და IP ამოუგდეს. რა სერიოზული სპეცოპერაცია ჩაუტარებიათ... იფ იფ...

ცენზორი
1

რაო? არაო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

აფხაზეთში ქართველ "ტროლებს" ეძებენ - რა იპოვეს და რას წერენ, მათი მტკიცებით, პროქართულ "ტელეგრამარხზე"?

აფხაზეთში ქართველ "ტროლებს" ეძებენ - რა იპოვეს და რას წერენ, მათი მტკიცებით, პროქართულ "ტელეგრამარხზე"?

ერთ-ერთი აფხაზური "ტელეგრამარხი" წერს, რომ მუშაობენ ქართველი ტროლების "გამოაშკარავებაზე“, რომლებიც პროქართულ პროპაგანდას ეწევიან.

"ტელეგრამარხი" "ОКНО" კი ნახევრად გმირული ტონით წერს, როგორ აღმოაჩინა ადამიანი, ვინც "ტელეგრამსა" და სხვადასხვა სოციალური ქსელების ჯგუფებში აფხაზებს საქართველოში ცხოვრების დადებით მხარეებზე უყვებოდა. ასევე, კონკრეტულ არხებში გამოირჩეოდა აგრესიით. მათივე ვარაუდით, აფხაზური ტელგრამ არხ Арма-life-ის უკან, შესაძლოა "არაწმინდა“ ზრახვების ადამიანები დგანან.

ეს "აღმოჩენები“, საზოგადოებას მიაწოდეს ისე, თითქოს უცხოური გავლენების აგენტების კანონ-პროექტი მსგავს სიტუაციებს დაარეგულირებს. მოკლედ, გიყვებით აფხაზების "სპეცოპერაციაზე“, რომელიც სოციალური ქსელში და "გუგლის“ დახმარებით ჩატარდა.

"ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ანონიმური არხები ყველაზე ბინძურ საქმეს აკეთებენ, ისეთს, რასაც ვერ შეძლებენ პროპაგანდისტული მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები. ანონიმურ არხებში საქმე კონკრეტულად ნაწილდება გუნდის წევრებზე: ვიღაც ფსევდო-კრიტიკულ სტატიებს წერს; ვიღაც კომენტარების ავტორებს ტროლავს. ხშირად ეს ტროლები შეურაცხყოფასა და ლანძღვაზე გადადიან. მათი მიზანია - ნებისმიერ ადეკვატურ ადამიანს აიძულონ საუბრიდან ან განხილვიდან განდევნა.

ჩვენ ერთხელ უკვე ვამხილეთ ტროლი Inna (ინნა არშბა, აფხაზური წარმომავლობა აქვს, ცხოვრობს ევროპაში). მას ცალკე მასალა მივუძღვენით, ჩვენი მხილების შემდეგ, მისი აქტიურობა საგრძნობლად შემცირდა - ტროლი, პრაქტიკულად, აღარ აკომენტარებს თავის ფსევდო სახელით. ესტაფეტა კი სხვა ტროლებმა გადაიბარეს. დღეს მოგიყვებით Амра-life-ის კიდევ ერთ აქტიურ პერსონაჟზე, სახელით "пус“", - წერს "ОКНО".

Арма-life - ეს არის 4110-გამომწერიანი არხი, რომელსაც აღწერაში უწერია: "აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური არხი“. ОКНО-ს კი ეჭვი აქვს, რომ არხის უკან, შესაძლოა, ქართველები ან პროქართველები იდგნენ.

"საინტერესოა, რატომ უნდა ვეხებოდეთ საერთოდ ამ ბინძურ თემებს? იმიტომ, რომ Амра-life აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგ არასახელმწიფოებრივ საქმეს ემსახურება. ამასთანავე, ვიგებთ, ვინ დგას ამ სანაგვე-არხის უკან.

მოკლედ, ჩვენ გავაანალიზეთ არხის უკანასკნელი 100 პოსტი და ტროლი "პუსის“ აქტიურობა. ამით გავიგეთ მისი ქცევის ალგორითმი, რაზე როგორ რეაგირებს და საბოლოოდ, გავერკვიეთ რა ამოცანებია მის წინაშე. კომენტარების შუალედი - 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის 29 თებერვლამდეა. ჩვენ გავაანალიზეთ არხის 100 პოსტი, საიდანაც 27 არის "ფეიკი“ - სამოქალაქო საზოგადოებაზე (არასამთავრობოებზე, აქტივისტებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე და ა.შ.).

ტროლ "პუსს“ მოქცევის ორი "ტრიგერი“ აქვს - პოსტი უნდა ეძღვნებოდეს სამოქალაქო საზოგადეობას ან პოსტზე უნდა იყოს კომენტარი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას იცავს და პოსტის მოსაზრებას ეწინააღმდეგება. რას აკეთებს "პუს“-ი ასეთ დროს? მისი მიმართულებაა - კომენტარების ავტორებზე აგრესიული შეტევა, შეურაცხყოფების მიყენება, ხშირად ლანძღვა.

ჩვენ შევძელით იმის დამტკიცება, რომ "პუს“ Амра-life-ის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირია. ამისთვის ჩვენ შევქმენით "პუსის“ კლონი, ანუ გავაკეთეთ ანგარიში იგივე სახელით, ანალოგიური სურათით. ამან გაამართლა - ტროლმა Inna-მ ყალბ "პუსს“ გაუგზავნა არხზე გამოსაქვეყნებელი მასალა.

ჩვენ შევძელით ნამდვილი "პუსის“ ადგილმდებარეობის გამოვლენა. ჩვენ გავუგზავნეთ სპეციალური ბმული, რომელზეც ის გადავიდა. ამით დავადგინეთ მისი IP-მისამართი, შესაბამისად, მისი ზუსტი ადგილმდებარეობაც. მივიღეთ შემდეგი მონაცემები:

IP მისამართი: 31.146.30.241;

ქვეყანა: საქართველო;

ინტერნეტ-პროვაიდერი: JSC Silknet;

როდესაც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, "პუსი“ პირად შეტყობინებებში გვწერდა, რომ "ბმული ვირუსებს“ შეიცავდა. ვიღაც იტყვის, იქნებ ის VPN-ს იყენებდა საქართველოს სერვერით, თუმცა საქართველოს არჩევა VPN სერვერად, ნამდვილად არ არის კარგი იდეა.

ჩვენ არ ვჩქარობდით ჩვენი პატარა გამოძიების გამოქვეყნებას. თუმცა ამასობაში ტროლის აქტიურობა Амра-life-ზე შემცირდა.

შევნიშნეთ, რომ ტროლი სხვა არხებზე არც ისეთი აგრესიულია, როცა თავის "დავალებას“ არ ასრულებს".

შემდეგ "ОКНО" გამუქებული ფონტით წერს, ალბათ, როგორც გამოძიების კულმინაციას:

"ჩვენი პატარა გამოძიება გვაჩვენებს, რომელი სუბიექტები ინიღბებიან "ანონიმურ მხილებლებად“. მათი აქტიურობა "ტელეგრამარხებში" - ეს არა მხოლოდ საინფორმაციო საქმეა. ეს არის საქმიანობა, რომელიც მიმართულია აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირებაზე, აფხაზეთში არარსებული ანტირუსული განწყობების "ფეიკად" გავრცელებაზე, რეპრესიული პოლიტიკის მხარდაჭერაზე და რაც მთავარია, შემსრულებლები და დამკვეთები, რომლებიც ამ ანტისახელმწიფოებრივი საქმით არიან დაინტერესებული, არა მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთ, არამეგობრულ ქვეყნებში იმყოფებიან".

  • ავტორი ანრი კურტანიძე