საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

6

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 12:31-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 00:32-ზე ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მილიონი მას, ვინც ანას იპოვის..." - რუსეთში 22 წლის ცნობილი სპორტსმენი FSB-ს სანატორიუმიდან გაუჩინარდა: რას ამბობენ გოგონას ახლობლები?
"მილიონი მას, ვინც ანას იპოვის..." - რუსეთში 22 წლის ცნობილი სპორტსმენი FSB-ს სანატორიუმიდან გაუჩინარდა: რას ამბობენ გოგონას ახლობლები?

10 თე­ბერ­ვალს დო­ნის როს­ტო­ვი­დან 22 წლის სპორ­ტსმე­ნი ანა ცო­მარ­ტო­ვა კას­პი­ის­კში, და­ღეს­ტნის რეს­პუბ­ლი­კა­ში ყოფ­ნი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და. გო­გო­ნა წა­რუ­მა­ტებ­ლად გა­მო­ვი­და Muay Thai-ის კონ­კურ­სზე, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი სა­სე­ირ­ნოდ წა­ვი­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქმის 21 დღე გა­ვი­და - ძებ­ნა არ შე­წყვე­ტი­ლა.

წა­გე­ბუ­ლი ბრძო­ლა

იუ­რი­დი­უ­ლი სკო­ლის სტუ­დენ­ტი ანა ცო­მარ­ტო­ვა და­ღეს­ტან­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი ოლ­ქი­სა და სამ­ხრეთ ფე­დე­რა­ლუ­რი ოლ­ქის ტა­ი­ლან­დურ კრივ­ში ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. სპორ­ტსმე­ნი როს­ტო­ვის რე­გი­ო­ნის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ო­და 57 კგ-მდე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ცო­მარ­ტო­ვა რუს მე­ტო­ქეს­თან და­მარ­ცხდა, თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ეს იყო მისი პირ­ვე­ლი მარ­ცხი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ მსუ­ბუ­ქად ჩაც­მულ­მა სპორ­ტსმენ­მა ალი ალი­ე­ვის სა­ხე­ლო­ბის სპორ­ტკომ­პლექ­სი და­ტო­ვა და გა­უ­ჩი­ნარ­და - თან არ წა­უ­ღია ტე­ლე­ფო­ნი, ბა­რა­თი და პი­რა­დი ნივ­თე­ბი. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცო­მარ­ტო­ვა ძმას და­ემ­შვი­დო­ბა და სთხო­ვა, დე­დის­თვის ეთ­ქვა, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარ­და.

ანა რინგზე, წა­გე­ბის დღეს

რას ამ­ბობს მოწ­მე

სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­ზე ჩანს, რომ ცო­მარ­ტო­ვა სას­ტუმ­როს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, კას­პი­ის­კის სა­ნა­პი­რო­ზე სე­ირ­ნობს, ეს ად­გი­ლი სა­შიშ ზო­ნად ით­ვლე­ბა. ოჯა­ხის თქმით, ანა აქამ­დე არა­სო­დეს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლა და ყო­ველ­თვის კონ­ტაქ­ტზე იყო.

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი ამ­ბობს, რომ გო­გო­ნა მუხ­ლამ­დე წყალ­ში იდგა და მას გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა, რად­გან კა­პი­უ­შონ­ში შე­ნიღ­ბუ­ლი თა­ვი­დან მყვინ­თა­ვი ეგო­ნა. ამის შემ­დეგ სპორ­ტსმე­ნი სა­ნა­პი­როს ტო­ვებს და გემ­ბა­ნის­კენ მი­დის.

გაქ­რო­ბა FSB-ს სა­ნა­ტო­რი­უ­მის ტე­რი­ტო­რი­ი­დან

გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ანა FSB-ს სა­ნა­ტო­რი­უ­მის ტე­რი­ტო­რი­ას უახ­ლოვ­დე­ბა. ის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს. კად­რებ­ში ჩანს, რომ გო­გო­ნა იქ თით­ქმის 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­მო­კი­თხუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თქმით, დაც­ვამ შე­ნიშ­ნა და ერთ-ერთი მათ­გა­ნი მას­თან მი­ვი­და, მაგ­რამ სა­ნამ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, გო­გო­ნა გაქ­რა.

”იცით, რა არის უც­ნა­უ­რი: ჩვენ გვაჩ­ვე­ნეს ჩა­ნა­წე­რი მხო­ლოდ ერთი კა­მე­რი­დან. და ამ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში ათო­ბით კა­მე­რაა. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ რა­ღა­ცას გვი­მა­ლა­ვენ“, - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.

პირ­ველ დღე­ებ­ში გო­გო­ნას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო, პო­ლი­ცია და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ეძებ­დნენ, ძი­ე­ბა­ში ჩა­ერ­თნენ მყვინ­თა­ვე­ბიც და ვერ­ტმფრე­ნე­ბი. და­ღეს­ტნის სა­ნა­პი­რო­ზე სა­ერ­თო სა­ძი­ე­ბო ზოლი 156 კმ-ია.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე

ძებ­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე „მკვლე­ლო­ბის“ მუხ­ლით აღიძ­რა, მაგ­რამ 18 თე­ბერ­ვალს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ცო­მარ­ტო­ვა მა­ხა­ჩკა­ლი­დან ვლა­დი­კავ­კა­ზის­კენ ტაქ­სის გა­მო­ძა­ხე­ბას ცდი­ლობ­და. მაგ­რამ მძღოლ­მა გო­გო­ნა არ წა­იყ­ვა­ნა, რად­გან ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გო­გო­ნას მა­მამ უარ­ყო, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რად ნა­ხეს მა­ხა­ჩკა­ლა­ში.

1 მი­ლი­ო­ნი ჯილ­დო

20 თე­ბერ­ვალს ცო­მარ­ტო­ვას ოჯახ­მა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ ვინც მათი ქა­ლიშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდი­და, ჯილ­დოდ 1 მი­ლი­ონ რუბლს მი­ი­ღებ­და. „პრე­მია ჩვენ თვი­თონ და­ვა­წე­სეთ, გვყავს მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მზად არის სეს­ხი აი­ღოს ჩვენ­თვის. მაქ­სი­მუმ მი­ლი­ო­ნი შე­უძ­ლია აი­ღოს, მერე გა­და­ვიხ­დით“ - გა­ნა­ცხა­და კაც­მა.

რო­გორც კი ანას მა­მამ ჯილ­დოს შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში 40-მდე ზარი გა­ის­მა, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ანა ცო­მარ­ტო­ვა ნა­ხეს. ყვე­ლა მათ­გა­ნის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ყალ­ბი აღ­მოჩ­ნდა.

ანას მა­მის თქმით, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ჯიბ­რზე კარგ ხა­სი­ათ­ზე წა­ვი­და, რად­გან სწავ­ლის გამო იშ­ვი­ა­თად ახერ­ხებ­და შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე სი­ა­რულს. ბოლო სამ წე­ლი­წად­ში ეს მხო­ლოდ მე­ო­რე ტურ­ნი­რი იყო, რო­მე­ლიც არ­და­დე­გებს და­ემ­თხვა.

"დიახ, წა­რუ­მა­ტებ­ლად იბ­რძო­ლა, მაგ­რამ მან იცის, ამას რო­გორ უნდა შეხ­ვდეს... ჩვენ არ გა­მოვ­რი­ცხავთ ავა­რი­ას, მაგ­რამ გა­მოვ­რი­ცხავთ თვით­მკვლე­ლო­ბას. ჩა­ნა­წე­რებ­ში გო­გო­ნას მოძ­რა­ო­ბი­დან ჩანს, რომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლია. ანას უყ­ვარ­და ნა­პირ­ზე სი­ა­რუ­ლი. როს­ტოვ­შიც კი, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობ­დით, ხში­რად სე­ირ­ნობ­და დო­ნის სა­ნა­პი­რო­ზე.

ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის ტა­ი­ლან­დუ­რი კრი­ვის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, ვერ­დი ტა­რი­ე­ვი, რო­მე­ლიც ცო­მარ­ტო­ვას სკო­ლის წლებ­ში წვრთნი­და, ამ­ბობს, რომ მისი აზ­რით, ანა ცო­ცხა­ლია. ტა­რი­ე­ვის თქმით, ჩხუ­ბი, რის შემ­დე­გაც გო­გო­ნა გა­უ­ჩი­ნარ­და, მის კა­რი­ე­რა­ზე არა­ნა­ი­რად არ იმოქ­მე­დებ­და, რად­გან ის უკვე ფი­ნალ­ში იყო.

„ჩხუ­ბის შემ­დეგ, როცა წა­ა­გო, მე მის გვერ­დით ვი­ყა­ვი გა­სახ­დელ­ში და ვე­უბ­ნე­ბო­დი, დამ­შვიდ­დი, არა უშავს, ასეც ხდე­ბა. დიახ, ნა­წყე­ნი იყო, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სპორ­ტსმე­ნი, მაგ­რამ ნორ­მა­ლუ­რად, ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ის არ იყო იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ თავი მო­ეკ­ლა.

ანა ცო­მარ­ტო­ვას Tik-Tok-ზე 250 ათას­ზე მეტი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. თა­ვის ვი­დე­ო­ებ­ში ის ხში­რად სა­უბ­რობ­და ვარ­ჯიშ­ზე, მა­მა­ზე, რო­მელ­საც მად­ლო­ბა უხ­დის და ეუბ­ნე­ბა, რომ მი­სით აუ­ცი­ლებ­ლად ია­მა­ყებს.

პე­ტი­ცია პრე­ზი­დენტს და ძი­ე­ბის პრო­ცე­სი

ანას მა­მამ ასე­ვე შექ­მნა პე­ტი­ცია და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს მო­უ­წო­და, ჩა­ერ­თოს გა­მო­ძი­ე­ბა­ში: ”ბოლო ად­გი­ლი, სა­დაც ის იმ­ყო­ფე­ბო­და, ეს იყო FSB-ს უწყებ­რი­ვი სა­ნა­ტო­რი­უ­მის ტე­რი­ტო­რია და­ღეს­ტან­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­უ­ჩი­ნარ­და, ანა ცო­მარ­ტო­ვას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ჯერ არ არის დად­გე­ნი­ლი. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ანა ცო­მარ­ტო­ვას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პუ­ტი­ნის გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა“. პე­ტი­ცი­ას ამ დრო­ის­თვის 2360-მა ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა ხელი.

LisaAlert-ის სამ­ძებ­რო ჯგუ­ფის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სა­ნა­პი­რო ზო­ლის რვა კი­ლო­მეტრზე მეტი უკვე შე­მოწ­მდა. მო­ხა­ლი­სე­ე­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ - ჩხრე­კას რო­გორც ხმე­ლეთ­ზე, ასე­ვე ჰა­ე­რი­დან სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო ახორ­ცი­ე­ლებს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ღეს­ტნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ. მო­ხა­ლი­სე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჩეჩ­ნე­თი­დან KAVKAZ-ის სა­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ჩა­ვიდ­ნენ, თუმ­ცა გო­გო­ნა აქამ­დე ისევ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რა ხდება?
10

იცით რა მაინტერესებს ეს გოგო ვინ არის არც კი ვიცით და მთელ სტატიას უძღვნით! რატომ? ცუდია რაც მოხდა მაგრამ რა?ჩვენ, ყველას თავს გადამხდარი ცუდი რატომ უნდა ვიცოდეთ? მართლა მაინტერესებს. ნეგატივი აქაური არ გვყოფნის?სხვისასაც გვიზიარებთ? დღის მანძილზე ათაობით ამბავი ხდება თანაც კარგი, ეს კარგი დაწერეთ!!! არ დაბლოკოთ

კახა
47

ალბათ ჯიგიტებმა მოიტაცეს,კავკასიაში რა გასაკვირია....

მაგრამ არც ისეთი მზეთუნახავია...რა ვიცი აბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს
ავტორი:

"მილიონი მას, ვინც ანას იპოვის..." - რუსეთში 22 წლის ცნობილი სპორტსმენი FSB-ს სანატორიუმიდან გაუჩინარდა: რას ამბობენ გოგონას ახლობლები?

"მილიონი მას, ვინც ანას იპოვის..." - რუსეთში 22 წლის ცნობილი სპორტსმენი FSB-ს სანატორიუმიდან გაუჩინარდა: რას ამბობენ გოგონას ახლობლები?

10 თებერვალს დონის როსტოვიდან 22 წლის სპორტსმენი ანა ცომარტოვა კასპიისკში, დაღესტნის რესპუბლიკაში ყოფნისას გაუჩინარდა. გოგონა წარუმატებლად გამოვიდა Muay Thai-ის კონკურსზე, იმედგაცრუებული სასეირნოდ წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 21 დღე გავიდა - ძებნა არ შეწყვეტილა.

წაგებული ბრძოლა

იურიდიული სკოლის სტუდენტი ანა ცომარტოვა დაღესტანში ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქისა და სამხრეთ ფედერალური ოლქის ტაილანდურ კრივში ჩემპიონატზე იმყოფებოდა. სპორტსმენი როსტოვის რეგიონის სახელით გამოდიოდა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ნახევარფინალში ცომარტოვა რუს მეტოქესთან დამარცხდა, თუმცა ახლობლების თქმით, ეს იყო მისი პირველი მარცხი 10 წლის განმავლობაში. დამარცხების შემდეგ მსუბუქად ჩაცმულმა სპორტსმენმა ალი ალიევის სახელობის სპორტკომპლექსი დატოვა და გაუჩინარდა - თან არ წაუღია ტელეფონი, ბარათი და პირადი ნივთები. ერთ-ერთი ინფორმაციით, ცომარტოვა ძმას დაემშვიდობა და სთხოვა, დედისთვის ეთქვა, რომ ძალიან უყვარდა.

ანა რინგზე, წაგების დღეს

რას ამბობს მოწმე

სათვალთვალო კამერებზე ჩანს, რომ ცომარტოვა სასტუმროს დატოვების შემდეგ, კასპიისკის სანაპიროზე სეირნობს, ეს ადგილი საშიშ ზონად ითვლება. ოჯახის თქმით, ანა აქამდე არასოდეს გაუჩინარებულა და ყოველთვის კონტაქტზე იყო.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ გოგონა მუხლამდე წყალში იდგა და მას გამოელაპარაკა, რადგან კაპიუშონში შენიღბული თავიდან მყვინთავი ეგონა. ამის შემდეგ სპორტსმენი სანაპიროს ტოვებს და გემბანისკენ მიდის.

გაქრობა FSB-ს სანატორიუმის ტერიტორიიდან

გამოძიების მიხედვით ირკვევა, რომ ანა FSB-ს სანატორიუმის ტერიტორიას უახლოვდება. ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. კადრებში ჩანს, რომ გოგონა იქ თითქმის 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოკითხული თანამშრომლების თქმით, დაცვამ შენიშნა და ერთ-ერთი მათგანი მასთან მივიდა, მაგრამ სანამ მიუახლოვდებოდა, გოგონა გაქრა.

”იცით, რა არის უცნაური: ჩვენ გვაჩვენეს ჩანაწერი მხოლოდ ერთი კამერიდან. და ამ სანატორიუმში ათობით კამერაა. მეჩვენება, რომ რაღაცას გვიმალავენ“, - ამბობს გოგონას დედა.

პირველ დღეებში გოგონას საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, პოლიცია და მოხალისეები ეძებდნენ, ძიებაში ჩაერთნენ მყვინთავებიც და ვერტმფრენები. დაღესტნის სანაპიროზე საერთო საძიებო ზოლი 156 კმ-ია.

სისხლის სამართლის საქმე

ძებნის პარალელურად სისხლის სამართლის საქმე „მკვლელობის“ მუხლით აღიძრა, მაგრამ 18 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ცომარტოვა მახაჩკალიდან ვლადიკავკაზისკენ ტაქსის გამოძახებას ცდილობდა. მაგრამ მძღოლმა გოგონა არ წაიყვანა, რადგან ის, სავარაუდოდ, ცუდ მდგომარეობაში იყო. მოგვიანებით, გოგონას მამამ უარყო, რომ მისი ქალიშვილი რეალურად ნახეს მახაჩკალაში.

1 მილიონი ჯილდო

20 თებერვალს ცომარტოვას ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომ ვინც მათი ქალიშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა, ჯილდოდ 1 მილიონ რუბლს მიიღებდა. „პრემია ჩვენ თვითონ დავაწესეთ, გვყავს მეგობარი, რომელიც მზად არის სესხი აიღოს ჩვენთვის. მაქსიმუმ მილიონი შეუძლია აიღოს, მერე გადავიხდით“ - განაცხადა კაცმა.

როგორც კი ანას მამამ ჯილდოს შესახებ გამოაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში 40-მდე ზარი გაისმა, ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ ანა ცომარტოვა ნახეს. ყველა მათგანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა.

ანას მამის თქმით, მისი ქალიშვილი შეჯიბრზე კარგ ხასიათზე წავიდა, რადგან სწავლის გამო იშვიათად ახერხებდა შეჯიბრებებზე სიარულს. ბოლო სამ წელიწადში ეს მხოლოდ მეორე ტურნირი იყო, რომელიც არდადეგებს დაემთხვა.

"დიახ, წარუმატებლად იბრძოლა, მაგრამ მან იცის, ამას როგორ უნდა შეხვდეს... ჩვენ არ გამოვრიცხავთ ავარიას, მაგრამ გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას. ჩანაწერებში გოგონას მოძრაობიდან ჩანს, რომ გაბრაზებულია. ანას უყვარდა ნაპირზე სიარული. როსტოვშიც კი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ხშირად სეირნობდა დონის სანაპიროზე.

ჩრდილოეთ ოსეთის ტაილანდური კრივის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვერდი ტარიევი, რომელიც ცომარტოვას სკოლის წლებში წვრთნიდა, ამბობს, რომ მისი აზრით, ანა ცოცხალია. ტარიევის თქმით, ჩხუბი, რის შემდეგაც გოგონა გაუჩინარდა, მის კარიერაზე არანაირად არ იმოქმედებდა, რადგან ის უკვე ფინალში იყო.

„ჩხუბის შემდეგ, როცა წააგო, მე მის გვერდით ვიყავი გასახდელში და ვეუბნებოდი, დამშვიდდი, არა უშავს, ასეც ხდება. დიახ, ნაწყენი იყო, როგორც ნებისმიერი სპორტსმენი, მაგრამ ნორმალურად, ადეკვატურად გამოიყურებოდა. ის არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ თავი მოეკლა.

ანა ცომარტოვას Tik-Tok-ზე 250 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს. თავის ვიდეოებში ის ხშირად საუბრობდა ვარჯიშზე, მამაზე, რომელსაც მადლობა უხდის და ეუბნება, რომ მისით აუცილებლად იამაყებს.

პეტიცია პრეზიდენტს და ძიების პროცესი

ანას მამამ ასევე შექმნა პეტიცია და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, ჩაერთოს გამოძიებაში: ”ბოლო ადგილი, სადაც ის იმყოფებოდა, ეს იყო FSB-ს უწყებრივი სანატორიუმის ტერიტორია დაღესტანში. მიუხედავად იმისა, რომ ის სპეციალურად დაცულ ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ანა ცომარტოვას ადგილსამყოფელი ჯერ არ არის დადგენილი. მიგვაჩნია, რომ ანა ცომარტოვას გაუჩინარების ობიექტური გამოძიებისთვის აუცილებელია რუსეთის პრეზიდენტის პუტინის გამოძიებაში მონაწილეობა“. პეტიციას ამ დროისთვის 2360-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

LisaAlert-ის სამძებრო ჯგუფის პრესსამსახურის ცნობით, სანაპირო ზოლის რვა კილომეტრზე მეტი უკვე შემოწმდა. მოხალისეები სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან ერთად მუშაობენ - ჩხრეკას როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერიდან საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც მუშაობენ. მოხალისეების დასახმარებლად ჩეჩნეთიდან KAVKAZ-ის საძიებო ჯგუფის მოხალისეები ჩავიდნენ, თუმცა გოგონა აქამდე ისევ დაკარგულად ითვლება.