სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავინ იცის, რა მოხდა და რატომ ჩაიდინა ოთომ ეს დანაშაული. ახლა მისი გამზრდელი ბებიის ცოდვით იწვის მთელი სვანეთი" - რას ჰყვებიან 22 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულზე?
"არავინ იცის, რა მოხდა და რატომ ჩაიდინა ოთომ ეს დანაშაული. ახლა მისი გამზრდელი ბებიის ცოდვით იწვის მთელი სვანეთი" - რას ჰყვებიან  22 წლის  გოგონას  მკვლელობაში ბრალდებულზე?

22 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, ის პო­ლი­ცი­ამ ზუგ­დიდ­ში აიყ­ვა­ნა.

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ც. და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, ნაც­ნობ ქალს - 2003 წელს და­ბა­დე­ბულ ქ.ჯ.-ს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ო.ც. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ემ­გზავ­რა და სვა­ნეთ­ში წას­ვლას აპი­რებ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცია ცინ­დე­ლი­ა­ნის კვალ­ზე ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გა­შიფრ­ვის შემ­დეგ გა­ვი­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი წარ­მო­შო­ბით სო­ფელ ჭუ­ბე­რი­დან არის და ის სო­ფელ წი­ნუ­ბან­ში ეს­პა­ნე­თი­დან რამ­დე­ნი­მე თვის წინ დაბ­რუნ­და. ემიგ­რა­ცი­ა­შია ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დაც. ირ­კვე­ვა, რომ ცინ­დე­ლი­ა­ნი ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მე­ზობ­ლად, ნა­თე­სა­ვის სახ­ლში ცხოვ­რობ­და.

ცნო­ბი­სათ­ვის, ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ცხე­და­რი 28 თე­ბერ­ვლის დი­ლით, სახ­ლთან ახ­ლოს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტივს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კაცი, რო­მე­ლიც ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლე­ბის ნა­თელ-მი­რო­ნია, ახალ­გაზ­რდა ქალს აშან­ტა­ჟებ­და და ფულს სძა­ლავ­და, მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში კი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

ambebi.ge-ს ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნის ნა­თე­სა­ვი უყ­ვე­ბა:

"ოთო იმ სა­ცო­და­ვი დათო ცინ­დე­ლი­ა­ნის ძმიშ­ვი­ლია, 2008 წელს ზღვა­ში რომ ჩა­ძი­რა შა­მა­თა­ვამ (კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი - ნ.ფ.)… მარ­თლა კარ­გი ოჯა­ხი იყო და და­თოს ამ­ბავ­მა და­ან­გრია ყვე­ლა…ამ ბი­ჭის მა­მაც - თე­მუ­რიც კარ­გი ბიჭი იყო და მა­საც აე­რია ცხოვ­რე­ბა - ცოლი გა­შორ­და (გუ­ჯე­ჯი­ა­ნია გვა­რად) და ეს­პა­ნეთ­ში წა­ვი­და. ეს ბავ­შვიც კარ­გი ბიჭი იყო, სპორ­ტს მის­დევ­და და მერე გზას აცდა.

ბიჭი ბე­ბი­ამ (მა­მის დე­დამ) გა­ზარ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქა­ლია, პე­და­გო­გი. დე­დამ ოთო ეს­პა­ნეთ­ში წა­იყ­ვა­ნა და იქ მთლად და­იქ­ცა ეს ბავ­შვი, იქაც მა­ი­მუ­ნობ­და რა­ღა­ცას და დე­დამ გა­მო­ა­ძე­ვა იქე­დან. ამ­ბო­ბენ, ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მარ­დაო, რაც სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია. ახ­ლაც ამ­ბო­ბენ, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ჩა­ი­დი­ნა მკვლე­ლო­ბა. ამის მო­ტი­ვი სვა­ნეთ­ში არ იცი­ან. ოთოს მამა და ბე­ბია ჭუ­ბერ­ში ცხოვ­რო­ბენ, ამ­ბო­ბენ, მათ­თან მი­დი­ო­დაო.

2008-ში დათო მა­მას - ზა­ურს გას­ტა­ცეს ხე­ლი­დან, ისიც რე­ინ­ჯე­რი იყო, ძა­ლი­ან მა­გა­რი კაცი და ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოჯა­ხი მას მერე წა­ვი­და უკან, და­თოს მამა ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე და­ა­ვად­და და მალე გარ­და­იც­ვა­ლა. მთელ სვა­ნეთ­ში თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოჯა­ხი იყო და წელ­ში ვე­ღარ გა­ი­მარ­თნენ. სვა­ნეთ­ში წარ­მოდ­გე­ნა არა­ვის აქვს, რა მოხ­და და რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა ოთომ ეს და­ნა­შა­უ­ლი. ახლა გამ­ზრდე­ლი ბე­ბი­ის ცოდ­ვით იწ­ვის მთე­ლი სვა­ნე­თი. დღეს ამ ამ­ბით ყვე­ლა გა­გე­ბით სა­ერ­თოდ და­სა­მარ­და ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხი.“

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მცხოვ­რე­ბი მე­ტყე­ვე-რე­ინ­ჯე­რი და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნი 2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს მოკ­ლეს. მას "სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტი" დას­წა­მეს, რა­ზეც ხელი არ მო­ა­წე­რა.

2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს სა­ტყეო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ქუ­თა­ის­ში იმე­რე­თი­სა და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ტყეო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი თათ­ბი­რი ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი, სა­დაც სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად დათო ცინ­დე­ლი­ა­ნიც იყო და­ბა­რე­ბუ­ლი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით 17:00 სა­ათ­ზე, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მერ­სე­დე­სი­სა და ოპე­ლის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში, ნი­ნოშ­ვი­ლი­სა და გრი­შაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თას­თან ნი­ვის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას დახ­ვდნენ, რო­მელ­შიც სხვა მე­ტყე­ვე რე­ინ­ჯე­რებ­თან ერ­თად დათო ცინ­დე­ლი­ა­ნი და მა­მა­მი­სი - ზაურ ცინ­დე­ლი­ა­ნი ის­ხდნენ. დათო ცინ­დე­ლი­ა­ნი "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გა­დას­ვეს, ხოლო ქუ­თა­ი­სი-ბაღ­და­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მო­ნაკ­ვე­თი­დან დათო ცინ­დე­ლი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნა "ტო­ი­ო­ტა ჰა­ი­ლუქ­სით" ბაღ­და­თი-სა­ირ­მის შე­მოვ­ლი­თი გზით თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტე­ლე­ფო­ნით მი­ღე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, დათო ცინ­დე­ლი­ა­ნი ნაც­ვლად თბი­ლი­სი­სა, ბა­თუმ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს რო­მან შა­მა­თა­ვას გა­დას­ცეს. რო­მან შა­მა­თა­ვამ და მის­მა რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა დათო ცინ­დე­ლი­ა­ნი ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, შავი ზღვის ნავ­მი­სად­გომ­თან მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც რო­მან შა­მა­თა­ვა დათო ცინ­დე­ლი­ანს აფხაზ სე­პა­რა­ტის­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, რა­საც იგი უარ­ყოფ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, რო­მან შა­მა­თა­ვას და­ვა­ლე­ბით, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ნავ­მი­სად­გომ­თან აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის კუდ-ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლი მო­ტო­რი­ა­ნი ნავი ელო­დე­ბო­და, რო­მელ­საც ამა­ვე და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრო­მე­ლი მარ­თავ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მან შა­მა­თა­ვამ დათო ცინ­დე­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნულ ნავ­ში ჩას­ვა, თვა­ლე­ბი აუხ­ვია და ნავ­მი­სად­გომ­ზე მყოფ აფხა­ზე­თის კუდ-ის ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს ნა­ვი­დან უბ­რძა­ნა, მას გაჰ­ყო­ლო­და, რო­მელ­მაც ბრძა­ნე­ბა შე­ას­რუ­ლა და შავი ზღვის სიღ­რმე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 4 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე შე­ვიდ­ნენ.

რო­მან შა­მა­თა­ვამ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან თა­ვის არე­ში ერთი გას­რო­ლით მოკ­ლა დათო ცინ­დე­ლი­ა­ნი. ამის შემ­დეგ რო­მან შა­მა­თა­ვამ დათო ცინ­დე­ლი­ა­ნის გვამს სხე­ულ­ზე თო­კით შე­ა­ბა ნავ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბე­ტონ­ნა­რე­ვი რკი­ნის ღუზა და ცხე­და­რი შავ ზღვა­ში გა­და­აგ­დო.

"თვა­ლე­ბი ავუხ­ვიე, ზღვა­ში გა­ვიყ­ვა­ნე და კე­ფა­ში ვეს­რო­ლე, შემ­დეგ ფე­ხებ­ზე ბე­ტონ­ნა­რე­ვი ღუზა გა­მო­ვა­ბი და ზღვა­ში ჩავ­ძი­რე", - აღი­ა­რა სა­სა­მარ­თლო­ზე აფხა­ზე­თის "კუ­დის" ყო­ფილ­მა უფ­როს­მა რო­მან შა­მა­თა­ვამ, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ დათა ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლებ­და.

2008 წელს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი დათო ცინ­დე­ლი­ა­ნის საქ­მე შს სა­მი­ნის­ტრომ 2014 წლის 10 ივ­ნისს გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის რო­მან შა­მა­თა­ვა მი­ცე­მუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

სანამ დახვრეტას არ აღადგენტ მანამ სულაძე იქნებაისშამატავაც გამოვა და უარესს იზავს და ცინდელიანიც

ხარება
5

რა სამუდამო ?ჭამოს ისუნთქოს ,კიდევ სახელმწიფომ არჩინოს ,მობილურით რეკოს ,ტელევიზორს უყუროს და ა.შ. დახვრეტა რატომ გააუქმეს !?ამისთანა ნაძირლებისთვის ბაირამობაა ციხეში ყოფნა .საცოდავი გოგო მიწამ უნდა ჭამოს 😥😥😥

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"არავინ იცის, რა მოხდა და რატომ ჩაიდინა ოთომ ეს დანაშაული. ახლა მისი გამზრდელი ბებიის ცოდვით იწვის მთელი სვანეთი" - რას ჰყვებიან 22 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულზე?

"არავინ იცის, რა მოხდა და რატომ ჩაიდინა ოთომ ეს დანაშაული. ახლა მისი გამზრდელი ბებიის ცოდვით იწვის მთელი სვანეთი" - რას ჰყვებიან  22 წლის  გოგონას  მკვლელობაში ბრალდებულზე?

22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეზე 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი დააკავეს, ის პოლიციამ ზუგდიდში აიყვანა.

"განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

როგორც ირკვევა, სასტიკი მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა და სვანეთში წასვლას აპირებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ცინდელიანის კვალზე ქეთი ჯავახიშვილის მობილური ტელეფონის გაშიფრვის შემდეგ გავიდა. ჩვენი ინფორმაციით, ოთარ ცინდელიანი წარმოშობით სოფელ ჭუბერიდან არის და ის სოფელ წინუბანში ესპანეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. ემიგრაციაშია ბრალდებულის დედაც. ირკვევა, რომ ცინდელიანი ქეთი ჯავახიშვილის მეზობლად, ნათესავის სახლში ცხოვრობდა.

ცნობისათვის, ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი 28 თებერვლის დილით, სახლთან ახლოს იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მოტივს, გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელიც ჯავახიშვილების ნათელ-მირონია, ახალგაზრდა ქალს აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, მკვლელობის მომენტში კი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ambebi.ge-ს ოთარ ცინდელიანის ნათესავი უყვება:

"ოთო იმ საცოდავი დათო ცინდელიანის ძმიშვილია, 2008 წელს ზღვაში რომ ჩაძირა შამათავამ (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსი - ნ.ფ.)… მართლა კარგი ოჯახი იყო და დათოს ამბავმა დაანგრია ყველა…ამ ბიჭის მამაც - თემურიც კარგი ბიჭი იყო და მასაც აერია ცხოვრება - ცოლი გაშორდა (გუჯეჯიანია გვარად) და ესპანეთში წავიდა. ეს ბავშვიც კარგი ბიჭი იყო, სპორტს მისდევდა და მერე გზას აცდა.

ბიჭი ბებიამ (მამის დედამ) გაზარდა, შესანიშნავი ქალია, პედაგოგი. დედამ ოთო ესპანეთში წაიყვანა და იქ მთლად დაიქცა ეს ბავშვი, იქაც მაიმუნობდა რაღაცას და დედამ გამოაძევა იქედან. ამბობენ, ნარკოტიკებს მოიხმარდაო, რაც სამწუხარო ამბავია. ახლაც ამბობენ, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა მკვლელობა. ამის მოტივი სვანეთში არ იციან. ოთოს მამა და ბებია ჭუბერში ცხოვრობენ, ამბობენ, მათთან მიდიოდაო.

2008-ში დათო მამას - ზაურს გასტაცეს ხელიდან, ისიც რეინჯერი იყო, ძალიან მაგარი კაცი და ფაქტობრივად, ეს თითით საჩვენებელი ოჯახი მას მერე წავიდა უკან, დათოს მამა ნერვიულობაზე დაავადდა და მალე გარდაიცვალა. მთელ სვანეთში თითით საჩვენებელი ოჯახი იყო და წელში ვეღარ გაიმართნენ. სვანეთში წარმოდგენა არავის აქვს, რა მოხდა და რატომ ჩაიდინა ოთომ ეს დანაშაული. ახლა გამზრდელი ბებიის ცოდვით იწვის მთელი სვანეთი. დღეს ამ ამბით ყველა გაგებით საერთოდ დასამარდა ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახი.“

  • შეგახსენებთ, რომ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრები მეტყევე-რეინჯერი დავით ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. მას "სახელმწიფოს ღალატი" დასწამეს, რაზეც ხელი არ მოაწერა.

2008 წლის 16 აგვისტოს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ქუთაისში იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს თანამშრომლების გაერთიანებული თათბირი ჰქონდა დანიშნული, სადაც სხვა თანამშრომლებთან ერთად დათო ცინდელიანიც იყო დაბარებული.

შსს-ს ინფორმაციით, "2008 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც მერსედესისა და ოპელის მარკის ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ, ქალაქ ქუთაისში, ნინოშვილისა და გრიშაშვილის ქუჩების კვეთასთან ნივის მარკის ავტომანქანას დახვდნენ, რომელშიც სხვა მეტყევე რეინჯერებთან ერთად დათო ცინდელიანი და მამამისი - ზაურ ცინდელიანი ისხდნენ. დათო ცინდელიანი "მერსედესის" მარკის ავტომანქანაში გადასვეს, ხოლო ქუთაისი-ბაღდათის საავტომობილო გზის მონაკვეთიდან დათო ცინდელიანი ავტომანქანა "ტოიოტა ჰაილუქსით" ბაღდათი-საირმის შემოვლითი გზით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით, ტელეფონით მიღებული დავალების შესაბამისად, დათო ცინდელიანი ნაცვლად თბილისისა, ბათუმში ჩაიყვანეს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს რომან შამათავას გადასცეს. რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან მიიყვანეს, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა.

გამოძიების მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, რომან შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი ელოდებოდა, რომელსაც ამავე დანაყოფის თანამშრომელი მართავდა. გამოძიების ინფორმაციით, რომან შამათავამ დათო ცინდელიანი აღნიშნულ ნავში ჩასვა, თვალები აუხვია და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, მას გაჰყოლოდა, რომელმაც ბრძანება შეასრულა და შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე შევიდნენ.

რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.

"თვალები ავუხვიე, ზღვაში გავიყვანე და კეფაში ვესროლე, შემდეგ ფეხებზე ბეტონნარევი ღუზა გამოვაბი და ზღვაში ჩავძირე", - აღიარა სასამართლოზე აფხაზეთის "კუდის" ყოფილმა უფროსმა რომან შამათავამ, რომელმაც განაცხადა, რომ დათა ახალაიას ბრძანებას ასრულებდა.

2008 წელს გაუჩინარებული დათო ცინდელიანის საქმე შს სამინისტრომ 2014 წლის 10 ივნისს გახსნილად გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც დანაშაულისათვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

იხილეთ ასევე: