პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგიკული ბედის კაცი გახლდათ, შვილი დაეღუპა... "სუხიშვილებიდან" რომ წამოვიდა, ცხოვრება აერია" - ვინ იყო "ციმციმა": კაცი, რომლის ცეკვამაც ინტერნეტი მოიცვა
"ტრაგიკული ბედის კაცი გახლდათ, შვილი დაეღუპა... "სუხიშვილებიდან" რომ წამოვიდა, ცხოვრება აერია" - ვინ იყო "ციმციმა": კაცი, რომლის ცეკვამაც ინტერნეტი მოიცვა

კად­რე­ბი, რო­მე­ლიც 1958 წლით თა­რიღ­დე­ბა და რო­მე­ლიც იური (ციმ­ცი­მა) ცინ­ცა­ძის ცეკ­ვას ასა­ხავს, 27 თე­ბერ­ვალს სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. 1985 წელს 47 წლის ასაკ­ში გარ­დაც­ვლილ­მა მო­ცეკ­ვა­ვემ ზღვა აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა. მისი გა­სა­ო­ცა­რი ცეკ­ვით სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­ფრთო­ვან­და.

"ზო­გა­დად ვცდი­ლობ, ან­სამ­ბლის შე­სა­ხებ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიო, ამას არა მარ­ტო დღეს, წლე­ბის მან­ძილ­ზე სულ ვა­კე­თებ. 2014 წელს აჭა­რის აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლის მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა და მა­სა­ლებ­ზე აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვე. იქაც არის ბა­ტო­ნი იუ­რის ფოტო. იმა­ვე წელს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­ვა­კე­თე, სა­დაც და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე ან­სამ­ბლის ცხოვ­რე­ბაა ასა­ხუ­ლი. ფილმში ბა­ტო­ნი იუ­რის მსგავ­სად, ან­სამ­ბლში მოღ­ვა­წე, ვირ­ტუ­ო­ზი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის, ლე­გენ­დე­ბის კად­რე­ბიც არის გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი. ან­სამ­ბლი 103 წლის არის და ეს იუ­ბი­ლეც გრან­დი­ო­ზუ­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ...

ან­სამ­ბლი დღე­საც აგ­რძე­ლებს აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ო­ბას და ლე­გენ­დე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ილეთ-მოძ­რა­ო­ბებს არ ივი­წყებს. მოკ­ლედ, სულ ძი­ე­ბა­ში ვარ, მინ­და, ვი­პო­ვო რა­ი­მე ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლა და ახლა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, დათო გვე­ტა­ძის დახ­მა­რე­ბით მო­ვი­პო­ვე ეს ვი­დეო, სა­დაც იური ცინ­ცა­ძე ცეკ­ვავს. ის ჩვენს გვერ­დზე მა­შინ­ვე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. ვი­დე­ომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­პყრო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე. 27 თე­ბერ­ვა­ლი „ციმ­ცი­მას“ დღედ შე­ა­ფა­სეს" - გვე­უბ­ნე­ბა აჭა­რის აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლის "არ­სი­ა­ნი" პი­არ­მე­ნე­ჯე­რი ირი­ნა ჩახ­ვა­ძე მის­გან­ვე შე­ვი­ტყვეთ, რომ მო­ცეკ­ვა­ვე გენო ჭე­ლი­ძე ით­ვლე­ბა სცე­ნა­ზე იური ცინ­ცა­ძის მემ­კვიდ­რედ, მისი ტრა­დი­ცი­ე­ბის და ილე­თე­ბის გამ­გრძე­ლებ­ლად. შემ­დეგ კი შეკ­რი­ბა ან­სამ­ბლი, რო­მელ­საც "ციმ­ცი­მა" და­არ­ქვა.

გენო ჭე­ლი­ძე:

- 30 წე­ლია, ჩემს ან­სამ­ბლს "ციმ­ცი­მა" ჰქვია. იუ­რის შვი­ლიშ­ვი­ლი ჩემ­თან ცეკ­ვავ­და... ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში "ციმ­ცი­მას" რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მისი ცეკ­ვა მომ­წონ­და. თა­ვი­დან პა­რო­დი­ას ვა­კე­თებ­დი და ისე გა­ვი­თა­ვი­სე, რომ ამან სე­რი­ო­ზუ­ლი სახე მი­ი­ღო. მერე მი­თხრეს, მოდი, იცეკ­ვეო. ვი­ცეკ­ვე და ასე მი­მი­ღეს დიდ ან­სამ­ბლებ­ში. იური ძი­რძვე­ლი ბა­თუ­მე­ლი იყო, მა­შინ­დე­ლი მარ­ქსის ქუ­ჩე­ლი, ცოტა ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის კაცი გახ­ლდათ, ბევ­რი რამ შე­ემ­თხვა... "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ ან­სამ­ბლის მო­ცეკ­ვა­ვეც იყო, მაგ­რამ და­ტო­ვა და მერე ცხოვ­რე­ბა აე­რია, ცეკ­ვას თავი და­ა­ნე­ბა. ხე­ლო­ვა­ნი კაცი გზა ხში­რად არ არის მარ­ტი­ვი... თუ დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბა გვქონ­და ხოლ­მე რამე, შე­ვეხ­ვე­წე­ბო­დით და გვეხ­მა­რე­ბო­და, ბო­ლოს იმა­საც ჩა­მო­შორ­და. კარ­გი შვი­ლი ჰყავს ეკა და კარ­გი სიძე.

იური (ციმ­ცი­მა) ცინ­ცა­ძე

ეკა ცინ­ცა­ძე, იური ცინ­ცა­ძის შვი­ლი:

- და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში ელე­ნე მი­წე­რია, მა­მა­ჩემ­მა ბე­ბი­ას სა­ხე­ლი და­მარ­ქვა, რად­გან მა­მას ბე­ბია ელი­ჩკა ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ზრდი­და... მერე ჩემს ძმას უნ­დო­და, რომ ეკა და­ე­ძა­ხა და ეკა და­მი­ძა­ხეს, მაგ­რამ ჩემ­თვის მა­ინც გულ­ში ჩამ­წვდო­მია სა­ხე­ლი ელე­ნე და მი­ხა­რია კი­დეც... კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ერ­თად ვნა­ხეთ, 1958 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც მამა 21 წლი­საა. ცეკ­ვა 10 წლის ასაკ­ში და­ი­წყო... დღეს (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 27 თე­ბერ­ვალს. - ავტ.) უამ­რა­ვი ზარი და შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­მი­ვი­და: "ეკა ნახე, რა კად­რე­ბია მა­მა­შე­ნის ცეკ­ვის?" და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, ნუთუ, ეს ფირი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­საც დიდი ხანი ვე­ძებ­დით, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დი. ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ვუ­ყუ­რე, მერე კო­მენ­ტა­რე­ბი წა­ვი­კი­თხე და კი­დევ უფრო ამევ­სო გული სი­ა­მა­ყით, ბევ­რჯერ მსმე­ნია და გა­მი­გია, რომ „ციმ­ცი­მა“ შე­უ­და­რე­ბე­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ამ კად­რებ­მა გა­ა­ორ­მა­გა ეს შე­ფა­სე­ბე­ბი. მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ეს ისე­თი გრძნო­ბაა, რა­მაც აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნა, ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ. მად­ლო­ბა მინ­და ყვე­ლას გა­და­ვუ­ხა­დო, ვინც ეს კად­რე­ბი მო­ი­პო­ვა, კერ­ძოდ, დათო გვე­ტა­ძეს და მი­რან­და ბაღ­და­დიშ­ვილს, ვინც პირ­ვე­ლად გა­ა­ზი­ა­რა. მად­ლო­ბა ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბის­თვის და შე­ფა­სე­ბის­თვის.

ეკა ცინ­ცა­ძე შვი­ლებ­თან ერ­თად

იზოლ­და აბა­იშ­ვი­ლი იური ცინ­ცა­ძის მე­უღ­ლეა. ის ბა­თუ­მის ხა­რი­ტონ ახვლე­დი­ა­ნის მუ­ზე­უ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტია, სა­დაც 60 წე­ლია მუ­შა­ობს:

- დღეს იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მეხ­მი­ა­ნე­ბა, ტი­რის, მეც მა­ტი­რეს, სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბიც იყო, გახ­სე­ნე­ბაც, დიდ ემო­ცი­ებ­ში ჩავ­ვარ­დით...

- რო­დის და რო­გორ გა­და­იკ­ვე­თა თქვე­ნი გზე­ბი?

- სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე ვსწავ­ლობ­დი, რომ შე­მამ­ჩნია, მისი სურ­ვი­ლი იყო, გა­ვე­ცა­ნი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ გა­მეც­ნო. თან მუ­ზე­უმ­ში ვმუ­შა­ობ­დი და იქ მო­მა­კი­თხა. მერე დავ­მე­გობ­რდით. ის­ტო­რი­ებს მიყ­ვე­ბო­და თა­ვის თავ­ზე. 6 თვის შემ­დეგ შე­ვუღლდით. შეგ­ვე­ძი­ნა 2 შვი­ლი - უფ­რო­სი, ვაჟი დათო და უმ­ცრო­სი - ეკა. ჩემი ბიჭი ძა­ლი­ან კარ­გი, ნი­ჭი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი იყო, მაგ­რამ 1992 წელს და­მე­ღუ­პა, დამ­რჩა გოგო ეკა, რო­მე­ლიც გა­თხოვ­და მა­მუ­ლა­ძე­ზე და ჰყავს 2 ბიჭი, კარ­გი სიძე და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მყავს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, მაგ­რამ მო­გო­ნე­ბე­ბი მძი­მე მაქვს...

- ბა­ტო­ნი იური ვერ მო­ეს­წრო, ხომ შვი­ლის და­ღუპ­ვას?

- ვერა, 1992 წელს უკვე ცო­ცხა­ლი აღარ იყო... ჩემს მე­უღ­ლეს ვე­უბ­ნე­ბო­დი კი­დეც, ასე­თი ცხოვ­რე­ბით დიდ­ხანს ვერ გას­ტან-მეთ­ქი, არ დაგ­ვი­ჯე­რა, თავს არ მი­ხე­და, ქე­ი­ფი, სმა და ღვიძ­ლი და­უ­ზი­ან­და... ჩემ­ზე გა­და­ი­ა­რა დიდ­მა ნერ­ვი­უ­ლო­ბამ. ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტომ გა­ვა­კე­თე, რომ შვი­ლე­ბი ფეხ­ზე და­მე­ყე­ნე­ბი­ნა. გვქო­ნო­და ისე­თი ოჯა­ხი, რაც მა­საც გა­უ­ხარ­დე­ბო­და... ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი ექ­ნე­ბო­და, კარ­გი ქო­რე­ოგ­რა­ფი, კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე და კარ­გი მა­მაც იქ­ნე­ბო­და, თა­ვის თა­ვის­თვის რომ მი­ე­ხე­და. მაგ­რამ დიდი სიძ­ნე­ლე­ე­ბი რომ ჰქონ­და ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი და ალ­ბათ იმის ბრა­ლიც იყო...

იზოლ­და აბა­იშ­ვი­ლი, იური ცინ­ცა­ძის მე­უღ­ლე

- რა სიძ­ნე­ლე­ე­ბი?

- რომ და­ი­ბა­და, მამა ომში იყო და 1942 წელს პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე და­უხვრი­ტეს. დარ­ჩა ობო­ლი, რად­გან დედა გა­თხოვ­და. წა­ვი­და. მა­მამ და­უ­ბა­რა ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას, ეს ბავ­შვი მა­ინც გა­მი­ზარ­დე­თო. ისი­ნიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ იმის­თვის, რომ კარ­გი გა­მო­სუ­ლი­ყო... იუ­რის ბე­ბია ისე უყ­ვარ­და, რომ ბე­ბია და ბა­ბუ­ას­თან ერ­თად მშობ­ლე­ბად მი­აჩ­ნდა. სახ­ლში ჰყავ­და ასე­ვე ბი­ცო­ლა და ბიძა, ყვე­ლა თავს ევ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ობო­ლი ბავ­შვის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ხელ­მოკ­ლე­ე­ბიც იყ­ვნენ. მამა პო­ლი­ტი­კურ­ზე კი და­უხვრი­ტეს, მაგ­რამ მისი ერთი ძმა კონ­ტრა­ბან­დის გამო და­ი­ჭი­რეს და სა­პყრო­ბი­ლე­ში გარ­და­იც­ვა­ლა, დამ ინერ­ვი­უ­ლა და 17 წლის გოგო სახ­ლში გარ­და­იც­ვა­ლა. სამი შვი­ლის დამ­კარ­გა­ვი დედა, ელი­ჩკა ზრდი­და შვი­ლიშ­ვილს. ბე­ბოს ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ ერთი შვი­ლი ჰყავ­და და ისიც ომის მო­ნა­წი­ლე. ასეთ რთულ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და და იზ­რდე­ბო­და.

იური ცინ­ცა­ძის მამა, რო­მე­ლიც 1942 წელს პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე და­უხვრი­ტეს

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­ა­ხერ­ხა, ასე­თი მო­ცეკ­ვა­ვე გამ­ხდა­რი­ყო...

- რა­ღაც თა­ვი­სე­ბუ­რი ცეკ­ვის სტი­ლი ჰქონ­და. ამი­ტომ ერ­ქვა სცე­ნის ციმ­ცი­მა და მეტ­სა­ხე­ლად „ციმ­ცი­მა“ და­არ­ქვეს. რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მა­შინ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი იყო და გან­ცხა­დე­ბა­ში მინ­დო­და, იური ცინ­ცა­ძე (ციმ­ცი­მა) და­ე­წე­რათ და რე­დაქ­ცი­ამ არ და­მა­ნე­ბა. მეტ­სა­ხე­ლი არ შე­იძ­ლე­ბაო. გა­ვი­და წლე­ბი და მის სა­ხელ­ზე ან­სამ­ბლიც შე­იქ­მნა. გენო ჭე­ლი­ძემ მისი ხათ­რით ან­სამ­ბლს "ციმ­ცი­მა" და­არ­ქვა. მერე მას­თან ცეკ­ვა­ზე ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი მი­ვიყ­ვა­ნე. გენო თა­ვად "ციმ­ცი­მას" მოს­წავ­ლე იყო და ბა­ძავ­და კი­დეც მას. "ციმ­ცი­მა" ნო­მერ 2-ად ით­ვლე­ბო­და. იუ­რის სი­ტყვე­ბიც კი მახ­სოვს, რომ გენო ჭე­ლი­ძე და იური ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი თით­ქოს ჩემი მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ა­ნო... ეს სტი­ლი თვი­თონ ჰქონ­და და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ცეკ­ვის­თვის იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, ეა­მა­ყე­ბო­და, უყ­ვარ­და ეს პრო­ფე­სია. "სუ­ხიშ­ვი­ლებ­მა" რომ იხი­ლეს მისი ცეკ­ვა, იმ დღი­დან ან­სამ­ბლში წა­იყ­ვა­ნეს. თენ­გიზ სუ­ხიშ­ვი­ლი მის ძმა­კა­ცად ით­ვლე­ბო­და. „სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში“ 1958 წლის მერე1960-წლის ჩათ­ვლით იყო, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კურ­ზე დას­ჯი­ლი მა­მის შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ტრო­ლებ­ზე არ გა­უშ­ვეს. ის აფი­შე­ბი, სა­დაც მისი გვა­რი და სა­ხე­ლი, რო­გორც მო­ნა­წი­ლის ფი­გუ­რი­რებ­და, გა­და­კეთ­და. მერე გული დას­წყდა და ან­სამ­ბლი­დან ბა­თუმ­ში წა­მო­ვი­და. ცხოვ­რე­ბაც აე­რია. ვე­ცა­დე, მის იმ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ოჯა­ხი დარ­ჩა ისე­თი, რო­გო­რიც ალ­ბათ მას უნ­დო­და რომ ჰქო­ნო­და.

ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ავ­ტოგ­რაფს არი­გებს

- ამ გა­და­სა­ხე­დი­დან რა იყო ამ ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბა თქვენ­თვის და მისი მე­უღ­ლე­ო­ბა?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, თით­ქმის მარ­ტომ ვზი­დე ტვირ­თი, ის ამით ამა­ყობ­და, მაგ­რამ ვე­რაფ­რით მეხ­მა­რე­ბო­და, პი­რი­ქით, იქით ვეხ­მა­რე­ბო­დი. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, შენი იმე­დი მაქ­ვსო. ალ­ბათ ამ იმე­დით ვცხოვ­რობ დღემ­დე. ჩემი და შვი­ლე­ბის დიდი პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი იყო... რომ გარ­და­იც­ვა­ლა, დათო 16 წლის იყო, მი­თხრა, დედა, ის ჩვე­ნი მა­მაა და რაც სა­ჭი­როა, ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­კე­თეთ. ასეც იყო, მისი ამ­ხა­ნა­გე­ბი მხარ­ში და­მიდ­გნენ. დღეს რა­ტომ­ღაც დი­ლი­დან ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვე­დი, ყვე­ლა მიც­ვა­ლე­ბულს სან­თე­ლი და­ვუნ­თე, მერე სამ­სა­ხურ­ში მი­ვე­დი და თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­თხრეს - ასე­თი ვი­დეო ვნა­ხეთ და თვალს ვერ ვწყვეტ­თო. რა­ღაც­ნა­ი­რი დამ­თხვე­ვა იყო. ვი­დეო რომ ვნა­ხე, იმის მერე ემო­ცი­ებ­ში ვარ...

ნა­ხეთ "ციმ­ცი­მას" ცეკ­ვა, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნე­ტი მო­იც­ვა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალმასხან
0

ცეხლი ხარ გურულო,ცეხლი.

დათო
0

მაგ წლებში ქართული ცეკვა ასეთცმაგარ დონეზე თუ იყო მართლა არ ვიცოდი, მეგინა მერე უფრო დაუხვეწათქო. რა ილეთებია, რა შეძახილები, რა ემოცია, რა შესრულება, სინქრონი, მოკლედ ნამდვილად სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ბრავო

ავტორი:

"ტრაგიკული ბედის კაცი გახლდათ, შვილი დაეღუპა... "სუხიშვილებიდან" რომ წამოვიდა, ცხოვრება აერია" - ვინ იყო "ციმციმა": კაცი, რომლის ცეკვამაც ინტერნეტი მოიცვა

"ტრაგიკული ბედის კაცი გახლდათ, შვილი დაეღუპა... "სუხიშვილებიდან" რომ წამოვიდა, ცხოვრება აერია" - ვინ იყო "ციმციმა": კაცი, რომლის ცეკვამაც ინტერნეტი მოიცვა

კადრები, რომელიც 1958 წლით თარიღდება და რომელიც იური (ციმციმა) ცინცაძის ცეკვას ასახავს, 27 თებერვალს სოციალურ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. 1985 წელს 47 წლის ასაკში გარდაცვლილმა მოცეკვავემ ზღვა აპლოდისმენტები დაიმსახურა. მისი გასაოცარი ცეკვით საზოგადოება აღფრთოვანდა.

"ზოგადად ვცდილობ, ანსამბლის შესახებ ბევრი ინფორმაცია მოვიძიო, ამას არა მარტო დღეს, წლების მანძილზე სულ ვაკეთებ. 2014 წელს აჭარის აკადემიური ანსამბლის მუზეუმი გაიხსნა და მასალებზე აქტიურად ვიმუშავე. იქაც არის ბატონი იურის ფოტო. იმავე წელს დოკუმენტური ფილმი გავაკეთე, სადაც დაარსებიდან დღემდე ანსამბლის ცხოვრებაა ასახული. ფილმში ბატონი იურის მსგავსად, ანსამბლში მოღვაწე, ვირტუოზი მოცეკვავეების, ლეგენდების კადრებიც არის გაცოცხლებული. ანსამბლი 103 წლის არის და ეს იუბილეც გრანდიოზულად ჩავატარეთ...

ანსამბლი დღესაც აგრძელებს აქტიურად მოღვაწეობას და ლეგენდების მიერ შექმნილი ინდივიდუალური ილეთ-მოძრაობებს არ ივიწყებს. მოკლედ, სულ ძიებაში ვარ, მინდა, ვიპოვო რაიმე ისტორიული მასალა და ახლა, სოციალური ქსელის საშუალებით, დათო გვეტაძის დახმარებით მოვიპოვე ეს ვიდეო, სადაც იური ცინცაძე ცეკვავს. ის ჩვენს გვერდზე მაშინვე გამოვაქვეყნე. ვიდეომ დღის განმავლობაში დაიპყრო ინტერნეტსივრცე. 27 თებერვალი „ციმციმას“ დღედ შეაფასეს" - გვეუბნება აჭარის აკადემიური ანსამბლის "არსიანი" პიარმენეჯერი ირინა ჩახვაძე მისგანვე შევიტყვეთ, რომ მოცეკვავე გენო ჭელიძე ითვლება სცენაზე იური ცინცაძის მემკვიდრედ, მისი ტრადიციების და ილეთების გამგრძელებლად. შემდეგ კი შეკრიბა ანსამბლი, რომელსაც "ციმციმა" დაარქვა.

გენო ჭელიძე:

- 30 წელია, ჩემს ანსამბლს "ციმციმა" ჰქვია. იურის შვილიშვილი ჩემთან ცეკვავდა... ჩემს ახალგაზრდობაში "ციმციმას" რომ ვუყურებდი, მისი ცეკვა მომწონდა. თავიდან პაროდიას ვაკეთებდი და ისე გავითავისე, რომ ამან სერიოზული სახე მიიღო. მერე მითხრეს, მოდი, იცეკვეო. ვიცეკვე და ასე მიმიღეს დიდ ანსამბლებში. იური ძირძველი ბათუმელი იყო, მაშინდელი მარქსის ქუჩელი, ცოტა ტრაგიკული ბედის კაცი გახლდათ, ბევრი რამ შეემთხვა... "სუხიშვილების“ ანსამბლის მოცეკვავეც იყო, მაგრამ დატოვა და მერე ცხოვრება აერია, ცეკვას თავი დაანება. ხელოვანი კაცი გზა ხშირად არ არის მარტივი... თუ დიდი ღონისძიება გვქონდა ხოლმე რამე, შევეხვეწებოდით და გვეხმარებოდა, ბოლოს იმასაც ჩამოშორდა. კარგი შვილი ჰყავს ეკა და კარგი სიძე.

იური (ციმციმა) ცინცაძე

ეკა ცინცაძე, იური ცინცაძის შვილი:

- დაბადების მოწმობაში ელენე მიწერია, მამაჩემმა ბებიას სახელი დამარქვა, რადგან მამას ბებია ელიჩკა ბაბუასთან ერთად ზრდიდა... მერე ჩემს ძმას უნდოდა, რომ ეკა დაეძახა და ეკა დამიძახეს, მაგრამ ჩემთვის მაინც გულში ჩამწვდომია სახელი ელენე და მიხარია კიდეც... კადრები, რომელიც ყველამ ერთად ვნახეთ, 1958 წელსაა გადაღებული, სადაც მამა 21 წლისაა. ცეკვა 10 წლის ასაკში დაიწყო... დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 27 თებერვალს. - ავტ.) უამრავი ზარი და შეტყობინება მომივიდა: "ეკა ნახე, რა კადრებია მამაშენის ცეკვის?" დაუჯერებელი იყო, ნუთუ, ეს ფირი აღმოაჩინეს, რომელსაც დიდი ხანი ვეძებდით, აღფრთოვანებული დავრჩი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ძალიან ბევრჯერ ვუყურე, მერე კომენტარები წავიკითხე და კიდევ უფრო ამევსო გული სიამაყით, ბევრჯერ მსმენია და გამიგია, რომ „ციმციმა“ შეუდარებელი, არაჩვეულებრივი და განუმეორებელი იყო, მაგრამ ამ კადრებმა გააორმაგა ეს შეფასებები. მოლოდინს გადააჭარბა. ეს ისეთი გრძნობაა, რამაც აქამდე მომიყვანა, ძალიან ამაყი ვარ. მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ვინც ეს კადრები მოიპოვა, კერძოდ, დათო გვეტაძეს და მირანდა ბაღდადიშვილს, ვინც პირველად გააზიარა. მადლობა ასეთი კომენტარებისთვის და შეფასებისთვის.

ეკა ცინცაძე შვილებთან ერთად

იზოლდა აბაიშვილი იური ცინცაძის მეუღლეა. ის ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის სპეციალისტია, სადაც 60 წელია მუშაობს:

- დღეს იმდენი ადამიანი მეხმიანება, ტირის, მეც მატირეს, სიხარულის ცრემლებიც იყო, გახსენებაც, დიდ ემოციებში ჩავვარდით...

- როდის და როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები?

- სტუდენტი ვიყავი, ფილოლოგიურზე ვსწავლობდი, რომ შემამჩნია, მისი სურვილი იყო, გავეცანი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამეცნო. თან მუზეუმში ვმუშაობდი და იქ მომაკითხა. მერე დავმეგობრდით. ისტორიებს მიყვებოდა თავის თავზე. 6 თვის შემდეგ შევუღლდით. შეგვეძინა 2 შვილი - უფროსი, ვაჟი დათო და უმცროსი - ეკა. ჩემი ბიჭი ძალიან კარგი, ნიჭიერი, ჭკვიანი იყო, მაგრამ 1992 წელს დამეღუპა, დამრჩა გოგო ეკა, რომელიც გათხოვდა მამულაძეზე და ჰყავს 2 ბიჭი, კარგი სიძე და შვილიშვილები მყავს. ბედნიერი ვარ, მაგრამ მოგონებები მძიმე მაქვს...

- ბატონი იური ვერ მოესწრო, ხომ შვილის დაღუპვას?

- ვერა, 1992 წელს უკვე ცოცხალი აღარ იყო... ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი კიდეც, ასეთი ცხოვრებით დიდხანს ვერ გასტან-მეთქი, არ დაგვიჯერა, თავს არ მიხედა, ქეიფი, სმა და ღვიძლი დაუზიანდა... ჩემზე გადაიარა დიდმა ნერვიულობამ. ყველაფერი მარტომ გავაკეთე, რომ შვილები ფეხზე დამეყენებინა. გვქონოდა ისეთი ოჯახი, რაც მასაც გაუხარდებოდა... ჯანმრთელი ორგანიზმი ექნებოდა, კარგი ქორეოგრაფი, კარგი მოცეკვავე და კარგი მამაც იქნებოდა, თავის თავისთვის რომ მიეხედა. მაგრამ დიდი სიძნელეები რომ ჰქონდა ცხოვრებაში გადატანილი და ალბათ იმის ბრალიც იყო...

იზოლდა აბაიშვილი, იური ცინცაძის მეუღლე

- რა სიძნელეები?

- რომ დაიბადა, მამა ომში იყო და 1942 წელს პოლიტიკურ ნიადაგზე დაუხვრიტეს. დარჩა ობოლი, რადგან დედა გათხოვდა. წავიდა. მამამ დაუბარა ბებიას და ბაბუას, ეს ბავშვი მაინც გამიზარდეთო. ისინიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ კარგი გამოსულიყო... იურის ბებია ისე უყვარდა, რომ ბებია და ბაბუასთან ერთად მშობლებად მიაჩნდა. სახლში ჰყავდა ასევე ბიცოლა და ბიძა, ყველა თავს ევლებოდა, მაგრამ მაინც ობოლი ბავშვის ცხოვრებით ცხოვრობდა. ხელმოკლეებიც იყვნენ. მამა პოლიტიკურზე კი დაუხვრიტეს, მაგრამ მისი ერთი ძმა კონტრაბანდის გამო დაიჭირეს და საპყრობილეში გარდაიცვალა, დამ ინერვიულა და 17 წლის გოგო სახლში გარდაიცვალა. სამი შვილის დამკარგავი დედა, ელიჩკა ზრდიდა შვილიშვილს. ბებოს ცოცხალი მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა და ისიც ომის მონაწილე. ასეთ რთულ პირობებში ცხოვრობდა და იზრდებოდა.

იური ცინცაძის მამა, რომელიც 1942 წელს პოლიტიკურ ნიადაგზე დაუხვრიტეს

- მიუხედავად ამისა, მოახერხა, ასეთი მოცეკვავე გამხდარიყო...

- რაღაც თავისებური ცეკვის სტილი ჰქონდა. ამიტომ ერქვა სცენის ციმციმა და მეტსახელად „ციმციმა“ დაარქვეს. რომ გარდაიცვალა, მაშინ საბჭოთა პერიოდი იყო და განცხადებაში მინდოდა, იური ცინცაძე (ციმციმა) დაეწერათ და რედაქციამ არ დამანება. მეტსახელი არ შეიძლებაო. გავიდა წლები და მის სახელზე ანსამბლიც შეიქმნა. გენო ჭელიძემ მისი ხათრით ანსამბლს "ციმციმა" დაარქვა. მერე მასთან ცეკვაზე ჩემი შვილიშვილი მივიყვანე. გენო თავად "ციმციმას" მოსწავლე იყო და ბაძავდა კიდეც მას. "ციმციმა" ნომერ 2-ად ითვლებოდა. იურის სიტყვებიც კი მახსოვს, რომ გენო ჭელიძე და იური ბიბილეიშვილი თითქოს ჩემი მემკვიდრეები არიანო... ეს სტილი თვითონ ჰქონდა დამუშავებული, ცეკვისთვის იყო დაბადებული, ეამაყებოდა, უყვარდა ეს პროფესია. "სუხიშვილებმა" რომ იხილეს მისი ცეკვა, იმ დღიდან ანსამბლში წაიყვანეს. თენგიზ სუხიშვილი მის ძმაკაცად ითვლებოდა. „სუხიშვილებში“ 1958 წლის მერე1960-წლის ჩათვლით იყო, მაგრამ პოლიტიკურზე დასჯილი მამის შვილი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს. ის აფიშები, სადაც მისი გვარი და სახელი, როგორც მონაწილის ფიგურირებდა, გადაკეთდა. მერე გული დასწყდა და ანსამბლიდან ბათუმში წამოვიდა. ცხოვრებაც აერია. ვეცადე, მის იმ მდგომარეობიდან გამოყვანას, მაგრამ არ გამომივიდა, მაგრამ ოჯახი დარჩა ისეთი, როგორიც ალბათ მას უნდოდა რომ ჰქონოდა.

ცნობილი მოცეკვავე ავტოგრაფს არიგებს

- ამ გადასახედიდან რა იყო ამ ადამიანის გაცნობა თქვენთვის და მისი მეუღლეობა?

- ძალიან რთული აღმოჩნდა, თითქმის მარტომ ვზიდე ტვირთი, ის ამით ამაყობდა, მაგრამ ვერაფრით მეხმარებოდა, პირიქით, იქით ვეხმარებოდი. სულ მეუბნებოდა, შენი იმედი მაქვსო. ალბათ ამ იმედით ვცხოვრობ დღემდე. ჩემი და შვილების დიდი პატივისმცემელი იყო... რომ გარდაიცვალა, დათო 16 წლის იყო, მითხრა, დედა, ის ჩვენი მამაა და რაც საჭიროა, ყველაფერი გაუკეთეთ. ასეც იყო, მისი ამხანაგები მხარში დამიდგნენ. დღეს რატომღაც დილიდან ეკლესიაში წავედი, ყველა მიცვალებულს სანთელი დავუნთე, მერე სამსახურში მივედი და თანამშრომლებმა მითხრეს - ასეთი ვიდეო ვნახეთ და თვალს ვერ ვწყვეტთო. რაღაცნაირი დამთხვევა იყო. ვიდეო რომ ვნახე, იმის მერე ემოციებში ვარ...

ნახეთ "ციმციმას" ცეკვა, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა