პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია - რას ითხოვენ ისინი?
აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია - რას ითხოვენ ისინი?

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი "ჰუ­ა­ლინგ პლა­ზის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან მსვლე­ლო­ბით რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან, სა­დაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მო­ა­წყო­ბენ და მათ მო­თხოვ­ნებს გა­აჟ­ღე­რე­ბენ.

აპ­ლი­კა­ცი­ით და­საქ­მე­ბუ­ლი ტაქ­სის მძღო­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბია, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან ერ­თპი­როვ­ნუ­ლად არ მოხ­დეს ტა­რი­ფე­ბის გა­და­ხედ­ვა, ამას­თან, ისი­ნი თბი­ლი­სის მე­რი­ას მო­უ­წო­დე­ბენ, რომ A და B კა­ტე­გო­რი­ის მძღო­ლე­ბი თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ყე­ნონ. გარ­და ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, პრო­ცე­სებ­ში ჩა­ერ­თონ, რო­გორც მე­დი­ა­ტო­რე­ბი და მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, რო­გორც დამ­კვე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი, ასე­ვე, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი დას­ვან.

"ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი ეხე­ბა ტაქ­სის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია ტა­რი­ფე­ბით, ასე­ვე, გა­მოწ­ვე­უ­ლია მთავ­რო­ბის მხრი­დან უყუ­რა­დღე­ბო­ბით - კერ­ძოდ, გა­ცე­მუ­ლია ამ­დე­ნი ლი­ცენ­ზია. გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მან­ქა­ნებს აქვთ "ბას­ლა­ინ­ში“ შეს­ვლის უფ­ლე­ბა. ჩვენ, ვი­საც B კა­ტე­გო­რია გვაქვს, "ბას­ლა­ინს“ ვერ ვკვეთთ, გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა უკონ­ტაქ­ტო პატ­რუ­ლის­გან პირ­და­პირ ჯა­რი­მაა. ტა­რი­ფე­ბი გა­უ­თა­ნაბრდა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, მაგ­რამ არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს მან­ქა­ნის ცვე­თას, მძღო­ლის და­ხარ­ჯულ დროს, არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს საწ­ვა­ვის ფასს. რო­გორც კი ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ გად­მო­ი­ბა­რა “იან­დექ­სი”, თუ არ ვცდე­ბი 16 იან­ვა­რი იყო, ეგ­რე­ვე პრო­ცენ­ტი მო­ე­მა­ტა ანუ ვიხ­დი­დით 12+5, ახლა ვიხ­დით 15+5. ჩვენ ამის და­წე­ვა­საც ვი­თხოვთ, იმი­ტომ, რომ არა­ფე­რი გვრჩე­ბა.

ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი გა­ვაგ­ზავ­ნეთ "იან­დექსში“, მაგ­რამ იქი­და­ნაც ყუ­რა­დღე­ბა და რე­აქ­ცია არის ნული. ამას­თან, ვი­თხოვთ მთავ­რო­ბის მხრი­დან წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას შე­ი­თავ­სებს და ჩვენ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაგ­ვსვამს, რომ ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბი გან­ვი­ხი­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ტაქ­სის მძღოლ­მა, ზუ­რაბ ბუნ­ტურ­მა.

პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით კი, აპ­ლი­კა­ცი­ით და­საქ­მე­ბუ­ლი ტაქ­სის მძღო­ლე­ბი უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მებ­ზე სა­ჯა­როდ სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ მათ ყუ­რა­დღე­ბას არც დამ­კვე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი და არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ცევს.

"მი­ზა­ნი ამ შეკ­რე­ბის და პრო­ტეს­ტის არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ტაქ­სის მძღო­ლებ­მა მი­იქ­ცი­ონ. მათი ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნე­ბი არის ის, რომ ტა­რი­ფე­ბის გა­და­ხედ­ვა მოხ­დეს, ეს უხი­ლა­ვი კომ­პა­ნია ტა­რიფს რომ უდ­გენს, ცალ­მხრი­ვად ტა­რი­ფე­ბის აწე­ვა ან და­წე­ვა არ უნდა მოხ­დეს. ასე­ვე, სა­კო­მი­სი­ოს გაზ­რდა, რო­მე­ლიც მძღო­ლებს კი­სერ­ზე აწ­ვე­ბათ, ამას­თან, “ბას­ლა­ი­ნე­ბის” და პარ­კინ­გე­ბის სა­კი­თხი. ტაქ­სის კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლებ­მა პროფ­კავ­ში­რებს მოგ­ვმარ­თეს, რომ მათ­თვის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გაგ­ვე­წია“, - გა­ნა­ცხა­და პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გვანცა
0

ვფიქრობ, ბასლაინზე მხოლოდ სამგზავრო ავტობუსები და სასწრაფოები უნდა დადიოდეს, თორემ "ბასლაინი" თავის დანიშნულებას ვეღარ გაამართლებს. იმდენი ტაქსია, "ბასლაინზეც" საცობები იქნება.

ლადო
0

თბილისში ძალიან მომრავლდა ტაქსები,რაც გამოიწვია ლიცენზიების მარტივმა გაცემამ.უბრალოდ ფულს იხდი და ლიცენზია გაქვს.არანაირი მოთხოვნები არ არსებობს.ვისაც თბილისში ფეხი ჩამოუცდა ყველა ტაქსაობს.არ იციან ქუჩები,არ იციან უბნები,ზოგს საერთოდ მანქანაში ძინავს,ეხლა ამას კიდევ დაემატა სხვა ქვეყნიდან შემოსული მძღოლებიც,რომლებმაც,ქალაქს რომ თავი დავანებოთ ქართულიც არ იციან.ყველაფერს ამას ემატება ,ნაქირავები მანქანები.მინიმალური მოთხოვნები რომ მაინც არსებობდას,ასეთი ქაოსი აღარ იქნებოდა,თუნდაც ის მაინ რომ ,თუ თბილისში მინიმუმ 10 წელი არ არის ნაცხოვრები,მას ლიცენზია არ უნდა მისცე,ასევე არ უნდა მისცე ლიცენზია,თუ მანქანა საკუთარი არ არის.გაქირავებულ მანქანებზე ლიცენზია არ უნდა გაიცეს.არ უნდა მისცე ლიცენზია მძღოლს რომელსაც 65 წელი შეუსრულდა ან რომელიც ჯერ 25 წლისაც არ არის.ზოგს 2 და 2 ზე მეტი მანქანა ყავს გაქირავებული და ნაკლებად აინტერესებს ვინ იქირავებს მის მანქანას.ლიცენზიის მოპოვება უნდა იყოს ძალიან მკაცრი არავის არ უნდა ქონდეს უფლება ნისი ერთი პუნქტის დარღვევისაც კი.სანამ ლიცენზიას გასცემენ,მძღოლმა უმდა გაიაროს სპეციალური ტესტირება და არა ისე,გადაიხადე 50 ლარი და წადი იტაქსავე.ასეთი ზერელე მიდგომა რომ არსებობს,იმიტომაც არის ყოველთვის კამათი მძღოლს და მგზავრს შორის.უნდა არსებობდეს ერთი, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი ყველა ტაქსოკომპანიისთვის,მიუხედავად იმისა ეს A კატეგორიაა თუ B .სამმუშაოს ორივე კატეგორიისთვის ერთიდა იგივეა.ეს ერთიანი ტარიფი კი მთელს ქვეყანაში ერთნაირი უნდა იყოს და არა ისე,თბილისში მაგალითვისთვის კილომეტრის ფასი 0.5ლარია და რუსთავში 0.2ლარი.და კიდევ ბევრი პრობლემაა რაც მოსაგვარებელია.ეს პრობლემები კი პროფესიონალებმა უნდა მოაგვარონ და არა სამსახურში ნაცნობობით მიღებულმა უცოდინრებმა.კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება მაგრამ,აზრი ააქვს კი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია - რას ითხოვენ ისინი?

აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია - რას ითხოვენ ისინი?

აქციის მონაწილეები "ჰუალინგ პლაზის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას მოაწყობენ და მათ მოთხოვნებს გააჟღერებენ.

აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლების მოთხოვნებია, რომ კომპანიების მხრიდან ერთპიროვნულად არ მოხდეს ტარიფების გადახედვა, ამასთან, ისინი თბილისის მერიას მოუწოდებენ, რომ A და B კატეგორიის მძღოლები თანაბარ პირობებში ჩააყენონ. გარდა ამისა, ხელისუფლებას მოუწოდებენ, პროცესებში ჩაერთონ, როგორც მედიატორები და მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც დამკვეთი კომპანიები, ასევე, დასაქმებულები დასვან.

"ჩვენი პროტესტი ეხება ტაქსის ბაზარზე არსებულ პრობლემებს, რომელიც გამოწვეულია ტარიფებით, ასევე, გამოწვეულია მთავრობის მხრიდან უყურადღებობით - კერძოდ, გაცემულია ამდენი ლიცენზია. გარკვეული კატეგორიის მანქანებს აქვთ "ბასლაინში“ შესვლის უფლება. ჩვენ, ვისაც B კატეგორია გვაქვს, "ბასლაინს“ ვერ ვკვეთთ, გაჩერებული მანქანა უკონტაქტო პატრულისგან პირდაპირ ჯარიმაა. ტარიფები გაუთანაბრდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულებებს, მაგრამ არავინ ითვალისწინებს მანქანის ცვეთას, მძღოლის დახარჯულ დროს, არავინ ითვალისწინებს საწვავის ფასს. როგორც კი ქართულმა კომპანიამ გადმოიბარა “იანდექსი”, თუ არ ვცდები 16 იანვარი იყო, ეგრევე პროცენტი მოემატა ანუ ვიხდიდით 12+5, ახლა ვიხდით 15+5. ჩვენ ამის დაწევასაც ვითხოვთ, იმიტომ, რომ არაფერი გვრჩება.

ჩვენი მოთხოვნები გავაგზავნეთ "იანდექსში“, მაგრამ იქიდანაც ყურადღება და რეაქცია არის ნული. ამასთან, ვითხოვთ მთავრობის მხრიდან წარმომადგენელს, რომელიც მედიატორის მოვალეობას შეითავსებს და ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დაგვსვამს, რომ ჩვენი პირობები განვიხილოთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა, ზურაბ ბუნტურმა.

პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით კი, აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები უკვე რამდენიმე თვეა თავიანთ პრობლემებზე საჯაროდ საუბრობენ, მაგრამ მათ ყურადღებას არც დამკვეთი კომპანიები და არც ხელისუფლება აქცევს.

"მიზანი ამ შეკრების და პროტესტის არის ის, რომ საზოგადოების ყურადღება ტაქსის მძღოლებმა მიიქციონ. მათი ძირითადი მოთხოვნები არის ის, რომ ტარიფების გადახედვა მოხდეს, ეს უხილავი კომპანია ტარიფს რომ უდგენს, ცალმხრივად ტარიფების აწევა ან დაწევა არ უნდა მოხდეს. ასევე, საკომისიოს გაზრდა, რომელიც მძღოლებს კისერზე აწვებათ, ამასთან, “ბასლაინების” და პარკინგების საკითხი. ტაქსის კომპანიებში დასაქმებულებმა პროფკავშირებს მოგვმართეს, რომ მათთვის კონსულტაციები გაგვეწია“, - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, გიორგი ტყემალაძემ.