მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს, დაახლოებით, ერთი წლის წინ გავიგე" - რას ამბობს ზურაბ ხანგოშვილი ინფორმაციაზე, რომ იგეგმებოდა ნავალნის გაცვლა მისი ძმის მკვლელში?
"ეს, დაახლოებით, ერთი წლის წინ გავიგე" - რას ამბობს ზურაბ ხანგოშვილი ინფორმაციაზე, რომ იგეგმებოდა ნავალნის გაცვლა მისი ძმის მკვლელში?

რუ­სულ კო­ლო­ნი­ა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ალექ­სეი ნა­ვალ­ნის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის სიკ­ვდილს მის მო­სა­ლოდ­ნელ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. რამ­დე­ნი­მე და­სავ­ლურ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ სა­კუ­თარ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გაც­ვლის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ამავდრო­უ­ლად, ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რა ეტაპ­ზე იყო ეს დის­კუ­სი­ე­ბი ნა­ვალ­ნის სიკ­ვდი­ლამ­დე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. "ამ დღე­ებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, უნდა მომ­ხდა­რი­ყო მისი გაც­ვლა. პუ­ტინს ეს შეს­თა­ვა­ზეს“, - და­წე­რა გარ­დაც­ვლი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის პრესმდი­ვან­მა, კირა იარ­მიშ­მა X-ზე. ამის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და ნა­ვალ­ნის მო­კავ­ში­რე მა­რია პევ­ჩიხ­მაც. მან YouTube-ის ვი­დე­ო­ში გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ნა­ვალ­ნი­სა და აშშ-ის ორი მო­ქა­ლა­ქის (მან არ და­ა­სა­ხე­ლა მათი ვი­ნა­ო­ბა) გაც­ვა­ლა FSB - ს ოფი­ცერ ვა­დიმ კრა­სი­კოვ­ზე.

პევ­ჩი­ხის თქმით­ვე, 15 თე­ბერ­ვლის სა­ღა­მოს მი­ი­ღო დას­ტუ­რი, რომ ნა­ვალ­ნი­სა და კრა­სი­კო­ვის გაც­ვლა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ნა­ლურ სტა­დი­ა­ზე იყო და პუ­ტი­ნამ­დე ეს წი­ნა­და­დე­ბა ოლი­გარ­ქმა რო­მან აბ­რა­მო­ვიჩ­მა მი­ი­ტა­ნა. ვა­დიმ კრა­სი­კო­ვი 2019 წელს ბერ­ლინ­ში და­ა­კა­ვეს. იგი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში. ხან­გოშ­ვი­ლი ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და და ამის გამო გახ­და პუ­ტი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­მიზ­ნე.

ზელ­მი­ხან ხან­გოშ­ვი­ლი

ვლა­დი­მერ პუ­ტინს არა­ერ­თხელ უთ­ქვამს ღიად, რომ სურს, კრა­სი­კო­ვი რუ­სეთ­ში და­აბ­რუ­ნოს. ბო­ლოს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა მი­ა­ნიშ­ნა ამის შე­სა­ხებ ტა­კერ კარლ­სონ­თან ინ­ტერ­ვი­უ­შიც.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და ჩეჩ­ნე­თის ომის მო­ნა­წი­ლე, 40 წლის ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლი ბერ­ლი­ნის ერთ-ერთ პარკში, 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში მოკ­ლეს. გერ­მა­ნი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში რუ­სე­თი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. იმას, რომ მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი პუ­ტი­ნია, ისიც ადას­ტუ­რებს, რომ ის გერ­მა­ნუ­ლი მხა­რის­გან მუდ­მი­ვად ითხოვს ვა­დიმ კრა­სი­კო­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

ambebi.ge ზე­ლიმ­ხა­ნის ძმას ზუ­რაბ ხან­გოშ­ვილს გერ­მა­ნი­ა­ში და­უ­კავ­შირ­და.

ზუ­რაბ ხან­გოშ­ვი­ლი

"ის ამ­ბა­ვი, რომ კრა­სი­კო­ვის ნა­ვალ­ნი­ში გაც­ვლა­ზე იყო სა­უ­ბა­რი, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თით­ქმის ერთი წლის წინ გა­ვი­გე. მას შემ­დეგ ამა­ზე აღა­რა­ფე­რი მსმე­ნია, არ ვი­ცო­დი, ეს სა­კი­თხი და­დე­ბი­თად თუ იყო გა­და­წყვე­ტი­ლი. ახლა ეს ინ­ფორ­მა­ცია ნა­ვალ­ნის გა­რე­მოც­ვის მხრი­დან გავ­რცელ­და და ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, ჩემი ად­ვო­კა­ტის­გან მე­ცო­დი­ნე­ბო­და. მის­გან ის ვიცი, რომ სა­უ­ბა­რი მი­დის კრა­სი­კო­ვის ვლა­დი­მერ ყარა-მურ­ზა­ში გაც­ვლა­ზე (ცნო­ბი­ლი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი და პუ­ტი­ნის კრი­ტი­კო­სი. ყარა-მურ­ზა ადრე ორ­ჯერ მო­წამ­ლეს და შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. ის აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და ბრი­ტა­ნულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კვლე­ვით ჯგუფ "ბე­ლინ­გქეთ­თან“ და, შე­სა­ბა­მი­სად, ბევრ პრობ­ლე­მას უქ­მნი­და პუ­ტინს, მას ყვე­ლა სა­კი­თხზე აკ­რი­ტი­კებ­და - იქ­ნე­ბო­და ეს ჩეჩ­ნე­თის ომი, კო­რუფ­ცია, თუ სხვა. ბო­ლოს მან ღიად და­უ­ჭი­რა მხა­რი უკ­რა­ი­ნას - ნ.ფ).

ად­ვო­კატ­მა მი­თხრა, რომ კრა­სი­კო­ვი შე­იძ­ლე­ბა ყარა-მურ­ზა­ში გაც­ვა­ლონ, ეს სა­კი­თხი უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, მე ასე ვიცი. და­სავ­ლეთს აქვს ამის ინ­ტე­რე­სი, სა­ნამ ისიც არ მო­უკ­ლავს პუ­ტინს. და­სავ­ლეთს ალ­ბათ არ ეგო­ნა, რომ პუ­ტი­ნი ნა­ვალ­ნის მოკ­ლავ­და და ისე აქ­ტი­უ­რად არ იხი­ლე­ბო­და ეს სა­კი­თხი, ახლა რად­გან ის მოკ­ლეს, უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ხე­დეს სი­ტუ­ა­ცი­ას და, სა­ვა­რა­უ­დოდ, გაც­ვლი­ან.

ვა­დიმ კრა­სი­კო­ვი

ეფ-ეს-ბე-ს აგენტ კრა­სი­კოვს არ ვიცი, რამ­დე­ნად აქვს იმე­დი, რომ დაბ­რუნ­დე­ბა რუ­სეთ­ში და ცო­ცხალს და­ტო­ვე­ბენ, ის გერ­მა­ნი­ის ცი­ხე­ში უფრო და­ცუ­ლია, რუ­სეთ­ში რას უზა­მენ, ესაა სა­კი­თხა­ვი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ის მათ­თვის სა­ჭი­რო კაცი აღარ იქ­ნე­ბა, გა­შიფ­რუ­ლია, რო­გორც ქი­ლე­რი. კრა­სი­კო­ვი იმედს თუ და­კარ­გავს, რომ მას აქე­დან არ წა­იყ­ვა­ნენ და ბერ­ლი­ნის ცი­ხე­ში დარ­ჩე­ბა, არის შან­სი, ალა­პა­რაკ­დეს. პუ­ტინს ეს აში­ნებს, კრა­სი­კოვ­მა არ თქვას, ვინ და­უკ­ვე­თა მკვლე­ლო­ბა, ვინ მი­ა­წო­და ია­რა­ღი, თუ ინ­ფორ­მა­ცია ჩემს ძმა­ზე, ვინ ეხ­მა­რე­ბო­და და სხვა. ვი­ნა­ი­დან დიდი იყო ალა­პა­რა­კე­ბის შან­სი, პა­ტი­მარს ად­ვო­კა­ტის მეშ­ვე­ო­ბით დრო­დად­რო იმედს აძ­ლე­ვენ, რომ და­იხ­სნი­ან და არა­ფე­რი თქვას. გერ­მა­ნი­ის ინ­ტე­რეს­ში თუ იქნა, მას გაც­ვლი­ან. არა მგო­ნია, ყარა-მურ­ზას ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი გაც­ვლა გა­და­წყვე­ტი­ლია, მაგ­რამ ეს თემა აქ­ტი­უ­რად რომ გა­ნი­ხი­ლე­ბა, ვიცი. პუ­ტინ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში კრა­სი­კოვ­ზე თქვა, გერ­მა­ნი­ის ცი­ხე­ში ზის "ჩვე­ნი პატ­რი­ო­ტიო“...

წე­ლი­წად­ზე მე­ტია, გერ­მა­ნი­ა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, თავ­შე­სა­ფარ­ზე უარი მი­თხრეს (რად­გან შვე­დეთ­მა თქვა უარი, მი­თხრეს, რად­გან მათ ასე გა­და­წყვი­ტეს, ამას ჩვენ წინ ვერ აღ­ვუდ­გე­ბი­თო). არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, დაგ­ვა­დე­პორ­ტონ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ საფრ­თხე გვე­ლის, რის­კის ქვეშ ვართ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რუ­სე­თი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკონ­ტო­ლო შე­მო­დი­ნე­ბაა, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის მთავ­რო­ბის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც გა­სა­გე­ბია და აშ­კა­რაა. ერთი სი­ტყვით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ვენ­დო­ბით და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი ყოფ­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია. რო­გორ მქონ­დეს და­ცუ­ლო­ბის იმე­დი, როცა 2015 წელს თბი­ლის­ში ჩემს ძმას თავს და­ესხნენ, დაჭ­რეს და ეს საქ­მე დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია, და­უდ­გე­ნე­ლია დამ­ნა­შა­ვის ვი­ნა­ო­ბა, ვინც ზე­ლიმ­ხანს ეს­რო­ლა, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ერ­თოდ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და ამის იმე­დი აღარც გვაქვს. თავ­შე­სა­ფარ­ზე ჩემს უფ­როს ვაჟ­საც უარს ეუბ­ნე­ბი­ან, ჩემი ძმის მკვლე­ლით ვი­ღა­ცის გა­დარ­ჩე­ნას აპი­რე­ბენ და ჩვენ დე­პორ­ტა­ცი­ას გვი­პი­რე­ბენ, თან იცი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ცუ­ლე­ბი არ ვიქ­ნე­ბით. გა­მა­დე­პორ­ტე­ბენ და ვიქ­ნე­ბი სახ­ლში, ღმერ­თმა იცის, მერე რა იქ­ნე­ბა... რაც იქ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა, რა გა­ვა­კე­თო?“

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმა
19

საქართველოს არ ენდობი ამბობ ,საქართველოს და რუსეთის ურთიერზთობები გასაგებიაო და ხომ იყო ხსნგოშვილი გერმანიაში და "უსაფრთხოდ"მოკლეს ,ხოდა მიბრხანდით გერმანიაში და იქნებით უსაფრთხოდ.

???
14

 ეს ყარა-მურ­ზა ვინღაა? 

ავტორი:

"ეს, დაახლოებით, ერთი წლის წინ გავიგე" - რას ამბობს ზურაბ ხანგოშვილი ინფორმაციაზე, რომ იგეგმებოდა ნავალნის გაცვლა მისი ძმის მკვლელში?

"ეს, დაახლოებით, ერთი წლის წინ გავიგე" - რას ამბობს ზურაბ ხანგოშვილი ინფორმაციაზე, რომ იგეგმებოდა ნავალნის გაცვლა მისი ძმის მკვლელში?

რუსულ კოლონიაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები ოპოზიციონერის სიკვდილს მის მოსალოდნელ გათავისუფლებას უკავშირებენ. რამდენიმე დასავლურმა მედიასაშუალებამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაადასტურა ინფორმაცია პოლიტიკოსების გაცვლის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. ამავდროულად, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე იყო ეს დისკუსიები ნავალნის სიკვდილამდე, განსხვავებულია. "ამ დღეებში, ფაქტობრივად, უნდა მომხდარიყო მისი გაცვლა. პუტინს ეს შესთავაზეს“, - დაწერა გარდაცვლილი პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა X-ზე. ამის თაობაზე განაცხადა ნავალნის მოკავშირე მარია პევჩიხმაც. მან YouTube-ის ვიდეოში განაცხადა, რომ განიხილებოდა ნავალნისა და აშშ-ის ორი მოქალაქის (მან არ დაასახელა მათი ვინაობა) გაცვალა FSB - ს ოფიცერ ვადიმ კრასიკოვზე.

პევჩიხის თქმითვე, 15 თებერვლის საღამოს მიიღო დასტური, რომ ნავალნისა და კრასიკოვის გაცვლაზე მოლაპარაკება ფინალურ სტადიაზე იყო და პუტინამდე ეს წინადადება ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა მიიტანა. ვადიმ კრასიკოვი 2019 წელს ბერლინში დააკავეს. იგი დამნაშავედ ცნეს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ამის გამო გახდა პუტინის სპეცსამსახურების სამიზნე.

ზელმიხან ხანგოშვილი

ვლადიმერ პუტინს არაერთხელ უთქვამს ღიად, რომ სურს, კრასიკოვი რუსეთში დააბრუნოს. ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა მიანიშნა ამის შესახებ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუშიც.

საქართველოს მოქალაქე და ჩეჩნეთის ომის მონაწილე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ერთ-ერთ პარკში, 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა. იმას, რომ მკვლელობის დამკვეთი პუტინია, ისიც ადასტურებს, რომ ის გერმანული მხარისგან მუდმივად ითხოვს ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას.

ambebi.ge ზელიმხანის ძმას ზურაბ ხანგოშვილს გერმანიაში დაუკავშირდა.

ზურაბ ხანგოშვილი

"ის ამბავი, რომ კრასიკოვის ნავალნიში გაცვლაზე იყო საუბარი, რამდენიმე თვის წინ, თითქმის ერთი წლის წინ გავიგე. მას შემდეგ ამაზე აღარაფერი მსმენია, არ ვიცოდი, ეს საკითხი დადებითად თუ იყო გადაწყვეტილი. ახლა ეს ინფორმაცია ნავალნის გარემოცვის მხრიდან გავრცელდა და ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ჩემი ადვოკატისგან მეცოდინებოდა. მისგან ის ვიცი, რომ საუბარი მიდის კრასიკოვის ვლადიმერ ყარა-მურზაში გაცვლაზე (ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და პუტინის კრიტიკოსი. ყარა-მურზა ადრე ორჯერ მოწამლეს და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ის აქტიურად თანამშრომლობდა ბრიტანულ საგამოძიებო კვლევით ჯგუფ "ბელინგქეთთან“ და, შესაბამისად, ბევრ პრობლემას უქმნიდა პუტინს, მას ყველა საკითხზე აკრიტიკებდა - იქნებოდა ეს ჩეჩნეთის ომი, კორუფცია, თუ სხვა. ბოლოს მან ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას - ნ.ფ).

ადვოკატმა მითხრა, რომ კრასიკოვი შეიძლება ყარა-მურზაში გაცვალონ, ეს საკითხი უფრო სერიოზულად განიხილებოდა, მე ასე ვიცი. დასავლეთს აქვს ამის ინტერესი, სანამ ისიც არ მოუკლავს პუტინს. დასავლეთს ალბათ არ ეგონა, რომ პუტინი ნავალნის მოკლავდა და ისე აქტიურად არ იხილებოდა ეს საკითხი, ახლა რადგან ის მოკლეს, უფრო სერიოზულად შეხედეს სიტუაციას და, სავარაუდოდ, გაცვლიან.

ვადიმ კრასიკოვი

ეფ-ეს-ბე-ს აგენტ კრასიკოვს არ ვიცი, რამდენად აქვს იმედი, რომ დაბრუნდება რუსეთში და ცოცხალს დატოვებენ, ის გერმანიის ციხეში უფრო დაცულია, რუსეთში რას უზამენ, ესაა საკითხავი. ყოველ შემთხვევაში, ის მათთვის საჭირო კაცი აღარ იქნება, გაშიფრულია, როგორც ქილერი. კრასიკოვი იმედს თუ დაკარგავს, რომ მას აქედან არ წაიყვანენ და ბერლინის ციხეში დარჩება, არის შანსი, ალაპარაკდეს. პუტინს ეს აშინებს, კრასიკოვმა არ თქვას, ვინ დაუკვეთა მკვლელობა, ვინ მიაწოდა იარაღი, თუ ინფორმაცია ჩემს ძმაზე, ვინ ეხმარებოდა და სხვა. ვინაიდან დიდი იყო ალაპარაკების შანსი, პატიმარს ადვოკატის მეშვეობით დროდადრო იმედს აძლევენ, რომ დაიხსნიან და არაფერი თქვას. გერმანიის ინტერესში თუ იქნა, მას გაცვლიან. არა მგონია, ყარა-მურზას ასპროცენტიანი გაცვლა გადაწყვეტილია, მაგრამ ეს თემა აქტიურად რომ განიხილება, ვიცი. პუტინმა ინტერვიუში კრასიკოვზე თქვა, გერმანიის ციხეში ზის "ჩვენი პატრიოტიო“...

წელიწადზე მეტია, გერმანიაში ვიმყოფები, თავშესაფარზე უარი მითხრეს (რადგან შვედეთმა თქვა უარი, მითხრეს, რადგან მათ ასე გადაწყვიტეს, ამას ჩვენ წინ ვერ აღვუდგებითო). არ არის გამორიცხული, დაგვადეპორტონ. საქართველოში ჩვენ საფრთხე გველის, რისკის ქვეშ ვართ, მოგეხსენებათ, რუსეთიდან მოქალაქეების უკონტოლო შემოდინებაა, საქართველო-რუსეთის მთავრობის ურთიერთდამოკიდებულებაც გასაგებია და აშკარაა. ერთი სიტყვით, ხელისუფლებას არ ვენდობით და საქართველოში ჩვენი ყოფნა დაუშვებელია. როგორ მქონდეს დაცულობის იმედი, როცა 2015 წელს თბილისში ჩემს ძმას თავს დაესხნენ, დაჭრეს და ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია, დაუდგენელია დამნაშავის ვინაობა, ვინც ზელიმხანს ესროლა, გამოძიება საერთოდ არ ჩატარებულა და ამის იმედი აღარც გვაქვს. თავშესაფარზე ჩემს უფროს ვაჟსაც უარს ეუბნებიან, ჩემი ძმის მკვლელით ვიღაცის გადარჩენას აპირებენ და ჩვენ დეპორტაციას გვიპირებენ, თან იციან, რომ საქართველოში დაცულები არ ვიქნებით. გამადეპორტებენ და ვიქნები სახლში, ღმერთმა იცის, მერე რა იქნება... რაც იქნება, იქნება, რა გავაკეთო?“

ნანა ფიცხელაური