საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ეტაპზეა ხელოვნური კუნძულის - „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა?
რა ეტაპზეა ხელოვნური კუნძულის - „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა?

„ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენ­დი“ რე­გი­ო­ნის უმ­სხვი­ლე­სი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის ზღვის­პი­რის სივ­რცე­ში, “ბარ­ცხა­ნა­სა” და „თა­მა­რის“ და­სახ­ლე­ბის სა­ნა­პი­როს აკ­ვა­ტო­რი­ა­ში ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე გა­სარ­თობ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი რე­ზორ­ტუ­ლი ტი­პის ორი ხე­ლოვ­ნუ­რი ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის და ერთი კუნ­ძუ­ლის შექ­მნა­სა და მათ­ზე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბას მო­ი­ცავს. პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ის დღი­დან კომ­პა­ნი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი და­ნა­ხარ­ჯი შე­ადგდ­გენს 22 მი­ლი­ონ ლარს, რის შე­სა­ხე­ბაც აუ­დი­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა უკვე წა­რედ­გი­ნა სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მარ­თვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს.

ამ ეტაპ­ზე, კუნ­ძუ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 30-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­ში­რი­სო კვლე­ვა. გა­მარ­თუ­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, შეს­ყი­დუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კა და მო­წყო­ბი­ლია 4 ჰექ­ტა­რამ­დე ფარ­თო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2023 წლის ნო­ემ­ბერ­სა და 2024 წლის იან­ვარ­ში ბა­თუმ­ში დიდ შტორ­მებს მი­წის ნაკ­ვე­თის მდგრა­დო­ბა­ზე არა­ვი­თა­რი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია, რაც ადას­ტუ­რებს იმას, რომ კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ კუნ­ძუ­ლის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად შე­ირ­ჩა.

კომ­პა­ნი­ამ უკვე და­ას­რუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის წარ­სად­გე­ნი პრო­ექ­ტის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დო­ბის კვლე­ვა და გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­ში.

პრო­ექ­ტის ეკო­ნო­მი­კურ ნა­წილ­ზე იმუ­შა­ვეს კო­ლი­ერ­სის ლონ­დო­ნის და თბი­ლი­სის ოფი­სებ­მა და რო­გორც კვლე­ვის დას­კვნა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი კუნ­ძუ­ლი ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ის­ტო­რი­ულ წვლილს შე­ი­ტანს. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად და­საქმდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 7000 ადა­მი­ა­ნი, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი კი გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით, ყო­ველ­წლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით 64 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რით შე­ივ­სე­ბა.

კუნ­ძუ­ლის ტექ­ნი­კურ პრო­ექ­ტი­რე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დო­ბა­ზე იმუ­შა­ვა თურ­ქულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია YUKSEL PROJE-მ, რო­მელ­საც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვს უმ­სხვი­ლე­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს 60-მდე ქვე­ყა­ნა­ში და რაც მთა­ვა­რია, მათი დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა რთუ­ლი სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბა შავ ზღვა­ში, მა­გა­ლი­თად ორდუ გი­რე­სუ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი, რო­მე­ლიც სრუ­ლად წყალ­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი.

ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბა­თუმ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის. მისი და­გეგ­მა­რე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 8-ბა­ლი­ა­ნი სე­ის­მუ­რო­ბა და გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წყლის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბას, ამ ან­გა­რიშ­ზე იმუ­შა­ვა „ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენ­დის“ კონ­ტრაქ­ტორ­მა ქარ­თულ­მა კომ­პა­ნია - „გამა კონ­სალ­ტინ­გმა". გზშ-ს ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და ზღვის ფსკე­რის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა-გა­და­ღე­ბა. კვლე­ვის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლი არ წარ­მო­ად­გენს დელ­ფი­ნე­ბის მარ­შრუ­ტის ხაზს, ხოლო წყლის­ქვე­შა სამ­ყა­რო არ გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, რისი მი­ზე­ზიც ე.წ. ბე­ენ­ზეს უბან­ში არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლად ჩაღ­ვრი­ლი ნავ­თო­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი პლი­ა­ჟია, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად იწ­ვევ­და უსი­ა­მოვ­ნო სუნს.

„ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენ­დის“ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში სრუ­ლად იფა­რე­ბა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი უბ­ნე­ბი. კუნ­ძუ­ლის ნა­პირ­დამ­ცავ ჯე­ბი­რებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ქვა კი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა წყალმცე­ნა­რე­ე­ბის და მო­ლუს­კე­ბის გა­ჩე­ნის­თვის, რაც ასე­ვე თევ­ზის­თვის წარ­მო­ად­გენს საკ­ვებს და გამ­რავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

გზშ-ს დას­კვნა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრო­ექ­ტის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გე­ბი აღ­დგე­ნა­დია 5 დან 10 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გა­რე­მოს­თვის არ­სე­ბი­თი ზი­ა­ნის გა­მომ­წვე­ვი არ იქ­ნე­ბა. დას­კვნა­ში, ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ბარ­ცხა­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პლი­ა­ჟის სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 1,2 კმ-ია, კუნ­ძუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად კი შე­იქ­მნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 3,6 კმ სიგ­რძის სა­ჯა­რო წვდო­მის ზღვის­პი­რა სივ­რცე სა­სე­ირ­ნო პრო­მე­ნა­დე­ბით, ველო ბი­ლი­კე­ბით, ზღვის­პი­რა ბულ­ვა­რით, ხე­ლოვ­ნუ­რი პლი­ა­ჟით, სა­თევ­ზაო ზო­ნე­ბით, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბით და ა.შ.

კომ­პა­ნი­ამ სრუ­ლად და­ას­რუ­ლა ორი ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის და კუნ­ძუ­ლის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ე­ბა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა სივ­რცი­თი და ქა­ლაქმშე­ნებ­ლო­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში. ბა­თუ­მის კუნ­ძუ­ლის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გეგ­მა­ზე იმუ­შა­ვა ცნო­ბილ­მა ბრი­ტა­ნულ­მა კომ­პა­ნია ARUOP GROUP-მა. გენ­გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად კუნ­ძუ­ლის 84 ჰექ­ტა­რი ფარ­თო­ბი­დან 49% უკა­ვია სა­ჯა­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და სა­ჯა­რო სივ­რცე­ებს, ხოლო 51% დათ­მო­ბი­ლია დე­ვე­ლოპ­მენ­ტის­თვის. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­ვე­ლომ­პენ­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მი­წის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მო­დის შიდა გამ­წვა­ნე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ზე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უშუ­ა­ლოდ კუნ­ძულ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 7 ჰექ­ტა­რამ­დე ფარ­თო­ბის სა­ჯა­რო წვდო­მის სა­სე­ირ­ნო ტყე-პარ­კის მო­წყო­ბა. ეკო­მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად, ბა­თუ­მის კუნ­ძულ­ზე შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით მოძ­რა­ო­ბა. გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ვე­ლო­სი­პე­დე­ბი­თა და ელექტროძ­რა­ვი­ა­ნი ორ­თვა­ლე­ბით.

თა­ვად კუნ­ძულ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სას­ტუმ­რო­ე­ბის, აპარ­ტა­მენ­ტე­ბის, ვი­ლე­ბის, იახ­ტკლუ­ბის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის, ხე­ლოვ­ნუ­რი პლი­ა­ჟე­ბი­სა და სხვა უამ­რა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა, რაც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­მავ­ლის ქა­ლა­ქე­ბის­თვის.

R

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
7

სანაპირო რაც გვაქვს ხომ ააყვავეთ სულ ეხლა კუნძულების შექმნა რომ მოინდომეთ

ეკა
8

რამდენი ხანია ეგ უნდა აშენებულიყო და სადაა აბა? ბარცხანის სანაპიროზე ხალხი ბანაობდა, ახლა მოსპეს ეგ, სადღაა ის ლამაზი სანაპირო. კუნძული არა ის, რა სისულელეა 

ავტორი:

რა ეტაპზეა ხელოვნური კუნძულის - „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა?

რა ეტაპზეა ხელოვნური კუნძულის - „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა?

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პრეზენტაციის დღიდან კომპანიის მიერ განხორციელებული პირდაპირი დანახარჯი შეადგდგენს 22 მილიონ ლარს, რის შესახებაც აუდიტის ოფიციალური დასკვნა უკვე წარედგინა სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს.

ამ ეტაპზე, კუნძულის განხორციელებადობასთან დაკავშირებით, უკვე ჩატარებულია 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშირისო კვლევა. გამართულია ინფრასტრუქტურა, შესყიდულია შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა და მოწყობილია 4 ჰექტარამდე ფართობის ხელოვნური მიწის ნაკვეთი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბერსა და 2024 წლის იანვარში ბათუმში დიდ შტორმებს მიწის ნაკვეთის მდგრადობაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია, რაც ადასტურებს იმას, რომ კვალიფიცირებული სპეციალისტების მიერ კუნძულის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ზედმიწევნით ზუსტად შეირჩა.

კომპანიამ უკვე დაასრულა საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

პროექტის ეკონომიკურ ნაწილზე იმუშავეს კოლიერსის ლონდონის და თბილისის ოფისებმა და როგორც კვლევის დასკვნაშია აღნიშნული კუნძული ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში ისტორიულ წვლილს შეიტანს. პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება დაახლოებით 7000 ადამიანი, სახელმწიფო ბიუჯეტი კი გადასახადების სახით, ყოველწლიურად, დაახლოებით 64 მილიონი აშშ დოლარით შეივსება.

კუნძულის ტექნიკურ პროექტირებასა და განხორციელებადობაზე იმუშავა თურქულმა საერთაშორისო კომპანია YUKSEL PROJE-მ, რომელსაც განხორციელებული აქვს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში და რაც მთავარია, მათი დაპროექტებულია სხვადასხვა რთული საინჟინრო ნაგებობა შავ ზღვაში, მაგალითად ორდუ გირესუნის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სრულად წყალზეა აშენებული.

ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბათუმში ხელოვნური კუნძული აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება ექსპლუატაციისთვის. მისი დაგეგმარებისას გათვალისწინებულია 8-ბალიანი სეისმურობა და გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული წყლის მატების ტენდენციები.

რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ამ ანგარიშზე იმუშავა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კონტრაქტორმა ქართულმა კომპანია - „გამა კონსალტინგმა". გზშ-ს ფარგლებში კომპანიის მიერ განხორციელდა ზღვის ფსკერის დეტალური შესწავლა-გადაღება. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ადგილი არ წარმოადგენს დელფინების მარშრუტის ხაზს, ხოლო წყლისქვეშა სამყარო არ გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, რისი მიზეზიც ე.წ. ბეენზეს უბანში არსებული ისტორიულად ჩაღვრილი ნავთობით დაბინძურებული პლიაჟია, რომელიც ამავდროულად იწვევდა უსიამოვნო სუნს.

„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობის პროცესში სრულად იფარება დაბინძურებული უბნები. კუნძულის ნაპირდამცავ ჯებირებში გამოყენებული ბუნებრივი ქვა კი საუკეთესო საშუალებაა წყალმცენარეების და მოლუსკების გაჩენისთვის, რაც ასევე თევზისთვის წარმოადგენს საკვებს და გამრავლების საშუალებას.

გზშ-ს დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შედეგები აღდგენადია 5 დან 10 წლამდე პერიოდში. შესაბამისად, მისი განხორციელება გარემოსთვის არსებითი ზიანის გამომწვევი არ იქნება. დასკვნაში, ასევე მითითებულია, რომ ბარცხანის ამჟამინდელი პლიაჟის სიგრძე დაახლოებით 1,2 კმ-ია, კუნძულის განვითარების შედეგად კი შეიქმნება დაახლოებით 3,6 კმ სიგრძის საჯარო წვდომის ზღვისპირა სივრცე სასეირნო პრომენადებით, ველო ბილიკებით, ზღვისპირა ბულვარით, ხელოვნური პლიაჟით, სათევზაო ზონებით, სპორტული მოედნებით და ა.შ.

კომპანიამ სრულად დაასრულა ორი ნახევარკუნძულის და კუნძულის განაშენიანების გეგმაზე მუშაოება. ამჟამად მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოში. ბათუმის კუნძულის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა ცნობილმა ბრიტანულმა კომპანია ARUOP GROUP-მა. გენგეგმის შესაბამისად კუნძულის 84 ჰექტარი ფართობიდან 49% უკავია საჯარო ინფრასტრუქტურას და საჯარო სივრცეებს, ხოლო 51% დათმობილია დეველოპმენტისთვის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დეველომპენტისთვის განკუთვნილი მიწის დაახლოებით ნახევარი მოდის შიდა გამწვანებულ ტერიტორიებსა და საჯარო სივრცეებზე.

მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ კუნძულზე გათვალისწინებულია 7 ჰექტარამდე ფართობის საჯარო წვდომის სასეირნო ტყე-პარკის მოწყობა. ეკომეგობრული გარემოს შესაქმნელად, ბათუმის კუნძულზე შეზღუდული იქნება ავტომანქანებით მოძრაობა. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ველოსიპედებითა და ელექტროძრავიანი ორთვალებით.

თავად კუნძულზე გათვალისწინებულია სასტუმროების, აპარტამენტების, ვილების, იახტკლუბის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებების, სავაჭრო ცენტრების, ხელოვნური პლიაჟებისა და სხვა უამრავი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც დამახასიათებელია მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მომავლის ქალაქებისთვის.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"