საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ექცევიან, როგორც პაკისტანელები" - სააკაშვილი
"ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ექცევიან, როგორც პაკისტანელები" - სააკაშვილი

ივა­ნიშ­ვი­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, პრე­ზი­დენ­ტი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც, რომ­ლე­ბიც საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, ჯერ­ჯე­რო­ბით, ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც პა­კის­ტა­ნე­ლე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე თქმით, პა­კის­ტან­ში ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, იმ­რან ხა­ნის პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ არ და­ეშ­ვათ, მას რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით მრა­ვალ­წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯეს და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ცი­ხე­ში ამ­ყო­ფე­ბენ.

"თუ რა გან­სხვა­ვე­ბაა ევ­რო­პულ დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და აზი­ურ დეს­პო­ტი­ას შო­რის, კარ­გად შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ნა­ხოთ პა­კის­ტა­ნი­სა და საფ­რან­გე­თის მა­გა­ლით­ზე. პა­კის­ტან­ში ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, იმ­რან ხა­ნის პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ არ და­ეშ­ვათ, მას რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით მრა­ვალ­წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯეს და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ცი­ხე­ში ამ­ყო­ფე­ბენ.

საფ­რან­გე­თის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს და ჩვენს კარგ ნაც­ნობს, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, ქრთა­მის აღე­ბის­თვის 12-თვი­ა­ნი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ის არ და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ, იქამ­დე სა­ნამ გა­სა­ჩივ­რე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გუ­შინ, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა გა­ნა­ჩე­ნი, ოღონდ პა­ტიმ­რო­ბის ვადა რამ­დე­ნი­მე თვით შე­ამ­ცი­რა. ასე რომ, სარ­კო­ზი რამ­დე­ნი­მე თვეს თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად, კომ­ფორ­ტულ სახ­ლში, პა­რი­ზის ცენ­ტრში, ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რით გა­ა­ტა­რებს. მე ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა ფარ­ცხა­ლა­ძის მომ­ზა­დე­ბუ­ლი საქ­მის სა­ფუძ­ველ­ზე ფუ­ლის სახ­ლში წა­ღე­ბა­საც კი არ მე­და­ვე­ბა, არა­მედ "გაფ­ლან­გვას“ და თან ისეთ ხარ­ჯებ­ზე, რო­მელ­საც დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა ბევ­რად უფრო დიდი მას­შტა­ბით სწევს.

ივა­ნიშ­ვი­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, პრე­ზი­დენ­ტი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც, რომ­ლე­ბიც საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ჯერ­ჯე­რო­ბით ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც პა­კის­ტა­ნე­ლე­ბი. იმე­დია, ეს შე­იც­ვლე­ბა. ყვე­ლა გა­მო­კი­თხვით, მათ შო­რის, ამ სა­კი­თხშიც, ქარ­თვე­ლე­ბი ევ­რო­პულ მიდ­გო­მებს ირ­ჩე­ვენ”, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე მწარეა
2

ქართველ ხალხს სირცხვილად მარტო ის ეყოფა, შენნაირი ამორალური ქვეყანას პრეზიდენტად, რომ ჰყავდა!

გიორგი
2

ცრუობს, მუდმივად, ივანიშვილმაც და სალომემაც დიდი ხანია უარი თქვეს საფრანგეთის მოქალაქეობაზე. რედაქციას ვთხოვ გადაამოწმოს და აცნობოს საზოგადოებას აღნიშნულის თაობაზე.

ავტორი:

"ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ექცევიან, როგორც პაკისტანელები" - სააკაშვილი

"ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ექცევიან, როგორც პაკისტანელები" - სააკაშვილი

ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს, ჯერჯერობით, ექცევიან, როგორც პაკისტანელები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პაკისტანში ყოფილი პრემიერის, იმრან ხანის პოლიტიკაში მონაწილეობა რომ არ დაეშვათ, მას რამდენიმე მუხლით მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯეს და პირველივე დღიდან ციხეში ამყოფებენ.

"თუ რა განსხვავებაა ევროპულ დემოკრატიასა და აზიურ დესპოტიას შორის, კარგად შეგვიძლია დავინახოთ პაკისტანისა და საფრანგეთის მაგალითზე. პაკისტანში ყოფილი პრემიერის, იმრან ხანის პოლიტიკაში მონაწილეობა რომ არ დაეშვათ, მას რამდენიმე მუხლით მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯეს და პირველივე დღიდან ციხეში ამყოფებენ.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს და ჩვენს კარგ ნაცნობს, ნიკოლა სარკოზის, რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიის დროს, ქრთამის აღებისთვის 12-თვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ის არ დაუპატიმრებიათ, იქამდე სანამ გასაჩივრების პროცესი მიმდინარეობდა. გუშინ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, ოღონდ პატიმრობის ვადა რამდენიმე თვით შეამცირა. ასე რომ, სარკოზი რამდენიმე თვეს თავის ოჯახთან ერთად, კომფორტულ სახლში, პარიზის ცენტრში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს. მე ივანიშვილის პროკურატურა ფარცხალაძის მომზადებული საქმის საფუძველზე ფულის სახლში წაღებასაც კი არ მედავება, არამედ "გაფლანგვას“ და თან ისეთ ხარჯებზე, რომელსაც დღევანდელი მთავრობა ბევრად უფრო დიდი მასშტაბით სწევს.

ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ჯერჯერობით ექცევიან, როგორც პაკისტანელები. იმედია, ეს შეიცვლება. ყველა გამოკითხვით, მათ შორის, ამ საკითხშიც, ქართველები ევროპულ მიდგომებს ირჩევენ”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.