"რუსეთისთვის უკეთესი იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე დონალდ ტრამპის", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რომელი იქნება უკეთესი რუსეთისთვის აშშ-ის შესაძლო ლიდერებს შორის - ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თუ მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი, პუტინმა უპასუხა, რომ ბაიდენი, რადგან ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადია.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთი იმუშავებს აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც ამერიკელი ხალხის ნდობას მოიპოვებს.
ვლადიმერ პუტინს შეკითხვა დაუსვეს ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, რაზედაც მან უპასუხა, რომ ექიმი არ არის და შესაბამისად, ამ შეკითხვას ვერ უპასუხებს.
ამასთან, მისი მტკიცებით, აშშ-ის ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოზიცია უკიდურესად მავნე და მცდარია.
"ჩვენ უნდა შევხედოთ არა ამას (ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობას), არამედ პოლიტიკურ პოზიციას. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია უკიდურესად მავნე და მცდარია. ამის შესახებ თავის დროზე პრეზიდენტ ბაიდენს ვუთხარი“, - აღნიშნა პუტინმა.
უკრაინელებმა ძეგლი უნდა დაუდგან ბაიდენს იმისთვის, რომ პუტინს დაამტვრია ეშვები და გამარჯვების შანსი გაუნულა.
ორი კურდღლის დაჭერა უნდა