საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თოვლის ქალი" აფხაზეთიდან - რა არის ცნობილი ზანასა და მის შთამომავლობაზე: რას იკვლევდნენ და რა დაასკვნეს მეცნიერებმა ჩვენებური "იეტის" შესახებ?
"თოვლის ქალი" აფხაზეთიდან - რა არის ცნობილი ზანასა და მის შთამომავლობაზე: რას იკვლევდნენ და რა დაასკვნეს მეცნიერებმა ჩვენებური "იეტის" შესახებ?

იე­ტის, იგი­ვე თოვ­ლის კა­ცის შე­სა­ხებ, სხვა­დას­ხვა ეთ­ნოს­სა და კულ­ტუ­რა­ში არა­ერ­თი ლე­გენ­და არ­სე­ბობს. მე­დი­ა­ში პე­რი­ო­დუ­ლად დღე­საც ჩნდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვი­ღა­ცამ სა­დღაც და­ი­ნა­ხა ეს უც­ნა­უ­რი არ­სე­ბა, თუმ­ცა, მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ დღემ­დე არა­ნა­ი­რი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გვაქვს.

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და რე­ა­ლუ­რი "იეტი", უფრო სწო­რედ "თოვ­ლის ქალი", რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კერ­ძოდ, აფხა­ზეთ­ში ბი­ნად­რობ­და, სტა­ტი­ა­ში მო­გიყ­ვე­ბით გა­სა­ო­ცარ ამ­ბავს თოვ­ლის ქა­ლის ზა­ნას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში სო­ფელ თხი­ნა­ში ად­გი­ლობ­რივ მე­მა­მუ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

  • ზა­ნას თავ­გა­და­სა­ვა­ლი

ეს უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი და­ახ­ლო­ე­ბით XIX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში აფხა­ზე­თის მთებ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც მდი­და­რი თა­ვა­დი ერთ დღეს სა­ნა­დი­როდ წა­ვი­და. სო­ფელ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ტყე­ში შეხ­ვდა უც­ნა­ურ არ­სე­ბას, რო­მე­ლიც უზარ­მა­ზარ მა­ი­მუნს ჰგავ­და. იმ დღე­ებ­ში აფხა­ზეთ­ში სჯე­რო­დათ, რომ მთის გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში სა­ში­ნე­ლი მონ­სტრი იმა­ლე­ბო­და, რო­მელ­საც აბ­ნა­უ­ა­იუ ერ­ქვა. მო­ნა­დი­რე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ სწო­რედ ის ნახა და ბრძა­ნე­ბა გას­ცა, სას­წრა­ფოდ და­ე­ჭი­რათ ურჩხუ­ლი.

მსა­ხუ­რებ­მა არ იცოდ­ნენ, რო­გორ და­ე­ჭი­რათ მონ­სტრი და გა­და­წყვი­ტეს, სა­ტყუ­ა­რას­თვის შარ­ვა­ლი ჩა­ეც­ვათ, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის ოფ­ლის სუნი ას­დი­ო­და. უც­ნო­ბი არ­სე­ბა მალე თავ­შე­საფ­რი­დან გა­მო­ვი­და. ჩა­საფ­რე­ბუ­ლებ­მა "მონ­სტრი“ შე­ი­პყრეს და თა­ვადს გა­დას­ცეს. რო­დე­საც თა­ვა­დი მიხ­ვდა, რომ "მონ­სტრი“ რე­ა­ლუ­რად დიდი ტა­ნის და თმით და­ფა­რუ­ლი ქალი იყო, გა­და­წყვი­ტა მე­გობ­რის­თვის ეჩუ­ქე­ბი­ნა. ასე აღ­მოჩ­ნდა ის სო­ფელ თხი­ნა­ში. ერთი ვერ­სი­ით, მისი მე­პატ­რო­ნე მე­მა­მუ­ლე, გვა­რად გე­ნა­ბა იყო. მან უც­ნა­ურ ქალს სა­ხე­ლად ზანა და­არ­ქვა.

ზა­ნას შთამ­ბეჭ­და­ვი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და. იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, ძლი­ე­რი და სქე­ლი თმა მთელ სხე­ულს უფა­რავ­და. ქა­ლის კანი კუპ­რი­ვით შავი იყო. ქვე­და ყბა ძლი­ე­რად ჰქონ­და წინ წა­მო­წე­უ­ლი, ასე­ვე დიდი კბი­ლე­ბი და ტუ­ჩე­ბი ჰქონ­და. "თოვ­ლის ქა­ლის" ფე­ხის ზომა კი წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი გახ­ლდათ.

  • ვე­ლუ­რი ზანა, რომ­ლი­საც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ეში­ნო­და

ზა­ნამ ტყვე­ო­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა, რად­გან თა­ვი­დან გა­ლი­ა­ში მო­ა­თავ­სეს. თან­და­თან ის მორ­ჩი­ლი გახ­და და მე­პატ­რო­ნემ წნე­ლის­გან დაწ­ნულ სახ­ლში გა­და­იყ­ვა­ნა. ზანა სა­წო­ლად ორ­მოს იყე­ნებ­და, რო­მე­ლიც თა­ვად ამო­თხა­რა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მე­მა­მუ­ლემ სო­ფელ­ში გა­სე­ირ­ნე­ბის და მდი­ნა­რე­ში ბა­ნა­ო­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა. ზა­ნამ ლა­პა­რა­კი ვერ ის­წავ­ლა, მაგ­რამ მას იყე­ნებ­დნენ რო­გორც მძი­მე ტვირ­თის გა­და­სა­ზი­დად, ასე­ვე მარ­ტი­ვი სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად.

სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებს მისი ეში­ნო­დათ. თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვი­საც მას­თან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა სურ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ზა­ნას უამ­რა­ვი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, გე­ნა­ბა და მისი მე­გობ­რე­ბი ქალს სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბამ­დე ღვი­ნოს ას­მევ­დნენ.

  • აფხა­ზი იე­ტის შთა­მო­მავ­ლე­ბი

ზა­ნას შვი­ლე­ბიც ჰყავ­და - გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, სულ 6, რო­მელ­თა­გა­ნაც 2 გა­ჩე­ნი­დან მა­ლე­ვე და­ე­ღუ­პა. თურ­მე ზა­ნამ მშო­ბი­ა­რო­ბი­დან მა­ლე­ვე პირ­ვე­ლი 2 ჩვი­ლი მდი­ნა­რე­ში, ცივი წყლით და­ბა­ნა, რის შემ­დე­გაც ბავ­შვე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. რო­დე­საც სო­ფელ­ში მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გა­ირ­კვა, ყვე­ლა მომ­დევ­ნო შვილს ქალს არ­თმევ­დნენ და სო­ფე­ლი ზრდი­და. ისი­ნი ნორ­მა­ლუ­რად გან­ვი­თარ­დნენ, ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ და გარ­და დიდი ტა­ნი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლი­სა, დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­გან.

ამ­ბო­ბენ, რომ თოვ­ლის ქალს ოთხი შვი­ლი გა­დარ­ჩა, თუმ­ცა მხო­ლოდ უმ­ცრო­სი ვა­ჟის - ხვი­ტის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია. ხვი­ტი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სო­ფელ თხი­ნა­ში ცხოვ­რობ­და და 1954 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. მისი თა­ვის ქალა მოს­კო­ვის ერთ-ერთ მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. აფხა­ზი უხუ­ცე­სე­ბის თქმით, ხვიტს შე­ეძ­ლო, ხე­ლით მი­წი­დან ხე­ე­ბი ამო­ეგლი­ჯა. მას 4 შვი­ლი ჰყავ­და და ყვე­ლა მათ­გა­ნი ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში შე­სა­ბა­მის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტებ­ში გა­მო­იკ­ვლი­ეს. ზა­ნას საფ­ლა­ვი მეც­ნი­ე­რებს ვე­რა­ვინ მი­ას­წავ­ლა, ხვი­ტის საფ­ლავს კი სო­ხუმ­თან ახ­ლოს მი­აკ­ვლი­ეს. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მას 4 შვი­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა წყა­რო­ებ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცია ქა­ლიშ­ვილ რა­ი­სა­ზე იძებ­ნე­ბა.

  • ვინ არის ზანა - ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ქალი თუ ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლი?

ზა­ნას ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რეს­დნენ საბ­ჭო­თა მეც­ნი­ე­რე­ბი. მე-20 სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში აფხა­ზეთ­ში ჩა­ვი­და კრიპ­ტო­ზო­ო­ლო­გი ბო­რის პორშნე­ვი, რო­მე­ლიც ესა­უბ­რა ად­გი­ლობ­რივ მო­ხუ­ცებს და შე­ი­ტყო ინ­ფორ­მა­ცია ზა­ნა­სა და მის შვი­ლებ­ზე. ბურ­ცევ­მა მო­ა­ხერ­ხა ზა­ნას შვი­ლიშ­ვილ­თან, ხვი­ტის ქა­ლიშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი. ის იყო უბ­რა­ლო ქალი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და ად­გი­ლობ­რივ ფოს­ტა­ში. ნეგ­რო­ი­დუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გარ­და, მას­ში უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რი იყო.

ზა­ნას ის­ტო­რი­ას სწავ­ლობ­და ის­ტო­რი­კო­სი, ჰო­მი­ნო­ლო­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი იგორ ბურ­ცე­ვიც. მან თოვ­ლის ქა­ლის ნეშ­ტის პოვ­ნა სცა­და, რის­თვი­საც თხი­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­თხრე­ბი ჩა­ა­ტა­რა. თუმ­ცა მხო­ლოდ ხვი­ტის სა­მარ­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნა. მისი თა­ვის ქა­ლის გა­მოკ­ვლე­ვით, და­ად­გი­ნეს, რომ ხვი­ტი ნეგ­რო­ი­დულ რა­სას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და.

დღე­ი­სათ­ვის ზა­ნას წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ვერ­სია არ­სე­ბობს.

პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო: ეს იყო ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ქალი გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნით, რო­მელ­საც ჰქონ­და და­ა­ვა­დე­ბა ჰი­პერ­ტი­ქო­ზი, რა­საც ახა­სი­ა­თებს სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე თმის სი­ჭარ­ბე. ის რო­გორ­ღაც ბავ­შვო­ბა­ში მოხ­ვდა ტყე­ში, სა­დაც მძი­მე პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ა­ხერ­ხა გა­დარ­ჩე­ნა და გაზ­რდა.

შე­გახ­სე­ნებთ, აფხა­ზეთ­ში იმ პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. შე­საძ­ლოა, ესე­ნი იყ­ვნენ უძ­ვე­ლე­სი ემიგ­რან­ტე­ბი ეთი­ო­პი­ი­დან ან შე­საძ­ლოა, ისი­ნი იყ­ვნენ ყო­ფი­ლი მო­ნე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­წის მე­სა­კუთ­რე­ებ­მა შე­ი­ძი­ნეს პლან­ტა­ცი­ებ­ში სა­მუ­შა­ოდ. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ზა­ნას შავი კანი ჰქონ­და, მის შვი­ლებს კი - მკა­ფიო ნეგ­რო­ი­დუ­ლი ნაკ­ვთე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ ხვი­ტის თა­ვის ქა­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბი ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გაგ­ზავ­ნეს, რათა ზუს­ტი გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. 2015 წელს კი მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი Sachs-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წე­რია, რომ ზანა 100% - ით აფ­რი­კე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა, გე­ნე­ტი­კუ­რი მსგავ­სე­ბა არ­ცერთ თა­ნა­მედ­რო­ვე აფ­რი­კულ ჯგუფ­თან არ მო­ი­ძებ­ნა.

მე­ო­რე ვერ­სი­ით, "თოვ­ლის ქალი" ზანა ნამ­დვი­ლი ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლი იყო. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს მხო­ლოდ ფან­ტა­ზი­ე­ბია.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა, ზანა რე­ლიქ­ტუ­რი ჰო­მი­ნი­დე­ბის უც­ნო­ბი სა­ხე­ო­ბაა, მაგ­რამ ამის თქმა მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის გა­რე­შე და მხო­ლოდ ზე­პი­რი აღ­წე­რე­ბი­დან, არას­წო­რია.

ან­თრო­პო­ლო­გი, რო­მე­ლიც ზა­ნას ის­ტო­რი­ას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ვლევ­და, აღ­ნიშ­ნავს, რომ არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ზა­ნას არ­სე­ბო­ბა­ში რა­ი­მე პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი იყო. არა­ფე­რი ახა­ლი ან შო­კის­მომ­გვრე­ლი არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა ხვი­ტის თა­ვის ქა­ლის კვლე­ვი­საც. ზა­ნას შვი­ლიშ­ვი­ლი რა­ი­სა კი სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქალი გახ­ლდათ. თუ ის იყო ადა­მი­ა­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და რე­ლიქ­ტუ­რი ჰო­მი­ნი­დის­გან, მა­შინ, ეს მის გა­რეგ­ნო­ბა­ზე უნდა ასა­ხუ­ლი­ყო...

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხუმრობის გარეშე
3

აფხაზეთის რომელიღაცა სოფელში ცხოვრობდნენ ფერადკანიანები.ადრე თუ არ ვცდები აფხაზურ გვერდზე წავიკითხე , რომ მათ იყენებდნენ ქართველების წინააღმდეგ. ვითომ გაეროს წარმომადგენლები იყვნენ, გადადიოდნენ ქართულ პოზიციებზე და აგროვებდნენ ინფორმაციას. ერთ-ერთი ვერსიით, მე-19 საუკუნეში შერვაშიძეებმა ჩამოიყვანეს მონები ეთიოპიიდან. მოკლედ, ინტერნეტში ბევრი ინფორმაციაა მათზე. 

:))))))))
16

ეგ ზანა კი არა ანა წითლიძეა. და ის მეორე ტიპი კი ვაშაძეა

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"თოვლის ქალი" აფხაზეთიდან - რა არის ცნობილი ზანასა და მის შთამომავლობაზე: რას იკვლევდნენ და რა დაასკვნეს მეცნიერებმა ჩვენებური "იეტის" შესახებ?

"თოვლის ქალი" აფხაზეთიდან - რა არის ცნობილი ზანასა და მის შთამომავლობაზე: რას იკვლევდნენ და რა დაასკვნეს მეცნიერებმა ჩვენებური "იეტის" შესახებ?

იეტის, იგივე თოვლის კაცის შესახებ, სხვადასხვა ეთნოსსა და კულტურაში არაერთი ლეგენდა არსებობს. მედიაში პერიოდულად დღესაც ჩნდება ინფორმაცია, რომ ვიღაცამ სადღაც დაინახა ეს უცნაური არსება, თუმცა, მისი არსებობის შესახებ დღემდე არანაირი დასაბუთებული მტკიცებულება არ გვაქვს.

ყველაზე ცნობილი და რეალური "იეტი", უფრო სწორედ "თოვლის ქალი", როგორც ირკვევა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთში ბინადრობდა, სტატიაში მოგიყვებით გასაოცარ ამბავს თოვლის ქალის ზანას შესახებ, რომელიც მე-19 საუკუნეში სოფელ თხინაში ადგილობრივ მემამულესთან ერთად ცხოვრობდა.

  • ზანას თავგადასავალი

ეს უცნაური ამბავი დაახლოებით XIX საუკუნის 60-იან წლებში აფხაზეთის მთებში დაიწყო, როდესაც მდიდარი თავადი ერთ დღეს სანადიროდ წავიდა. სოფელში დაბრუნებული ამტკიცებდა, რომ ტყეში შეხვდა უცნაურ არსებას, რომელიც უზარმაზარ მაიმუნს ჰგავდა. იმ დღეებში აფხაზეთში სჯეროდათ, რომ მთის გამოქვაბულებში საშინელი მონსტრი იმალებოდა, რომელსაც აბნაუაიუ ერქვა. მონადირე დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ის ნახა და ბრძანება გასცა, სასწრაფოდ დაეჭირათ ურჩხული.

მსახურებმა არ იცოდნენ, როგორ დაეჭირათ მონსტრი და გადაწყვიტეს, სატყუარასთვის შარვალი ჩაეცვათ, რომელსაც ადამიანის ოფლის სუნი ასდიოდა. უცნობი არსება მალე თავშესაფრიდან გამოვიდა. ჩასაფრებულებმა "მონსტრი“ შეიპყრეს და თავადს გადასცეს. როდესაც თავადი მიხვდა, რომ "მონსტრი“ რეალურად დიდი ტანის და თმით დაფარული ქალი იყო, გადაწყვიტა მეგობრისთვის ეჩუქებინა. ასე აღმოჩნდა ის სოფელ თხინაში. ერთი ვერსიით, მისი მეპატრონე მემამულე, გვარად გენაბა იყო. მან უცნაურ ქალს სახელად ზანა დაარქვა.

ზანას შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა. იყო ძალიან მაღალი, ძლიერი და სქელი თმა მთელ სხეულს უფარავდა. ქალის კანი კუპრივით შავი იყო. ქვედა ყბა ძლიერად ჰქონდა წინ წამოწეული, ასევე დიდი კბილები და ტუჩები ჰქონდა. "თოვლის ქალის" ფეხის ზომა კი წარმოუდგენლად დიდი გახლდათ.

  • ველური ზანა, რომლისაც ადგილობრივ მოსახლეობას ეშინოდა

ზანამ ტყვეობა გააპროტესტა, რადგან თავიდან გალიაში მოათავსეს. თანდათან ის მორჩილი გახდა და მეპატრონემ წნელისგან დაწნულ სახლში გადაიყვანა. ზანა საწოლად ორმოს იყენებდა, რომელიც თავად ამოთხარა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მემამულემ სოფელში გასეირნების და მდინარეში ბანაობის უფლება მისცა. ზანამ ლაპარაკი ვერ ისწავლა, მაგრამ მას იყენებდნენ როგორც მძიმე ტვირთის გადასაზიდად, ასევე მარტივი სამუშაოს შესასრულებლად.

სოფლის მცხოვრებლებს მისი ეშინოდათ. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც მასთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება სურდა. ამბობენ, რომ ზანას უამრავი საყვარელი ჰყავდა. ლეგენდის თანახმად, გენაბა და მისი მეგობრები ქალს სექსუალური კავშირის დამყარებამდე ღვინოს ასმევდნენ.

  • აფხაზი იეტის შთამომავლები

ზანას შვილებიც ჰყავდა - გადმოცემის თანახმად, სულ 6, რომელთაგანაც 2 გაჩენიდან მალევე დაეღუპა. თურმე ზანამ მშობიარობიდან მალევე პირველი 2 ჩვილი მდინარეში, ცივი წყლით დაბანა, რის შემდეგაც ბავშვები დაიღუპნენ. როდესაც სოფელში მომხდარის შესახებ გაირკვა, ყველა მომდევნო შვილს ქალს ართმევდნენ და სოფელი ზრდიდა. ისინი ნორმალურად განვითარდნენ, ჩვეულებრივ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და გარდა დიდი ტანისა და ფიზიკური ძალისა, დიდად არ განსხვავდებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან.

ამბობენ, რომ თოვლის ქალს ოთხი შვილი გადარჩა, თუმცა მხოლოდ უმცროსი ვაჟის - ხვიტის შესახებ არსებობს ინფორმაცია. ხვიტი მთელი ცხოვრება სოფელ თხინაში ცხოვრობდა და 1954 წელს გარდაიცვალა. მისი თავის ქალა მოსკოვის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება. აფხაზი უხუცესების თქმით, ხვიტს შეეძლო, ხელით მიწიდან ხეები ამოეგლიჯა. მას 4 შვილი ჰყავდა და ყველა მათგანი ყოფილ საბჭოთა კავშირში შესაბამის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში გამოიკვლიეს. ზანას საფლავი მეცნიერებს ვერავინ მიასწავლა, ხვიტის საფლავს კი სოხუმთან ახლოს მიაკვლიეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას 4 შვილი ჰყავდა, თუმცა წყაროებში ყველაზე მეტი ინფორმაცია ქალიშვილ რაისაზე იძებნება.

  • ვინ არის ზანა - ფსიქიკურად დაავადებული ფერადკანიანი ქალი თუ ნეანდერტალელი?

ზანას ისტორიით დაინტერესდნენ საბჭოთა მეცნიერები. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში აფხაზეთში ჩავიდა კრიპტოზოოლოგი ბორის პორშნევი, რომელიც ესაუბრა ადგილობრივ მოხუცებს და შეიტყო ინფორმაცია ზანასა და მის შვილებზე. ბურცევმა მოახერხა ზანას შვილიშვილთან, ხვიტის ქალიშვილთან საუბარი. ის იყო უბრალო ქალი, რომელიც მუშაობდა ადგილობრივ ფოსტაში. ნეგროიდული გარეგნობის გარდა, მასში უჩვეულო არაფერი იყო.

ზანას ისტორიას სწავლობდა ისტორიკოსი, ჰომინოლოგიის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი იგორ ბურცევიც. მან თოვლის ქალის ნეშტის პოვნა სცადა, რისთვისაც თხინის სასაფლაოზე გათხრები ჩაატარა. თუმცა მხოლოდ ხვიტის სამარხი აღმოაჩინა. მისი თავის ქალის გამოკვლევით, დაადგინეს, რომ ხვიტი ნეგროიდულ რასას მიეკუთვნებოდა.

დღეისათვის ზანას წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს.

პირველი და ყველაზე სარწმუნო: ეს იყო ფერადკანიანი ქალი გონებრივი ჩამორჩენით, რომელსაც ჰქონდა დაავადება ჰიპერტიქოზი, რასაც ახასიათებს სხეულის ნებისმიერ ადგილზე თმის სიჭარბე. ის როგორღაც ბავშვობაში მოხვდა ტყეში, სადაც მძიმე პირობების მიუხედავად, მოახერხა გადარჩენა და გაზრდა.

შეგახსენებთ, აფხაზეთში იმ პერიოდში არაერთი ფერადკანიანი ცხოვრობდა. შესაძლოა, ესენი იყვნენ უძველესი ემიგრანტები ეთიოპიიდან ან შესაძლოა, ისინი იყვნენ ყოფილი მონების შთამომავლები, რომლებიც მიწის მესაკუთრეებმა შეიძინეს პლანტაციებში სამუშაოდ. გადმოცემის თანახმად, ზანას შავი კანი ჰქონდა, მის შვილებს კი - მკაფიო ნეგროიდული ნაკვთები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხვიტის თავის ქალის ფრაგმენტები ოქსფორდის უნივერსიტეტში გაგზავნეს, რათა ზუსტი გენეტიკური ანალიზი ჩაეტარებინათ. 2015 წელს კი მიღებული შედეგები Sachs-მა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ზანა 100% - ით აფრიკელი უნდა ყოფილიყო. თუმცა, გენეტიკური მსგავსება არცერთ თანამედროვე აფრიკულ ჯგუფთან არ მოიძებნა.

მეორე ვერსიით, "თოვლის ქალი" ზანა ნამდვილი ნეანდერტალელი იყო. დიდი ალბათობით, ეს მხოლოდ ფანტაზიებია.

კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა, ზანა რელიქტური ჰომინიდების უცნობი სახეობაა, მაგრამ ამის თქმა მეცნიერული კვლევის გარეშე და მხოლოდ ზეპირი აღწერებიდან, არასწორია.

ანთროპოლოგი, რომელიც ზანას ისტორიას წლების განმავლობაში იკვლევდა, აღნიშნავს, რომ არ არსებობს არცერთი მატერიალური მტკიცებულება იმისა, რომ ზანას არსებობაში რაიმე პარანორმალური იყო. არაფერი ახალი ან შოკისმომგვრელი არ აღმოჩენილა ხვიტის თავის ქალის კვლევისაც. ზანას შვილიშვილი რაისა კი სრულიად ჩვეულებრივი ქალი გახლდათ. თუ ის იყო ადამიანის შთამომავალი, რომელიც დაიბადა რელიქტური ჰომინიდისგან, მაშინ, ეს მის გარეგნობაზე უნდა ასახულიყო...

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"