მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან განიცდიდა, რომ შვილი არ ჰყავდა..." - მსახიობის ცხოვრება სევდითა და კურიოზებით: როგორ "გააგდო" ბორის წიფურიამ ელდარ შენგელაია გადასაღები მოედნიდან და რაზე გაუნაწყენდა რობერტ სტურუას?
"ძალიან განიცდიდა, რომ შვილი არ ჰყავდა..." - მსახიობის ცხოვრება სევდითა და კურიოზებით: როგორ "გააგდო" ბორის წიფურიამ ელდარ შენგელაია გადასაღები მოედნიდან და რაზე გაუნაწყენდა რობერტ სტურუას?

ამ­ბობ­დნენ, რომ მისი ჩაგ­დე­ბუ­ლი როლი არ არ­სე­ბობს. კი­ნო­სა თუ თე­ატ­რში არა­ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი ჰყავს შექ­მნი­ლი. იყო მთა­ვა­რი თუ ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ბო­რის წი­ფუ­რია თა­ვის საქ­მეს ერ­თგუ­ლად და თავ­და­უ­ზო­გა­ვად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, 72 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და ვინ იცის, ალ­ბათ, კი­დევ რამ­დე­ნი რო­ლის შექ­მნა სურ­და... თა­ვი­დან მუ­შა­ო­ბა და­უ­წყია სო­ხუ­მის აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის ქარ­თულ დას­ში, შემ­დეგ - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. 1984-1990 წლებ­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო ცირ­კის დი­რექ­ტო­რიც გახ­ლდათ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ტე­ლე­შოუ "ფორ­ტუ­ნა" მიჰ­ყავ­და. მა­სობ­რი­ვად მა­ყუ­რე­ბელ­მა აქე­დან გა­იც­ნო. 1966 წელს მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა იური ქავ­თა­რა­ძის ფილმში "უყა­ი­მო თა­მა­ში".

  • მსა­ხი­ობს დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა ფილ­მებ­ში ნა­თა­მა­შებ­მა რო­ლებ­მა: ხუტა ოდი­შე­ლი­ძე ("შე­რე­კი­ლე­ბი"), მე­წის­ქვი­ლე ("დათა თუ­თაშ­ხია"), სე­ლი­მი ("მი­ზან­ში")...

ამ­ბო­ბენ, რომ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე ეტი­უ­დის შეს­რუ­ლე­ბი­სას ბო­რის წი­ფუ­რი­ას სამ­სა­ხი­ო­ბო ნი­ჭით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ აკა­კი ხო­რა­ვას წა­მო­უ­ძა­ხია: "კმა­რა, საკ­მა­რი­სია!" რო­გორც ჩანს, მას­ში დიდი სამ­სა­ხი­ო­ბო უნა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"შე­რე­კი­ლე­ბი"

თა­ვად ბა­ტო­ნი ბო­რი­სი სა­კუ­თარ მო­გო­ნე­ბებ­ში ჰყვე­ბო­და: "თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩემი კურ­სე­ლე­ბი იყ­ვნენ შემ­დგომ­ში უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბე­ბი - ზი­ნა­ი­და კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე, თენ­გიზ არჩვა­ძე, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, ლია კა­პა­ნა­ძე, ლიკა ჭავ­ჭა­ვა­ძე. პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ - სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე, აკა­კი ვა­სა­ძე, დი­მიტ­რი ალექ­სი­ძე, ნა­დეჟ­და შა­ლუ­ტაშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ჯა­ნე­ლი­ძე, აკა­კი ფა­ღა­ვა, მა­ლი­კო მრევ­ლიშ­ვი­ლი. ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ყოფ­ნა­სა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში ბედ­მა ნამ­დვი­ლად გა­მი­ღი­მა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ბევ­რი ხომ ვერ და­იკ­ვეხ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ აკა­კი ხო­რა­ვას საყ­ვა­რე­ლი სტუ­დენ­ტი იყო და თენ­გიზ არჩვა­ძის ან გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი. ინ­სტი­ტუ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მოვ­ხვდი, თუმ­ცა ჩემი ჯგუ­ფი სო­ხუ­მის თე­ატ­რში გა­ა­ნა­წი­ლეს და მე­გობ­რებს გავ­ყე­ვი. სო­ხუ­მის თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა იქ დარ­ჩე­ნა და მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. პირ­ვე­ლი­ვე სპექ­ტაკლში "გა­ზა­ფხუ­ლის დილა" ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი მომ­ცეს და ყვე­ლა­ფე­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად წა­ვი­და".

"ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი"

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს აკა­კი ბაქ­რა­ძე ბო­რის წი­ფუ­რი­ა­ზე წერ­და: "დიდ როლს თა­მა­შობს ბო­რის წი­ფუ­რია თუ პა­ტა­რას, - სულ ერ­თია. მისი პერ­სო­ნა­ჟი ყო­ველ­თვის მკვეთ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა... ამის დას­ტუ­რი მისი არა­ერ­თი რო­ლია. რო­დე­საც სცე­ნა­ზე დგას, ცო­ცხალ ადა­მი­ანს ხე­დავ თა­ვი­სი თვი­სე­ბით, ხა­სი­ა­თით, ბუ­ნე­ბით, ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს გა­მოვ­ლე­ნის დე­ტა­ლე­ბით და არა სქე­მა­სა და რუ­პორს. სქე­მა და რუ­პო­რი ცი­ვია, ის მა­ყუ­რე­ბელს არ ათ­ბობს. ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი კი, თუნ­დაც მე­ტად უარ­ყო­ფი­თი, იწ­ვევს ემო­ცი­ას, და­ინ­ტე­რე­სე­ბას, გა­ტა­ცე­ბას. ამი­ტომ ბო­რის წი­ფუ­რი­ას მიდ­გო­მა, რომ­ლი­თაც ის რო­გორც მსა­ხი­ო­ბი მოქ­მე­დებს, მარ­თა­ლია... თუ ვინ­მე მკი­თხავს, ვი­ტყო­დი: არის რო­ლე­ბი, რო­მე­ლიც მას ქარ­თულ თე­ატ­რში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეთა­მა­შა".

თა­მა­შა­ობ­და და ითა­მა­შებ­და კი­დეც, მაგ­რამ ბო­ლოს გულ­გა­ტე­ხი­ლი იყო: "რო­ბერტ სტუ­რუ­ამ თე­ატ­რი შე­მა­ძუ­ლა. სული ამომ­გლი­ჯა, უდ­რო­ოდ გა­მიშ­ვა თე­ატ­რი­დან. შე­იძ­ლე­ბა, 15-20 წელი ისე იყო თე­ატ­რში, რომ რე­ჟი­სორ­მა როლი არ მოგ­ცეს?! ცუ­დია, როცა ვი­ღაც გა­ნა­გებს შენს ბედს. იმ კაცს თუ უნდა, გა­გაღ­მერ­თებს, თუ უნდა - გა­გა­ნად­გუ­რებს".

"დათა თუ­თაშ­ხია" - ბო­ნია მე­წის­ქვი­ლე

როცა ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ ფილმში "შე­რე­კი­ლე­ბი" გა­და­ი­ღო, მი­აჩ­ნდა, რომ ბედ­მა გა­უ­ღი­მა. ის სინ­ჯე­ბის­თვის სულ სხვა როლ­ზე იყო მიწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ რეზო გაბ­რი­ა­ძის სცე­ნარ­ში სხვა როლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო­მაც შეც­ვა­ლა უკვე შერ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი და ხუტა პო­ლი­ცი­ე­ლის როლ­ზე ბო­რის წი­ფუ­რია და­ამ­ტკი­ცა. სა­ნამ სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო როლ­ზე და­ამ­ტკი­ცებ­და, ბა­ტო­ნი ბო­რი­სი ნერ­ვი­უ­ლობ­და, გა­ნიც­დი­და: "მა­მამ დე­დას ჰკი­თხა, რა სჭირს, რა­ტომ ნერ­ვი­უ­ლობ­სო. დე­დამ უპა­სუ­ხა, თავი და­ა­ნე­ბე, თა­ვი­სი გა­ჭირ­ვე­ბა ეყო­ფა, ფილ­მის­თვის სინ­ჯი გა­და­უ­ღეს და არ იცის, და­ამ­ტკი­ცე­ბენ თუ არაო. რა ფილ­მი­აო, იკი­თხა მა­მამ. "შე­რე­კი­ლე­ბიო", - უპა­სუ­ხა დე­დამ. და­ამ­ტკი­ცე­ბენ ამ სა­ცო­დავს, აბა, რას იზა­მენ, რა­ტომ ნერ­ვი­უ­ლობ­სო, და­ამ­შვი­და მა­მამ დედა".

ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, ბო­რის წი­ფუ­რია - "შე­რე­კი­ლე­ბის" გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი

თა­ვად "შე­რე­კი­ლე­ბის" გა­და­ღე­ბის პრო­ცესს ელ­დარ შენ­გე­ლა­ია კი ასე იხ­სე­ნებს: "ჩემი კი­ნო­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ მსა­ხი­ო­ბის გამო მი­მე­ტო­ვე­ბი­ნოს გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი. ეს მო­ა­ხერ­ხა ბო­რია წი­ფუ­რი­ამ. ერთხელ "შე­რე­კი­ლე­ბის" გა­და­ღე­ბის დროს იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­მიყ­ვა­ნა, რომ გა­ცო­ფე­ბულ­მა გა­და­ღე­ბა მი­ვა­ტო­ვე. ძალ­ზე რთუ­ლი იყო მას­თან მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ შე­დე­გით პი­რა­დად მე, და მგო­ნი, მა­ყუ­რე­ბე­ლიც, კმა­ყო­ფი­ლი ვართ. ბო­რი­ას მოზ­რდილ თავ­ში უსას­რუ­ლო ფან­ტა­ზია ტრი­ა­ლებ­და, რო­მელ­საც არც და­სა­წყი­სი ჰქონ­და და არც - და­სას­რუ­ლი, მაგ­რამ რე­ჟი­სო­რის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა მის „სი­სუ­ლე­ლე­ებ­ში“ ერთი-ორი კარ­გი იდეა. "შე­რე­კი­ლებ­ში" ხუ­ტას როლ­ზე (რო­გორც მი­ღე­ბუ­ლია კი­ნო­ში) არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი "ისინ­ჯე­ბო­და".

სა­სინჯ გა­და­ღე­ბებ­ზე მო­სულ მსა­ხი­ო­ბებს ჩვენ ვაც­მევ­დით იმ კოს­ტი­უმს, რო­მე­ლიც მხატ­ვრის მიერ იყო არ­ჩე­უ­ლი. ბო­რი­ას კოს­ტი­უ­მი არ მო­ე­წო­ნა, შე­ი­გი­ნა (ეს მას ეხერ­ხე­ბო­და) და თქვა, თვი­თონ მოვ­ნა­ხავ ჩემ­თვის კოს­ტი­უმ­სო. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი გა­ვარ­და სტუ­დი­ის გარ­დე­რობ­ში. გა­ვი­და თით­ქმის ოთხი სა­ა­თი. უც­ბად გა­ი­ღო სა­რე­ჟი­სო­როს კარი და ჩვენ წინ იდგა ფილ­მის მო­მა­ვა­ლი გმი­რი, ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რიც წარ­მოგ­ვედ­გი­ნა. კოს­ტი­უ­მიც ხომ მო­ნა­ხა ძა­ლი­ან სა­ხო­ვა­ნი ფა­ფა­ხით, საგ­რი­მი­ო­რო­შიც გა­უვ­ლია და გრი­მიც გა­უ­კე­თე­ბია, ულ­ვა­შე­ბი და ბა­კენ­ბარ­დე­ბიც თა­ვი­სი­ვე ფან­ტა­ზი­ით მო­ურ­გია. შე­მო­ვი­და თუ არა, მი­ვარ­და ფან­ჯა­რას და და­ი­წყო ყვი­რი­ლი: "ხომ გი­თხა­რით, გაფ­რინ­დე­ბი­ან-მეთ­ქი, ხომ გი­თხა­რით!“ ჩა­ვა­ტა­რეთ სა­სინ­ჯი გა­და­ღე­ბა და სამ­ხატ­ვრო საბ­ჭომ ის როლ­ზე ერ­თხმად და­ამ­ტკი­ცა... უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ბო­რის წი­ფუ­რი­ამ, ჩემი აზ­რით, შექ­მნა ცო­ცხა­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი და მარ­თლაც და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სახე…"

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბის მი­ღე­ბა უზო­მოდ გაჰ­ხა­რე­ბია: "იმ დღეს სი­ხა­რუ­ლის­გან არ მე­ძი­ნა. მე­ო­რე დღეს­ვე გა­ზე­თი ვი­ყი­დე და სა­ბო­ლო­ოდ მა­შინ დავ­რწმუნ­დი, როცა გა­ზეთ­შიც იგი­ვე ამო­ვი­კი­თხე. პო­პუ­ლა­რო­ბა, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბა დამ­ღლე­ლი არ არის. პი­რი­ქით, მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ ამას დიდი დარ­დიც ახ­ლავს. ორი-სამი წლის შემ­დეგ ხალ­ხს რომ მი­ა­ვი­წყდე­ბი, ძა­ლი­ან ძნე­ლია. ბევ­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბი და­ი­ვი­წყეს. დიდი კო­რი­ფე­ე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა ახალ­გაზ­რდამ არც კი იცის. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თია მსა­ხი­ო­ბის ბედი.

ფილ­მი "ბი­ჭე­ბი ია­სამ­ნის ქუ­ჩი­დან" - მე­წა­ღე

სი­ნათ­ლის ინ­კა­სა­ტორ­მა კი სახ­ლში სა­კუ­თა­რი "სახლ-მუ­ზე­უ­მის" მო­წყო­ბა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა. ამას ბო­რის წი­ფუ­რია თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ასე ყვე­ბა:

"ერთხელ შინ რომ არ ვი­ყა­ვი, დენი გა­მო­მირ­თეს. სა­ღა­მოს მე­ზო­ბელ­მა მი­თხრა, ხვალ დი­ლით შუ­ქის კაცი მოვა, შინ დახ­ვდიო. დავ­ხვდი და პირ­და­პირ შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვე­დი, რა­ტომ გა­და­მი­ჭე­რი სი­ნათ­ლე მეთ­ქი. და­ვა­ლი­ა­ნე­ბა გაქ­ვსო. ავუხ­სე­ნი, გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი დიდი ხნით. ოღონდ ახლა ჩა­მირ­თე და დღეს­ვე გა­და­ვიხ­დი-მეთ­ქი. ეჭ­ვის თვა­ლით ამათ­ვა­ლი­ე­რა: ვინ ხარ, რაში გი­ღე­ბე­ნო. მსა­ხი­ო­ბი ვარ-მეთ­ქი. ცოტა ხანს კი­დევ მი­ყუ­რა, მერე ოთა­ხებს მო­ავ­ლო თვა­ლი და „უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და“. ტყუ­ილს ამ­ბობ. შენ მსა­ხი­ო­ბი არა ხარ. მე ვყო­ფილ­ვარ მსა­ხი­ო­ბე­ბის სახ­ლში და მი­ნა­ხავს, კე­დელ­ზე სულ თა­ვი­ან­თი სუ­რა­თე­ბი აქვთ გა­მო­ფე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა რო­ლებ­შიო. იმა­ვე სა­ღა­მოს ამოვ­ქე­ქე უჯ­რი­დან აფი­შე­ბი, სუ­რა­თე­ბი, სი­გე­ლე­ბი, ფო­ტო­ე­ბი ჩარ­ჩო­ში ჩავ­სვი, წი­თე­ლი ლენ­ტი გა­ვა­ბი, მო­საწ­ვე­ვი ბა­რა­თე­ბიც და­ვამ­ზა­დე. ჩემს მე­გობ­რებს - შოთა გა­ბე­ლა­ი­ას და კი­დევ რამ­დე­ნი­მე კაცს ჩა­მო­ვუ­რი­გე: ხვალ ჩემი სახლ-მუ­ზე­უ­მის გახ­სნაა და მობ­რძან­დით-მეთ­ქი. მას მერე ვი­წო­ნებ თავს ჩემი სტენ­დით“.

ბო­რის წი­ფუ­რი­აც ცხოვ­რე­ბა სავ­სე იყო კუ­რი­ო­ზე­ბით.

"მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა, და­ბა­დე­ბი­დან ამ წუ­თამ­დე კუ­რი­ო­ზია. ჩემ­ზე დარ­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ამ­ქვეყ­ნად მე­ო­რე არ მე­გუ­ლე­ბა. მე რომ კი­ნო­ში მკლა­ვენ, იმა­ზეც კი ვტი­რი. "მაგ­და­ნას ლურ­ჯა­ში“ დუ­დუ­ხა­ნას რომ ლურ­ჯას არ­თმე­ვენ, ჩემი ბღა­ვი­ლი ცას სწვდე­ბა ხოლ­მე. მოკ­ლედ, მგრძნო­ბი­ა­რე კაცი ვარ. გული სა­დღეგ­რძე­ლო­ებ­ზეც კი მი­ჩუყ­დე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ჩემი ცუდი გან­წყო­ბა გარ­შე­მომ­ყო­ფებს არ გა­დავ­დო. პი­რი­ქით, ადა­მი­ა­ნებს კარგ გან­წყო­ბას ვუქ­მნი“ - ამ­ბობ­და სა­კუ­თარ თავ­ზე მსა­ხი­ო­ბი.

"ფორ­ტუ­ნა"

"თქვენს წი­ნა­შეა "გა­ერ­თი­ა­ნე­ბა თე­ატ­რო­ნის" შოუ პროგ­რა­მა "ფორ­ტუ­ნა" - ასე იწყე­ბო­და ყო­ვე­ლი კვი­რა დღის სა­ღა­მო მსა­ხი­ობ ბო­რის წი­ფუ­რი­ას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა­ში ახ­ლად­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს ეპა­ტი­ჟე­ბო­და და სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბით აჯილ­დო­ებ­და. გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნის მო­ნატ­რე­ბას მსა­ხი­ო­ბი ამ გა­და­ცე­მით ივ­სებ­და, რო­მელ­საც 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უძღვე­ბო­და. მის­მა და­ხურ­ვამ კი კი­დევ ერთი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი მა­ყუ­რებ­ლის თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, "ფორ­ტუ­ნა" ეთერ­ში აღარ და­აბ­რუ­ნეს. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და იმა­საც, რომ შვი­ლი არ ჰყავ­და:

"გან­ვიც­დი, შვი­ლი რომ არ მყავს. მარ­ტო­ხე­ლა კაცი ცოდ­ვაა. შე­იძ­ლე­ბა, არც სა­რე­ცხის გა­რე­ცხვის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნას, არც საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბის, მაგ­რამ ეს ხომ არ არის მთა­ვა­რი? ხში­რად, რო­დე­საც ცუ­დად ვი­ყა­ვი, ხე­ლებს გულ­ზე ვი­წყობ­დი და ისე ვი­ძი­ნებ­დი, თუ მოვ­კვდე­ბი, გა­სას­წო­რე­ბე­ლი არ გავ­ხდე-მეთ­ქი. ვფიქ­რობ ხოლ­მე, რომ მოვ­კვდე­ბი, ვინ მი­ხე­დავს ჩემს ფო­ტო­არ­ქივს, ფირ­ფი­ტებს... - არა­ვინ, რად­გან არა­ვინ მრჩე­ბა“.

P.S. მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბი­დან კი­დევ ბევ­რი ეპი­ზო­დი დაგ­ვრჩა უთ­ქმე­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ცხა­დია, მხო­ლოდ ერთი სტა­ტია ვერ და­ი­ტევს. სტა­ტი­ა­ში ეპი­ზო­დე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ნა­წი­ლობ­რივ ბო­რის წი­ფუ­რი­ას წიგ­ნი­დან „მო­გო­ნე­ბე­ბი,“ რო­მე­ლიც წლე­ბის წინ თა­ვად მა­ჩუ­ქა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატო
2

სტურუამ რანდენი ნიჭიერი მსახიობი "დაბლოკა" პირადი ინტერესების გამო.

 

თამრიკო
3

შესანიშნავი მსახიობი.მისთვის დიდი და პატარა როლები არ არსებობდა, რადგანაც ყველას მონდომებით ასრულებდა. ცდილობდა მასზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეესრულებინა . ეროვნული ტრადიციების პატივისმცემელი და ამ ტრადიციების მისთვის მისაღებელი ფორმით გამავრცელებელი

 

 

ავტორი:

"ძალიან განიცდიდა, რომ შვილი არ ჰყავდა..." - მსახიობის ცხოვრება სევდითა და კურიოზებით: როგორ "გააგდო" ბორის წიფურიამ ელდარ შენგელაია გადასაღები მოედნიდან და რაზე გაუნაწყენდა რობერტ სტურუას?

"ძალიან განიცდიდა, რომ შვილი არ ჰყავდა..." - მსახიობის ცხოვრება სევდითა და კურიოზებით: როგორ "გააგდო" ბორის წიფურიამ ელდარ შენგელაია გადასაღები მოედნიდან და რაზე გაუნაწყენდა რობერტ სტურუას?

ამბობდნენ, რომ მისი ჩაგდებული როლი არ არსებობს. კინოსა თუ თეატრში არაერთი პერსონაჟი ჰყავს შექმნილი. იყო მთავარი თუ ეპიზოდური როლები. საქართველოს სახალხო არტისტი ბორის წიფურია თავის საქმეს ერთგულად და თავდაუზოგავად ემსახურებოდა. სამწუხაროდ, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა და ვინ იცის, ალბათ, კიდევ რამდენი როლის შექმნა სურდა... თავიდან მუშაობა დაუწყია სოხუმის აკადემიური თეატრის ქართულ დასში, შემდეგ - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 1984-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორიც გახლდათ. წლების განმავლობაში კი ტელეშოუ "ფორტუნა" მიჰყავდა. მასობრივად მაყურებელმა აქედან გაიცნო. 1966 წელს მისი დებიუტი შედგა იური ქავთარაძის ფილმში "უყაიმო თამაში".

  • მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა ფილმებში ნათამაშებმა როლებმა: ხუტა ოდიშელიძე ("შერეკილები"), მეწისქვილე ("დათა თუთაშხია"), სელიმი ("მიზანში")...

ამბობენ, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე ეტიუდის შესრულებისას ბორის წიფურიას სამსახიობო ნიჭით აღფრთოვანებულ აკაკი ხორავას წამოუძახია: "კმარა, საკმარისია!" როგორც ჩანს, მასში დიდი სამსახიობო უნარი აღმოაჩინა.

"შერეკილები"

თავად ბატონი ბორისი საკუთარ მოგონებებში ჰყვებოდა: "თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი კურსელები იყვნენ შემდგომში უნიჭიერესი მსახიობები - ზინაიდა კვერენჩხილაძე, თენგიზ არჩვაძე, გივი ბერიკაშვილი, ლია კაპანაძე, ლიკა ჭავჭავაძე. პედაგოგები იყვნენ - სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე, დიმიტრი ალექსიძე, ნადეჟდა შალუტაშვილი, დიმიტრი ჯანელიძე, აკაკი ფაღავა, მალიკო მრევლიშვილი. ამ ადამიანებთან ყოფნასა და თანაცხოვრებაში ბედმა ნამდვილად გამიღიმა. ბოლოს და ბოლოს, ბევრი ხომ ვერ დაიკვეხნის საქართველოში, რომ აკაკი ხორავას საყვარელი სტუდენტი იყო და თენგიზ არჩვაძის ან გივი ბერიკაშვილის მეგობარი. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მარჯანიშვილის თეატრში მოვხვდი, თუმცა ჩემი ჯგუფი სოხუმის თეატრში გაანაწილეს და მეგობრებს გავყევი. სოხუმის თეატრის დირექტორმა იქ დარჩენა და მუშაობა შემომთავაზა. პირველივე სპექტაკლში "გაზაფხულის დილა" ერთ-ერთი მთავარი როლი მომცეს და ყველაფერი არაჩვეულებრივად წავიდა".

"ვერის უბნის მელოდიები"

გასული საუკუნის მიწურულს აკაკი ბაქრაძე ბორის წიფურიაზე წერდა: "დიდ როლს თამაშობს ბორის წიფურია თუ პატარას, - სულ ერთია. მისი პერსონაჟი ყოველთვის მკვეთრად ჩამოყალიბებული პიროვნებაა... ამის დასტური მისი არაერთი როლია. როდესაც სცენაზე დგას, ცოცხალ ადამიანს ხედავ თავისი თვისებით, ხასიათით, ბუნებით, შინაგანი სამყაროს გამოვლენის დეტალებით და არა სქემასა და რუპორს. სქემა და რუპორი ცივია, ის მაყურებელს არ ათბობს. ცოცხალი ადამიანი კი, თუნდაც მეტად უარყოფითი, იწვევს ემოციას, დაინტერესებას, გატაცებას. ამიტომ ბორის წიფურიას მიდგომა, რომლითაც ის როგორც მსახიობი მოქმედებს, მართალია... თუ ვინმე მკითხავს, ვიტყოდი: არის როლები, რომელიც მას ქართულ თეატრში აუცილებლად უნდა ეთამაშა".

თამაშაობდა და ითამაშებდა კიდეც, მაგრამ ბოლოს გულგატეხილი იყო: "რობერტ სტურუამ თეატრი შემაძულა. სული ამომგლიჯა, უდროოდ გამიშვა თეატრიდან. შეიძლება, 15-20 წელი ისე იყო თეატრში, რომ რეჟისორმა როლი არ მოგცეს?! ცუდია, როცა ვიღაც განაგებს შენს ბედს. იმ კაცს თუ უნდა, გაგაღმერთებს, თუ უნდა - გაგანადგურებს".

''დათა თუთაშხია'' - ბონია მეწისქვილე

როცა ელდარ შენგელაიამ ფილმში "შერეკილები" გადაიღო, მიაჩნდა, რომ ბედმა გაუღიმა. ის სინჯებისთვის სულ სხვა როლზე იყო მიწვეული, მაგრამ რეზო გაბრიაძის სცენარში სხვა როლი აღმოაჩინა. სამხატვრო საბჭომაც შეცვალა უკვე შერჩეული მსახიობი და ხუტა პოლიციელის როლზე ბორის წიფურია დაამტკიცა. სანამ სამხატვრო საბჭო როლზე დაამტკიცებდა, ბატონი ბორისი ნერვიულობდა, განიცდიდა: "მამამ დედას ჰკითხა, რა სჭირს, რატომ ნერვიულობსო. დედამ უპასუხა, თავი დაანებე, თავისი გაჭირვება ეყოფა, ფილმისთვის სინჯი გადაუღეს და არ იცის, დაამტკიცებენ თუ არაო. რა ფილმიაო, იკითხა მამამ. "შერეკილებიო", - უპასუხა დედამ. დაამტკიცებენ ამ საცოდავს, აბა, რას იზამენ, რატომ ნერვიულობსო, დაამშვიდა მამამ დედა".

ელდარ შენგელაია, ბორის წიფურია - "შერეკილების" გადასაღები მოედანი

თავად "შერეკილების" გადაღების პროცესს ელდარ შენგელაია კი ასე იხსენებს: "ჩემი კინოში მუშაობის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მსახიობის გამო მიმეტოვებინოს გადასაღები მოედანი. ეს მოახერხა ბორია წიფურიამ. ერთხელ "შერეკილების" გადაღების დროს იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ გაცოფებულმა გადაღება მივატოვე. ძალზე რთული იყო მასთან მუშაობა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შედეგით პირადად მე, და მგონი, მაყურებელიც, კმაყოფილი ვართ. ბორიას მოზრდილ თავში უსასრულო ფანტაზია ტრიალებდა, რომელსაც არც დასაწყისი ჰქონდა და არც - დასასრული, მაგრამ რეჟისორისთვის აუცილებლად მოიძებნება მის „სისულელეებში“ ერთი-ორი კარგი იდეა. "შერეკილებში" ხუტას როლზე (როგორც მიღებულია კინოში) არაერთი ცნობილი მსახიობი "ისინჯებოდა".

სასინჯ გადაღებებზე მოსულ მსახიობებს ჩვენ ვაცმევდით იმ კოსტიუმს, რომელიც მხატვრის მიერ იყო არჩეული. ბორიას კოსტიუმი არ მოეწონა, შეიგინა (ეს მას ეხერხებოდა) და თქვა, თვითონ მოვნახავ ჩემთვის კოსტიუმსო. გაბრაზებული გავარდა სტუდიის გარდერობში. გავიდა თითქმის ოთხი საათი. უცბად გაიღო სარეჟისოროს კარი და ჩვენ წინ იდგა ფილმის მომავალი გმირი, ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა. კოსტიუმიც ხომ მონახა ძალიან სახოვანი ფაფახით, საგრიმიოროშიც გაუვლია და გრიმიც გაუკეთებია, ულვაშები და ბაკენბარდებიც თავისივე ფანტაზიით მოურგია. შემოვიდა თუ არა, მივარდა ფანჯარას და დაიწყო ყვირილი: "ხომ გითხარით, გაფრინდებიან-მეთქი, ხომ გითხარით!“ ჩავატარეთ სასინჯი გადაღება და სამხატვრო საბჭომ ის როლზე ერთხმად დაამტკიცა... უნდა ვაღიარო, რომ ბორის წიფურიამ, ჩემი აზრით, შექმნა ცოცხალი, ორიგინალური და მართლაც დასამახსოვრებელი სახე…"

საქართველოს სახალხო არტისტის წოდების მიღება უზომოდ გაჰხარებია: "იმ დღეს სიხარულისგან არ მეძინა. მეორე დღესვე გაზეთი ვიყიდე და საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როცა გაზეთშიც იგივე ამოვიკითხე. პოპულარობა, ხალხის სიყვარული და ყურადღება დამღლელი არ არის. პირიქით, მსიამოვნებს, მაგრამ ამას დიდი დარდიც ახლავს. ორი-სამი წლის შემდეგ ხალხს რომ მიავიწყდები, ძალიან ძნელია. ბევრი შესანიშნავი მსახიობი დაივიწყეს. დიდი კორიფეების შესახებ ბევრმა ახალგაზრდამ არც კი იცის. სამწუხაროდ, ასეთია მსახიობის ბედი.

ფილმი ''ბიჭები იასამნის ქუჩიდან'' - მეწაღე

სინათლის ინკასატორმა კი სახლში საკუთარი "სახლ-მუზეუმის" მოწყობა გადააწყვეტინა. ამას ბორის წიფურია თავის მოგონებებში ასე ყვება:

"ერთხელ შინ რომ არ ვიყავი, დენი გამომირთეს. საღამოს მეზობელმა მითხრა, ხვალ დილით შუქის კაცი მოვა, შინ დახვდიო. დავხვდი და პირდაპირ შეტევაზე გადავედი, რატომ გადამიჭერი სინათლე მეთქი. დავალიანება გაქვსო. ავუხსენი, გადაღებაზე ვიყავი დიდი ხნით. ოღონდ ახლა ჩამირთე და დღესვე გადავიხდი-მეთქი. ეჭვის თვალით ამათვალიერა: ვინ ხარ, რაში გიღებენო. მსახიობი ვარ-მეთქი. ცოტა ხანს კიდევ მიყურა, მერე ოთახებს მოავლო თვალი და „უნდობლობა გამოაცხადა“. ტყუილს ამბობ. შენ მსახიობი არა ხარ. მე ვყოფილვარ მსახიობების სახლში და მინახავს, კედელზე სულ თავიანთი სურათები აქვთ გამოფენილი სხვადასხვა როლებშიო. იმავე საღამოს ამოვქექე უჯრიდან აფიშები, სურათები, სიგელები, ფოტოები ჩარჩოში ჩავსვი, წითელი ლენტი გავაბი, მოსაწვევი ბარათებიც დავამზადე. ჩემს მეგობრებს - შოთა გაბელაიას და კიდევ რამდენიმე კაცს ჩამოვურიგე: ხვალ ჩემი სახლ-მუზეუმის გახსნაა და მობრძანდით-მეთქი. მას მერე ვიწონებ თავს ჩემი სტენდით“.

ბორის წიფურიაც ცხოვრება სავსე იყო კურიოზებით.

"მთელი ჩემი ცხოვრება, დაბადებიდან ამ წუთამდე კურიოზია. ჩემზე დარდიანი ადამიანი ამქვეყნად მეორე არ მეგულება. მე რომ კინოში მკლავენ, იმაზეც კი ვტირი. "მაგდანას ლურჯაში“ დუდუხანას რომ ლურჯას ართმევენ, ჩემი ბღავილი ცას სწვდება ხოლმე. მოკლედ, მგრძნობიარე კაცი ვარ. გული სადღეგრძელოებზეც კი მიჩუყდება. ამის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ცუდი განწყობა გარშემომყოფებს არ გადავდო. პირიქით, ადამიანებს კარგ განწყობას ვუქმნი“ - ამბობდა საკუთარ თავზე მსახიობი.

"ფორტუნა"

"თქვენს წინაშეა "გაერთიანება თეატრონის" შოუ პროგრამა "ფორტუნა" - ასე იწყებოდა ყოველი კვირა დღის საღამო მსახიობ ბორის წიფურიასთან ერთად, რომელიც გადაცემაში ახლადდაქორწინებულებს ეპატიჟებოდა და სამახსოვრო საჩუქრებით აჯილდოებდა. გადასაღები მოედნის მონატრებას მსახიობი ამ გადაცემით ივსებდა, რომელსაც 6 წლის განმავლობაში უძღვებოდა. მისმა დახურვამ კი კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. მრავალათასიანი მაყურებლის თხოვნის მიუხედავად, "ფორტუნა" ეთერში აღარ დააბრუნეს. ძალიან განიცდიდა იმასაც, რომ შვილი არ ჰყავდა:

"განვიცდი, შვილი რომ არ მყავს. მარტოხელა კაცი ცოდვაა. შეიძლება, არც სარეცხის გარეცხვის პრობლემა შეექმნას, არც საჭმლის მომზადების, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი? ხშირად, როდესაც ცუდად ვიყავი, ხელებს გულზე ვიწყობდი და ისე ვიძინებდი, თუ მოვკვდები, გასასწორებელი არ გავხდე-მეთქი. ვფიქრობ ხოლმე, რომ მოვკვდები, ვინ მიხედავს ჩემს ფოტოარქივს, ფირფიტებს... - არავინ, რადგან არავინ მრჩება“.

P.S. მსახიობის ცხოვრებიდან კიდევ ბევრი ეპიზოდი დაგვრჩა უთქმელი, მაგრამ ყველაფერს ცხადია, მხოლოდ ერთი სტატია ვერ დაიტევს. სტატიაში ეპიზოდები გამოყენებულია ნაწილობრივ ბორის წიფურიას წიგნიდან „მოგონებები,“ რომელიც წლების წინ თავად მაჩუქა.