სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა პეტრე საპატრიარქოს ინგლისიდან პასუხობს: რატომ არ გამოცხადდა სინოდალური კომისიის სხდომაზე - "ბევრი ჩემი განცხადება მათთვის მიუღებელია, თუმცა..."
მამა პეტრე საპატრიარქოს ინგლისიდან პასუხობს: რატომ არ გამოცხადდა სინოდალური კომისიის სხდომაზე - "ბევრი ჩემი განცხადება მათთვის მიუღებელია, თუმცა..."

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სი­ნო­და­ლუ­რი კო­მი­სი­ის სხდო­მა გა­ი­მარ­თა. სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხდო­მა დღეს 13 თე­ბერ­ვალს ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ: სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი) - კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე; სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე (ჭუ­ა­ძე); გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა); დე­კა­ნო­ზი მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი (სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი).

  • კო­მი­სი­ა­ზე ერთ-ერთ სა­კი­თხად გან­ხი­ლუ­ლი იქნა მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას საქ­მე. გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, მღვდლის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო სამ­გზის იყო და­ბა­რე­ბუ­ლი კო­მი­სი­ა­ზე, მაგ­რამ არ გა­მო­ცხად­და არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით, - უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის გამო, რა­ზეც მას, გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კურ­თხე­ვა არ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.

კო­მი­სი­ამ არა­სა­პა­ტი­ოდ ცნო მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი და შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია II-ს, დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის კო­მი­სი­ის მო­მა­ვალ სხდო­მამ­დე ყო­ველ­გვა­რი მღვდელ­მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ”, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია Ambebi.ge-სთან გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს.

- დიახ, მე ამ­ჯე­რად ვიმ­ყო­ფე­ბი ინ­გლის­ში, ჩემი დის ოჯახ­ში, რომ­ლის მე­უღ­ლეც არის დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე, ალ­ბათ გსმე­ნი­ათ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დღეს ჩა­მოვფრინ­დი. ორ­ჯერ იყო თხოვ­ნა სა­პატ­რი­არ­ქო­დან, რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი. პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ის­რა­ელ­ში, რო­დე­საც და­მი­კავ­შირ­დნენ და ვერ ჩა­მო­ვი­დო­დი, ჩემი გან­რი­გი მქონ­და. რომ ჩა­მო­ვე­დი და შეხ­ვედ­რა ვი­თხო­ვე, ე.წ. ღო­რის გრი­პის პე­რი­ო­დი იყო და პრაქ­ტი­კუ­ლად და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ვა­პი­რებ­დი მის­ვლას. და­ვუ­კავ­შირ­დი მამა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძეს და მივ­წე­რე წე­რი­ლი, გა­მო­კეთ­დი და შემ­დეგ შევ­ხვდე­თო.

ამის მერე, მოხ­და ისე, რომ მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველს და­ვუ­კავ­შირ­დი, რო­დე­საც უცხო­ეთ­ში ვი­ყა­ვი და ვუ­თხა­რი, რომ ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე თუ მოხ­დე­ბა ეს შეხ­ვედ­რა, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვალ და თუ არა­და, სა­ბერ­ძნე­თის ემიგ­რა­ცი­ას­თან არის შეხ­ვედ­რა ჩემი და ამას ვერ ჩავ­შლი-მეთ­ქი, მა­შინ შემ­დეგ მოხ­დე­სო შეხ­ვედ­რა. სა­ბერ­ძნე­თი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, ვუ­თხა­რი, ჩემს დას­თან მივ­დი­ვარ-მეთ­ქი, წას­ვლის თა­რი­ღიც ვუ­თხა­რი, დღე­ვან­დელ დღეს სამ­შა­ბათს უნდა და­ვე­ბა­რე­ბი­ნე და მივ­სუ­ლი­ყა­ვი მანდ. ვუ­თხა­რი, რომ ორ­შა­ბათს ღამე ბი­ლე­თი აღე­ბუ­ლი მქონ­და და ხუთ­შა­ბათს და­მი­რე­კეს, ვთხო­ვე, რომ იქამ­დე ნე­ბის­მი­ერ დროს მი­ვი­დო­დი, ოღონდ სამ­შა­ბათს ვერ მო­ვალ, ბი­ლე­თი აღე­ბუ­ლი მაქვს-მეთ­ქი. აქ არ ვა­პი­რებ დარ­ჩე­ნას, ჩა­მო­ვალ და შევ­ხვდე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად. მათ მიერ დას­მულ ყვე­ლა კი­თხვას გავ­ცემ პა­სუხს. მეც მაქვს კი­თხვე­ბი და იმე­დია, ისი­ნიც გას­ცე­მენ პა­სუხს.

ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა, არა­ფე­რი მიკ­ვირს. ეს არის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­ღებ. არ ვიცი, რა გი­თხრათ, ეს არის, ვფიქ­რობ, ის, რა­საც ვე­ლო­დი.

- რას ნიშ­ნავს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხმო­ბენ გან­ცხა­დე­ბა­ში, თუ იცით?

- ის, რომ მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ვი, ის, რომ ბევ­რი ისე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე, მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. თუმ­ცა ყვე­ლა ჩემს გან­ცხა­დე­ბა­ზე პა­სუხს ვა­გებ და შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი. ამ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­თვის ვა­გებ პა­სუხს ყვე­ლას წი­ნა­შე, ამი­ტომ არ მიკ­ვირს მათი პო­ზი­ცი­ე­ბიც. იმე­დია ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მალე გა­ირ­კვე­ვა. ეს დღე­ე­ბი მე ვერ ჩა­მო­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 15 დღე ბრი­ტა­ნეთ­ში ვრჩე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაჰაჰა
0

ჯაღმაიძე

მაფიოზი ნამბა უან!!!

გულნაზი ლორია
1

"ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი"ღირსეული და ბ განათლებული ადამიანები ღირსეულთ მოსწონთ,გაიხარეთ,მამა პეტრე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მამა პეტრე საპატრიარქოს ინგლისიდან პასუხობს: რატომ არ გამოცხადდა სინოდალური კომისიის სხდომაზე - "ბევრი ჩემი განცხადება მათთვის მიუღებელია, თუმცა..."

მამა პეტრე საპატრიარქოს ინგლისიდან პასუხობს: რატომ არ გამოცხადდა სინოდალური კომისიის სხდომაზე - "ბევრი ჩემი განცხადება მათთვის მიუღებელია, თუმცა..."

საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომა დღეს 13 თებერვალს ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი).

  • კომისიაზე ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა მამა პეტრე კვარაცხელიას საქმე. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.

კომისიამ არასაპატიოდ ცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ”, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მამა პეტრე კვარაცხელია Ambebi.ge-სთან გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

- დიახ, მე ამჯერად ვიმყოფები ინგლისში, ჩემი დის ოჯახში, რომლის მეუღლეც არის დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ალბათ გსმენიათ ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩამოვფრინდი. ორჯერ იყო თხოვნა საპატრიარქოდან, რომ მივსულიყავი. პირველად ვიყავი ისრაელში, როდესაც დამიკავშირდნენ და ვერ ჩამოვიდოდი, ჩემი განრიგი მქონდა. რომ ჩამოვედი და შეხვედრა ვითხოვე, ე.წ. ღორის გრიპის პერიოდი იყო და პრაქტიკულად დაუძლურებული ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვაპირებდი მისვლას. დავუკავშირდი მამა ანდრია ჯაღმაიძეს და მივწერე წერილი, გამოკეთდი და შემდეგ შევხვდეთო.

ამის მერე, მოხდა ისე, რომ მამა მიქაელ ბოტკოველს დავუკავშირდი, როდესაც უცხოეთში ვიყავი და ვუთხარი, რომ ჩამოსვლისთანავე თუ მოხდება ეს შეხვედრა, აუცილებლად მოვალ და თუ არადა, საბერძნეთის ემიგრაციასთან არის შეხვედრა ჩემი და ამას ვერ ჩავშლი-მეთქი, მაშინ შემდეგ მოხდესო შეხვედრა. საბერძნეთიდან რომ დავბრუნდი, ვუთხარი, ჩემს დასთან მივდივარ-მეთქი, წასვლის თარიღიც ვუთხარი, დღევანდელ დღეს სამშაბათს უნდა დავებარებინე და მივსულიყავი მანდ. ვუთხარი, რომ ორშაბათს ღამე ბილეთი აღებული მქონდა და ხუთშაბათს დამირეკეს, ვთხოვე, რომ იქამდე ნებისმიერ დროს მივიდოდი, ოღონდ სამშაბათს ვერ მოვალ, ბილეთი აღებული მაქვს-მეთქი. აქ არ ვაპირებ დარჩენას, ჩამოვალ და შევხვდები აუცილებლად. მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას გავცემ პასუხს. მეც მაქვს კითხვები და იმედია, ისინიც გასცემენ პასუხს.

ეს არის ჩვეულებრივი მდგომარეობა, არაფერი მიკვირს. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ჩვეულებრივად ვიღებ. არ ვიცი, რა გითხრათ, ეს არის, ვფიქრობ, ის, რასაც ველოდი.

- რას ნიშნავს სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ქმედებები, კონკრეტულად რას გულისხმობენ განცხადებაში, თუ იცით?

- ის, რომ მკვეთრი განცხადებებით გამოვირჩევი, ის, რომ ბევრი ისეთი განცხადება გავაკეთე, მათთვის მიუღებელია. თუმცა ყველა ჩემს განცხადებაზე პასუხს ვაგებ და შესაბამისად, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვაგებ პასუხს ყველას წინაშე, ამიტომ არ მიკვირს მათი პოზიციებიც. იმედია ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. ეს დღეები მე ვერ ჩამოვალ საქართველოში, 15 დღე ბრიტანეთში ვრჩები.