საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი... იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა" - ლუკა კურტანიძე სოსო ჯაჭვლიანთან ბოლო შეხვედრას იხსენებს
"ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი... იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა" - ლუკა კურტანიძე სოსო ჯაჭვლიანთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, სპორ­ტსმე­ნი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი. ჯაჭვლი­ა­ნი დიდი ხა­ნია მძი­მე სენს ებ­რძო­და. ის სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თავს უკეთ გრძნობ­და, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, და­ა­ვა­დე­ბას ვერ მო­ე­რია.

ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ექ­სპარ­ლა­მენ­ტა­რი, ლუკა კურ­ტა­ნი­ძე მე­გო­ბარ­სა და ყო­ფილ კო­ლე­გას ემო­ცი­უ­რი პოს­ტით იხ­სე­ნებს. რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ბო­ლოს ჯაჭვლი­ა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ნახა.

"8 თე­ბერ­ვა­ლი ეს ის თა­რი­ღია რო­მელ­მაც მი­თხრა სოსო უფალ­თან წა­ვი­და... იცი, სოსო, მთე­ლი ეს წლე­ბი. რაც ერ­თად ვი­ა­რეთ, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა სირ­თუ­ლის, სა­დაც სიკ­ვდი­ლი ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო, მე სულ შენი იმე­დი მქონ­და და იცი, რა­ტომ?! იმი­ტომ რომ, მჯე­რო­და შენი უღა­ლა­ტო­ბის! ქრის­ტეს შო­ბამ­დე მომ­წე­რე, როცა ჩა­მოხ­ვალ ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბი­დან, მოდი, მნა­ხეო.... 6 იან­ვარს შეგ­ხვდი და იქაც, იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მო­მა­ვალ­ზე მე­სა­უბ­რე. ის სი­ტყვა, რაც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლავ­ზე ვთქვით 2011 წლის 25 დე­კემ­ბერს, ის ბო­ლომ­დე გაგ­ვე­ტა­ნა ჩვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბით! იცი, სოსო, მე შენი იმე­დი მაქვს, რომ არ დამ­ტო­ვებ, სა­დაც არ უნდა იყო, ჩემ­თან იქ­ნე­ბი იმ უტე­ხი სუ­ლით, რო­მელ­საც მე ასე ვა­ფა­სებ­დი და მჯე­რო­და ყო­ველ­თვის!...

6 იან­ვარს ბო­ლოს როცა გემ­შვი­დო­ბე­ბო­დი, გახ­სოვს, ხელს რომ მი­მა­ლავ­დი?! იმ ნა­ტანჯ ხელს, რო­მე­ლიც და­სე­რი­ლი, და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ჰქონ­და?! მი­მა­ლავ­დი რად­გან არ გინ­დო­და, ეგ ნა­ტან­ჯი ხელი მე­ნა­ხა, იმი­ტომ რომ არ მტკე­ნო­და, კი­დევ გინ­დო­და შენ­გან იმე­დით სავ­სე წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ხელს პლე­დი გა­და­ა­ფა­რე.... ამ პრო­ცეს­ში მივ­ხვდი, რომ უძ­ლი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი უტე­ხი გმი­რი იყო ჩემს თვალ­წინ, რო­მე­ლიც სიკ­ვდილს უტე­ხად ებ­რძო­და და ამას­თა­ნა­ვე ერ­თგუ­ლე­ბა­ზე, მო­მა­ვალ ბრძო­ლა­ზე ძა­ლას და იმედს მა­ტან­დი... მოგ­კი­დე ხელი, და­გი­კოც­ნე ეგ ერ­თგუ­ლე­ბით სავ­სე ხელი და შუბ­ლზე მი­ვი­დე და გი­თხა­რი, მე­ი­მე­დე­ბი.... იცით?! ასე რომ მო­ვე­ფე­რე, არ ელო­და და მი­თხრა... შენ შე­მო­გევ­ლე! შენ!.... " - წერს კურ­ტა­ნი­ძე.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოხუმელი ვეტერანი
0

ღმერთმა ნათელში ამყოფოს სოსოს სული.

ვანგა
35

ნათელში იყოს სოსოს სული....მენანება ყველა სიკვდილისთვის.

აი კურტანიძე მართლა მაგარი პიტალია და ასეთად დარჩება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი... იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა" - ლუკა კურტანიძე სოსო ჯაჭვლიანთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

"ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი... იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა" - ლუკა კურტანიძე სოსო ჯაჭვლიანთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

65 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი. ჯაჭვლიანი დიდი ხანია მძიმე სენს ებრძოდა. ის სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს. მეგობრები ამბობდნენ, რომ თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა როგორც ჩანს, დაავადებას ვერ მოერია.

ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი, ლუკა კურტანიძე მეგობარსა და ყოფილ კოლეგას ემოციური პოსტით იხსენებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ბოლოს ჯაჭვლიანი დაახლოებით ერთი თვის წინ ნახა.

"8 თებერვალი ეს ის თარიღია რომელმაც მითხრა სოსო უფალთან წავიდა... იცი, სოსო, მთელი ეს წლები. რაც ერთად ვიარეთ, მიუხედავად ყველა სირთულის, სადაც სიკვდილი ძალიან ახლოს იყო, მე სულ შენი იმედი მქონდა და იცი, რატომ?! იმიტომ რომ, მჯეროდა შენი უღალატობის! ქრისტეს შობამდე მომწერე, როცა ჩამოხვალ ბორჯომის ხეობიდან, მოდი, მნახეო.... 6 იანვარს შეგხვდი და იქაც, იმ მდგომარეობაში მყოფი მომავალზე მესაუბრე. ის სიტყვა, რაც დავით აღმაშენებლის საფლავზე ვთქვით 2011 წლის 25 დეკემბერს, ის ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი ერთგულებით! იცი, სოსო, მე შენი იმედი მაქვს, რომ არ დამტოვებ, სადაც არ უნდა იყო, ჩემთან იქნები იმ უტეხი სულით, რომელსაც მე ასე ვაფასებდი და მჯეროდა ყოველთვის!...

6 იანვარს ბოლოს როცა გემშვიდობებოდი, გახსოვს, ხელს რომ მიმალავდი?! იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი, დალურჯებული ჰქონდა?! მიმალავდი რადგან არ გინდოდა, ეგ ნატანჯი ხელი მენახა, იმიტომ რომ არ მტკენოდა, კიდევ გინდოდა შენგან იმედით სავსე წამოვსულიყავი და ხელს პლედი გადააფარე.... ამ პროცესში მივხვდი, რომ უძლიერესი ადამიანი სოსო ჯაჭვლიანი უტეხი გმირი იყო ჩემს თვალწინ, რომელიც სიკვდილს უტეხად ებრძოდა და ამასთანავე ერთგულებაზე, მომავალ ბრძოლაზე ძალას და იმედს მატანდი... მოგკიდე ხელი, დაგიკოცნე ეგ ერთგულებით სავსე ხელი და შუბლზე მივიდე და გითხარი, მეიმედები.... იცით?! ასე რომ მოვეფერე, არ ელოდა და მითხრა... შენ შემოგევლე! შენ!.... " - წერს კურტანიძე.

ნახეთ ასევე: