მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი"... "თვალებიც ხომ ამან არ დათხარა?“ - დაპირისპირება დეპუტატებს შორის: რა მოხდა სხდომათა დარბაზში? (ვიდეო)
"გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი"... "თვალებიც ხომ ამან არ დათხარა?“ - დაპირისპირება დეპუტატებს შორის: რა მოხდა სხდომათა დარბაზში? (ვიდეო)

პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, სა­დაც მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას უს­მე­ნენ, ხმა­უ­რი იყო.

სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­პუ­ტა­ტის, ბექა ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მი­მარ­თა და მას "გავ­რი­ლო­ვის ჩა­მომ­ყვა­ნი, მა­ქე­ი­ფა­რი და თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის სა­ვარ­ძელ­ში ჩამსმე­ლი“ უწო­და.

  • ლი­ლუ­აშ­ვილს, მისი გა­მოს­ვლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ფლან­გი­დან შე­ძა­ხი­ლე­ბით მი­მარ­თეს: "შენ ვინ ხარ?“; "შენ ვინ აგირ­ჩია, შენ?“

"ხალ­ხის ძა­ლის“ დე­პუ­ტატ­მა ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ კი ლი­ლუ­აშ­ვილს უთხრა: "თვა­ლე­ბიც ხომ ამან არ და­თხა­რა?“.

სა­პა­სუ­ხოდ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა კო­ლე­გებს უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან დამ­შვი­დე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ნდო­ბა უნდა გა­მო­გი­ცხა­დოთ, რა­საც დამ­სა­ხუ­რე­ბა უნდა. და­მი­სა­ხე­ლეთ თქვე­ნი ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი, ან სი­ტყვის ერ­თგუ­ლე­ბის ერთი ფაქ­ტი, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბის ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებთ. მე პი­რი­ქით - შე­მიძ­ლია და­გი­სა­ხე­ლოთ მი­ნი­მუმ 10, რის გა­მოც არ იმ­სა­ხუ­რებთ. მა­გა­ლი­თად, თქვენ ხართ გავ­რი­ლო­ვის ჩა­მომ­ყვა­ნი, მა­ქე­ი­ფა­რი და თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის სა­ვარ­ძელ­ში ჩამსმე­ლი, თქვე­ნი­ვე და­წე­რი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის გამ­პარ­ტა­ხე­ბე­ლი, მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძის დაჯ­გუ­ფე­ბის სა­ბო­ლო­ოდ გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი, რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ინი­ცი­ა­ტო­რი და მიმ­ღე­ბი, პარ­ლა­მენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის რე­ა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­გან სრუ­ლად დამცლე­ლი და პერ­სო­ნა­ლუ­რად თქვენ ხართ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ასი ათა­სი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მი­ზე­ზი, თან ორ­ჯერ.

ივა­ნიშ­ვილ­მა რა­ტომ აგირ­ჩი­ათ, გა­სა­გე­ბია - ყვე­ლა­ფე­რი ეს მისი და­ვა­ლე­ბით შე­ას­რუ­ლეთ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხმა რა­ტომ უნდა გა­მო­გი­ცხა­დოთ ნდო­ბა, ამა­ზე გვი­პა­სუ­ხეთ. მე­ო­რე კი­თხვა - ივა­ნიშ­ვი­ლი ვერ შე­არ­ჩევ­და თქვენ­ზე უკე­თეს გან­სა­ხი­ე­რე­ბას იმი­სა, რო­გორ ტყუ­ი­ლებ­ში ჩა­კარ­გულ ძა­ლას წარ­მო­ად­გენს დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. ამის დას­ტუ­რია თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გა­მოს­ვლა. თქვენ მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პროგ­რა­მი­დან, რომ­ლის დიდი ნა­წი­ლი ჩვე­ნი და­წე­რი­ლია. თუ შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი წერს ახლა, ალ­ბათ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­გი­წერთ სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას.

13 ათა­სი დევ­ნი­ლი ოჯა­ხის­თვის და 1200 ეკო­მიგ­რან­ტის­თვის სა­ცხოვ­რებ­ლით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა - არ შეს­რულ­და; ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ჭირ­ვე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი ვაჭ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მა - არ შეს­რულ­და (ამო­ღე­ბუ­ლია პროგ­რა­მი­დან); სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტე­ბის, მა­გა­ლი­თად, სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის კა­ნო­ნის წე­სით ყო­ველ­წლი­უ­რი ზრდა, ინ­დექ­სა­ცია - არ შეს­რულ­და; პო­ლი­ტი­კუ­რი და ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წყა­რო­ე­ბის, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­უქ­მე­ბა და და­ვე­ბის რე­ფორ­მა - არ შეს­რულ­და. მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორ უნდა დაგ­ვარ­წმუ­ნოთ, რომ იმ და­პი­რე­ბებს შე­ას­რუ­ლებთ მომ­დევ­ნო 9 თვე­ში, რაც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა 3 წე­ლი­წად­ში არ შე­ას­რუ­ლა?“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
12

ხალხს რომ არც მთავრობა მოგვწონს და არც ოპოზიცია ეს გასაგებია,მაგრამ ეს ოპოზიცია რომ იხევა შუაზე,აბა ვინ უნდა დანიშნოს?მათი კანდიდატი?იქნებ ხაბე?

ირა
0

სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ხომ გაგიგონიათ, მართლაც ხმა არავის ამოუღია ღმერთო.......

ავტორი:

"გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი"... "თვალებიც ხომ ამან არ დათხარა?“ - დაპირისპირება დეპუტატებს შორის: რა მოხდა სხდომათა დარბაზში? (ვიდეო)

"გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი"... "თვალებიც ხომ ამან არ დათხარა?“ - დაპირისპირება დეპუტატებს შორის: რა მოხდა სხდომათა დარბაზში? (ვიდეო)

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, ხმაური იყო.

სიტყვიერი დაპირისპირება პარტია "საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს მიმართა და მას "გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი“ უწოდა.

  • ლილუაშვილს, მისი გამოსვლის პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობის ფლანგიდან შეძახილებით მიმართეს: "შენ ვინ ხარ?“; "შენ ვინ აგირჩია, შენ?“

"ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ კი ლილუაშვილს უთხრა: "თვალებიც ხომ ამან არ დათხარა?“.

საპასუხოდ ლილუაშვილმა კოლეგებს უმრავლესობიდან დამშვიდებისკენ მოუწოდა.

"დღეს, საქართველოს მოსახლეობამ ნდობა უნდა გამოგიცხადოთ, რასაც დამსახურება უნდა. დამისახელეთ თქვენი ერთი პოლიტიკური ნაბიჯი, ან სიტყვის ერთგულების ერთი ფაქტი, რის გამოც ადამიანების ნდობას იმსახურებთ. მე პირიქით - შემიძლია დაგისახელოთ მინიმუმ 10, რის გამოც არ იმსახურებთ. მაგალითად, თქვენ ხართ გავრილოვის ჩამომყვანი, მაქეიფარი და თავმჯდომარეობის სავარძელში ჩამსმელი, თქვენივე დაწერილი კონსტიტუციის გამპარტახებელი, მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების საბოლოოდ გამაძლიერებელი, რუსული კანონის ინიციატორი და მიმღები, პარლამენტის ინსტიტუტის რეალური ფუნქციონირებისგან სრულად დამცლელი და პერსონალურად თქვენ ხართ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოქალაქეების ასი ათასიანი საპროტესტო აქციის მიზეზი, თან ორჯერ.

ივანიშვილმა რატომ აგირჩიათ, გასაგებია - ყველაფერი ეს მისი დავალებით შეასრულეთ, მაგრამ საქართველოს ხალხმა რატომ უნდა გამოგიცხადოთ ნდობა, ამაზე გვიპასუხეთ. მეორე კითხვა - ივანიშვილი ვერ შეარჩევდა თქვენზე უკეთეს განსახიერებას იმისა, როგორ ტყუილებში ჩაკარგულ ძალას წარმოადგენს დღეს "ქართული ოცნება“. ამის დასტურია თქვენი დღევანდელი გამოსვლა. თქვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამიდან, რომლის დიდი ნაწილი ჩვენი დაწერილია. თუ შტაბის ხელმძღვანელი წერს ახლა, ალბათ ღარიბაშვილი დაგიწერთ სამთავრობო პროგრამას.

13 ათასი დევნილი ოჯახისთვის და 1200 ეკომიგრანტისთვის საცხოვრებლით დაკმაყოფილება - არ შესრულდა; ადამიანების გაჭირვებით პოლიტიკური ვაჭრობის დასრულება და სოციალური შეფასების სისტემის რეფორმა - არ შესრულდა (ამოღებულია პროგრამიდან); სოციალური დახმარების პაკეტების, მაგალითად, საარსებო მინიმუმის კანონის წესით ყოველწლიური ზრდა, ინდექსაცია - არ შესრულდა; პოლიტიკური და ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი წყაროების, საგადასახადო შეთანხმების გაუქმება და დავების რეფორმა - არ შესრულდა. მაინტერესებს როგორ უნდა დაგვარწმუნოთ, რომ იმ დაპირებებს შეასრულებთ მომდევნო 9 თვეში, რაც ღარიბაშვილმა 3 წელიწადში არ შეასრულა?“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.