საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბომბორა ტაქსი" - კომპანია, რომელიც ცხოველების მომსახურებას სხვადასხვა დანიშნულებით უზრუნველყოფს
"ბომბორა ტაქსი" - კომპანია, რომელიც ცხოველების მომსახურებას სხვადასხვა დანიშნულებით უზრუნველყოფს

„სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია - ისი­ნი უყუ­რა­დღე­ბოდ ან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბის გამო ხში­რად იღუ­პე­ბი­ან. ამას უტ­რან­სპორ­ტო­ბაც იწ­ვევს, ტაქ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა მათ გა­დაყ­ვა­ნა­ზე უარს აცხა­დებს და ცხო­ველ­თა და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი სწო­რედ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ჩა­რე­ვაა,“ - გვე­უბ­ნე­ბა ბო­რის ზე­რა­გია, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო იდეა მო­უ­ვი­და, რაც ოთხფე­ხე­ბის დრო­ულ დახ­მა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. შემ­ფა­რე­ბელ­თან თუ ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში მათი გა­დაყ­ვა­ნა კი ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნის შანსს ზრდის.

„გა­დავ­წყვი­ტეთ, შეგ­ვექ­მნა კომ­პა­ნია „ბომ­ბო­რა ტაქ­სი,“ რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ცხო­ვე­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით. ცხო­ვე­ლებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვემ­სა­ხუ­რე­ბით... გვყავს სპე­ცი­ა­ლუ­რად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. დაგ­ვყავს სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ რა­ი­ონ­ში, კლი­ნი­კებ­ში, მე­პატ­რო­ნე­ებ­თან, შემ­ფა­რებ­ლებ­თან, ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლის სა­ლო­ნებ­ში და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას.

ზოგ­ჯერ პატ­რო­ნი ვერ ახერ­ხებს გა­მო­ყო­ლას და ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან ცხო­ვე­ლის ჩას­მა­სა თუ გად­მოყ­ვა­ნი­სას. რო­დე­საც ცხო­ვე­ლი მი­უ­სა­ფა­რია, ჩვენ ვი­ღებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რათა კომ­ფორ­ტუ­ლად გა­და­ვიყ­ვა­ნოთ სა­ჭი­რო ად­გი­ლამ­დე,“ - აღ­ნიშ­ნავს ბო­რის ზე­რა­გია.

- ად­ვი­ლად გე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან ცხო­ვე­ლე­ბი?

- თუ ცხო­ვე­ლი აგ­რე­სი­უ­ლია, რა თქმა უნდა, არის გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე. სა­ერ­თოდ, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა არ უჭირთ. გა­დაყ­ვა­ნის­თვის ჩვენს ტრან­სპორ­ტში ოთხფე­ხა რომ არ და­ის­ტრე­სოს, სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი. ყო­ვე­ლი მგზავ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სტე­რი­ლი­ზა­ცი­ას და ჰი­გი­ე­ნურ და­მუ­შა­ვე­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რომ სხვა ოთხფე­ხას ჯან­მრთე­ლო­ბის პი­რო­ბე­ბი და­ცუ­ლი იყოს და ამ მხრივ და­ზღვე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ.

- დაბ­მუ­ლე­ბი გა­დაგ­ყავთ?

- დიახ, სა­ბე­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით სა­ჭი­როა.

- გარ­და იმი­სა, რომ ემ­სა­ხუ­რე­ბით, ალ­ბათ მათ­თან მე­გობ­რობთ კი­დეც...

- ცხო­ვე­ლე­ბი ხომ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი არი­ან და მათ­თან მე­გობ­რო­ბის არა­ერ­თი ამ­ბა­ვი გვაქვს... გან­სა­კუთ­რე­ბით მი­უ­საფ­რებ­თან, ვინ­ტე­რეს­დე­ბით შემ­დგომ მათი ბე­დით, რო­გორ გრძნო­ბენ თავს - ვნა­ხუ­ლობთ ხოლ­მე. ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი ოთხფე­ხაც კი, როცა გვხე­დავს, ისე­თი ბედ­ნი­ე­რია, გა­ოც­დე­ბით. ისი­ნი ხომ სი­კე­თეს იმახ­სოვ­რე­ბენ.

- კი­დევ რო­მელ ცხო­ველს ემ­სა­ხუ­რე­ბით?

- ჩვენს პრაქ­ტი­კა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ცუ­გე­ბი და კა­ტე­ბი არი­ან.

- საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მოც­დი­ლე­ბამ რა აჩ­ვე­ნა?

- გა­მოც­დი­ლე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბი გა­ცი­ლე­ბით თბი­ლე­ბი, ერ­თგუ­ლე­ბი და მად­ლი­ე­რე­ბი არი­ან, ვიდ­რე ეს ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს ჰგო­ნია. ამის გა­მოც მათი მხარ­და­ჭე­რა და დახ­მა­რე­ბა ჩვენ­თვის ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნოა.

R

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
10

ადამიანებს დაეხმარეთ მერე ძაღლებს მიხედეთ დაჭამეს ხალხი და ყარს ქუჩები

სუპერ
3

წარმატებები და მეტი ესეთი პროგრამა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ბომბორა ტაქსი" - კომპანია, რომელიც ცხოველების მომსახურებას სხვადასხვა დანიშნულებით უზრუნველყოფს

"ბომბორა ტაქსი" - კომპანია, რომელიც ცხოველების მომსახურებას სხვადასხვა დანიშნულებით უზრუნველყოფს

„საქართველოში მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა საყოველთაოდ ცნობილია - ისინი უყურადღებოდ ან დაგვიანებული დახმარების გამო ხშირად იღუპებიან. ამას უტრანსპორტობაც იწვევს, ტაქსების უმეტესობა მათ გადაყვანაზე უარს აცხადებს და ცხოველთა დაღუპვის მიზეზი სწორედ დაგვიანებული ჩარევაა,“ - გვეუბნება ბორის ზერაგია, ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საინტერესო იდეა მოუვიდა, რაც ოთხფეხების დროულ დახმარებას ითვალისწინებს. შემფარებელთან თუ ვეტერინარულ კლინიკაში მათი გადაყვანა კი ოთხფეხა მეგობრების გადარჩენის შანსს ზრდის.

„გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კომპანია „ბომბორა ტაქსი,“ რომელიც უზრუნველყოფდა ცხოველების მომსახურებას სხვადასხვა დანიშნულებით. ცხოველებს მთელი საქართველოს მასშტაბით ვემსახურებით... გვყავს სპეციალურად ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებები. დაგვყავს საქართველოს ნებისმიერ რაიონში, კლინიკებში, მეპატრონეებთან, შემფარებლებთან, ცხოველების მოვლის სალონებში და სხვადასხვა ადგილას.

ზოგჯერ პატრონი ვერ ახერხებს გამოყოლას და ჩვენი წარმომადგენლები ეხმარებიან ცხოველის ჩასმასა თუ გადმოყვანისას. როდესაც ცხოველი მიუსაფარია, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რათა კომფორტულად გადავიყვანოთ საჭირო ადგილამდე,“ - აღნიშნავს ბორის ზერაგია.

- ადვილად გემორჩილებიან ცხოველები?

- თუ ცხოველი აგრესიულია, რა თქმა უნდა, არის გარკვეული სირთულე. საერთოდ, ტრანსპორტირება არ უჭირთ. გადაყვანისთვის ჩვენს ტრანსპორტში ოთხფეხა რომ არ დაისტრესოს, საჭირო პირობებია შექმნილი. ყოველი მგზავრობის დასრულების შემდეგ სტერილიზაციას და ჰიგიენურ დამუშავებას ვახორციელებთ, რომ სხვა ოთხფეხას ჯანმრთელობის პირობები დაცული იყოს და ამ მხრივ დაზღვეულები იყვნენ.

- დაბმულები გადაგყავთ?

- დიახ, საბელი უსაფრთხოების მიზნით საჭიროა.

- გარდა იმისა, რომ ემსახურებით, ალბათ მათთან მეგობრობთ კიდეც...

- ცხოველები ხომ ჩვენი მეგობრები არიან და მათთან მეგობრობის არაერთი ამბავი გვაქვს... განსაკუთრებით მიუსაფრებთან, ვინტერესდებით შემდგომ მათი ბედით, როგორ გრძნობენ თავს - ვნახულობთ ხოლმე. ყველაზე აგრესიული ოთხფეხაც კი, როცა გვხედავს, ისეთი ბედნიერია, გაოცდებით. ისინი ხომ სიკეთეს იმახსოვრებენ.

- კიდევ რომელ ცხოველს ემსახურებით?

- ჩვენს პრაქტიკაში, ჯერჯერობით მხოლოდ ცუგები და კატები არიან.

- საქმიდან გამომდინარე გამოცდილებამ რა აჩვენა?

- გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ოთხფეხა მეგობრები გაცილებით თბილები, ერთგულები და მადლიერები არიან, ვიდრე ეს ზოგიერთ ადამიანს ჰგონია. ამის გამოც მათი მხარდაჭერა და დახმარება ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა.

R