საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი აღარ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო" - ფაშინიანი
"რუსეთი აღარ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო" - ფაშინიანი

ერე­ვა­ნი სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის ახალ პარტნი­ო­რებს ეძებს, რად­გან არ შე­უძ­ლია ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მხო­ლოდ რუ­სეთ­თან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რო­გორც ეს აქამ­დე ხდე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

ფა­ში­ნი­ა­ნის თქმით, ადრე თავ­დაც­ვის სფე­რო­ში სომ­ხე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის 95-97 პრო­ცენტს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ად­გენ­და, მაგ­რამ ახლა ეს არ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რო­გორც ობი­ექ­ტუ­რი, ასე­ვე სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო.

„სომ­ხეთ­მა უნდა გა­ი­გოს, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად გვქონ­დეს სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი და თავ­დაც­ვი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ფა­ში­ნი­ან­მა.

მისი თქმით, 2022 წლის იან­ვარ­ში სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით არ­მი­ის რე­ფორ­მის კონ­ცეფ­ცია მო­ამ­ზა­და. თუმ­ცა, მისი თქმით, იმ წლის ზამ­თრის მოვ­ლე­ნებ­მა - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სომ­ხეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ლა­ჩი­ნის დე­რეფ­ნის ბლო­კი­რე­ბამ - აჩ­ვე­ნა, რომ „ამ კონ­ცეფ­ცი­ით წინსვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ახლა უნდა გვეს­მო­დეს, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია მოს­კოვ­თან სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კურ სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა,“- აღ­ნიშ­ნა ფა­ში­ნი­ან­მა.

პრე­მი­ე­რის თქმით, არ­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია უნდა შე­იც­ვა­ლოს. მან პი­რო­ბა დადო, რომ მსგავ­სი დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბა წლის ბო­ლომ­დე მოხ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალხაზ ბუდბა
1

აფხაზეთიდან უნდა წავიდნენ სომხეთში იქ უფრო საჭიროები არიან!

.....
5

არ დაიწყოთ ეხლა ზღაპრები ,,ყოვლისშემძლე სომხურ დიასპორაზე"!! ყველა სომეხი სომხეთიდან გაქცევაზე ოცნებობს და თან ,,დიდი სომხეთს" აშენებენ!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"რუსეთი აღარ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო" - ფაშინიანი

"რუსეთი აღარ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო" - ფაშინიანი

ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელოს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, ადრე თავდაცვის სფეროში სომხეთის ურთიერთობების 95-97 პროცენტს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეადგენდა, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება მოხდეს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო.

„სომხეთმა უნდა გაიგოს, ვისთან შეიძლება რეალურად გვქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობები“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, 2022 წლის იანვარში სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთთან თანამშრომლობით არმიის რეფორმის კონცეფცია მოამზადა. თუმცა, მისი თქმით, იმ წლის ზამთრის მოვლენებმა - აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ - აჩვენა, რომ „ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია და ახლა უნდა გვესმოდეს, რამდენად რეალურია მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა,“- აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, არმიის განვითარების კონცეფცია უნდა შეიცვალოს. მან პირობა დადო, რომ მსგავსი დოკუმენტის მიღება წლის ბოლომდე მოხდება.