სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდან დაკვრა რომ დავიწყე, ბებიაჩემი გაგიჟდა, ანდრონიკაშვილია, თავადიშვილი და ცოტა დაფრთხა" - გაიცანით დრამერი გოგონა, საინტერესო შემოქმედებით
"თავიდან დაკვრა რომ დავიწყე, ბებიაჩემი გაგიჟდა, ანდრონიკაშვილია, თავადიშვილი და ცოტა დაფრთხა" - გაიცანით დრამერი გოგონა, საინტერესო შემოქმედებით

"მუ­სი­კა­ში ვარ სრუ­ლი­ად ჩაბ­მუ­ლი და კი­დევ მეტ გან­ვი­თა­რე­ბას ვცდი­ლობ. ასე­ვე სა­კუ­თარ სიმ­ღე­რებ­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მო­ტივს და მე­ლო­დი­ას ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან ერ­თად ტექ­სტიც თვი­თონ ვწერ. ეს ბოლო სიმ­ღე­რა უფრო ფან­კგა­რე­უ­ლი პაპ­საა" - გვე­უბ­ნე­ბა დრა­მე­რი ირი­ნა ქორ­ქია.

დღეს უჩ­ვე­უ­ლო აღარ არის გოგო-დრა­მე­რი, თუმ­ცა ეს პრო­ფე­სია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­გან დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. ირი­ნა დრამს 11 წლის ასაკ­ში და­ე­უფ­ლა ისეთ მა­ესტროს­თან, რო­გო­რიც რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლი იყო. დღეს ეს ინ­სტრუ­მენ­ტი მისი ცხოვ­რე­ბის გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლია. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­შიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ­და. და­ნარ­ჩენს კი ინ­ტერ­ვი­უ­დან თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბა.

- დიახ, სიმ­ღე­რა რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვილ­თან და­ვი­წყე, "ლახ­ტის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ. მერე რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზეც მა­ტა­რეს - ჯერ შვიდ­წლედ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - კლა­სი­კუ­რი და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გან­ხრით ათწლედ­ში გა­და­ვე­დი. "ლახ­ტში" ქსი­ლო­ფო­ნი და ვიბრო­ფო­ნი გა­მოვ­ლი­ლი მქონ­და... ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და, მომ­ღე­რა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ოღონდ, არ ვი­ცო­დი, რომ დრამ­ზე მო­მი­წევ­და დაკ­ვრა. ეს რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თუმ­ცა სა­წყის ეტაპ­ზე ვო­კა­ლი და გი­ტა­რა იყო. დაკ­ვრა გი­ტა­რა­ზეც ვის­წავ­ლე. მოკ­ლედ, შე­ხე­ბა მქონ­და ბას­თან, დრამ­თან და გი­ტა­რას­თან და დრა­მი ამო­ვარ­ჩიე.

- ასე რომ, შე­გეძ­ლო, ამო­გერ­ჩია ინ­სტრუ­მენ­ტი, რა­შიც თავს უკეთ იგ­რძნობ­დი...

- კი და მივ­ხვდი, რომ დრა­მი "ჩემი იყო" - ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და შე­მიყ­ვარ­და და­სარ­ტყა­მი. მერე კი მას ჩემი ცხოვ­რე­ბა და­ვუ­კავ­ში­რე. სიმ­ღე­რა სა­ერ­თოდ 6 წლი­დან და­ვი­წყე, 11 წლი­სა კი დრამ­ზე ვუკ­რავ­დი.

- დღეს ქალი დრა­მე­რი იშ­ვი­ა­თო­ბა აღარ არის. მაგ­რამ 11 წლის ბავ­შვის­თვის მას­ში რა იყო ისე­თი, რი­თაც მი­გი­ზი­და?

- ამას ში­ნა­გა­ნად გრძნობ, რომ შენი ცხოვ­რე­ბა მას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­ვიჩ­ნიე და მივ­ხვდი, მაგ ინ­სტრუ­მენტზე ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო და ჩემი თავი ამ ფორ­მა­ტი­თაც გა­მო­მე­ხა­ტა. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტო­მაც, რომ ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტი მიყ­ვარ­და... დაკ­ვრი­სას ფი­ზი­კუ­რად იხარ­ჯე­ბი და თან მუ­სი­კა­ლუ­რად საქ­მე კეთ­დე­ბა. თა­ვი­დან­ვე ასე­თი ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბა იყო, როცა დრამ­თან ვჯდე­ბო­დი.

- ეს ინ­სტრუ­მენ­ტი დიდ ენერ­გი­ას და ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. ეს რე­სურ­სი სა­ი­დან მო­დის?

- არ ვიცი... იმა­საც ამ­ბო­ბენ, სა­ი­დან ამოს­დის ამ გო­გოს ხმაო? ბა­ნა­ლუ­რი პა­სუ­ხი მექ­ნე­ბა, მაგ­რამ ასეა - გუ­ლი­დან ამომ­დის. მაგ დროს ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი. ისე­თი ინ­სტრუ­მენ­ტია, ბევ­რი რამე მო­იც­ვა, სხვა­დას­ხვა სიღ­რმეს გაძ­ლევს... კარ­გა ხა­ნია, რო­გორც სო­ლის­ტის ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რა მინ­და და მგო­ნი, ამას უკვე მალე შევ­ძლებ.

- გუნდში რო­მელ­თა­ნაც მუ­შა­ობ, დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს?

- ამ ეტაპ­ზე ჩემს ბენდ "ქი­მე­რას­თან" ვარ, ჩემი გი­ტა­რის­ტის და­არ­სე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ასე­ვე რო­ბერტ ბარ­ძი­მაშ­ვილ­თან იყო, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. ჩვე­ნი ბენ­დი რო­გორც ქა­ვე­რებს უკ­რავს და მღე­რის, ასე­ვე ჩვენს სიმ­ღე­რებ­საც ვუკ­რავთ. 2 სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რა გვაქვს. ვა­პი­რებთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სრულვყოთ და ალ­ბო­მიც ჩავ­წე­როთ. „ქი­მე­რა“ სა­ერ­თოდ 2013 წელს და­არ­სდა. მას მერე შე­მად­გენ­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა. თა­ვი­დან მე და დათო ძი­ძი­გუ­რი, გი­ტა­რის­ტი ვი­ყა­ვით. შემ­დეგ შე­მო­ვი­მა­ტეთ კლა­ვი­შებ­ზე გიგა მელ­ქა­ძე, ბო­ლოს შე­მოგ­ვი­ერ­თდა ბა­სის­ტი - უჩა თევ­დო­რაშ­ვი­ლი.

- გარ­და რეს­ტორ­ნის და კლუ­ბის სცე­ნი­სა, კი­დევ სად გა­მო­დი­ხართ?

- ტურ­ნე­ე­ბი გვქონ­და ომამ­დე კი­ევ­ში და ამ კუ­თხით იყო პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი და­პა­უ­ზე­ბუ­ლია. არის კი­დევ სხვა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და იმე­დია, გა­მო­ვა... სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­შიც ვი­ყა­ვით, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გა­მოვ­სულ­ვართ... ოქ­ტომ­ბერ­ში გორ­ში გახ­ლდით, სა­დაც ჩვე­ნი სიმ­ღე­რაც წარ­ვად­გი­ნეთ და ხალ­ხმა მშვე­ნივ­რად მი­ი­ღო, კარ­გი ემო­ცია წა­მო­ვი­და. სა­ავ­ტო­რო კონ­ცერტს, რო­გორც კი ალ­ბო­მი ჩა­ი­წე­რე­ბა და იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი მა­სა­ლა, შემ­დეგ ვა­პი­რებთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე ახლო მო­მა­ვალ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი...

- სახ­ლშიც ხომ არ გი­წევს რე­პე­ტი­ცია?

- სახ­ლში მიდ­გას დრა­მი, მე­ზობ­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით მიძ­ლე­ბენ - მად­ლო­ბა მათ. მგო­ნი, უკვე შე­გუ­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმას, რომ რე­პე­ტი­ცი­ებს გავ­დი­ვარ. თა­ვი­დან დაკ­ვრა რომ და­ვი­წყე, თან ად­რე­ულ წლებ­ში და გო­გოს­გან, ცოტა უჩ­ვე­უ­ლო აღიქ­მე­ბო­და. იმ პე­რი­ოდ­ში ბე­ბი­ა­ჩე­მი უცხო­ეთ­ში იყო წა­სუ­ლი და რომ ჩა­მო­ვი­და, გა­გიჟ­და - რას ჰქვია? ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლია, თა­ვა­დიშ­ვი­ლი, ცოტა დაფრ­თხა. თა­ვი­დან ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე მი­მიყ­ვა­ნა და რომ ჩა­მო­ვი­და, დრა­მე­რი დავ­ხვდი... ისე კი მისი გაზ­რდი­ლი ვარ და მის­გან ყო­ველ­თვის მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დი. შე­ზღუდ­ვე­ბი და რა­ღა­ცე­ბი არ ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ, როცა ჩა­მო­ვი­და, გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, მერე შე­ე­გუა... ჩემი მშობ­ლე­ბიც ხელს მი­წყობ­დნენ, მა­მა­ჩე­მი მით უმე­ტეს, რაც მოგ­წონს, ის უნდა გა­ა­კე­თოო, არას­დროს მიგ­რძნია, რომ რა­ღა­ცა­ში მზღუ­და­ვენ. მუ­სი­კას გავ­ყე­ვი არ უთ­ქვამთ, რომ მუ­სი­კით ვე­რა­ფერს იზავ, სხვა პრო­ფე­სია აირ­ჩი­ეო...

- თა­ვი­დან დრამ­ზე რე­პე­ტი­ცი­ე­ბის შემ­დეგ ხე­ლე­ბი არ გტკი­ო­და?

- კი, როცა ვარ­ჯიშს იწყებ, პრო­ფე­სი­უ­ლი "ფუფ­ქე­ბი" ჩნდე­ბა. ისე, 8 სა­ა­თი არას­დროს მი­მე­ცა­დი­ნია. არ­სე­ბობს რე­ზი­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ხმას არ გა­მოს­ცემს და იმა­ზე შე­გიძ­ლია ვარ­ჯი­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ცა­დი­ნე­ო­ბას, კი, ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს... რომ ამ­ბო­ბენ, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა უნ­დაო, ასე არ არის. სუს­ტი და გამ­ხდა­რი ტი­პე­ბიც უკ­რა­ვენ და მა­სი­უ­რე­ბიც (ძი­რი­თა­დად ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მშვე­ნივ­რად არ­თმე­ვენ ამ ყვე­ლა­ფერს თავს). ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ტექ­ნი­კა­სა და სის­წრა­ფე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ ეს ში­ნა­გა­ნად გაქვს, ან "და­ა­მუ­ღა­მე“ კი­დეც, მერე ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. სა­ო­ცა­რი ფი­ზი­კუ­რი ძალა არ სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა ძალა, რო­გორც ვთქვი, ზო­გა­დად სა­ჭი­როა.

- ათწლე­დის შემ­დეგ სწავ­ლა სად გა­ნაგ­რძე?

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის და­სარ­ტყა­მის მა­გის­ტრი მაქვს. დიპ­ლო­მი­ა­ნი დრა­მე­რი ვარ. ოპე­რა­შიც ვმუ­შა­ობ­დი ორ­კესტრში, თეფ­შებ­ზეც ვუკ­რავ­დი. ერთხელ ოპე­რა „ქეთო და კო­ტეს“ ვუკ­რავ­დით, დი­რი­ჟორს ვუ­ყუ­რებ­დი, 10 ფორტზე მთე­ლი ძა­ლით უნდა და­მერ­ტყა, მერე უნდა გა­ა­ჩუ­მო და დადო. ერთი და­ვარ­ტყი, მე­ო­რე­ჯერ რომ მო­მი­წია დარ­ტყმამ, დი­რი­ჟორს შევ­ხე­დე, თეფ­შე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ვუ­მიზ­ნე და ხმა აღარ ჰქონ­და. ვხე­დავ ერ­თმა­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იყო და ერთი მხა­რე პი­რი­ქით გად­მო­ღუ­ნუ­ლი­ყო... კონ­ცერ­ტზე ასე­თი რა­ღა­ცე­ბიც ხდე­ბა. ის კი არა, დრამ­ზე პე­და­ლით ქვე­მოთ რომ ვურ­ტყამ­დი, შუა ლა­ივ­ზე, დარ­ტყმის დროს პლას­ტი­კი გა­ი­ხა...

- მუ­სი­კის გარ­და რა გა­ტა­ცე­ბე­ბი გაქვს?

- ვი­დეო თა­მა­შე­ბი მიყ­ვარს, ყვე­ლაფ­რის­გან მთი­შავს, ამით ვის­ვე­ნებ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცურ­ვა. ახლა კრი­ვით მინ­და დავ­კავ­დე, რა­ღაც ისეთ დო­ნე­ზე, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ცხვი­რი არ და­მიმ­ტვრი­ონ... სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტი ძა­ლი­ან მი­ზი­დავს, კა­ლათ­ბურთზეც მინ­დო­და მევ­ლო, მაგ­რამ სი­მაღ­ლემ არ შე­მი­წყო ხელი. ქორ­ქია კი ვარ, მაგ­რამ კა­ლათ­ბურ­თი ვერ ვი­თა­მა­შე. ისე, ცა­ცია ვარ, მაგ­რამ ამას ხელი არა­ფერ­ში შე­უშ­ლია.

- რო­გო­რია შენი სა­მო­მავ­ლო სურ­ვი­ლე­ბი?

- სურ­ვი­ლი მაქვს, ტურ­ნე­ე­ბი ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით გვქონ­დეს, მი­მაჩ­ნია, რომ არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბი ბენ­დი არ ვართ და იქ­ნე­ბა ეს სურ­ვი­ლი ამიხ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

უკაცრავადასეთ რამეს,რომ ვწერ.სტუდენტობის დროს ვარკეთილში მესამე შრომით სემესტრში ვცხოვრობდით.ჩვენს გვერდით ერთი პერიოდი ოჯახის არმქონე ბავშვები ცხოვრობდნენ შესაბამისი დაწესებულებიდან.მათთვის ზოგჯერ საჭმელი გადაგვქონდა სტუდენტებს და როცა ვეკითხებოდით რა გვარისა იყვნენ,გვპასუხობდნენ: ორბელიანი,წერეთელი,ანდრონიკაშვილი,დადიანი,ბაგრატიონი...ასეთ გვარებს აძლევდნენ მაშინ და ახლა რამდენია ნამდვილი და რამდენია იმ პერიოდის გვარმიცემული არავინ არ იცის.მეცხრამეტე საუკუნის მგონი ბოლოს ვინმე აშორდია სოლომონი იმდენ სიგელებს არიგებდა,რომ წადი და გაიგე.ან ვის რაში ჭირდება,რა დროს ეგ არის.რაც მთავარია ბებიას ნუ ანერვიულებთ.

ლილი
3

გოგოა თუ ბიჭი? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თავიდან დაკვრა რომ დავიწყე, ბებიაჩემი გაგიჟდა, ანდრონიკაშვილია, თავადიშვილი და ცოტა დაფრთხა" - გაიცანით დრამერი გოგონა, საინტერესო შემოქმედებით

"თავიდან დაკვრა რომ დავიწყე, ბებიაჩემი გაგიჟდა, ანდრონიკაშვილია, თავადიშვილი და ცოტა დაფრთხა" - გაიცანით დრამერი გოგონა, საინტერესო შემოქმედებით

"მუსიკაში ვარ სრულიად ჩაბმული და კიდევ მეტ განვითარებას ვცდილობ. ასევე საკუთარ სიმღერებზე დავიწყე მუშაობა. მოტივს და მელოდიას ფორტეპიანოსთან ერთად ტექსტიც თვითონ ვწერ. ეს ბოლო სიმღერა უფრო ფანკგარეული პაპსაა" - გვეუბნება დრამერი ირინა ქორქია.

დღეს უჩვეულო აღარ არის გოგო-დრამერი, თუმცა ეს პროფესია ნებისმიერი ადამიანისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ირინა დრამს 11 წლის ასაკში დაეუფლა ისეთ მაესტროსთან, როგორიც რობერტ ბარძიმაშვილი იყო. დღეს ეს ინსტრუმენტი მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. კონსერვატორიაშიც ამ მიმართულებით სწავლობდა. დანარჩენს კი ინტერვიუდან თავად მოგვიყვება.

- დიახ, სიმღერა რობერტ ბარძიმაშვილთან დავიწყე, "ლახტის" წარმომადგენელი ვარ. მერე როგორც ხდება ხოლმე, ფორტეპიანოზეც მატარეს - ჯერ შვიდწლედში, მოგვიანებით - კლასიკური დასარტყამი ინსტრუმენტების განხრით ათწლედში გადავედი. "ლახტში" ქსილოფონი და ვიბროფონი გამოვლილი მქონდა... ბავშვობაში მინდოდა, მომღერალი ვყოფილიყავი, ოღონდ, არ ვიცოდი, რომ დრამზე მომიწევდა დაკვრა. ეს რობერტ ბარძიმაშვილის დამსახურებაა. თუმცა საწყის ეტაპზე ვოკალი და გიტარა იყო. დაკვრა გიტარაზეც ვისწავლე. მოკლედ, შეხება მქონდა ბასთან, დრამთან და გიტარასთან და დრამი ამოვარჩიე.

- ასე რომ, შეგეძლო, ამოგერჩია ინსტრუმენტი, რაშიც თავს უკეთ იგრძნობდი...

- კი და მივხვდი, რომ დრამი "ჩემი იყო" - ძალიან მომეწონა და შემიყვარდა დასარტყამი. მერე კი მას ჩემი ცხოვრება დავუკავშირე. სიმღერა საერთოდ 6 წლიდან დავიწყე, 11 წლისა კი დრამზე ვუკრავდი.

- დღეს ქალი დრამერი იშვიათობა აღარ არის. მაგრამ 11 წლის ბავშვისთვის მასში რა იყო ისეთი, რითაც მიგიზიდა?

- ამას შინაგანად გრძნობ, რომ შენი ცხოვრება მასთან იქნება დაკავშირებული. ყველაზე საინტერესოდ მივიჩნიე და მივხვდი, მაგ ინსტრუმენტზე ბევრი რამის გაკეთება შემეძლო და ჩემი თავი ამ ფორმატითაც გამომეხატა. შეიძლება იმიტომაც, რომ ბავშვობიდან სპორტი მიყვარდა... დაკვრისას ფიზიკურად იხარჯები და თან მუსიკალურად საქმე კეთდება. თავიდანვე ასეთი შინაგანი განწყობა იყო, როცა დრამთან ვჯდებოდი.

- ეს ინსტრუმენტი დიდ ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს. ეს რესურსი საიდან მოდის?

- არ ვიცი... იმასაც ამბობენ, საიდან ამოსდის ამ გოგოს ხმაო? ბანალური პასუხი მექნება, მაგრამ ასეა - გულიდან ამომდის. მაგ დროს ბოლომდე ვიხარჯები. ისეთი ინსტრუმენტია, ბევრი რამე მოიცვა, სხვადასხვა სიღრმეს გაძლევს... კარგა ხანია, როგორც სოლისტის ვიდეოების ჩაწერა მინდა და მგონი, ამას უკვე მალე შევძლებ.

- გუნდში რომელთანაც მუშაობ, დიდი ხანია არსებობს?

- ამ ეტაპზე ჩემს ბენდ "ქიმერასთან" ვარ, ჩემი გიტარისტის დაარსებულია, რომელიც ასევე რობერტ ბარძიმაშვილთან იყო, ერთად გავიზარდეთ. ჩვენი ბენდი როგორც ქავერებს უკრავს და მღერის, ასევე ჩვენს სიმღერებსაც ვუკრავთ. 2 საავტორო სიმღერა გვაქვს. ვაპირებთ უახლოეს მომავალში სრულვყოთ და ალბომიც ჩავწეროთ. „ქიმერა“ საერთოდ 2013 წელს დაარსდა. მას მერე შემადგენლობა შეიცვალა. თავიდან მე და დათო ძიძიგური, გიტარისტი ვიყავით. შემდეგ შემოვიმატეთ კლავიშებზე გიგა მელქაძე, ბოლოს შემოგვიერთდა ბასისტი - უჩა თევდორაშვილი.

- გარდა რესტორნის და კლუბის სცენისა, კიდევ სად გამოდიხართ?

- ტურნეები გვქონდა ომამდე კიევში და ამ კუთხით იყო პერსპექტივები, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი დაპაუზებულია. არის კიდევ სხვა მოლაპარაკებები და იმედია, გამოვა... საქართველოს რეგიონებშიც ვიყავით, სხვადასხვა ადგილას გამოვსულვართ... ოქტომბერში გორში გახლდით, სადაც ჩვენი სიმღერაც წარვადგინეთ და ხალხმა მშვენივრად მიიღო, კარგი ემოცია წამოვიდა. საავტორო კონცერტს, როგორც კი ალბომი ჩაიწერება და იქნება სრულყოფილი მასალა, შემდეგ ვაპირებთ. ეს ყველაფერი უკვე ახლო მომავალშია შესაძლებელი...

- სახლშიც ხომ არ გიწევს რეპეტიცია?

- სახლში მიდგას დრამი, მეზობლები ჯერჯერობით მიძლებენ - მადლობა მათ. მგონი, უკვე შეგუებულები არიან იმას, რომ რეპეტიციებს გავდივარ. თავიდან დაკვრა რომ დავიწყე, თან ადრეულ წლებში და გოგოსგან, ცოტა უჩვეულო აღიქმებოდა. იმ პერიოდში ბებიაჩემი უცხოეთში იყო წასული და რომ ჩამოვიდა, გაგიჟდა - რას ჰქვია? ანდრონიკაშვილია, თავადიშვილი, ცოტა დაფრთხა. თავიდან ფორტეპიანოზე მიმიყვანა და რომ ჩამოვიდა, დრამერი დავხვდი... ისე კი მისი გაზრდილი ვარ და მისგან ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობდი. შეზღუდვები და რაღაცები არ ყოფილა. უბრალოდ, როცა ჩამოვიდა, გაოცებული იყო, მერე შეეგუა... ჩემი მშობლებიც ხელს მიწყობდნენ, მამაჩემი მით უმეტეს, რაც მოგწონს, ის უნდა გააკეთოო, არასდროს მიგრძნია, რომ რაღაცაში მზღუდავენ. მუსიკას გავყევი არ უთქვამთ, რომ მუსიკით ვერაფერს იზავ, სხვა პროფესია აირჩიეო...

- თავიდან დრამზე რეპეტიციების შემდეგ ხელები არ გტკიოდა?

- კი, როცა ვარჯიშს იწყებ, პროფესიული "ფუფქები'' ჩნდება. ისე, 8 საათი არასდროს მიმეცადინია. არსებობს რეზინის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ხმას არ გამოსცემს და იმაზე შეგიძლია ვარჯიში. რაც შეეხება მეცადინეობას, კი, ძალისხმევას მოითხოვს... რომ ამბობენ, ფიზიკური მომზადება უნდაო, ასე არ არის. სუსტი და გამხდარი ტიპებიც უკრავენ და მასიურებიც (ძირითადად ფერადკანიანები, რომლებიც მშვენივრად ართმევენ ამ ყველაფერს თავს). ყველაფერი მაინც ტექნიკასა და სისწრაფეზეა დამოკიდებული. თუ ეს შინაგანად გაქვს, ან "დაამუღამე“ კიდეც, მერე ყველაფერი შესაძლებელია. საოცარი ფიზიკური ძალა არ სჭირდება, თუმცა ძალა, როგორც ვთქვი, ზოგადად საჭიროა.

- ათწლედის შემდეგ სწავლა სად განაგრძე?

- კონსერვატორიის დასარტყამის მაგისტრი მაქვს. დიპლომიანი დრამერი ვარ. ოპერაშიც ვმუშაობდი ორკესტრში, თეფშებზეც ვუკრავდი. ერთხელ ოპერა „ქეთო და კოტეს“ ვუკრავდით, დირიჟორს ვუყურებდი, 10 ფორტზე მთელი ძალით უნდა დამერტყა, მერე უნდა გააჩუმო და დადო. ერთი დავარტყი, მეორეჯერ რომ მომიწია დარტყმამ, დირიჟორს შევხედე, თეფშები ერთმანეთს დავუმიზნე და ხმა აღარ ჰქონდა. ვხედავ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ იყო და ერთი მხარე პირიქით გადმოღუნულიყო... კონცერტზე ასეთი რაღაცებიც ხდება. ის კი არა, დრამზე პედალით ქვემოთ რომ ვურტყამდი, შუა ლაივზე, დარტყმის დროს პლასტიკი გაიხა...

- მუსიკის გარდა რა გატაცებები გაქვს?

- ვიდეო თამაშები მიყვარს, ყველაფრისგან მთიშავს, ამით ვისვენებ. ძალიან მიყვარს ცურვა. ახლა კრივით მინდა დავკავდე, რაღაც ისეთ დონეზე, რომ მაინცდამაინც ცხვირი არ დამიმტვრიონ... საერთოდ, ბავშვობიდან სპორტი ძალიან მიზიდავს, კალათბურთზეც მინდოდა მევლო, მაგრამ სიმაღლემ არ შემიწყო ხელი. ქორქია კი ვარ, მაგრამ კალათბურთი ვერ ვითამაშე. ისე, ცაცია ვარ, მაგრამ ამას ხელი არაფერში შეუშლია.

- როგორია შენი სამომავლო სურვილები?

- სურვილი მაქვს, ტურნეები ევროპის მიმართულებით გვქონდეს, მიმაჩნია, რომ არავისზე ნაკლები ბენდი არ ვართ და იქნება ეს სურვილი ამიხდეს.