მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტუმრად არ მოვსულვარ..." - მიშა ანდღულაძე "მთავარ არხზე" გადავიდა: რა რეაქციები მოჰყვა მისეულ "ანკორას" ინტერნეტში?
"სტუმრად არ მოვსულვარ..." - მიშა ანდღულაძე  "მთავარ არხზე" გადავიდა: რა რეაქციები მოჰყვა მისეულ "ანკორას" ინტერნეტში?

მიშა ან­დღუ­ლა­ძე "მთა­ვარ არხზე" გა­და­ვი­და. იუ­მო­რის­ტმა ეს ამ­ბა­ვი "ილო ბე­როშ­ვი­ლის შო­უ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას და­ა­დას­ტუ­რა.

- სტუმ­რად არ მოვ­სულ­ვარ, თქვენ­თან გად­მო­ვე­დი. რა და­ვად­გი­ნე იცით, რომ 25 წე­ლია და­ახ­ლო­ე­ბით ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, ხომ არი­ან ტუ­რის­ტე­ბი, ქვეყ­ნი­დან-ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ, ასე ვართ კო­მე­დი­ან­ტე­ბიც, ტე­ლე­ტუ­რის­ტე­ბი ვართ. ორი კვი­რით გად­მო­ვე­დი, ეს ზამ­თა­რი მინ­და, რომ "მთა­ვა­რი არხი" მო­ვი­ა­რო, შემ­დეგ სამი დღით "ტვ პირ­ვე­ლი", "კავ­კა­სია", "პატ­რი­ო­ტი ტვ" მო­ვი­ლო­ცო და ზა­ფხულ­ში "იმედ­ზე" და­ვის­ვე­ნო (ეს ხუმ­რო­ბით). თუმ­ცა გა­ვი­გე, ვი­ზას ითხო­ვე­ნო და გა­ვარ­კვიე, „ჩე­რეზ“ „პოსტვ“-თ ნა­ვით შე­იძ­ლე­ბა გა­დას­ვლაო...

ან­დღუ­ლა­ძე შო­უ­ში უკვე გა­მოჩ­ნდა რო­გორც მსა­ხი­ო­ბი და ცნო­ბი­ლი ჰი­ტის "ან­კო­რას" მი­სე­უ­ლი ვერ­სია შე­არ­სუ­ლა, რო­მელ­მაც სულ ცოტა ხან­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

"უნი­კა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლე მიშა, ბრა­ვო...“

"ვა­ი­მე, რას გავს...“

"შე­უ­და­რე­ბე­ლი ხარ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რე­კორ­დი მოხ­სნი­ლია.“

"ორი­გი­ნა­ლი ხარ მიშა. რა ვო­კა­ლი, რა კაბა, რა ვარ­ცხნი­ლო­ბა. კლი­პიც გა­და­ი­ღე, პირ­და­პირ წე­რე­თელ­ზე ტა­ლახ­ში იმ­ღე­რე მაგ კა­ბით" - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხნის წინ „კო­მე­დი შოუს“ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი „ნიკა არა­ბი­ძის“ შოუ „ფორ­მუ­ლა­ზე“ და­ი­ხუ­რა. ამის შემ­დეგ, არა­ბი­ძე „რუს­თა­ვი 2“-ზე გა­და­ვი­და, სა­დაც პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად წა­იყ­ვანს შოუს. იმ დღე­ებ­ში მიშა ან­დღუ­ლა­ძე ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ „ფორ­მუ­ლას­თან“ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი „მთა­ვარ არხზე“ გა­ა­კე­თა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

ამ ადამიანების უბედურება ის არის რომ ისინი მხარეები არიან მათი გამოსვლები კიდევ უფრო ამძფრებენ მდგომარეობას და დაპირისპირებასაც აღრმავებენ, რაც დიდი პროტესტსა და გულისწყრომას იწვევს ნეიტრელურ რიგით, ქვეყნის გულშემატკივარ ქართველშიც. ამ ადამიანებს ავიწყდებათ ხელოვნების, თუნდაც იუმორისტულის დანიშნულება.. ხალი მშვენივრად ხვდება ყველაფერს. ესენი ანგარების გარეშე საზღვარგარეთ ქართველთა "გასამხიარყლებლად" არ ჩავიდოდნენ . შესაძლოა ზუსტად იმ არაგამხიარულებელმა ქართველბმა იძიეს შური. სიკეთეს სიყვარულს, კაცთმოყვარეობას და მორალს უნდა ემსახურებოდეთ მეგობრებო.დაპირისპირებულ მხარეთა შორის ხიდი უნდა იყოთ და არა უსკრული. სამშობლო არ იყიდება.

ქეთა
1

ბოდიში ნავით ვერ გაქაჩავ ან ვინ გაგაქაჩინებს . 

ავტორი:

"სტუმრად არ მოვსულვარ..." - მიშა ანდღულაძე "მთავარ არხზე" გადავიდა: რა რეაქციები მოჰყვა მისეულ "ანკორას" ინტერნეტში?

"სტუმრად არ მოვსულვარ..." - მიშა ანდღულაძე  "მთავარ არხზე" გადავიდა: რა რეაქციები მოჰყვა მისეულ "ანკორას" ინტერნეტში?

მიშა ანდღულაძე "მთავარ არხზე" გადავიდა. იუმორისტმა ეს ამბავი "ილო ბეროშვილის შოუში“ სტუმრობისას დაადასტურა.

- სტუმრად არ მოვსულვარ, თქვენთან გადმოვედი. რა დავადგინე იცით, რომ 25 წელია დაახლოებით ტელევიზიაში ვმუშაობ, ხომ არიან ტურისტები, ქვეყნიდან-ქვეყანაში მოგზაურობენ, ასე ვართ კომედიანტებიც, ტელეტურისტები ვართ. ორი კვირით გადმოვედი, ეს ზამთარი მინდა, რომ "მთავარი არხი" მოვიარო, შემდეგ სამი დღით "ტვ პირველი", "კავკასია", "პატრიოტი ტვ" მოვილოცო და ზაფხულში "იმედზე" დავისვენო (ეს ხუმრობით). თუმცა გავიგე, ვიზას ითხოვენო და გავარკვიე, „ჩერეზ“ „პოსტვ“-თ ნავით შეიძლება გადასვლაო...

ანდღულაძე შოუში უკვე გამოჩნდა როგორც მსახიობი და ცნობილი ჰიტის "ანკორას" მისეული ვერსია შეარსულა, რომელმაც სულ ცოტა ხანში რამდენიმე ათასი მოწონება დაიმსახურა.

"უნიკალურად შეასრულე მიშა, ბრავო...“

"ვაიმე, რას გავს...“

"შეუდარებელი ხარ. დარწმუნებული ვარ, რეკორდი მოხსნილია.“

"ორიგინალი ხარ მიშა. რა ვოკალი, რა კაბა, რა ვარცხნილობა. კლიპიც გადაიღე, პირდაპირ წერეთელზე ტალახში იმღერე მაგ კაბით" - წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „კომედი შოუს“ სატელევიზიო პროექტი „ნიკა არაბიძის“ შოუ „ფორმულაზე“ დაიხურა. ამის შემდეგ, არაბიძე „რუსთავი 2“-ზე გადავიდა, სადაც პაატა გულიაშვილთან ერთად წაიყვანს შოუს. იმ დღეებში მიშა ანდღულაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ „ფორმულასთან“ მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ჩანს, საბოლოოდ არჩევანი „მთავარ არხზე“ გააკეთა.

წაიკითხეთ ასევე: