სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისიმ მასწავლებლების კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები დააჯილდოვა
თიბისიმ მასწავლებლების კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები დააჯილდოვა

თი­ბი­სიმ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის კონ­კურ­სის „ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლა­ში", პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი - ქუ­თა­ი­სის 33-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ფიქ­რია ხა­ჭა­პუ­რი­ძე და­ა­ჯილ­დო­ვა. ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის კი თი­ბი­სის რჩე­უ­ლი რუს­თა­ვის 28-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი თეა მა­ღალ­და­ძე გახ­და. კონ­კურ­სის ოცი­ვე ფი­ნა­ლისტს თი­ბი­სის­გან SABA Reader-ის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ერ­თწ­ლი­ა­ნი წვდო­მა გა­და­ე­ცათ.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის კონ­კურ­სის მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ებ­ში ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბის გაზ­რდას, ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე დამ­ხმა­რე სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის შექ­მნა და სა­ბო­ლო­ოდ მოს­წავ­ლე­ებ­ში ამ სა­კი­თხე­ბის ეფექ­ტუ­რად სწავ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა იყო. კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის შე­სას­წავ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნდა შე­ექ­მნათ.

კონ­კურ­სი გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში გა­მო­ცხად­და და მას­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის 65 მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მისი დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა კი 24 იან­ვარს - გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს გა­ი­მარ­თა.

ფი­ნა­ლის­ტებ­მა ნა­მუ­შევ­რე­ბი, დას­კვნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ჟი­უ­რის წი­ნა­შე წა­რად­გი­ნეს, სა­დაც ხუთი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი - ორი II ად­გი­ლი­სა და სამი I ად­გი­ლის მფლო­ბე­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­დნენ.

კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ:

  • I ად­გი­ლი და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის კლა­სე­ბის­თვის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რის­თვის - ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა "პროგ­რე­სის" მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­რი­ამ ბოლ­ქვა­ძე;
  • I ად­გი­ლი სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის კლა­სე­ბი­სათ­ვის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რი­სათ­ვის - ქუ­თა­ი­სის 33-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ფიქ­რია ხა­ჭა­პუ­რი­ძე;
  • I ად­გი­ლი სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის კლა­სე­ბი­სათ­ვის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რი­სათ­ვის - ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა "პროგ­რე­სის" მას­წავ­ლე­ბე­ლი ნანა კუპ­რე­იშ­ვი­ლი;
  • II ად­გი­ლი - გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხი­დის­თა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­მო­ზა ღო­ლი­ჯაშ­ვი­ლი;
  • II ად­გი­ლი - ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ძლე­ვი­ჯვა­რის ბე­სიკ კა­პა­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­მარ ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი.

ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის, თი­ბი­სის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო გა­და­ე­ცა ქა­ლაქ რუს­თა­ვის 28-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს თეა მა­ღალ­და­ძეს კა­ტე­გო­რი­ა­ში „ფი­ნან­სუ­რი თაღ­ლი­თო­ბის და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი“.

კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის, ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პორ­ტალ ფი­ნე­დუს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბით.

R

გიო
0

სამაგიეროდ 10.000 სობით უსახლკაროდ გყავთ დატოვებული,ასე რომ ეგ ვითომ რამე რუმეეები ვერ გიშველით ხალხის გულის მოსაგებად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

თიბისიმ მასწავლებლების კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები დააჯილდოვა

თიბისიმ მასწავლებლების კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები დააჯილდოვა

თიბისიმ, მასწავლებლების კონკურსის „ფინანსური განათლება სკოლაში", პირველი ადგილის მფლობელი - ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე დააჯილდოვა. ფინალისტებს შორის კი თიბისის რჩეული რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა მაღალდაძე გახდა. კონკურსის ოცივე ფინალისტს თიბისისგან SABA Reader-ის აპლიკაციაში ერთწლიანი წვდომა გადაეცათ.

მასწავლებლების კონკურსის მიზანი მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნა და საბოლოოდ მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების ხელშეწყობა იყო. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების შესასწავლად საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები უნდა შეექმნათ.

კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა და მასში მთელი საქართველოდან კერძო და საჯარო სკოლების 65 მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. მისი დასკვნითი ღონისძიება კი 24 იანვარს - განათლების საერთაშორისო დღეს გაიმართა.

ფინალისტებმა ნამუშევრები, დასკვნით ღონისძიებაზე, ჟიურის წინაშე წარადგინეს, სადაც ხუთი სპეციალური პრიზი - ორი II ადგილისა და სამი I ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ.

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

  • I ადგილი დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის წარმოდგენილი ნამუშევრისთვის - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე;
  • I ადგილი საბაზო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის - ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე;
  • I ადგილი საშუალო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" მასწავლებელი ნანა კუპრეიშვილი;
  • II ადგილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი მიმოზა ღოლიჯაშვილი;
  • II ადგილი - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის ბესიკ კაპანაძის სახელობის საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ ჩაგელიშვილი.

ფინალისტებს შორის, თიბისის სპეციალური ჯილდო გადაეცა ქალაქ რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს თეა მაღალდაძეს კატეგორიაში „ფინანსური თაღლითობის და უსაფრთხოების საკითხები“.

კონკურსი ჩატარდა ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზატორებით.

R