სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიბერთის მხარდაჭერით, RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 22 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
ლიბერთის მხარდაჭერით, RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში  22 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

ლი­ბერ­თის მხარ­და­ჭე­რი­თა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბით, ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის (ADC) და­ფი­ნან­სე­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის „ახალ­გაზ­რდუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ (RDYE) ფი­ნა­ლის­ტთა გა­მარ­ჯვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, RDYE პრო­ექ­ტის მე­ო­რე ციკ­ლის 22 ფი­ნა­ლის­ტმა, სა­კუ­თა­რი სა­წარ­მოს შექ­მნი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის მიზ­ნით, ჯამ­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა.

RDYE პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია Mercy Corps. პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ლი­ბერ­თი ბან­კი და სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ჯილ­დო­ე­ბი გა­დას­ცეს ავ­სტრი­ის სა­ელ­ჩოს ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ალექ­სან­დერ კარ­ნერ­მა; ლი­ბერ­თის მიკ­რო და მცი­რე ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი აბა­ში­ძემ, სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მერ­სი ქორფსის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტორ­მა, ირაკ­ლი ქას­რაშ­ვილ­მა და RDYE პრო­ექ­ტის დი­რექ­ტორ­მა, უჩა ვა­რა­მაშ­ვილ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­ი­მარ­თა პრო­ექ­ტის სა­მიზ­ნე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­თა პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, რო­მელ­თაც და­ას­რუ­ლეს RDYE პრო­ექ­ტის ერ­თკვი­რი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი ბიზ­ნეს გა­დამ­ზა­დე­ბის სას­წავ­ლო BET პროგ­რა­მა, მო­ამ­ზა­დეს ბიზ­ნეს გეგ­მე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს პრო­ექ­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ საგ­რან­ტო კონ­კურ­სში. ღო­ნის­ძი­ე­ბამ გა­ა­ერ­თი­ა­ნა, რო­გორც პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ასე­ვე, კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რაც კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის/საქ­მი­ა­ნის კავ­ში­რე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად.

ახალ­გაზ­რდუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის (RDYE) არის 3.5 წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის (ADC) და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მერ­სი ქორფსის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის (Mercy Corps Georgia) მიერ.

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ლი­ბერ­თი ბან­კი და სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი.

პრო­ექ­ტი ხელს უწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალ­გაზ­რდას (50% ქალი), მათ შო­რის, ეთ­ნი­კურ და რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლე­ბის მკვიდრს, ეკო­მიგ­რან­ტსა და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირს, გა­ნი­ვი­თა­რონ სა­მე­წარ­მეო უნა­რე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რათა შექ­მნან 50-ზე მეტი მდგრა­დი, ახა­ლი ან/და გა­ა­ფარ­თო­ვონ უკვე არ­სე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ მარ­თუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­წარ­მო/ბიზ­ნე­სი.

პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა 42 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში (2021 წლის დე­კემ­ბე­რი - 2025 წლის მა­ი­სი) სა­ქარ­თვე­ლოს ოთხ რე­გი­ონ­ში და მო­ი­ცავს 18 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს:

ქვე­მო ქარ­თლი - რუს­თა­ვი, მარ­ნე­უ­ლი, ბოლ­ნი­სი, გარ­და­ბა­ნი, თეთ­რი­წყა­რო, წალ­კა

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - ბორ­ჯო­მი, ას­პინ­ძა, ადი­გე­ნი, ახალ­ცი­ხე, ახალ­ქა­ლა­ქი, ნი­ნოწ­მინ­და

შიდა ქარ­თლი - გორი, ქა­რე­ლი, კას­პი

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - მცხე­თა, დუ­შე­თი, თი­ა­ნე­თი

ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მხარს უჭერს აფ­რი­კის, აზი­ის, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მდგრად გან­ვი­თა­რე­ბას. ევ­რო­პი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­მი­ნის­ტრო ად­გენს სტრა­ტე­გი­ას. ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, რო­გორც ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ო­პე­რა­ციო უწყე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და სა­წარ­მო­ებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს პროგ­რა­მებ­სა და პრო­ექ­ტებს სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­თან.

მერ­სი ქორფსი არის სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს შექ­მნან უსაფრ­თხო, პრო­დუქ­ტი­უ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­რე­მო, რათა შე­ამ­სუ­ბუ­ქოს ტან­ჯვა, სი­ღა­რი­ბე და ჩაგ­ვრა. მერ­სი ქორფსი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2000 წლი­დან მოღ­ვა­წე­ობს და ქმნის პრო­დუქ­ტი­ულ, მე­დეგ, სტა­ბი­ლურ, უსაფრ­თხო და სა­მარ­თლი­ან თე­მებს სი­ღა­რი­ბი­თა და კონ­ფლი­კტით და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში. „ახალ­გაზ­რდუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მერ­სი ქორფსი მუ­შა­ობს სოფ­ლად მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებ­თან, ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ებ­თან და პო­ლი­ტი­კის შემ­ქმნე­ლებ­თან, რათა სოფ­ლად მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს შო­რის ხელი შე­უ­წყოს მე­წარ­მე­ო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა.

ლი­ბერ­თი ბან­კი ქვეყ­ნის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კია, რო­მე­ლიც 1,7 მი­ლი­ონ­ზე მეტ ფი­ზი­კურ პირს და 50 000-ზე მეტ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ბან­კის აქ­ტი­ვე­ბი 3 მლრდ ლარს შე­ად­გენს და და­საქ­მე­ბუ­ლი ჰყავს 4500-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ლი­ბერ­თი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა­ზე ფარ­თო ქსე­ლით - 360-ზე მეტი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრით, 632 ბან­კო­მა­ტით, თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის და POS ტერ­მი­ნა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გარ­და, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რუ­ლი სერ­ვი­სე­ბი და დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

ბან­კის სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას წა­მო­ად­გენს კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა სოფ­ლად მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის.

სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი შე­იქ­მნა 2021 წლის 21 ივ­ნისს. ფონ­დის მი­ზა­ნია სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით პო­ზი­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ხე­ლის შე­წყო­ბა. ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, ფონ­დი წარ­მო­ად­გენს სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის უნი­ვერ­სა­ლურ წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ პლატ­ფორ­მას კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის­თვის. ახალ­გაზ­რდე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ფონ­დის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ლიბერთის მხარდაჭერით, RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 22 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

ლიბერთის მხარდაჭერით, RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში  22 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

ლიბერთის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფინალისტთა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, RDYE პროექტის მეორე ციკლის 22 ფინალისტმა, საკუთარი საწარმოს შექმნისა და გაფართოების მიზნით, ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა.

RDYE პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა; ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ ახალგაზრდა მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელთაც დაასრულეს RDYE პროექტის ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა, მოამზადეს ბიზნეს გეგმები და მონაწილეობა მიიღეს პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. ღონისძიებამ გააერთიანა, როგორც პროექტის მონაწილეები, ასევე, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რაც კარგი შესაძლებლობაა სამომავლო თანამშრომლობის/საქმიანის კავშირების განსავითარებლად.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის (Mercy Corps Georgia) მიერ.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

პროექტი ხელს უწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენელს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრს, ეკომიგრანტსა და იძულებით გადაადგილებულ პირს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

პროექტი ხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხ რეგიონში და მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:

ქვემო ქართლი - რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა

სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა

შიდა ქართლი - გორი, ქარელი, კასპი

მცხეთა-მთიანეთი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას. ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.

მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.

ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წამოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მრავალწლიანი გამოცდილება სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების.

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მეშვეობით პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის ხელის შეწყობა. ეროვნულ დონეზე, ფონდი წარმოადგენს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის უნივერსალურ წამახალისებელ პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისთვის. ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

R