სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის პირველი ტირაჟი უკვე საქართველოშია
ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის პირველი ტირაჟი უკვე საქართველოშია

ანე ფრან­კის ჩა­ნა­წე­რე­ბის ახა­ლი გა­მო­ცე­მა - „უკა­ნა სახ­ლი (დღი­უ­რი წე­რი­ლე­ბის სა­ხით) უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია და წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თე­ბის ფარ­გლებ­ში წიგ­ნი პირ­ველ მკი­თხველს უკვე გა­და­ე­ცა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ გა­მოს­ცა ანე ფრან­კის ჩა­ნა­წე­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი ვერ­სია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ნი­დერ­ლან­დუ­რი ენი­დან არის ნა­თარ­გმნი და ჩა­ნა­წე­რე­ბის სრულ­ყო­ფილ ვერ­სი­ას წარ­მო­ად­გენს. საქ­მე ისაა, რომ ანეს მა­მამ, ოტო ფრან­კმა ომის დას­რუ­ლე­ბი­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან 2 წლის შემ­დეგ გო­გო­ნას ჩა­ნა­წე­რე­ბი წიგ­ნად გა­მოს­ცა, თუმ­ცა მან ტექ­სტი მო­რა­ლურ-ეთი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით შე­ა­მოკ­ლა. ოტო ფრანკს მი­აჩ­ნდა, რომ ზო­გი­ერ­თი ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც მისი მო­ზარ­დი ქა­ლიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ხის­ტად ეხე­ბო­და კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს და გუ­ლახ­დი­ლად მსჯე­ლობ­და ინ­ტი­მურ თე­მებ­ზე, უხერ­ხუ­ლი და შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მკი­თხვე­ლამ­დე მი­ვი­და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, თუმ­ცა არა სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხით.

ავ­თენ­ტუ­რი ვერ­სია ქარ­თულ ენა­ზე პირ­ვე­ლად 2012 წელს გა­მო­ი­ცა, წელს კი „პა­ლიტ­რა L-მა“ მკი­თხველს კი­დევ ერთი სა­ჩუ­ქა­რი შეს­თა­ვა­ზა და ჩა­ნა­წე­რე­ბი ახა­ლი ტი­რა­ჟით გა­მოს­ცა. წიგ­ნის წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თე­ბი გა­მომ­ცემ­ლო­ბის ვებგ­ვერ­დზე 15 იან­ვრი­დან და­ი­წყო და მათ, ვინც აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბით ისარ­გებ­ლეს, ექ­სკლუ­ზი­უ­რად აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ეს­წრონ და­ხუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მელ­ზეც მწერ­ლე­ბი და ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ჩა­ნა­წე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, ახა­ლი გა­მო­ცე­მის ის­ტო­რი­ა­სა და სხვა დე­ტა­ლებს.

ანე ფრან­კის ჩა­ნა­წე­რე­ბის ახა­ლი გა­მო­ცე­მა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში 19 თე­ბერ­ვლი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა და მკი­თხველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, კი­დევ ერთხელ გა­და­ავ­ლოს თვა­ლი ამ უნი­კა­ლურ დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ანე ფრან­კის დღი­უ­რი გა­მო­ი­ცა პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში - „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი“ ხარ. აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად, 30 000-ზე მეტ­მა მკი­თხველ­მა შე­არ­ჩია.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის პირველი ტირაჟი უკვე საქართველოშია

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის პირველი ტირაჟი უკვე საქართველოშია

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემა - „უკანა სახლი (დღიური წერილების სახით) უკვე საქართველოშია და წინასწარი შეკვეთების ფარგლებში წიგნი პირველ მკითხველს უკვე გადაეცა.

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა ანე ფრანკის ჩანაწერების უნიკალური ვერსია, რომელიც პირდაპირ ნიდერლანდური ენიდან არის ნათარგმნი და ჩანაწერების სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ანეს მამამ, ოტო ფრანკმა ომის დასრულებისა და გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ გოგონას ჩანაწერები წიგნად გამოსცა, თუმცა მან ტექსტი მორალურ-ეთიკური მიზეზებით შეამოკლა. ოტო ფრანკს მიაჩნდა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი, რომელშიც მისი მოზარდი ქალიშვილი საკმაოდ ხისტად ეხებოდა კონკრეტულ ადამიანებს და გულახდილად მსჯელობდა ინტიმურ თემებზე, უხერხული და შეუფერებელი იქნებოდა. შესაბამისად, მკითხველამდე მივიდა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტური მასალა, თუმცა არა სრულყოფილი სახით.

ავთენტური ვერსია ქართულ ენაზე პირველად 2012 წელს გამოიცა, წელს კი „პალიტრა L-მა“ მკითხველს კიდევ ერთი საჩუქარი შესთავაზა და ჩანაწერები ახალი ტირაჟით გამოსცა. წიგნის წინასწარი შეკვეთები გამომცემლობის ვებგვერდზე 15 იანვრიდან დაიწყო და მათ, ვინც აღნიშნული შეთავაზებით ისარგებლეს, ექსკლუზიურად აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ დახურულ ღონისძიებას, რომელზეც მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები განიხილავენ ჩანაწერების მნიშვნელობას, ახალი გამოცემის ისტორიასა და სხვა დეტალებს.

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემა წიგნის მაღაზიებში 19 თებერვლიდან გამოჩნდება და მკითხველს შესაძლებლობა ექნება, კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი ამ უნიკალურ დოკუმენტურ მასალას.

აღსანიშნავია, რომ ანე ფრანკის დღიური გამოიცა პროექტის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი“ ხარ. აღნიშნული წიგნი სხვადასხვა პლატფორმაზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 30 000-ზე მეტმა მკითხველმა შეარჩია.

R