პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამ მკითხა, ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებულიო? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო" - ქეთა თოფურია წარუმატებელ პლასტიკურ ოპერაციასა და შვილის ამერიკის მოქალაქეობაზე
"დედამ მკითხა, ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებულიო? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო" - ქეთა თოფურია წარუმატებელ პლასტიკურ ოპერაციასა და შვილის ამერიკის მოქალაქეობაზე

რუ­სუ­ლი ჯგუ­ფის "A'Studio"-ს სო­ლისტს, ქეთა თო­ფუ­რი­ას გამორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბა აქვს. მომ­ღე­რა­ლი უკვე წლე­ბია, რაც რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და მღე­რის. მე­დი­ა­ში ხში­რად ქვეყ­ნდე­ბა მა­სა­ლე­ბი მისი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რობს პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ზე, ამა­ზე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს, სა­დაც აღი­ა­რებს, რომ რი­ნოპ­ლას­ტი­კა თა­ვად ორ­ჯერ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ქეთი და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი რა­დი­კა­ლუ­რი კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბის მი­მართ და თვლის, რომ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში, თუმ­ცა იმ პი­რო­ბით, რომ ეს ძა­ლი­ან ფრთხი­ლად იქ­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი. თო­ფუ­რი­ამ აღი­ა­რა, რომ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის თა­ვა­დაც მი­მარ­თა.

"ერთხელ გა­ვი­კე­თე რი­ნოპ­ლას­ტი­კა. ამან მხო­ლოდ უკე­თე­სო­ბის­კენ შემ­ცვა­ლა. პრინ­ციპ­ში, არას­დროს და­მი­მა­ლავს და არც ახლა ვმა­ლავ. მაგ­რამ რო­დე­საც პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბი­სას ქა­ლე­ბი ზღვარს გა­და­დი­ან და გა­სა­ბერ თო­ჯი­ნას ჰგვა­ნან, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა,“ - ამ­ბობს ქეთა.

37 წლის მომ­ღერ­ლის თქმით, მან ტრავ­მის გამო ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა. ერთ დღეს თო­ფუ­რი­ას ნა­თე­სავ­მა და­უ­დევ­რად ეს­რო­ლა შო­კო­ლა­დის ფილა...

"ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი მო­ვი­და სახ­ლში, ჩვენ­თან და ხუმ­რო­ბით ცხვირ­ში შო­კო­ლა­დი "ტვიქ­სი" მეს­რო­ლა. მა­შინ ნამ­დვი­ლად ვიგ­რძე­ნი ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ თვა­ლე­ბი­დან ნა­პერ­წკლე­ბი გამ­ცვივ­და. ცხვი­რი შე­მი­შუპ­და და კეხი გა­ი­ზარ­და. მე­გო­ნა გა­მივ­ლი­და, მაგ­რამ არა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, ერთი ნეს­ტო­თი სა­ერ­თოდ ვერ ვსუნ­თქავ­დი. ქი­რურგთან მი­ვე­დი, რო­მელ­მაც ძგი­დის ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თარ თავს ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ შევ­ხე­დე, ცხვი­რის წვე­რი დაბ­ლა მი­ვარ­დე­ბო­და. დე­დამ მკი­თხა: "ცხვი­რი მიკრო­ფონ­ზე გაქვს და­დე­ბუ­ლი? მივ­ხვდი, რომ რა­ღაც რიგ­ზე არ იყო“, - გა­ნა­ცხა­და პოპ-ვარ­სკვლავ­მა.

რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას ქეთა კი­დევ ერთხელ ეს­ტუმ­რა ამ­ჯე­რად ცნო­ბილ რუს პლას­ტი­კურ ქი­რურგს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ძგი­დის გას­წო­რე­ბის ოპე­რა­ცია წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამ­ჯე­რად უკვე მე­ო­რედ დას­ჭირ­და ოპე­რა­ცია, რა დრო­საც ექიმ­მა პრობ­ლე­მა გა­მო­ას­წო­რა და ცხვი­რის ფორ­მაც შე­იც­ვა­ლა.

"ჩვენ ვი­პო­ვეთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, არ­ტურ რი­ბა­კი­ნი, რო­მელ­მაც რი­ნოპ­ლას­ტი­კა გა­მი­კე­თა. მი­თხრა, რომ ძგი­დის ოპე­რა­ცია არას­წო­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი და თა­ვი­დან გა­მი­კე­თა ძგი­დის და ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია. ახლა ბედ­ნი­ე­რი ვარ“, - ამ­ბობს თო­ფუ­რია.

მომ­ღე­რალ­მა მე­უღ­ლეს­თან, ლევ ძენ­გოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. მისი თქმით, მა­მი­ნაც­ვალ­მა ოლი­ვი­ას­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა ად­ვი­ლად შეძ­ლო. თუმ­ცა ოჯახ­ში კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა. ქე­თის თქმით, მისი ქმა­რი ზედ­მე­ტად რბი­ლად იქ­ცე­ო­და გო­გო­ნას­თან.

"მათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც ის ცოტა გა­ი­ზარ­და, ძენ­გო­ვი მიხ­ვდა, რომ სა­ჭი­რო იყო ცოტა სა­ზღვრე­ბის აშე­ნე­ბა. და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რად გა­ა­კე­თა - ინარ­ჩუ­ნებ­და რო­გორც მე­გობ­რო­ბას, ასე­ვე გარ­კვე­ულ დის­ტან­ცი­ას, ისე რომ არ არ­სე­ბობ­და მიმ­ღებ­ლო­ბა. იყო მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვი არ იყო მიჩ­ვე­უ­ლი სხვის­გან შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მას. ოლი­ვია მხო­ლოდ დე­დას უს­მენ­და, მაგ­რამ არა მა­მი­ნაც­ვალს. ცოტა რთუ­ლი იყო ამ მო­მენ­ტის შეც­ვლა. მაგ­რამ მან ეს მო­ა­ხერ­ხა,“ - ამ­ბობს ქეთა.

მომ­ღე­რალ­მა ოლი­ვია პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან ლევ გე­იხ­მან­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში ლოს-ან­ჯე­ლე­სის კლი­ნი­კა­ში გა­ა­ჩი­ნა. თო­ფუ­რია არ მა­ლავს, რომ გო­გო­ნას ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს.

"არა მგო­ნია, რომ ამას რა­ი­მე უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­დეს. ბავ­შვი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ამე­რი­კა­ში. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ალ­ბათ, მოგ­ვი­წევს უა­რის თქმა, რად­გან, რო­გორც მე ვიცი, გა­და­სა­ხა­დებს იხდი მა­ში­ნაც კი, თუ იქ არ ცხოვ­რობ“, - ამ­ბობს ქეთა YouTube-ის გა­და­ცე­მა­ში „Macarena“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უი აი
5

შვილი მოქალაქეობას იღებს მშობლიდან. თუ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეკითხებიან რომელს ირჩევენ. თუ ამერიკის ტერიტორიაზე დაიბადა და ორივე მშობელი არა ამერიკელია, მხოლოდ 18 წლის ასაკში ანუ სრულწლოვანი რომ ხდება მერე შეუძლია მოითხოვოს ამერიკის მოქალაქეობა. დანარჩენი ლეგენდებია

თეა
8

ვისაც ცხვირი აქვს მოჭრილი, ყველა ლეგენდებს რატომ ყვებით ,,შოკოლადის ფილების ცხვირში სროლებზე" ...

, რომ აღიაროთ, ასეთი მარგუნა ღმერთმაო, რა გაიწიხლებით საზოგადოებისგან?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დედამ მკითხა, ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებულიო? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო" - ქეთა თოფურია წარუმატებელ პლასტიკურ ოპერაციასა და შვილის ამერიკის მოქალაქეობაზე

"დედამ მკითხა, ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებულიო? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო" - ქეთა თოფურია წარუმატებელ პლასტიკურ ოპერაციასა და შვილის ამერიკის მოქალაქეობაზე

რუსული ჯგუფის "A'Studio"-ს სოლისტს, ქეთა თოფურიას გამორჩეული გარეგნობა აქვს. მომღერალი უკვე წლებია, რაც რუსეთში ცხოვრობს და მღერის. მედიაში ხშირად ქვეყნდება მასალები მისი ოჯახური ცხოვრების შესახებ, თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობს პლასტიკურ ქირურგიაზე, ამაზე ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილად საუბრობს, სადაც აღიარებს, რომ რინოპლასტიკა თავად ორჯერ აქვს გაკეთებული.

აღმოჩნდა, რომ ქეთი დადებითად არის განწყობილი რადიკალური კოსმეტოლოგიური მეთოდების მიმართ და თვლის, რომ პლასტიკური ქირურგია ეხმარება ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში, თუმცა იმ პირობით, რომ ეს ძალიან ფრთხილად იქნება გაკეთებული. თოფურიამ აღიარა, რომ პლასტიკური ქირურგიას დახმარებისთვის თავადაც მიმართა.

"ერთხელ გავიკეთე რინოპლასტიკა. ამან მხოლოდ უკეთესობისკენ შემცვალა. პრინციპში, არასდროს დამიმალავს და არც ახლა ვმალავ. მაგრამ როდესაც პლასტიკური ოპერაციების გაკეთებისას ქალები ზღვარს გადადიან და გასაბერ თოჯინას ჰგვანან, ეს საშინელებაა,“ - ამბობს ქეთა.

37 წლის მომღერლის თქმით, მან ტრავმის გამო ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ერთ დღეს თოფურიას ნათესავმა დაუდევრად ესროლა შოკოლადის ფილა...

"ჩემი ბიძაშვილი მოვიდა სახლში, ჩვენთან და ხუმრობით ცხვირში შოკოლადი "ტვიქსი" მესროლა. მაშინ ნამდვილად ვიგრძენი ის მომენტი, როდესაც ამბობენ, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა. ცხვირი შემიშუპდა და კეხი გაიზარდა. მეგონა გამივლიდა, მაგრამ არა. გარკვეული პერიოდის შემდეგ სუნთქვის პრობლემები შემექმნა, ერთი ნესტოთი საერთოდ ვერ ვსუნთქავდი. ქირურგთან მივედი, რომელმაც ძგიდის ოპერაცია გამიკეთა. მოგვიანებით საკუთარ თავს ტელევიზორში რომ შევხედე, ცხვირის წვერი დაბლა მივარდებოდა. დედამ მკითხა: "ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებული? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო“, - განაცხადა პოპ-ვარსკვლავმა.

რუსეთში ცხოვრებისას ქეთა კიდევ ერთხელ ესტუმრა ამჯერად ცნობილ რუს პლასტიკურ ქირურგს, აღმოჩნდა, რომ ძგიდის გასწორების ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჯერად უკვე მეორედ დასჭირდა ოპერაცია, რა დროსაც ექიმმა პრობლემა გამოასწორა და ცხვირის ფორმაც შეიცვალა.

"ჩვენ ვიპოვეთ შესანიშნავი პლასტიკური ქირურგი, არტურ რიბაკინი, რომელმაც რინოპლასტიკა გამიკეთა. მითხრა, რომ ძგიდის ოპერაცია არასწორად იყო გაკეთებული და თავიდან გამიკეთა ძგიდის და ცხვირის პლასტიკური ოპერაცია. ახლა ბედნიერი ვარ“, - ამბობს თოფურია.

მომღერალმა მეუღლესთან, ლევ ძენგოვთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მამინაცვალმა ოლივიასთან საერთო ენის გამონახვა ადვილად შეძლო. თუმცა ოჯახში კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა. ქეთის თქმით, მისი ქმარი ზედმეტად რბილად იქცეოდა გოგონასთან.

"მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, თავიდანვე ძალიან მეგობრულები იყვნენ. მოგვიანებით, როდესაც ის ცოტა გაიზარდა, ძენგოვი მიხვდა, რომ საჭირო იყო ცოტა საზღვრების აშენება. და ეს ყველაფერი ძალიან კომპეტენტურად გააკეთა - ინარჩუნებდა როგორც მეგობრობას, ასევე გარკვეულ დისტანციას, ისე რომ არ არსებობდა მიმღებლობა. იყო მომენტები, როდესაც ბავშვი არ იყო მიჩვეული სხვისგან შენიშვნის მიცემას. ოლივია მხოლოდ დედას უსმენდა, მაგრამ არა მამინაცვალს. ცოტა რთული იყო ამ მომენტის შეცვლა. მაგრამ მან ეს მოახერხა,“ - ამბობს ქეთა.

მომღერალმა ოლივია პირველ მეუღლესთან ლევ გეიხმანთან ქორწინებაში ლოს-ანჯელესის კლინიკაში გააჩინა. თოფურია არ მალავს, რომ გოგონას ამერიკის მოქალაქეობა აქვს.

"არა მგონია, რომ ამას რაიმე უპირატესობა ჰქონდეს. ბავშვი რუსეთში ცხოვრობს და არსად წასვლას არ ვაპირებთ, განსაკუთრებით ამერიკაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალბათ, მოგვიწევს უარის თქმა, რადგან, როგორც მე ვიცი, გადასახადებს იხდი მაშინაც კი, თუ იქ არ ცხოვრობ“, - ამბობს ქეთა YouTube-ის გადაცემაში „Macarena“.

წაიკითხეთ ასევე: