"საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით, მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია; სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 592 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.
კვლევაში არსებული კითხვები იმ ფაქტორებს ფარავს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსა და ეკონომიკისთვის: ინფრასტრუქტურა, საგარეო ვაჭრობა, ფინანსები, რეგულაციები, გადასახადები და ბიზნესის ლიცენზირება, კორუფცია, დანაშაული და არაფორმალური ეკონომიკა, ფინანსებზე წვდომა, ინოვაციები, სამუშაო ძალა, ბიზნესგარემოს შემაფერხებელი ფაქტორები.
2013 წლამდე არსებული მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელების 9.84%-ს შეადგენდა. შესაბამისად, 10-ჯერ უფრო არახელსაყრელი იყო, ვიდრე 2023 წელს. ვითარებამ არსებითი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, როცა ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1.43 % გახდა. საუკეთესო შედეგი კი 2023 წლის კვლევამ დადო, სადაც ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1%-ამდე გაუმჯობესდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ზოგადად ქრთამი საბჭოთა სოციალისტური კატეგორიაა და მუშაობს იქ, სადაც სახელმწიფო მმართველობითი და მაკონტროლებელ გამნაწილებელი ამკრძალავ გამნევბართვიანებელი ვერტიკალური პირამიდაა , ამას გამოძალვის ფორმაც აქვს , ნებით და თუ იძულებეული არ გახადეს, ქრთამს საკუთარი სურვილით არავინ იძლევა, სისტემა ისეა ნოწყობილი არ გასცემ, არც შენ მოგცემენ, ანუ სქემიდან გახვალ და სხვამოვა ტურფასა საბაღნაროსა, შენ იქწახვალ ! რა საბჭოთა სოციალისტური ნიშანი გვაქვს ჩვენ ? პირველ რიგში ეს პირამიდაა, მეორე ეს სახელმწიფო და კერძო საკუთრების შეფარდებაა, ჩვენ 70 % სახელმწიფო ქონების გვაქვს , კერძო 30 , მაგრამ თუ ყველაფერი აღირიცხა 80/20-ზეც კარგად გამოვა ! მიწები, სახლები, კორპუსები, ქარხნები , გადამალულიც და განადგურებულიც ! მესამე ნიშანია სსიპ და სახ საწარმოები კორუფციის ოფიციალური ადგილებია, კულტურული კორუფციის, ეწევიან სახელმწიფოს ხარჯზე სხვა პირობებში არაკონკურენტუნარიან ბიზნესს და ძირავენ კერძო ბიზნესს ! ახლა მომდგებიან არაო, ეს ხომ მიშას დროს იყოო, კი იყო , მიშა არსად წასულა, აგერაა !
ჩვენში კორუფცია ვერტიკალურია, სპირალური და მიილტვის ზესფეროებისაკენ !