საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვა თუ ბილწსიტყვაობს, ვცდილობ გავაჩერო... დედა ამბობდა, ამდენი ცუდი სიტყვა რა საშინელებაა, ვაი, სირცხვილოო.." - ვინ არის "გაჩა ზვერაძე" რეალურად და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა
"სხვა თუ ბილწსიტყვაობს, ვცდილობ გავაჩერო...  დედა ამბობდა, ამდენი ცუდი სიტყვა რა საშინელებაა, ვაი, სირცხვილოო.." - ვინ არის "გაჩა ზვერაძე" რეალურად და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა

და­ვით დვა­ლი პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, მაგ­რამ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლით მა­ყუ­რე­ბელ­ში ემო­ცია ნამ­დვი­ლად გა­მო­იწ­ვია. პო­ლი­ცი­ელ გაჩა ზვე­რა­ძის მი­სა­მარ­თით მა­ყუ­რებ­ლის შე­ფა­სე­ბა ერ­თგვა­რო­ვა­ნია, ეს კი უდა­ვოდ მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ვინ არის "ზვე­რა­ძე" რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, რას ფიქ­რობს სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟ­ზე, რა აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თა, რის გამო იხ­დის ბო­დიშს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და რო­გო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მო­ის­მი­ნა ახ­ლობ­ლე­ბის­გან? - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და­ვით დვა­ლი გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რა.

- გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნის ამ­ბე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს. მა­გა­ლი­თად, ლუ­დის დას­ხმის სცე­ნის გა­და­ღე­ბი­სას, რა ხდე­ბო­და?

- რო­გორც მახ­სოვს, 3 დუბ­ლი გა­და­ვი­ღეთ. ჯე­კოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან კარ­გი, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ბი­ჭია, რო­გორც ჩანს, ერი­დე­ბო­და და ამა­ზე ბევ­რი ვი­ხა­ლი­სეთ. ვი­წუ­წე­ბი, კარ­გად და­მას­ხი-მეთ­ქი, - ვეხ­ვე­წე­ბო­დი. აგ­რე­სი­ას ბო­ლომ­დე ვერ ავ­ლენ­და.

- გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ბილ­წსი­ტყვა­ო­ბის გამო, მარ­თლა ბო­დი­შებს იხ­დით?

- ყო­ველ­თვის. ამ ბოლო დროს დამ­კვიდ­რდა ეს პრაქ­ტი­კა, ეთერ­ში ცენ­ზუ­რის გა­რე­შე გა­დის. ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს, ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა ცუდი მეც წა­მომ­ცდეს, მაგ­რამ იქ ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მა­ინც თუ იმ­ყო­ფე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ცუდი ვთქვა. სხვა თუ ბილ­წსი­ტყვა­ობს, ვცდი­ლობ გა­ვა­ჩე­რო, ძა­ლი­ან არ მსი­ა­მოვ­ნებს. გა­მო­ხატ­ვის ეს ფორ­მა მდა­ბიო ქცე­ვა მგო­ნია, ბო­დიშს ამი­ტო­მაც ვიხ­დი.

- რო­გო­რი იყო ახ­ლობ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა? ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე კარ­გად გიც­ნო­ბენ, რა მო­ის­მი­ნეთ?

- "ეს შენ არ ხარ". ჩემი შვი­ლე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ამ პერ­სო­ნაჟ­ში ვე­რაფ­რით წარ­მო­მიდ­გი­ნეს. დედა ამ­ბობ­და; ამ­დე­ნი ცუდი სი­ტყვა, ამ­დე­ნი ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა რა სა­ში­ნე­ლე­ბაა, ვაი, სირ­ცხვი­ლოო... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
2

ეს სერიალი არ ვიცი,მაგრამ ერთი კი ვიცი ''ვინც სიბილწეს ენას ადვილად უთმობს,იგი მას სულსაც,სულსაც ადვილად მიჰყიდის''.

კახა
5

იდეალური სერიალია, ყველა და ყველაფერი გეუბნება მაყურებელს, რომ აი ასე არ იცხოვროოოოო ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"სხვა თუ ბილწსიტყვაობს, ვცდილობ გავაჩერო... დედა ამბობდა, ამდენი ცუდი სიტყვა რა საშინელებაა, ვაი, სირცხვილოო.." - ვინ არის "გაჩა ზვერაძე" რეალურად და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა

"სხვა თუ ბილწსიტყვაობს, ვცდილობ გავაჩერო...  დედა ამბობდა, ამდენი ცუდი სიტყვა რა საშინელებაა, ვაი, სირცხვილოო.." - ვინ არის "გაჩა ზვერაძე" რეალურად და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა

დავით დვალი პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული როლით მაყურებელში ემოცია ნამდვილად გამოიწვია. პოლიციელ გაჩა ზვერაძის მისამართით მაყურებლის შეფასება ერთგვაროვანია, ეს კი უდავოდ მსახიობის ოსტატობაზეა დამოკიდებული.

ვინ არის "ზვერაძე" რეალურ ცხოვრებაში, რას ფიქრობს საკუთარ პერსონაჟზე, რა აღმოჩენები გააკეთა, რის გამო იხდის ბოდიშს გადასაღებ მოედანზე და როგორი შეფასებები მოისმინა ახლობლებისგან? - ამ ყველაფერზე დავით დვალი გულახდილად გვესაუბრა.

- გადასაღები მოედნის ამბები მაინტერესებს. მაგალითად, ლუდის დასხმის სცენის გადაღებისას, რა ხდებოდა?

- როგორც მახსოვს, 3 დუბლი გადავიღეთ. ჯეკოს როლის შემსრულებელი ძალიან კარგი, მოკრძალებული ბიჭია, როგორც ჩანს, ერიდებოდა და ამაზე ბევრი ვიხალისეთ. ვიწუწები, კარგად დამასხი-მეთქი, - ვეხვეწებოდი. აგრესიას ბოლომდე ვერ ავლენდა.

- გადასაღებ მოედანზე ბილწსიტყვაობის გამო, მართლა ბოდიშებს იხდით?

- ყოველთვის. ამ ბოლო დროს დამკვიდრდა ეს პრაქტიკა, ეთერში ცენზურის გარეშე გადის. ბილწსიტყვაობა ძალიან არ მიყვარს, ხანდახან შეიძლება ცუდი მეც წამომცდეს, მაგრამ იქ ერთი ქალბატონი მაინც თუ იმყოფება, გამორიცხულია, ცუდი ვთქვა. სხვა თუ ბილწსიტყვაობს, ვცდილობ გავაჩერო, ძალიან არ მსიამოვნებს. გამოხატვის ეს ფორმა მდაბიო ქცევა მგონია, ბოდიშს ამიტომაც ვიხდი.

- როგორი იყო ახლობლების შეფასება? ადამიანებისგან, რომლებიც ყველაზე კარგად გიცნობენ, რა მოისმინეთ?

- "ეს შენ არ ხარ". ჩემი შვილები გაკვირვებულები იყვნენ, ამ პერსონაჟში ვერაფრით წარმომიდგინეს. დედა ამბობდა; ამდენი ცუდი სიტყვა, ამდენი ბილწსიტყვაობა რა საშინელებაა, ვაი, სირცხვილოო... წაიკითხეთ ვრცლად