პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისაც მართლა აინტერესებს სიმართლის გაგება..." - რას წერს თბილისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი წერეთლის გამზირთან დაკავშირებით?
"ვისაც მართლა აინტერესებს სიმართლის გაგება..." - რას წერს  თბილისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი წერეთლის გამზირთან დაკავშირებით?

თბი­ლი­სის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­ნა­ნა თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლი წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მი­ა­ნე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ კი­თხვებს პა­სუ­ხობს. თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"მარ­თა­ლია ეს ხალ­ხი, რად უნდა გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას 8 თვე, აყა­რე ძვე­ლი, გა­და­ა­გე ახა­ლი. ყო­ფი­ლი­ყო გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, რა უჭირ­და.არც დი­დუ­ბის ხიდი იყო გა­სა­ახ­ლე­ბე­ლი, მერე რა, რომ ინ­ტენ­სი­უ­რი მოძ­რა­ო­ბაა ხიდ­ზე და 70 წე­ლია ხელი არა­ვის უხ­ლია, სა­მა­გი­ე­როდ დის­კომ­ფორ­ტი ხომ არ გვექ­ნე­ბო­და.

ახლა კი უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად, ვი­საც მარ­თლა აინ­ტე­რე­სებს შექ­მნი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი­დან სი­მარ­თლის გა­გე­ბა, მოკ­ლე პა­სუ­ხე­ბი მთა­ვარ კი­თხვებ­ზე (ვრცლად ბევ­რჯერ ისა­უბ­რეს ჩემ­ზე უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რებ­მა):

- რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა?

- გამ­ზი­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღად (პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან) და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო 2024 წლის იან­ვრის ბოლო. დღეს 21 იან­ვა­რია, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა და­გეგ­მილ დროს, ისევ იმა­ვე თა­რიღ­ში (იან­ვრის ბო­ლოს) ორ­მხრი­ვად აღ­დგე­ბა.

- რა­ტომ არ გა­უ­წყვი­ტა თბი­ლი­სის მე­რი­ამ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო კომ­პა­ნი­ებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი არა იან­ვარ­ში, არა­მედ 6 თვის წინ?

- 6 თვის წინ, 4 თვის წინ, 3 თვის წინ და ასე შემ­დეგ გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შეც­ვლის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც არის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი. ამ სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­დნენ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი, მათ შო­რის- თბი­ლი­სი ენერ­ჯი, ჯი­ვი­პი, თე­ლა­სი... სწო­რედ ამის შემ­დეგ ხდე­ბა უშუ­ა­ლოდ გზის, ტრო­ტუ­ა­რე­ბის, თარ­გე­ბის მო­წყო­ბა და სხვა მსგავ­სი ტი­პის სა­მუ­შაო. შე­სა­ბა­მი­სად, ხარ­ვე­ზე­ბი, რაც კომ­პა­ნი­ებს წინა თვე­ებ­შიც ჰქონ­დათ და ამის შე­სა­ხებ მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და მი­თი­თე­ბე­ბი მო­ნი­ტო­რინ­გის მიერ, თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და დას­კვნით ეტაპ­ზე.

ანუ, როცა ყვე­ლა ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო დას­რულ­და და და­ი­წყო მო­წეს­რი­გე­ბის ეტა­პი, ცხა­დი გახ­და, რომ კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ვერ არ­თმევ­დნენ თავს და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სის მე­რი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ.

- რა­ტომ შე­არ­ჩია მე­რი­ამ ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ არ­თმე­ვენ თავს აღე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას?

- მე­რია არ არ­ჩევს კომ­პა­ნი­ებს, მე­რია ად­გენს სა­ტენ­დერო პი­რო­ბებს, და­ნარ­ჩენს შეს­ყიდ­ვე­ბის კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს. ტენ­დე­რი ცხად­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს გვერ­დზე და ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.და ბო­ლოს, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი სულ მალე დას­რულ­დე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა, ვი­საც უყ­ვარს თბი­ლი­სი, გუ­ლით გა­ი­ხა­რებს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გამ­ზი­რით, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩვენს ქა­ლაქ­ში შე­მო­მა­ვალ ნა­კადს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ეგე­ბე­ბა", - წერს მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფანტოცი!
1

მიშამ რომ ფასადებზე გიბსო-კარდონი გააკვრევინა სისწრაფისთვის, ამის ღირსები ხართ დისლაიკების ავტორები!! სად გაკეთდა რამეო წერს ზოგიერთი ტვინ ნაანთებარი!

გიორგი
0

წერეთლის რეკონსტრუქცია რომ დაიწყეთ რატომ არ გადაწყვიტეთ ამ კვანძის ძირითადიმ პრობლემა - ბაზრობა და ავტოსადგურები? რატომ დატოვეთ ისევ როგორც იყო ისე ყველაფერი? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ვისაც მართლა აინტერესებს სიმართლის გაგება..." - რას წერს თბილისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი წერეთლის გამზირთან დაკავშირებით?

"ვისაც მართლა აინტერესებს სიმართლის გაგება..." - რას წერს  თბილისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი წერეთლის გამზირთან დაკავშირებით?

თბილისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმიანება და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხობს. თოქმაჯიშვილი აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში წერს:

"მართალია ეს ხალხი, რად უნდა გზის რეაბილიტაციას 8 თვე, აყარე ძველი, გადააგე ახალი. ყოფილიყო გასული საუკუნის ინფრასტრუქტურით, რა უჭირდა.არც დიდუბის ხიდი იყო გასაახლებელი, მერე რა, რომ ინტენსიური მოძრაობაა ხიდზე და 70 წელია ხელი არავის უხლია, სამაგიეროდ დისკომფორტი ხომ არ გვექნებოდა.

ახლა კი უფრო სერიოზულად, ვისაც მართლა აინტერესებს შექმნილი აჟიოტაჟიდან სიმართლის გაგება, მოკლე პასუხები მთავარ კითხვებზე (ვრცლად ბევრჯერ ისაუბრეს ჩემზე უფრო კომპეტენტურებმა):

- რატომ გაჭიანურდა სამუშაოების დასრულება?

- გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღად (პირველივე დღიდან) დასახელებული იყო 2024 წლის იანვრის ბოლო. დღეს 21 იანვარია, გაგიკვირდებათ და საგზაო მოძრაობა დაგეგმილ დროს, ისევ იმავე თარიღში (იანვრის ბოლოს) ორმხრივად აღდგება.

- რატომ არ გაუწყვიტა თბილისის მერიამ უპასუხისმგებლო კომპანიებს ხელშეკრულებები არა იანვარში, არამედ 6 თვის წინ?

- 6 თვის წინ, 4 თვის წინ, 3 თვის წინ და ასე შემდეგ გამზირზე მიმდინარეობდა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, რაც არის რეაბილიტაციის ყველაზე რთული და ხანგრძლივი პროცესი. ამ სამუშაოებს აწარმოებდნენ სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის- თბილისი ენერჯი, ჯივიპი, თელასი... სწორედ ამის შემდეგ ხდება უშუალოდ გზის, ტროტუარების, თარგების მოწყობა და სხვა მსგავსი ტიპის სამუშაო. შესაბამისად, ხარვეზები, რაც კომპანიებს წინა თვეებშიც ჰქონდათ და ამის შესახებ მუდმივად ხდებოდა მითითებები მონიტორინგის მიერ, თვალსაჩინო გახდა დასკვნით ეტაპზე.

ანუ, როცა ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდა და დაიწყო მოწესრიგების ეტაპი, ცხადი გახდა, რომ კონტრაქტორი კომპანიები ვერ ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. შესაბამისად, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ.

- რატომ შეარჩია მერიამ ისეთი კომპანიები, რომლებიც ვერ ართმევენ თავს აღებულ პასუხისმგებლობას?

- მერია არ არჩევს კომპანიებს, მერია ადგენს სატენდერო პირობებს, დანარჩენს შესყიდვების კანონი არეგულირებს. ტენდერი ცხადდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე და ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.და ბოლოს, წერეთლის გამზირზე სამუშაოები სულ მალე დასრულდება და დარწმუნებული ვარ, ყველა, ვისაც უყვარს თბილისი, გულით გაიხარებს განახლებული გამზირით, რომელიც დასავლეთ საქართველოდან ჩვენს ქალაქში შემომავალ ნაკადს ერთ-ერთი პირველი ეგებება", - წერს მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი.