სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფეხბურთო კლუბ “თელავს” რუსი მთავარი მწვრთნელი ეყოლება: ვინ არის და რა გამოცდილება აქვს ოლეგ ვასილენკოს
საფეხბურთო კლუბ “თელავს” რუსი მთავარი მწვრთნელი ეყოლება: ვინ არის და რა გამოცდილება აქვს ოლეგ ვასილენკოს

სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ “თე­ლავს” რუსი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ეყო­ლე­ბა - ამის შე­სა­ხებ კლუ­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია.

"ძვირ­ფა­სო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო, გაც­ნო­ბებთ, რომ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "თე­ლავს" ახა­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ჰყავს - ჩვენს გუნდს 50 წლის რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტი ოლეგ ვა­სი­ლენ­კო გაწ­ვრთნის

ოლეგ ვა­სი­ლენ­კო: "გა­მარ­ჯო­ბა (ქარ­თუ­ლად). მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას და პირ­ველ რიგ­ში, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ქარ­თულს აქეთ მალე მას­წავ­ლით. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ნამ­დვი­ლად მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ აქ ვარ, "თე­ლა­ვის" შე­სა­ხებ მარ­თლაც ბევ­რი ვიცი და მჯე­რა, ერ­თობ­ლი­ვი, მუხლჩა­უხ­რე­ლი მუ­შა­ო­ბით ბევრ მი­ვაღ­წევთ და უფრო მე­ტად განვვი­თარ­დე­ბით. ბი­ჭე­ბო, და­ვი­ხარ­ჯოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად, ვი­მუ­შა­ოთ სა­ერ­თო საქ­მის­თვის, წარ­მა­ტე­ბის­თვის. ზო­გა­დად, ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ გა­მი­გოს და მერ­წმუ­ნეთ, კრი­ტი­კის­თვი­საც მზად ვარ, თუმ­ცა მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს და ჩემი დიდი ხნის ნატ­ვრაც ავიხ­დი­ნე. ვი­მე­ო­რებ, მე აქ ჩა­მო­ვე­დი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად და გუ­ლით მინ­და, სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი "თე­ლა­ვი" ევ­რო­პა­ზე გა­ვიყ­ვა­ნო და ევ­რო­თასებ­ზე ვი­თა­მა­შოთ"

"ფეხ­ბედ­ნი­ე­რი იყოს ბა­ტო­ნო ოლეგ თქვე­ნი მოს­ვლა ჩვენს დიდ ოჯახ­ში და წარ­მა­ტე­ბე­ბი "თე­ლავ­თან" ერ­თად!" - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ოლეგ ვა­სი­ლენ­კო 1973 წლის 6 ოქ­ტომ­ბერს სტავ­რო­პოლ­ში (რუ­სე­თი) და­ი­ბა­და. იგი ცნო­ბი­ლი ჰო­ლან­დი­ე­ლი მწვრთნე­ლის, გუუს ჰი­დინ­კის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წეა. ბო­ლოს ვლა­დი­კავ­კა­ზის "ალა­ნი­ას" თავ­კა­ცი იყო, იქამ­დე კი სხვა­დას­ხვა დროს კურსკის "ავან­გარ­დის", სა­რანსკის "მორ­დო­ვი­ას" და ვო­რო­ნე­ჟის "ფა­კე­ლის" მთა­ვარ მწვრთნე­ლად მუ­შა­ობ­და.

"ოლეგ ვა­სი­ლენ­კომ მწვრთნე­ლო­ბა 1996 წელს, მშობ­ლი­ურ "სტავ­რო­პოლ­ში" და­ი­წყო, მერე ცსკა-ს აკა­დე­მი­ის ახალ­გაზ­რდუ­ლი სექ­ტო­რი ება­რა, იქი­დან კი მი­ე­წყო "ჟემ­ჩუ­ჟი­ნა", "სა­ტურ­ნი", ბე­ლა­რუ­სის მინ­სკის "დი­ნა­მო", "კრას­ნო­და­რი", "ანჟი", "ურა­ლი", "სოჩი", ლატ­ვი­ის "რფს რიგა", ლი­ე­ტუ­ვას "ტრა­კაი", კა­ლი­ნინ­გრა­დის "ბალ­ტი­კა" და ამ კლუ­ბებ­ში უმე­ტეს­წი­ლად მთა­ვარ მწვრთნე­ლად იდგა, გუუს ჰი­დინ­კის თა­ნა­შემ­წედ კი მა­ხა­ჩყა­ლის "ან­ჟი­ში" 2012/2013 წლე­ბის სე­ზონ­ში მუ­შა­ობ­და და თვით ლე­გენ­და­რულ ბრა­ზი­ლი­ელ რო­ბერ­ტო კარ­ლოსს ავარ­ჯი­შებ­და" - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბანანის რესპუბლიკა
2

ქართული ფეხბურთი მაინც დარუპულია და ამ რუსებს რაღას უშვებთ ქვეყანაში?

გოგი
9

ყველას ვენაცვალე რომელიც "თელავს" მოუგებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საფეხბურთო კლუბ “თელავს” რუსი მთავარი მწვრთნელი ეყოლება: ვინ არის და რა გამოცდილება აქვს ოლეგ ვასილენკოს

საფეხბურთო კლუბ “თელავს” რუსი მთავარი მწვრთნელი ეყოლება: ვინ არის და რა გამოცდილება აქვს ოლეგ ვასილენკოს

საფეხბურთო კლუბ “თელავს” რუსი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერია.

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ჩვენს გუნდს 50 წლის რუსი სპეციალისტი ოლეგ ვასილენკო გაწვრთნის

ოლეგ ვასილენკო: "გამარჯობა (ქართულად). მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ქართულს აქეთ მალე მასწავლით. გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, "თელავის" შესახებ მართლაც ბევრი ვიცი და მჯერა, ერთობლივი, მუხლჩაუხრელი მუშაობით ბევრ მივაღწევთ და უფრო მეტად განვვითარდებით. ბიჭებო, დავიხარჯოთ მაქსიმალურად, ვიმუშაოთ საერთო საქმისთვის, წარმატებისთვის. ზოგადად, ბევრმა შეიძლება საქართველოში ვერ გამიგოს და მერწმუნეთ, კრიტიკისთვისაც მზად ვარ, თუმცა მე საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ჩემი დიდი ხნის ნატვრაც ავიხდინე. ვიმეორებ, მე აქ ჩამოვედი წარმატების მისაღწევად და გულით მინდა, საფეხბურთო კლუბი "თელავი" ევროპაზე გავიყვანო და ევროთასებზე ვითამაშოთ"

"ფეხბედნიერი იყოს ბატონო ოლეგ თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები "თელავთან" ერთად!" - წერია განცხადებაში.

ოლეგ ვასილენკო 1973 წლის 6 ოქტომბერს სტავროპოლში (რუსეთი) დაიბადა. იგი ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის ყოფილი თანაშემწეა. ბოლოს ვლადიკავკაზის "ალანიას" თავკაცი იყო, იქამდე კი სხვადასხვა დროს კურსკის "ავანგარდის", სარანსკის "მორდოვიას" და ვორონეჟის "ფაკელის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

"ოლეგ ვასილენკომ მწვრთნელობა 1996 წელს, მშობლიურ "სტავროპოლში" დაიწყო, მერე ცსკა-ს აკადემიის ახალგაზრდული სექტორი ებარა, იქიდან კი მიეწყო "ჟემჩუჟინა", "სატურნი", ბელარუსის მინსკის "დინამო", "კრასნოდარი", "ანჟი", "ურალი", "სოჩი", ლატვიის "რფს რიგა", ლიეტუვას "ტრაკაი", კალინინგრადის "ბალტიკა" და ამ კლუბებში უმეტესწილად მთავარ მწვრთნელად იდგა, გუუს ჰიდინკის თანაშემწედ კი მახაჩყალის "ანჟიში" 2012/2013 წლების სეზონში მუშაობდა და თვით ლეგენდარულ ბრაზილიელ რობერტო კარლოსს ავარჯიშებდა" - ვკითხულობთ განცხადებაში.