საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ გავერთიანდებით“ - რა ინფორმაცია ვრცელდება "ტელეგრამში", აფხაზურ არხებში, ოკუპირებულ რეგიონში ქართველების ჯგუფის ვიზიტზე
"ჩვენ გავერთიანდებით“ - რა ინფორმაცია ვრცელდება "ტელეგრამში", აფხაზურ არხებში, ოკუპირებულ რეგიონში ქართველების ჯგუფის ვიზიტზე

აფხა­ზუ­რი "ტე­ლეგ­რამ“ არ­ხე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში, აფხა­ზეთ­ში "ქარ­თვე­ლი მოგ­ზა­უ­რე­ბის“ ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონს სა­ვა­რა­უ­დოდ, 2023 წლის 3-6 ნო­ემ­ბერს ეს­ტუმრნენ.

ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა კი მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ვი­დეო რე­პორ­ტა­ჟი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც მთავ­რდე­ბო­და სი­ტყვე­ბით, "ჩვენ გა­ვერ­თი­ან­დე­ბით“. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯგუ­ფის წევ­რებ­მა მო­ა­ხერ­ხეს სო­ხუ­მის, გაგ­რას, რი­წის ტბის და ბზი­ფის ხე­ო­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.

"ქარ­თვე­ლე­ბი აფხა­ზეთ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მიწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც მათ ქე­ი­ფით და სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ", - წე­რენ "ტე­ლეგ­რამ­ში", აფხა­ზურ არ­ხებ­ზე.

"ქარ­თუ­ლი მხა­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ი­ყე­ნებს ამ ვი­დე­ოს, რო­გორც აფხა­ზე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის ნა­წილს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. კომ­პე­ტენ­ტურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა გა­მო­იკ­ვლი­ონ, რა მოხ­და და გა­სა­ჯა­როვ­დეს ყვე­ლა იმ "ტუ­რის­ტის“ ვი­ნა­ო­ბა, ვინც აფხა­ზეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და“, - წერს "ტე­ლეგ­რამ არხი Amra-life. ვი­დე­ოს და ფო­ტო­ებს ნა­ხავთ ბმულ­ზე

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
6

032-ს!

ადამიანის ბუნებრივი სწრაფვაა იცხოვროს იქ, სადაც უპირველეს ყოვლისა დაცულია პიროვნული და ოჯახის წევრების უსაფრთხოება. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ყოფნა იქ, სადაც გაცილებით მეტი შანსია ნორმალური, ღირსეული ცხოვრების მოწყობა.

ჩვენი ქვეყნის მიზანმიმართული სვლა და შემდგომი გაწევრიანება ევროკავშირში მოგვიტანს გაცილებით მეტ სიუხვესა და დოვლათს...

ჩემი აზრით აფხაზები და ოსები (დარწმუნებული ვარ - სხვებიც...) ყურადღებით აკვირდებიან აქ მიმდინარე პროცესებს...

მოკლედ, საქართველოს სახელმწიფოს წარმატების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამ სიკეთეების სათავისოდ მისაღებად...

დღესაც, როდესაც ევროპასთან არსებობს უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი - ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯები უკეთესი ცხოვრებისაკენ!!!

პ.ს. სხვისი რა მოგახსენო, მაგრამ პირადად მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახლო ან საშუალო პერსპექტივაში საქართველო გაბრწყინდება!!!...

პ.პ.ს. მთავარია, რომ იყოს მშვიდობა!!!

ჩვენი ძმა ჩვენი ძალაა.
8

სანამ ისრაელივით ძლიერები არ გავხდებით მანამდე ტერიტორიების დაბრუბენა ილუზიაა. ეს უფასო მკურნალობა კი ქართველი ხალხის დამცირებაა.

ავტორი:

"ჩვენ გავერთიანდებით“ - რა ინფორმაცია ვრცელდება "ტელეგრამში", აფხაზურ არხებში, ოკუპირებულ რეგიონში ქართველების ჯგუფის ვიზიტზე

"ჩვენ გავერთიანდებით“ - რა ინფორმაცია ვრცელდება "ტელეგრამში", აფხაზურ არხებში, ოკუპირებულ რეგიონში ქართველების ჯგუფის ვიზიტზე

აფხაზური "ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში "ქართველი მოგზაურების“ ვიზიტის შესახებ. მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ რეგიონს სავარაუდოდ, 2023 წლის 3-6 ნოემბერს ესტუმრნენ.

ერთ-ერთმა მათგანმა კი მოგზაურობის შესახებ ვიდეო რეპორტაჟი გამოაქვეყნა, რომელიც მთავრდებოდა სიტყვებით, "ჩვენ გავერთიანდებით“. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა მოახერხეს სოხუმის, გაგრას, რიწის ტბის და ბზიფის ხეობის მონახულება.

"ქართველები აფხაზეთში სავარაუდოდ, ადგილობრივების მიწვევით იმყოფებოდნენ, რომლებიც მათ ქეიფით და სიხარულით შეხვდნენ", - წერენ "ტელეგრამში", აფხაზურ არხებზე.

"ქართული მხარე, სავარაუდოდ, გამოიყენებს ამ ვიდეოს, როგორც აფხაზეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის ნაწილს ტერიტორიული პრეტენზიების გასაძლიერებლად. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ, რა მოხდა და გასაჯაროვდეს ყველა იმ "ტურისტის“ ვინაობა, ვინც აფხაზეთში იმყოფებოდა“, - წერს "ტელეგრამ არხი Amra-life. ვიდეოს და ფოტოებს ნახავთ ბმულზე

  • ავტორი: ანრი კურტანიძე
×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"