მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს

13 იან­ვარს ambebi.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით: "35 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­სახ­ლე მოს­კო­ვის პრეს­ტი­ჟულ გა­რე­უ­ბან­ში და სკან­და­ლე­ბი მა­მის გა­და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბის გამო - რა არის ცნო­ბი­ლი ალი­ე­ვე­ბის დი­ნას­ტი­ის გამ­გრძე­ლე­ბელ­ზე და რა­ტომ გა­მოჩ­ნდა ის მა­მის ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე?", რო­მე­ლიც მომ­ზად­და უცხო­ურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

სტა­ტი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ელ­ჩო, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო “ambebi.ge”-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა პუბ­ლი­კა­ცი­ამ, რო­მელ­შიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის მი­მართ იყო დაშ­ვე­ბუ­ლი ფაბ­რი­კა­ცი­ე­ბი:

https://www.ambebi.ge/article/304434-35-milioniani-sasaxle-moskovis-prestizhul-gareubansh/.

იგი­ვე მა­სა­ლა იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი bpn.ge” მი­ე­რაც:

https://www.bpn.ge/article/118914-35-milioniani-sasaxle-moskovis-prestizhul-gareubanshi-da- skandalebi-mamis- gadamaluli-konebis-gamo-ra-aris-cnobili-alievebis-dinastiis-gamgrzelebelze/.

ჩვენ­თვის საკ­ვირ­ვე­ლია მსგავ­სი ხა­სი­ა­თის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის გა­მო­ჩე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში და გა­უ­გე­ბა­რია, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა მსგავ­სი ხა­სი­ა­თის სტა­ტი­ე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იცი­ან მე­ზო­ბელ აზერ­ბა­ი­ჯან­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მთე­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი უც­ვლე­ლად იყო, არის და რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გულ­წრფელ და სან­დო სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად, რაც არა­ერ­თხელ და­დას­ტურ­და ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ო­დებ­ში. ორი­ვე ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ძა­ლის­ხმე­ვით ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად ავა­შე­ნეთ რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­მა­გა­ლი­თო მო­დე­ლი ჩვე­ნი ხალ­ხე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

რო­დე­საც მე­დი­ა­ში ჩნდე­ბა მსგავ­სი პუბ­ლი­კა­ცია, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი „დად­გმუ­ლი“ პა­სა­ჟით იმის შე­სა­ხებ, რომ "პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი "მემ­კვიდ­რე­ო­ბით“ მი­ი­ღო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, შე­უ­სა­ბა­მო და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია.

სხვა­გან სად თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, კარ­გად უნდა იყოს ცნო­ბი­ლი, რომ პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, არა­ერ­თხელ იქნა არ­ჩე­უ­ლი ხალ­ხის მიერ, რო­მე­ლიც ძა­ლა­უფ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი წყა­როა. ის, რომ ეს ზე­დი­ზედ არა­ერ­თხელ მოხ­და: 2003, 2008, 2013 და 2018 წლებ­ში, მხო­ლოდ იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ იგი ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ვა­დით არ­ჩე­ვის დროს სრუ­ლად ამარ­თლებ­და ამომ­რჩევ­ლის იმე­დებს და მის­წრა­ფე­ბებს, ხოლო მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, მან თა­ვი­სი სამ­შობ­ლო ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, ოც­და­ა­თწ­ლი­ან კონ­ფლიქტს ბოლო მო­უ­ღო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სრუ­ლი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აღად­გი­ნა. მას მა­მის­გან, თა­ნა­მედ­რო­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის არ­ქი­ტექ­ტორ ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერგო მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიჭი და ტრა­დი­ცი­ე­ბი, სა­დაც ძმურ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მე­გობ­რო­ბას ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია.

პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი თან­მიმ­დევ­რუ­ლად მტკიც­დე­ბა და მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი ორი ერის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

მარ­თა­ლია ეს არ შე­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მუ­შა­ო­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა­ში, მაგ­რამ ძნე­ლი არ იქ­ნე­ბა იმგვა­რი მა­გა­ლი­თე­ბის მო­ძებ­ნა, რო­დე­საც „დე­მოკ­რა­ტი­ის მო­დე­ლე­ბად“ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბუ­ლი რიგი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი ასე­ვე არა­ერ­თხელ იყ­ვნენ არ­ჩე­უ­ლი მათი ხალ­ხის მიერ, მათ შო­რის ერთი და მავე პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ნას­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. თუმ­ცა, არა­ვინ, არც ამ ქვეყ­ნებ­ში და არც ჩვენს გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, არ ცდი­ლობს ამ ფაქ­ტე­ბის წარ­მო­ჩე­ნას, რო­გორც რა­ი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­რივს, ხში­რად ეს უფრო პი­რი­ქი­თაა.

აქვე იმა­საც შე­ვახ­სე­ნებთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის ავ­ტო­რებს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას, რო­გორც საპ­რე­ზი­დენ­ტოს, ისე სა­პარ­ლა­მენ­ტოს, ეს­წრე­ბო­და მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის და წამ­ყვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ყო­ველ­თვის ობი­ექ­ტუ­რად აფა­სებ­დნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხის ნე­ბის გა­მო­ხატ­ვას და იყ­ვნენ მათ შო­რის, ვინც თბი­ლი სი­ტყვე­ბით სავ­სე მი­ლოც­ვებს უგ­ზავ­ნი­და პრე­ზი­დენტს და მა­ღალ შე­ფა­სე­ბას ანი­ჭებ­დნენ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს.

და ბო­ლოს, ფუნ­და­მენ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია უცხო­უ­რი „ყვი­თე­ლი პრე­სის“ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის გა­მე­ო­რე­ბა, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ცი­ლის­წა­მე­ბის მცდე­ლო­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი „წარ­მო­ად­გენს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს ქვეყ­ნის შიგ­ნით და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში“ (მუხ­ლი 8, ნა­წი­ლი 1), „აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბა და­ცუ­ლია კა­ნო­ნი“ (მუხ­ლი 106) და მის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­ბის­მი­ე­რი თავ­დას­ხმა გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხის ნე­ბის ხელ­ყო­ფა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ელ­ჩო გა­მოთ­ქვამს იმედს, რომ ამ მე­დია პორ­ტა­ლე­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბი, მო­მა­ვალ­ში უფრო მე­ტად და­ი­ცა­ვენ ობი­ექ­ტუ­რო­ბას და არ გა­ავ­რცე­ლე­ბენ გა­და­მოწ­მე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ამას­თან ერ­თად ისი­ნი ერ­თგულ­ნი დარ­ჩე­ბი­ან ის­ტო­რი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბი­სა და ობი­ექ­ტუ­რი გა­შუ­ქე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვე­ნი ორი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის მე­დია სა­ზო­გა­დო­ე­ბებს შო­რის და ემ­სა­ხუ­რე­ბა მთელს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბას, პროგ­რესს და კე­თილ­დღე­ო­ბას".

  • ambebi.ge აცხა­დებს, რომ არას­დროს ეწე­ვა ფაბ­რი­კა­ცი­ას და იმის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ ტექ­სტი თარ­გმნი­ლია და მომ­ზად­და რამ­დე­ნი­მე წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით, აქ­ვეყ­ნებს ამ მა­სა­ლე­ბის ლინ­კებს:

წყა­რო 1, წყა­რო 2, წყა­რო3

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

საინგილო დააბრუნე აზერ გარეჯს თავი დაანებე სოხუმზე თვალი ნუ გიჭირავს თურქებთან და ინგლისის ჯაშუშებთან ერთად თბილისში მჩხიბავების ქსელი რომ გყავს ვითომ სპეცსამსახურები ქართველთა მკვლელობასაც არ თაკილობენ ეკლესიას ებრძვიან და ამ ყველაფერს რომ მოაგვარებ ვიმეგობროთ კეთილმეზობლურად. ჩვენ მშვიდობა გვინდა

bondo
0

Მაგათ კითხეთ აბა შიგ ხო არაგაქვთ აბა ხელი მოისვითთქო მოგიტყნავთთქო დედისმუტლებს

ავტორი:

აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს

13 იანვარს ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "35 მილიონიანი სასახლე მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში და სკანდალები მამის გადამალული ქონების გამო - რა არის ცნობილი ალიევების დინასტიის გამგრძელებელზე და რატომ გამოჩნდა ის მამის ოფიციალურ შეხვედრაზე?", რომელიც მომზადდა უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე.

სტატიას გამოეხმაურა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო, რომლის კომენტარსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ყურადღება მიიპყრო “ambebi.ge”-ს საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ, რომელშიც აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის მიმართ იყო დაშვებული ფაბრიკაციები:

https://www.ambebi.ge/article/304434-35-milioniani-sasaxle-moskovis-prestizhul-gareubansh/.

იგივე მასალა იქნა გამოყენებული bpn.ge” მიერაც:

https://www.bpn.ge/article/118914-35-milioniani-sasaxle-moskovis-prestizhul-gareubanshi-da- skandalebi-mamis- gadamaluli-konebis-gamo-ra-aris-cnobili-alievebis-dinastiis-gamgrzelebelze/.

ჩვენთვის საკვირველია მსგავსი ხასიათის პუბლიკაციების გამოჩენა საქართველოს საინფორმაციო სივრცეში და გაუგებარია, რას ემსახურება მსგავსი ხასიათის სტატიები.

საქართველოში კარგად იციან მეზობელ აზერბაიჯანში არსებული რეალური მდგომარეობა.

მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აზერბაიჯანი უცვლელად იყო, არის და რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გულწრფელ და სანდო სტრატეგიულ პარტნიორად, რაც არაერთხელ დადასტურდა ჩვენი ერთობლივი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდებში. ორივე ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალისხმევით ჩვენ ერთობლივად ავაშენეთ რეგიონული თანამშრომლობის სამაგალითო მოდელი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

როდესაც მედიაში ჩნდება მსგავსი პუბლიკაცია, ეგრეთ წოდებული „დადგმული“ პასაჟით იმის შესახებ, რომ "პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის პოსტი "მემკვიდრეობით“ მიიღო, აბსოლუტურად, შეუსაბამო და პროვოკაციულია.

სხვაგან სად თუ არა საქართველოში, კარგად უნდა იყოს ცნობილი, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრული დაცვით, არაერთხელ იქნა არჩეული ხალხის მიერ, რომელიც ძალაუფლების ერთადერთი წყაროა. ის, რომ ეს ზედიზედ არაერთხელ მოხდა: 2003, 2008, 2013 და 2018 წლებში, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ იგი ყოველი მომდევნო ვადით არჩევის დროს სრულად ამართლებდა ამომრჩევლის იმედებს და მისწრაფებებს, ხოლო მისი უფლებამოსილების მიმდინარე ეტაპზე, მან თავისი სამშობლო ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა, ოცდაათწლიან კონფლიქტს ბოლო მოუღო და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა. მას მამისგან, თანამედროვე აზერბაიჯანული სახელმწიფოებრიობის არქიტექტორ ჰეიდარ ალიევისგან მემკვიდრეობით ერგო მხოლოდ პოლიტიკური ნიჭი და ტრადიციები, სადაც ძმურ საქართველოსთან მეგობრობას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირები თანმიმდევრულად მტკიცდება და მუდმივად ვითარდება ჩვენი ორი ერის საკეთილდღეოდ.

მართალია ეს არ შედის საქართველოში აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობის პრეროგატივაში, მაგრამ ძნელი არ იქნება იმგვარი მაგალითების მოძებნა, როდესაც „დემოკრატიის მოდელებად“ პოზიციონირებული რიგი ქვეყნების ლიდერები ასევე არაერთხელ იყვნენ არჩეული მათი ხალხის მიერ, მათ შორის ერთი და მავე პოლიტიკური დინასტიების წარმომადგენლები. თუმცა, არავინ, არც ამ ქვეყნებში და არც ჩვენს გეოგრაფიაში, არ ცდილობს ამ ფაქტების წარმოჩენას, როგორც რაიმე დანაშაულებრივს, ხშირად ეს უფრო პირიქითაა.

აქვე იმასაც შევახსენებთ აღნიშნული პუბლიკაციების ავტორებს, რომ აზერბაიჯანის ყველა საარჩევნო კამპანიას, როგორც საპრეზიდენტოს, ისე საპარლამენტოს, ესწრებოდა მრავალი ქვეყნის და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებელი, მათ შორის საქართველოდან. საქართველოს წარმომადგენლები კი ყოველთვის ობიექტურად აფასებდნენ აზერბაიჯანელი ხალხის ნების გამოხატვას და იყვნენ მათ შორის, ვინც თბილი სიტყვებით სავსე მილოცვებს უგზავნიდა პრეზიდენტს და მაღალ შეფასებას ანიჭებდნენ არჩევნების შედეგებს.

და ბოლოს, ფუნდამენტურად მიუღებელია უცხოური „ყვითელი პრესის“ გადაუმოწმებელი ინსინუაციების გამეორება, სადაც მიმდინარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ცილისწამების მცდელობა. აზერბაიჯანის ძირითადი კანონის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი „წარმოადგენს აზერბაიჯანის სახელმწიფოს ქვეყნის შიგნით და საგარეო ურთიერთობებში“ (მუხლი 8, ნაწილი 1), „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივი და ღირსება დაცულია კანონი“ (მუხლი 106) და მის წინააღმდეგ ნებისმიერი თავდასხმა განიხილება როგორც აზერბაიჯანელი ხალხის ნების ხელყოფა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საელჩო გამოთქვამს იმედს, რომ ამ მედია პორტალების რედაქტორები, მომავალში უფრო მეტად დაიცავენ ობიექტურობას და არ გაავრცელებენ გადამოწმებულ ინფორმაციას, ამასთან ერთად ისინი ერთგულნი დარჩებიან ისტორიულად ჩამოყალიბებული ურთიერთგაგებისა და ობიექტური გაშუქების ტრადიციებისა, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნების მედია საზოგადოებებს შორის და ემსახურება მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას, პროგრესს და კეთილდღეობას".

  • ambebi.ge აცხადებს, რომ არასდროს ეწევა ფაბრიკაციას და იმის დამადასტურებლად, რომ ტექსტი თარგმნილია და მომზადდა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, აქვეყნებს ამ მასალების ლინკებს:

წყარო 1, წყარო 2, წყარო3