საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეც მაქვს ბედნიერების უფლება... ადრე ვამბობდი სად მცალია, ორი შვილის დედა ვარ-მეთქი, ახლა ვხვდები, რომ..." - ელენე ფოჩხუა დედობასა და პირადზე
"მეც მაქვს ბედნიერების უფლება... ადრე ვამბობდი სად მცალია, ორი შვილის დედა ვარ-მეთქი, ახლა ვხვდები, რომ..." - ელენე ფოჩხუა დედობასა და პირადზე

მომ­ღე­რალ­მა ელე­ნე ფო­ჩხუ­ამ წარ­სულს ჩა­ა­ბა­რა ის დღე­ე­ბი, როცა ბევრ რა­მე­ზე ღე­ლავ­და. ახლა მის­თვის მთა­ვა­რი მხო­ლოდ ერთ რამ არის - გარ­შე­მო ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბა ჰქონ­დეს. არც ოც­ნე­ბე­ბით იტან­ჯავს თავს. ძა­ლი­ან უნდა, დიდი სახ­ლი ჰქონ­დეს მაგ­რამ სა­სურ­ველ სტუმ­რებს პა­ტა­რა სახ­ლშიც მშვე­ნივ­რად უმას­პინ­ძლდე­ბა.

ტრა­გე­დია არც ქმარ­თან გაყ­რის გამო შე­უქ­მნია. შვი­ლებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავს და­ა­კის­რა, ცხოვ­რე­ბამ ისიც ას­წავ­ლა, რომ არა­სო­დეს უნდა თქვა სი­ტყვა არა­სო­დეს. "სარ­კეს­თან" ამ­ბობს, რომ თუკი თა­ვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს შეხ­ვდე­ბა პი­რად­ზე უარს არ იტყვის და ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის იბ­რძო­ლებს:

- ელე­ნე, ორ შვილს ზრდით მარ­ტო, ქა­ლის­თვის ად­ვი­ლი არაა ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. რო­გორ ახერ­ხებთ?

- როცა ოჯა­ხი მქონ­და მა­ში­ნაც დიდ­წი­ლად ჩემ­ზე იყო ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. არ მინ­და უხერ­ხუ­ლად გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ მე­უღ­ლე­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­და. ამას ნიშ­ნის­მო­გე­ბით არ ვამ­ბობ. ხან ასე ხდე­ბა ხან ისე. ასე რომ ამ გა­რე­მო­ე­ბას შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი და არ შემ­ში­ნე­ბია როცა მივ­ხვდი, რომ მარ­ტოს უნდა მიმ­ხე­და შვი­ლე­ბის­თვის. ყვე­ლა ქალს შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ი­ტა­ნოს თავი. ბო­ლოს და ბო­ლოს სახ­ლს და­უ­ლა­გებს ვინ­მეს და შვი­ლებს საჭ­მელს მო­უ­ტანს.

ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი ვართ, ქალი რა­საც გა­უმკლავ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი გა­ჭირ­ვე­ბის დროს, კაცი იმ­დენს ვერ შეძ­ლებს. არ არის მარ­ტი­ვი გა­და­სა­ხა­დე­ბი ბავ­შვე­ბის სწავ­ლა და ათა­სი წვრილ­მა­ნი. გარ­და ამი­სა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა დიდი. ჩემი გოგო გარ­და­ტე­ხის ასაკ­შია და თა­ვი­სე­ბუ­რი მიდ­გო­მა ჭირ­დე­ბა. ბიჭი პირ­ველ კლას­შია და მას სხვაგ­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა უნდა.

სას­წა­უ­ლად მკაც­რი დედა ვარ. მე­გობ­რე­ბი მე­ტყვი­ან ხოლ­მე, კარ­გი რა შენც ხომ იყა­ვი მათ ასაკ­შიო. თუ მე­გობ­რე­ბი მი­დი­ან კი­ნო­ში და მერე სად­მე უნდა დას­ხდნენ კი ვუშ­ვებ, მაგ­რამ ერთხელ სა­ღა­მოს 10 სა­ა­თი იყო და სკვერ­ში გვინ­და გას­ვლაო და უკვე და­ვუ­შა­ლე. გიჟი დედა ვარ. ბავ­შვე­ბის მამა უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს, შე­სა­ბა­მი­სად მხო­ლოდ მე ვარ შვი­ლე­ბის მფარ­ვე­ლიც და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლიც.

- მამა ბავ­შვებს არ ეხ­მა­რე­ბა?

- მა­მას­თან აქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ასე ვთქვათ მცი­რე დო­ზით, მე­ტით არა/

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას იტყვით? არის თქვენს გვერ­დით ადა­მი­ა­ნი?

- ადრე ვამ­ბობ­დი სად მცა­ლია, ორი შვი­ლის დედა ვარ მეთ­ქი. ახლა ვხვდე­ბი, რომ ეს ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლეა. ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბი­ან თა­ვი­ან­თი გზა აქვთ გა­სავ­ლე­ლი. თუ გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­მა­ფა­სებს მის გვერ­დით თავს ბედ­ნი­ე­რე­ბად ვიგ­რძნობ, რა­ტო­მაც არა. მეც მაქვს ბედ­ნი­ე­რე­ბის უფ­ლე­ბა. არა­სო­დეს და­მი­შა­ვე­ბია ჩემი ოჯა­ხის წი­ნა­შე რამე და არც არა­სო­დეს ჩა­ვი­დენ ისეთ რა­მეს, რომ შვი­ლებს და გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლებს ჩემი შერ­ცხვეთ. ყვე­ლა ქალი იმ­სა­ხუ­რებს ბედ­ნი­ე­რე­ბას.

წყა­რო: ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lile
3

რავიცი კი გადაგვაჭამე თავი ამ შენი ქმრის სხვასთან წასვლით,თუ ესე გეკიდა რას მისტიროდი უსასრულოდ😂😂😂😂

მარი
22

ქმარი გაუთხოვდა,ეხლა თვითონ...არ ვიცი ვინ ხარ და რას საქმიანობ,მაგრამ გიჟი დედა შვილებს არ ჭირდება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მეც მაქვს ბედნიერების უფლება... ადრე ვამბობდი სად მცალია, ორი შვილის დედა ვარ-მეთქი, ახლა ვხვდები, რომ..." - ელენე ფოჩხუა დედობასა და პირადზე

"მეც მაქვს ბედნიერების უფლება... ადრე ვამბობდი სად მცალია, ორი შვილის დედა ვარ-მეთქი, ახლა ვხვდები, რომ..." - ელენე ფოჩხუა დედობასა და პირადზე

მომღერალმა ელენე ფოჩხუამ წარსულს ჩააბარა ის დღეები, როცა ბევრ რამეზე ღელავდა. ახლა მისთვის მთავარი მხოლოდ ერთ რამ არის - გარშემო ყველას ჯანმრთელობა ჰქონდეს. არც ოცნებებით იტანჯავს თავს. ძალიან უნდა, დიდი სახლი ჰქონდეს მაგრამ სასურველ სტუმრებს პატარა სახლშიც მშვენივრად უმასპინძლდება.

ტრაგედია არც ქმართან გაყრის გამო შეუქმნია. შვილებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავს დააკისრა, ცხოვრებამ ისიც ასწავლა, რომ არასოდეს უნდა თქვა სიტყვა არასოდეს. "სარკესთან" ამბობს, რომ თუკი თავის მეორე ნახევარს შეხვდება პირადზე უარს არ იტყვის და ბედნიერებისთვის იბრძოლებს:

- ელენე, ორ შვილს ზრდით მარტო, ქალისთვის ადვილი არაა ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა. როგორ ახერხებთ?

- როცა ოჯახი მქონდა მაშინაც დიდწილად ჩემზე იყო ეს პასუხისმგებლობა. არ მინდა უხერხულად გამომივიდეს, მაგრამ მეუღლეზე მეტი შემოსავალი მქონდა. ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ. ხან ასე ხდება ხან ისე. ასე რომ ამ გარემოებას შეჩვეული ვიყავი და არ შემშინებია როცა მივხვდი, რომ მარტოს უნდა მიმხედა შვილებისთვის. ყველა ქალს შეუძლია დამოუკიდებლად გაიტანოს თავი. ბოლოს და ბოლოს სახლს დაულაგებს ვინმეს და შვილებს საჭმელს მოუტანს.

ქალები ძალიან ძლიერები ვართ, ქალი რასაც გაუმკლავდება ფინანსური გაჭირვების დროს, კაცი იმდენს ვერ შეძლებს. არ არის მარტივი გადასახადები ბავშვების სწავლა და ათასი წვრილმანი. გარდა ამისა პასუხისმგებლობაა დიდი. ჩემი გოგო გარდატეხის ასაკშია და თავისებური მიდგომა ჭირდება. ბიჭი პირველ კლასშია და მას სხვაგვარი ყურადღება უნდა.

სასწაულად მკაცრი დედა ვარ. მეგობრები მეტყვიან ხოლმე, კარგი რა შენც ხომ იყავი მათ ასაკშიო. თუ მეგობრები მიდიან კინოში და მერე სადმე უნდა დასხდნენ კი ვუშვებ, მაგრამ ერთხელ საღამოს 10 საათი იყო და სკვერში გვინდა გასვლაო და უკვე დავუშალე. გიჟი დედა ვარ. ბავშვების მამა უცხოეთში ცხოვრობს, შესაბამისად მხოლოდ მე ვარ შვილების მფარველიც და პასუხისმგებელიც.

- მამა ბავშვებს არ ეხმარება?

- მამასთან აქვთ ურთიერთობა, რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ასე ვთქვათ მცირე დოზით, მეტით არა/

- პირად ცხოვრებაზე რას იტყვით? არის თქვენს გვერდით ადამიანი?

- ადრე ვამბობდი სად მცალია, ორი შვილის დედა ვარ მეთქი. ახლა ვხვდები, რომ ეს ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. ბავშვები იზრდებიან თავიანთი გზა აქვთ გასავლელი. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დამაფასებს მის გვერდით თავს ბედნიერებად ვიგრძნობ, რატომაც არა. მეც მაქვს ბედნიერების უფლება. არასოდეს დამიშავებია ჩემი ოჯახის წინაშე რამე და არც არასოდეს ჩავიდენ ისეთ რამეს, რომ შვილებს და განსაკუთრებით მშობლებს ჩემი შერცხვეთ. ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას.

წყარო: ჟურნალი "სარკე"

წაიკითხეთ ასევე: